imedi /  09 ივნისი 2020, 14:58 / სანდო წყარო

ეკატერინე ტიკარაძესა და ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ჰანს კლუგე
ეკატერინე ტიკარაძე

ჰანს კლუგე
ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორ ჰანს კლუგეს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰანს კლუგემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ გატარებული კორონავირუსის საპასუხო ღონისძიებები და გამოყო ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა გაძლიერებაში ჯანმო მზადაა დაეხმაროს საქართვლოს. მათ შორისაა არაგადამდები დაავადებებისა და კიბოს მართვა, უნივერსალური ხელმისაწვდომობის პროგრამის, პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების და ჰოსპიტლების დაფინანსების მოდელის სრულყოფის კუთხით დახმარება.

ქართულმა მხარემ ჯანმოს ეპიდემიის პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. ქვეყანაში მიმდინარეობს მომდევნო ეტაპისთვის მზადება, მუშავდება რეაგირების გეგმა, რომელიც ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის მეტად ჩართვას კოვიდის ამბულატორიული დიაგნოსტიკის პროცესში, ჰოსპიტალური ქსელის მობილიზაციის გაუმჯობესებას, ხელმისაწვდომობას ტესტირების სერვისებზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება ეპიდემიოლოგების კადრის გადამზადების და მეტი რესურსის მობილიზების გზით.

„ეს ზაფხული გამარჯვებაზე ზეიმისთვის კი არა, არამედ მეორე ტალღის საპასუხო ღონისძიებების მზადებისთვის უნდა გამოვიყენოთ“, - აღნიშნა ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა.

ონლაინ კონსულტაციაში მონაწილეობას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მონაწილე, თამარ გაბუნიაც იღებდა. შეხვედრას მოდერატორობას ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიო დომენტე უწევდა. ყურადღება გამახვილდა ჯანმოს ადგილობრივი ოფისის ჩართულობაზე ინფექციის კონტროლისა და პირადი დაცვის საშუალებების მობილიზების პროცესებში. ასევე, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის კოვიდის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით ჯანმოს საქართველოს ოფისის მიერ გაწეულ სამუშაოებზე.

ყველა სიახლე

გია აბაშიძე

05 ივლისი 2020, 20:02

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ელჩებზე თავდასხმების შემდეგ, ე.წ. „ევროპულმა საქართველომ“ მორიგი არალოგიკური და არარაციონალური მოთხოვნა წამოაყენა - გაიხსნას თურქეთთან საზღვარი, გავუშვათ ქართველები თურქეთში სამუშაოდ

ზოგ ქვეყანაში მეორე ტალღაა და ხელახალი კარანტინებია. ეს ჩვენ, ცხადია, არავის გვსურს. ბოროტ რევანშისტ ნაცოპოზიციისა და მის ანასხლეტების დღის წესრიგით არ ცხოვრობს საქართველო. საზღვრები გაიხსნება, მაშინ როცა იქნება უსაფრთხო ჩვენი ქვეყნისთვის. მმართველი გუნდი არ უნდა აყვეს იაფფასიანი პოპულიზმით დაკავებული შალიკოს "ფანჩატურელებს",- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ევროპული საქართველოს ინიციატივას, თურქეთთან საზღვრის გახსნის შესახებ.

ამირან გამყრელიძე

05 ივლისი 2020, 19:55

COVID19

ამირან გამყრელიძის თქმით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში ვირუსის გავრცელების რისკი მინიმალურია

„განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფი დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ამ მომზადების პროცესში ორი თვე მუშაობდა. იქ ყველა დეტალი გაწერილია, ამიტომ არავითარი საფრთხე აბიტურიენტებს არ ელოდებათ, მინიმალურზე მინიმალურია ინფექციის გავრცელების რისკი. ყველა იმ რეკომენდაციას თუ გავითვალისწინებთ, რომელიც წერია,​ თერმოსკრინინგი, პირბადის ტარება იქ, სადაც აუცილებელია, წინასწარ PCR-ი, ვისაც ექიმი დაუნიშნავს, კიდევ მრავალი სხვა, მათ შორის კონდიციონერის ჩართვა იმ დროებში, როცა ეს რეკომენდირებულია, დარწმუნებული იყავით, რომ არავითარი გართულება ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესში ჩვენ არ გვექნება. ყველაფერი გათვლილია და მომზადებულია ძალიან კარგად“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ავსტრიის გრან პრი

05 ივლისი 2020, 19:35

სპორტი

ავსტრიის გრან პრიზე ფორმულა 1-ის პილოტებმა რასიზმის საწინააღმდეგო აქცია გამართეს

აქციაში მონაწილეობა ოცივე პილოტმა მიიღო. 14 მათგანი რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ნიშნად დაიჩოქა, დანარჩენებმა კი ამ ჟესტზე უარი თქვეს. მათ შორის ნიდერლანდების წარმომადგენელმა მაქს ფერსტაპენმა, ფინელმა კიმი რაიკონენმა, შარლ ლეკლერმა, რუსმა დანიილ კვიატმა განაცხადეს. მათ განმარტეს, რომ რასიზმის წინააღმდეგები არიან, თუმცა მუხლის მოდრეკას სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული მნიშვნელობა აქვს.

კორონავირუსი კვლევა

05 ივლისი 2020, 19:15

COVID19

ბრიტანეთმა კორონავირუსის ორგანიზმზე გრძელვადიანი გავლენის შედეგების გამოსაკვლევად $10 მილიონი გამოყო

COVID-19-ს ზოგი ინფიცირებულის ჯანმრთელობაზე გავლენა ვირუსის დამარცხების შემდეგაც აქვს, დაავადებულთა ნაწილს კი სიმპტომები საერთოდ არ აქვს, ამიტომ ვირუსის მოქმედება ბოლომდე ამოხსნილი არ არის.

05 ივლისი 2020, 18:53

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალების სადაზვერვო ქვედანაყოფებისა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საჩვენებელი სწავლება გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების სადაზვერვო ქვედანაყოფებისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საველე შეკრების “ისარი 2020”-ის ფარგლებში საჩვენებელი სწავლება გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გეგმიურ სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ასევე შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

გალისია ესპანეთი კარანტინი

05 ივლისი 2020, 18:46

COVID19

კორონავირუსის გამო კარანტინი ესპანეთის კიდევ ერთ რეგიონში გამოცხადდა

ლა მარინას მცხოვრებლები რაიონის დატოვებას ვერ შეძლებენ, ამასთან აიკრძალა 10 ადამიანზე მეტის შეკრება. შეზღუდვა სულ მცირე 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რა დროსაც მთავრობა ვითარებას დააკვირდება.

იაპონია

05 ივლისი 2020, 18:43

მსოფლიო

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაკარგულებს მაშველები ეძებენ

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაკარგულ 14 ადამიანს ეძებენ. წყალდიდობამ კიუშუს კუნძული, კუმამოტოს რეგიონი დააზარალა. სტიქიამ გაანადგურა სახლები და დაანგრია ხიდები. დაღუპულთა რიცხვი 34-ს აღწევს.

05 ივლისი 2020, 18:27

თავდაცვა

კრწანისში კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა

ნატო - საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) კრწანისის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის კაპიტნის საკარიერო სკოლის კურსების გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 106 კურსდამთავრებულს დიპლომები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ძნელაძემ, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ და უწყების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა გადასცეს.

ირანი კორონავირუსი

05 ივლისი 2020, 18:26

COVID19

ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსი კიდევ 2 560 ადამიანს დაუდასტურდა და ინფიცირების შემთხვევების საერთო მაჩვენებელი 240 438-მდე გაიზარდა.

ფოთი

05 ივლისი 2020, 18:09

სამართალი

ფოთში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა და მისმა თანმხლებმა პირებმა 1976 წელს დაბადებულ ვ.ტ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

05 ივლისი 2020, 17:59

საზოგადოება

7 და 8 ივლისს გორის გვირაბში მოძრაობა აიკრძალება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88 კმ. მონაკვეთზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით დაგეგმილია პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოება. რის გამოც, 2020 წლის 7 ივლისის 08:00 სთ-დან 8 ივლისის 14:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 8 ივლისის 14:00 სთ-დან 9 ივლისის 20:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

05 ივლისი 2020, 17:59

COVID19

კვლევა: ბენდენის ნიღბად გამოყენება ვირუსისგან დასაცავად ნაკლებად ეფექტურია

დღეისთვის ბევრი ადამიანი უარს ამბობს სპეციალური სამედიცინო ნიღბების გამოყენებაზე და სახლში დამზადებულ ბენდენებსა და შარფებს ანიჭებს უპირატესობას. ამ თემაზე სტატია Clickorlando-მ სტატია კვლევაზე დაყრდნობით მოამზადა.

კორონავირუსი აშშ

05 ივლისი 2020, 17:41

COVID19

COVID-19: როგორია ეპიდვითარება აშშ-ში

დონალდ ტრამპი ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების მატებას ტესტირების მასშტაბის ზრდას უკავშირებს და აცხადებს, რომ კორონავირუსის შემთხვევათა 99% სრულიად უვნებელია.

05 ივლისი 2020, 17:37

კულტურა

სალომე ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანია, ისეთი ისტორიული ადგილების არსებობა, როგორიცაა ლაილაში, სადაც ებრაელები, ქართველები, სომხები ერთად ცხოვრობდნენ, რაც ჩვენი კულტურის მაჩვენებელია

პრეზიდენტმა ცაგერში მურის ციხე და ორბელის გადმოსახედი, ლეჩხუმში კი სოფელი ლაილაში დაათვალიერა. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა პირადად გაიარა მურის ციხეებთან დამაკავშირებელი ბილიკები. პრეზიდენტი ცაგერის მუნიციპალიტეტში ისტორიულად მრავალეთნიკურ სოფელ ლაილაშს ეწვია, სადაც ქართველებთან ერთად, ბერძნები, ებრაელები და სომხები ცხოვრობდნენ.

05 ივლისი 2020, 17:35

საზოგადოება

7-დან 9 ივლისის ჩათვლით ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა აიკრძალება

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთისა და სარფის, თურქეთის რესპუბლიკის საზღვარზე, საავტომობილო გზის 92 კმ მონაკვეთზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2020 წლის 7 ივლისის 08:00 საათიდან 9 ივლისის 20:00 სთაათამდე გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე, ხოლო 14 ივლისის 08:00 სთ-დან 16 ივლისის 20:00 სთ-მდე გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

05 ივლისი 2020, 17:27

COVID19

კორონავირუსი: რა ვითარებაა ევროპაში

ბრიუსელში 17-18 ივლისს ევროკავშირის სამიტია დანიშნული, რომელზეც ბლოკის წევრი ქვეყნები პანდემიის შემდეგ პირველად შეიკრიბებიან და კორონავირუსზე იმსჯელებენ. კერძოდ, ისაუბრებენ კრიზის დაძლევის გეგმასა და მეორე ტალღაზე იმსჯელებენ.

ჯანლუიჯი ბუფონი

05 ივლისი 2020, 17:27

სპორტი

ჯანლუიჯი ბუფონი: სულ მცირე 43 წლამდე ვითამაშებ

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი თამაშს 43 წლამდე აპირებს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.

05 ივლისი 2020, 17:13

სამართალი

თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 5 პირი პატიმრობაში დარჩება

ბათუმის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 5 პირი პატიმრობაში დარჩება. ადვოკატები გასაჩივრებას აპირებენ. ამბობენ, რომ დაკავებულები გამოცხადნენ, ისინი არ არიან ნასამართლევები, ამიტომ მოსამართლეს მათი შუამგდოლლობა გირაოს თაობაზე უმდა დაეკმაყოფილებინა. ბრალდებულები დუმილის უფლებით სარგებლობენ. შემდეგი სასამართლო 28 აგვისტოს ჩაინიშნა.

05 ივლისი 2020, 17:03

სპორტი

უახლოეს მომავალში იტალიის სერია A-ში შესაძლოა გულშემატკივარს სტადიონზე შესვლისა და მატჩებზე დასწრების ნებართვა მისცენ

უახლოეს მომავალში იტალიის სერია A-ში შესაძლოა გულშემატკივარს სტადიონზე შესვლისა და მატჩებზე დასწრების ნებართვა მისცენ, - ამის შესახებ ინფორმაციას FootBoom ავრცელებს. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გაბრიელე გრავინას განცხადებით, ჯერჯერობით მხოლოდ ტრიბუნების 25 პროცენტის შევსებას აპირებენ და შემდეგ უკვე მაყურებლის სტადიონებზე დაბრუნება ეტაპობრივად მოხდება.

05 ივლისი 2020, 16:58

რეგიონი

მესტიის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

მესტიის მუნიციპალიტეტში, ხაიშის თემში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება სამი ეკიპაჟი და 20 მეხანძრე მაშველი, თუმცა რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ხანძრის ქრობის პროცესი გართულებულია.