07 ივნისი 2020, 09:47 / სანდო წყარო

„აი, ასეთ პედაგოგებსა და მოქალაქეებზე უნდა იდგეს ჩვენი ქვეყანა“ - იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ბათუმელი მასწავლებლის წერილს ასაჯაროებს

ბიძინა კულუმბეგოვი

ბიძინა კულუმბეგოვი

იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ბათუმელი პედაგოგის წერილი, სადაც მასწავლებელი იმუნოლოგს უყვება, რომ მოსწავლეებს საკუთარ სახლში უტარებს გაკვეთილებს და კითხულობს, ზედმიწევნით იცავს თუ არა ბავშვების უსაფრთხოების ზომებს.

„მასწავლებელი მწერს ბათუმიდან წერილს და მეკითხება რამდენად სწორად იქცევა. ის პრესქულის (დაწყებითი კლასების) ბავშვებს თავის სახლში ამეცადინებს. გამზადებული ალგორითმია სექტემბერში სკოლების გახსნის. რამდენი უფიქრია, როგორ სწორად ესმის ბევრი ასპექტი ინფექციის მართვის და ბავშვების უსაფრთხოების. აი, ასეთ პედაგოგებსა და ზოგადად, მოქალაქეებზე უნდა იდგეს ჩვენი ქვეყანა“ - წერს იმუნოლოგი და პედაგოგის წერილს ასაჯაროებს:

„ბავშვები ჩემთან მოდიან ფარებით, მშობელს უკეთია ნიღაბი. ვცხოვრობ მესამე სართულზე და ისინი ამოდიან დისტანციის დაცვით. კარები ღია მაქვს, მიკეთია სათვალე და სამედიცინო ნიღაბი. პატარებს ოვაციით, სიყვარულით ვიღებ, ორი დეზობარიერი მაქვს, ერთი სადარბაზოში, მეორე - სახლში, კარებთან. ჯერ პირველზე იწმენდენ ფეხსაცმელებს და მერე დგებიან მეორეზე, ვუზომავ სიცხეს, ამის შემდეგ სხდებიან დეზობარიერთან სკამზე და იხდიან ფეხსაცმელებს, რომელსაც საკუთარი ხელით აწყობენ შემოსასვლელში სადეზინფექციო ხსნარით დასველებულ, გაშლილ ტილოზე.

შემდეგ სადეზინფექციო ხსნარით (სპირტი, წყალბადის ზეჟანგი...) ვუმუშავებ თავიდან ბოლომდე, ვეძახით სუნამოს დასხმას და სიამოვნებით ტრიალებენ, თავზეც ვასხამ, ხელებზეც. მერე იცვამენ ოთახის ჩუსტებს, რომელსაც ჩემთან ტოვებენ და პერიოდულად ვამზეურებ აივანზე. ფარის ქვემოთ ვუკეთებ პირბადეს. ამ პროცესს ესწრება სადარბაზოში მდგომი მშობელი და თუ ბავშვს ტემპერატურა არა აქვს, მიდის.

ბავშვი დგება საპირფარეშოსთან რიგში. როცა ცხრავე ბავშვი მოვა (მეათე მე ვარ), ვირჩევთ მორიგეებს. ისინი შედიან პირველები და ზედმიწევნით იბანენ ხელებს ყველა წესის დაცვით, მერე იკავებენ თავიანთ ადგილებს: ერთი მორიგე მეგობრებს უსხამს თხევად საპონს, მეორე - ურიგებს მშრალ სალფეთქებს, ბანენ წესების დაცვით, თავადვე ყრიან ურნაში გამოყენებულ ხელსახოცებს. ამას ყველაფერს ხალისით ასრულებენ, ხუმრობენ, ერთმანეთს ესაუბრებიან, ,,ჭუკების ცეკვას" ცეკვავენ რიგში, ის მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი მათთვის სახალისოა, სიამოვნებთ ასრულებენ ყველაფერს. მერე შედიან სასტუმრო ოთახში (რომელსაც ყოველდღიურად ვუკეთებ სრულ დეზინფექციას) აივნის კარი ღიაა, სხდებიან დისტანციურად და იხსნიან ფარებს (რომელთაც მერხებზე ვუწყობ), რჩებიან ნიღბებში.

ხელზე ვასხამ სადეზინფექციო ხსნარს. ნახევარსაათიანი მეცადინეობა ასე ტარდება მათი სრული ჩართულობით, ადგილზე მოძრაობით, თვალსაჩინოებების გამოყენებით, ესეც მოსწონთ და ხალისობენ, იცინიან, ნიღბებს უძლებენ, არ წუწუნებენ... შემდეგ გადამყავს სასწავლო ოთახში, სადაც მიდგას ერთმანეთისგან დისტანციურად დაშორებული მერხები. ყველას აქვს თავისი ინდივიდუალური სასწავლო ნივთები. აქაც ჩატარებულია დეზინფექცია, ფანჯარა ღიაა. პირბადეს მხოლოდ პირზე ვუტოვებ, ცხვირს ვუთავისუფლებ. პატარები არიან და ხანდახან წამოახველებენ, დააცემინებენ და პირაკრულები, ვფიქრობ, დაცულები არიან. როცა აცემინებენ, პირბადეს ვუცვლი და ხელზე ისევ ვასხამ ხსნარს პატარა პულვერიზატორი მაქვს საამისოდ.

როცა საპირფარეშოთი სარგებლობენ, ხელს იბანენ, მაგრამ რომ შემოდიან, სანიტაიზერს მაინც ვასხამ. ამ მერხებთან ისინი კითხულობენ, ხატავენ, ძერწავენ, სახალისო ტესტებზე მუშაობენ, ჩხირკედელაობენ, მუსიკას უსმენენ, ერთმანეთს დისტანციურად ეკონტაქტებიან და რაც მთავარია, ეს ყველაფერი მოსწონთ, ჩემთან მოუხარიათ.

სახლშიც წასვლის დროსაც რიგს იცავენ, იცვლიან ჩუსტებს, დეზობარიერზე იცვამენ ფეხსაცმელს, პირბადეს იხსნიან და აგდებენ სპეციალურ ურნაში, ვუკეთებ ფარს, ისევ მუმუშავებ ხელებს და დამოუკიდებლად ჩადიან ქვემოთ მშობლებთან.

ეს ყველაფერი იმიტომ მოგწერეთ, რომ მინდა გკითხოთ, დასაშვებია? ხომ არ მეშლება რამე? იქნებ ასეთი რეგულაციების შემდეგაც არ ვართ დაცულნი?" - კითხულობს პედაგოგი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ბერნარდო ბუსტილიო

06 ივლისი 2020, 00:53

ტაბლოიდი

ესპანელ პოლიტიკოსს ონლაინ-კონფერენციის დროს კამერის გამორთვა დაავიწყდა და შხაპი პირდაპირ ეთერში მიიღო

კონფერენცია დილის 8 საათზე დაიწყო და 5 საათს გაგრძელდა. იმ დღეს ბუსტილიოს შვილი გაკვეთილზე უნდა წაეყვანა, თვითონ კი მეორე სამსახურში უნდა წასულიყო (ის ცურვის ინსტრუქტორად მუშაობს). პოლიტიკოსი მიხვდა, რომ თათბირის შემდეგ შხაპის მიღებას ვერ მოასწრებდა, ამიტომ ორი საქმის ერთდროულად გაკეთება გადაწყვიტა.

ჯოი ჩესტნატი

06 ივლისი 2020, 00:46

ტაბლოიდი

ამერიკელებმა ჰოთ დოგების სწრაფ ჭამაში მსოფლიო რეკორდები დაამყარეს

ჯოი ჩესტნატმა, რომელმაც კაცებს შორის პირველი ადგილი დაიკავა, 10 წუთში 75 ჰოთ დოგი შეჭამა, რითაც თავისი შარშანდელი რეკორდი (71) გააუმჯობესა. სულ მან ამ კონკურსში ხუთჯერ გაიმარჯვა.

06 ივლისი 2020, 00:36

საზოგადოება

6 ივლისს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 6 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ბეჭდების მბრძანებელი

06 ივლისი 2020, 00:02

კულტურა

ახალი ზელანდიის მთავრობამ სერიალ „ბეჭდების მბრძანებლის“ გადამღებ ჯგუფს ქვეყანაში ჩასვლის ნებართვა მისცა

ეს ერთ-ერთია იმ 7 კინოპროექტიდან, რომლებზეც მუშაობა ქვეყანაში უახლოეს პერიოდში განახლდება. სულ მომავალი 6 თვის განმავლობაში ახალ ზელანდიაში ჩასვლის ნებართვა 206-მა სპეციალისტმა და მათი ოჯახების 35-მა წევრმა მიიღო.

05 ივლისი 2020, 23:43

რეგიონი

მესტიის მუნიციპალიტეტში მთის ფერდობზე ხანძრის ქრობის სამუშაოები დილიდან განახლდება

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის მიმდებარედ, მთის ფერდობზე ხანძრის ქრობის სამუშაოები დილიდან განახლდება. ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველებმა სამუშაოები დაღამების გამო შეწყვიტეს, თუმცა მონიტორინგის მიზნით ადგილზე რჩებიან.

გურამ მაჭარაშვილი

05 ივლისი 2020, 23:29

პოლიტიკა

მომავალ კვირას საპარლამენტო კომიტეტებში რამდენიმე კანონპროექტს განიხილავენ

„როგორც მწარმოებელი, ასევე შემომტანიც და რეალიზატორიც ჯარიმდება, სანქციები მკაცრდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სახდელი იზრდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ასევე, არის მთავრობის ინიციატივა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი. არის მესამე მოსმენით დასაქმების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

დიდი ბრიტანეთი კორონავირუსი

05 ივლისი 2020, 23:13

COVID19

ბრიტანეთში კორონავირუსს კიდევ 22 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 516 შემთხვევა გამოვლინდა, ჯანმში კი ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 285 416 შემთხვევა დადასტურდა.

არქიმანდრიტი ანტონი

05 ივლისი 2020, 23:07

საზოგადოება

როგორია ვარძიის მამათა მონასტერში ბერების ცხოვრება

მამათა მონასტერი ვარძიაში, სადაც უძველესი მესხური ვაზის მეციხოვნეები ბერები არიან. იოანე ნათლისმცემელის სახელობის ქვაში ნაკვეთ ტაძარში წირვა-ლოცვა მეოთხე წელია აღდგა. ისტორიული ადგილი საუკუნეების განმავლობაში მიტოვებული იყო და ვარძიის მამათა მონასტრის საძმოს ნაწილმა ისტორია აქ სასულიერო ცხოვრებით გააგრძელა.

თურქეთი კორონავირუსი

05 ივლისი 2020, 22:56

COVID19

თურქეთში კორონავირუსის 1 148 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღე-ღამეში 19 კოვიდინფიცრებული გარდაიცვალა, და ვირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 5 225-მდე გაიზარდა. კორონავირუსის დამარცხება კი 180 680-მა ადამიანმა შეძლო.

ჰუბერტ ქნირში

05 ივლისი 2020, 22:24

საზოგადოება

ჰუბერტ ქნირში: საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიის კუთხით და ვფიქრობ, ამას ქართველი ხალხი გრძნობს

ვიცი, რომ პოლიტიკაში და არამხოლოდ ქართულ პოლიტიკაში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც, ხალხი ძალიან სწრაფად აჟიტირდება, იყენებენ საკმაოდ ხისტ ენას და საშუალებებს საკუთარი აზრის გამოსახატად, - ასე გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში „იმედის კვირასთან“ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

კელი დეგნანი, არჩილ თალაკვაძე

05 ივლისი 2020, 22:22

რეგიონი

არჩილ თალაკვაძემ კელი დეგნანს სტეფანწმინდაში უმასპინძლა

„საქართველოს უყვარს თავისი სტუმრები და აფასებს თავის მეგობრებს. აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სტეფანწმინდაში – სტუმარი და საქართველოს მეგობარი ერთდროულად“, - წერს თალაკვაძე.

თენგიზ ცერცვაძე

05 ივლისი 2020, 22:12

COVID19

თენგიზ ცერცვაძის თქმით, სავარჯიშო და საცურაო სივრცეების გახსნის შემთხვევაში რისკები მინიმალურია

„ყოველი ახალი რეგულაციის მოხსნა საზოგადოებისთვის არის საფრთხის შემცველი. მათ შორის რისკებს შეიცავს სავარჯიშო და საცურაო სივრცეების ამოქმედება, მაგრამ რისკი მინიმალურია. ბევრად უფრო სახიფათო თავშეყრის ადგილები, ქორწილები და ქელეხებია“, - განაცხადა ცერცვაძემ.

დავით ჭაკუა ელენე თევდორაძე

05 ივლისი 2020, 22:00

საზოგადოება

ელენე თევდორაძე ბაჩო ახალაიასთან დავით ჭაკუაზე საუბარს იხსენებს: ვუთხარი: „ვიღაც მხეცი რომ გყავს იქ მოაშორე, არ შეიძლება ასე“

„როცა მივედი ჭაკუასთან იყო საოცარი სიჩუმე. აქ ასეთმა სიჩუმემ გამაკვირვა ძალიან და ვუთხარი რატომ. ამაზე მეუბნება: „რას ლაპარაკობთ, ქალბატონო ელენე. აბა ვინმემ ან დააცემინოს, ან გაიცინოს ხმამაღლა, რომ შევალ და რომ ვთხლიშავ...“. მაშინვე მივედი ახალაიასთან და ვუთხარი: „ვიღაც მხეცი რომ გყავს იქ მოაშორე, არ შეიძლება ასე“. მერე გავიგე, რომ მან ეს მხეცი გადაიყვანა თავის მოადგილედ“, - იხსენებს ელენე თევდორაძე

ნატალია საბანაძე

05 ივლისი 2020, 21:58

საზოგადოება

ნატალია საბანაძე: ევროკავშირის წევრი ქვეყნები ორმხრივად გადაწყვეტენ ვისთან გახსნან საზღვარი, ზოგმა შეიძლება ნაცვალგების ამუშავება მოითხოვოს

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ორმხრივად გადაწყვეტენ ვისთან გახსნან საზღვარი, ზოგმა შეიძლება მოითხოვოს ნაცვალგების ამუშავება, მიუხედავად იმისა რომ ეს საბჭოს რეკომენდაცია არ არის. ამიტომ ეს პროცესი შეიძლება გაიწელოს. ვინც მოხვდნენ სიაში აუცილებელია სიტუაცია შეინარჩუნონ, რათა არ მოხდეს მათი ამოღება, - ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

კორონავირუსი მსოფლიო

05 ივლისი 2020, 21:23

COVID19

კორონავირუსი: ეპიდვითარება აშშ-სა და რუსეთში

რაც შეეხება რუსეთს, აქ მთავარ კითხავს ოფიციალური სტატისტიკისადმი უნდობლობა წარმოადგენს. უკვე რამდენიმე დღეა ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 7 ათასს არ აჭარბებს. ამასთან, შეზღუდვების უმეტესობა მოხსნილია.

მათე ტაკიძე

05 ივლისი 2020, 21:07

საზოგადოება

კოლეჯ „სპექტრის“ ხელმძღვანელი: პროფესიულ განათლებაში სწავლა უკვე იწყება

პროფესიულ განათლებაში სწავლა უკვე იწყება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 4 თვე შეჩერებული იყო სასწავლო პროცესი. ჩვენ გავიარეთ უსაფრთხოების ყველა პროცედურა, - ამის შესახებ კოლეჯ „სპექტრის“ ხელმძღვანელმა, მათე ტაკიძემ. მისი თქმით, თითოეული კოლეჯი მომზადებულია იმისთვის, რომ კოლეჯის სტუდენტების და ბენეფიციარის უსაფრთხოება იყოს დაცული.

ლიკა ბითაძე

05 ივლისი 2020, 20:49

სამართალი

18 ივნისს მცხეთაში გამართული წვეულების მასპინძელი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა

„აბსოლუტურად ყველაფრის გარშემო იყო შეკითხვა, მათ შორის შაქარაშვილის საქმეზეც. მოგვიანებით გავაკეთებთ კომენტარს. ძალიან ბევრი კითხვა იყო, რა თქმა უნდა, სხვაგვარად ამდენ ხანს არ გავჩერდებოდით“, - განაცხადა ბითაძემ.

სალომე ზურაბიშვილი

05 ივლისი 2020, 20:45

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მინდა ყველას მოვუწოდო ეს ზაფხული საქართველოში არაჩვეულებრივი ადგილების აღმოსაჩენად გამოიყენონ

ფაქტია, რომ საქართველოს ყველა რეგიონსა და მხარეში ბევრი არაჩვეულებრივი ადგილია აღმოსაჩენი. მინდა, ყველას მოვუწოდო, გამოიყენონ ეს ზაფხული. როცა ბევრს სხვაგან წასვლა არ შეუძლია, საქართველოში მოგზაურობა შესაძლებელია, ამითი ვისარგებლოთ და აღმოვაჩინოთ ეს ფანტასტიკური ადგილები! , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.ფოტო: Facebook

აზერბაიჯანი კორონავირუსი

05 ივლისი 2020, 20:14

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა

დღე-ღამეში 9 კოვიდინფიცრებული გარდაიცვალა, რითაც ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 250-მდე გაიზარდა. კორონავირუსის დამარცხება კი 11 742-მა ადამიანმა შეძლო.

გია აბაშიძე

05 ივლისი 2020, 20:02

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ელჩებზე თავდასხმების შემდეგ, ე.წ. „ევროპულმა საქართველომ“ მორიგი არალოგიკური და არარაციონალური მოთხოვნა წამოაყენა - გაიხსნას თურქეთთან საზღვარი, გავუშვათ ქართველები თურქეთში სამუშაოდ

ზოგ ქვეყანაში მეორე ტალღაა და ხელახალი კარანტინებია. ეს ჩვენ, ცხადია, არავის გვსურს. ბოროტ რევანშისტ ნაცოპოზიციისა და მის ანასხლეტების დღის წესრიგით არ ცხოვრობს საქართველო. საზღვრები გაიხსნება, მაშინ როცა იქნება უსაფრთხო ჩვენი ქვეყნისთვის. მმართველი გუნდი არ უნდა აყვეს იაფფასიანი პოპულიზმით დაკავებული შალიკოს "ფანჩატურელებს",- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროპული საქართველოს ინიციატივას, თურქეთთან საზღვრის გახსნის შესახებ.