IMEDI /  09 ივნისი 2020, 13:59 / სანდო წყარო

დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ეპიდემიოლოგიურადაც, უსაფრთხოების კუთხითაც, პოლიტიკურადაც, რომ არჩევნები ჩატარდეს უსაფრთხოდ

დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

„ვფიქრობ, პოლიტიკურ პროცესს არჩევნების გზით საზოგადოება დაარეგულირებს, მაგრამ საარჩევნო პროცესი შესაძლოა ხელშემწყობი აღმოჩნდეს ეპიდვითარების გაუარესებისთვის. მით უმეტეს, თუ ჩვენ ამას სწორად არ დავგეგმავთ. შესაძლოა ეს ვინმეს ასეც უნდოდეს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ეპიდემიოლოგიურადაც, უსაფრთხოების კუთხითაც, პოლიტიკურადაც, რომ არჩევნები ჩატარდეს უსაფრთხოდ“,-ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ხელისუფლებამ კრიზისი კარგად მართა და ამას არსებული სტატისტიკაც ადასტურებს, მაგრამ მისივე განცხადებით, კვლავ ვრჩებით პანდემიის რეჟიმში და საჭიროა სიფრთხილე და რეგულაციის ნორმების ზედმიწევნით დაცვა.

„ამ დრომდე ჩვენ კრიზისი სწორად ვმართეთ. გვაქვს დაინფიცირების ერთერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მსოფლიოში. დაფიქსირებულია გარდაცვალების მხოლოდ 1, 6 პროცენტი, რაც რა თქმა უნდა სამწუხაროა, მაგრამ ეს ბევრად ნაკლებია ვიდრე სხვაგან, როცა საერთო მაჩვენებელი გარდაცვალების არის 7 პროცენტამდე და ზოგ ევროპულ ქვეყანაში ის 13-14-15 პროცენტსაც კი აღწევს. გამოჯანმრთელებული 87 პროცენტი, როცა გამოჯანმრთელების საერთო მაჩვენებელი მსოფლიოში 43 პროცენტს არ სცილდება. ეს შედეგი რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ მსოფლიო და ჩვენც, ვრჩებით პანდემიის რეჟიმში და უნდა ვიყოთ რა თქმა უნდა ფრთხილად.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თვითკმაყოფილებას აცხადებს მთავარ საფრთხედ და ვფიქრობ ჩვენ უნდა გვქონდეს ადეკვატური გეგმა შემდგომი და ეს ასეც იქნება. მგონია, რომ ზედმეტად მოვეშვით და არ მინდა რომ თვითკმაყოფილებაში ჩავრჩეთ, რომ არ შემოგვიბრუნდეს ეს პოზიტიური შედეგი ცუდი და შესაძლოა სახიფათო მაჩვენებლებით“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძემ ყურადღება გაამახვილა მეორე ტალღის სწორად დაგეგმვის მნიშვნელობაზე. კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კორონამ ზიანი მიაყენა არა მხოლოდ მოქალაქეების ჯანმრთელობას, არამედ მთელ მსოფლიოს ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა, მისივე თქმით, სიცოცხლე არის უპირატესი და ჯანსაღ ეკონომიკას ქმნის მხოლოდ ჯანსაღი და ჯანმრთელი საზოგადოება.

„სწორედ ამიტომ შემოვიტანეთ გუშინ რეგულაცია, რომ შესრულდეს ეს აუცილებელი პირობა, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კონკრეტულად მიუთითებს, რომ პირბადე არის მთავარი იარაღი, რომ ეპიდემია რ გავრცელდეს, მაგრამ იყო სპეკულაციები, თითქოს ავტორები არ ითვალისწინებენ იმას, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი დაბალი შემოსავლისაა და ეს საჯარიმო სანქციები არის მათთვის ძვირი. მინდა შევახსენო მათ, რომ სიცოცხლის დანაკარგი ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე 20 ლარი, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დავიცვათ საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობა, მაგრამ, რაც შეეხება იმას, თუ ვინმეს ამის საშუალებაც არ აქვს, სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ მოწყვლად ჯგუფებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა ამ მნიშნელოვან ინსტრუმენტთან.

რაც შეეხება საზღვრების გახსნას, ტურიზმის სექტორი, ამაზე აკეთებს რა თქმა უნდა, დიდ მოლოდინებს, მაგრამ ვფიქრობ ფრთხილად უნდა ვიყოთ საზღვრების გახსნაზე, მით უმეტეს იმ გეოგრაფიულ რეალობაში, როცა ჩენს სამეზობლოში ეპიდემიოლოგიურად საკმაოდ დაბინძურებულია არაერთი ქვეყანა და არა მხოლოდ სამეზობლო.

დავიცვათ წესები, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და სწორად დავგეგმოთ მოსალოდნელი მეორე ტალღა, რომელიც არ არის არც ვინმეს დაკვეთა და არც ვინმეს სურვილი. ეს არის ეპიდემიოლოგიური რეალობა, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა ქვეყანას და მათ შორის ჩვენც. დავიცვათ წესები და პოლიტიკურ ინტერესებს ნუ ვანაცვალებთ მოსახლეობის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​

ყველა სიახლე

07 ივლისი 2020, 01:04

COVID19

აშშ-ში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, რომელთა სასწავლო დაწესებულებები სწავლის მხოლოდ დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, ქვეყნის დატოვება მოუწევთ

აშშ-ში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, რომელთა სასწავლო დაწესებულებები სწავლის მხოლოდ დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, ქვეყნის დატოვება მოუწევთ ან დეპორტაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან. ამის შესახებ აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურში განაცხადეს.

07 ივლისი 2020, 00:56

ტექნოლოგიები

ჰოლივუდში მთავარ როლზე ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი პირველად დაამტკიცეს

ჰოლივუდში, ახალ სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის ფილმში, მთავარ როლზე ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი პირველად დაამტკიცეს. ამის შესახებ techcult წერს.

07 ივლისი 2020, 00:38

ტაბლოიდი

50 წლის ნაომი კემპბელი მეტროში ფოტოსესიაზე გაშიშვლდა

სუპერმოდელი და მსახიობი ნაომი კემპბელი მეტროში გამართულ ფოტოსესიაზე გაშიშვლდა. ფოტოები მოდელმა Instagram-ზე გამოაქვეყნა.

07 ივლისი 2020, 00:35

მსოფლიო

დიდმა ბრიტანეთმა 49 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა 49 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. სანქციები რუსეთის 25 და საუდის არაბეთის 20 მოქალაქეს დაუწესდა.

07 ივლისი 2020, 00:25

ტაბლოიდი

ბრიტანეთის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ბანანების შეკვრაში ეგზოტიკური ჯიშის ბაყაყი აღმოაჩინეს 🐸

დიდ ბრიტანეთში, კარმარტენშირში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტის თანამშრომელმა ბანანის მტევნებს შორის ბაყაყი აღმოაჩინა. როგორც ირკვევა, ეგზოტიკური ჯიშის ბაყაყმა ბრიტანეთამდე 8 ათას კილომეტრზე დიდი მანძილი გაიარა. ბანანი ბრიტანეთში კოლუმბიიდან შეიტანეს.

07 ივლისი 2020, 00:10

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ირანში უცნაური შეფერილობის ობობა აღმოაჩინეს

ირანში, ფინელი მეცნიერთა ჯგუფმა უცნაური შეფერილობის ობობა აღმოაჩინა. ამის შესახებ techcult წერს. ობობას აქვს თეთრი და წითელი ზოლები ზურგზე, რომელიც ჰოლივუდის კინოგმირ ჯოკერ ჰგავს, რომლის როლსაც ფილმში ხოაკინ ფენიქსი ასრულებს. მეცნიერებმა მის საპატივცემულოდ ობობას Loureedia phoenixi დაარქვეს.

მირიან ნიკოლაძე

06 ივლისი 2020, 23:50

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის ბიძა: დაზიანებების წარმოშობის მექანიზმს და მათ ხანდაზმულობას ექსპერტიზა დაადგენს

მოცემულ ეტაპზე გამოძიების ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ გიორგის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებული ყველა გარემოება ამოვწუროთ. გავარკვიოთ ბოლოს და ბოლოს ბავშვი განზრახ მკვლელობის მიზეზითაა გარდაცვლილი თუ სხვა რამე მიზეზით. ველოდებით სასამართლო სამედიცინო და გენეტიკურ ექსპერტიზას, რომელიც ძალიან ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს, - ამის შესახებ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილი ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

დონალდ ტრამპი

06 ივლისი 2020, 23:39

COVID19

დონალდ ტრამპი: აშშ-ში ჩინური ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 39%-ით შემცირდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში ჩინური ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 39%-ით შემცირდება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა.

ჩორჩანა

06 ივლისი 2020, 23:15

ეკონომიკა

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტში, საოკუპაიო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის თანადაფინანსებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

ენდრიუ კუომო

06 ივლისი 2020, 22:56

COVID19

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი: ბატონო პრეზიდენტო, ნუ იქნებით კორონავირუსის თანამზრახველი

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდა, აღიაროს ის, რომ კორონავირუსი დიდ პრობლემას წარმოადგენს.

06 ივლისი 2020, 22:55

პოლიტიკა

საქართველოს საკონსულო ნიუ-იორკში: ქალაქი იწყებს ეტაპობრივი გახსნის მესამე ფაზას

6 ივლისს ნიუ-იორკი იწყებს ეტაპობრივი გახსნის მესამე ფაზას. ამის შესახებ ინფორმაციას ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულო ავრცელებს.

ლებრონ ჯეიმსი

06 ივლისი 2020, 22:51

სპორტი

ლებრონ ჯეიმსი ნიღბით ვარჯიშობს

ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ლიდერი ლებრონ ჯეიმსი ნიღბით ვარჯიშობს. შესაბამისი ფოტო Twitter-ზე გავრცელდა. ლეიკერსი სეზონის განახლებისთვის ემზადება, რომელიც COVID19-ის პანდემიის გამო შეწყდა.

ნათია თურნავა

06 ივლისი 2020, 22:40

ეკონომიკა

​ნათია თურნავა: ევროკავშირის წარმომადგენლებთან მხარდაჭერის პროგრამებზე, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და სხვა პრიორიტეტებზე ვისაუბრეთ

საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პროგრამები განიხილა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორ ლოურენს მერიდიტთან და ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროს ვინსენტ რეისთან.

06 ივლისი 2020, 22:35

ეკონომიკა

გიორგი გეჯაძე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად დაინიშნა

გიორგი გეჯაძე ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსად დაინიშნა. ის თანამშრომლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წარუდგინა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

06 ივლისი 2020, 22:24

პოლიტიკა

ესტონეთი საქართველოსთან საზღვრებს ხსნის

ესტონეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკომისიის მიერ საზღვრების ეტაპობრივი გახსნის რეკომენდაციის საფუძველზე, 6 ივლისიდან ქვეყანაში შემოსვლის უფლება ექნებათ ევროკავშირის არა-წევრი 14 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან მომავალ მგზავრებს. ინფორმაციას ესტონეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

თამარ გაბუნია

06 ივლისი 2020, 22:24

COVID19

თამარ გაბუნია: ქვეყნები, სადაც შეზღუდვებთან მიმართებით ლოიალური დამოკიდებულება და მიდგომა იყო, ვირუსს ვეღარ აკონტროლებენ

„ესეც არის ნიშანი იმისა, რომ შეზღუდვის ღონისძიებების და ფიზიკური სოციალური დისტანცირების გარეშე ვირუსის კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ჟაირ ბოლსონარუ

06 ივლისი 2020, 22:19

COVID19

ბრაზილიის პრეზიდენტმა ციხეებში პირბადის სავალდებულო ტარების დებულებას ვეტო დაადო

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ ციხეებში პირბადის სავალდებულო ტარების დებულებას ვეტო დაადო. ამის შესახებ ბრაზილიის მთავრობის ოფიციალურ გაზეთში არის ნათქვამი.

თენგიზ ცერცვაძე

06 ივლისი 2020, 22:07

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ნახეთ ვისი მიგნება და ვისი საპასუხო ზომები გამოდგა გენიალური, საქართველოსი თუ შვედეთის

„ჩვენ დიდხანს გვახარბებდნენ რიგი უცხოური ქვეყნებით, განვითარებული ქვეყნებით, ევროპის ქვეყნებით. მაგალითად, გერმანიით. გერმანია ევროპაში მართლაც ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ბევრად უარესი მდგომარეობა აქვს, ვიდრე ჩვენ და განსაკუთრებით შვედეთით, თითქოს ე.წ შვედური მოდელი იყო შვედეთის მთავრობის გენიალური მიგნება. ნახეთ ვისი მიგნება და ვისი საპასუხო ზომები გამოდგა გენიალური, საქართველოსი, თუ შვედეთის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

06 ივლისი 2020, 22:03

სპორტი

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება.

გოგა ხაინდრავა

06 ივლისი 2020, 21:56

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, „ქართულ ოცნებას“ დააბრალოს ის, რაც თავად ჩაიდინა

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, „ქართულ ოცნებას“ დააბრალოს ის, რაც თავად აქვს ჩადენილი და ამ ტაქტიკას პირველივე დღიდან, უკვე 8 წელია, მიმართავს. ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ POSTV-ს გადაცემაში „პოლიტიკური ინტერვიუ“ განაცხადა. გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, რომ ეს არ იყო შემთხვევითი და ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს.