imedi /  09 ივნისი 2020, 16:12 / სანდო წყარო

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 600-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ოფიციალური მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსით 15 654 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 710 887-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე 37 313 ადამიანი გარდაიცვალა, 325 602 კი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

03 ივლისი 2020, 16:40

ეკონომიკა

ევროკავშირის ქვეყნებში ერთიანი გადახდის სისტემა 2022 წლიდან ამოქმედდება

უახლოეს ორ წელიწადი ევროზონაში გადახდის ერთიანი სისტემა European payments initiative (EPI) ამოქმედდება. Euronews ცნობით ახალი გადახდის სისტემის მომზადების შესახებ საფრანგეთის, გერმანიის, ბელგიის, ესპანეთის და ნიდერლანდების წამყვანმა 16-მა ბანკმა განაცხადა.

03 ივლისი 2020, 16:38

ეკონომიკა

53 900 ფერმერს აგროქულები უკვე დაერიცხა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ.

ალექს ძანარდი

03 ივლისი 2020, 16:36

სპორტი

ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, რომელსაც ორივე კიდური ამპუტირებული აქვს, ხელის ველოსიპედით გადაადგილების დროს სატვირთო მანქანას შეეჯახა

ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი ალექს ძანარდი უმძიმეს მდგომარეობაშია. The Sentinel-ის ინფორმაციით, 53 წლის ექს-მრბოლელი, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს, ხელის ველოსიპედით გადაადგილების დროს, სატვირთო მანქანას შეეჯახა. თავის ტრავმის მრავლობითი დაზიანებით ძანარდი მაშინვე სიენას კლინიკაში გადაიყვანეს და მართალია ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა მაინც სტაბილურად მძიმეა.

დავით ზალკალიანი

03 ივლისი 2020, 16:34

პოლიტიკა

ცნობილია პირველი მაღალი რანგის სტუმარი, რომელსაც პანდემიის შემდეგ, საქართველო 6 ივლისს უმასპინძლებს

პანდემიის შემდგომ პირველი ოფიცილური, მაღალი რანგის სტუმარი რომელიც ორშაბათს საქართველოში ჩამოვა, უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი იქნება. ამის შესახებ ქრონიკას საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

03 ივლისი 2020, 16:27

პოლიტიკა

გერმანული მედია: საერთაშორისო თანამეგობრობა ამერიკასა და ევროპაში მიესალმება „ქართული ოცნების“ მიერ გაწეულ ძალისხმევას საარჩევნო სისტემის რეფორმირებისათვის

როგორც გამოცემებში Sueddeutsche Zeitung-ში, Tagesspiegel-სა და Focus-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, საერთაშორისო თანამეგობრობა ამერიკაში და ევროპაში მიესალმება „ქართული ოცნების“ მიერ გაწეულ ძალისხმევას საარჩევნო სისტემის რეფორმირებისათვის.

03 ივლისი 2020, 16:14

COVID19

ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსით 2 500-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსით კიდევ 2 566 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 235 429-მდე გაიზარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 11 260 პაციენტი გარდაიცვალა, 196 446 კი გამოჯანმრთელდა.

არჩილ თალაკვაძე

03 ივლისი 2020, 16:12

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: გოცირიძე პირველ რიგში საკუთარ თავსა და პარტიაზე უნდა იყოს გაბრაზებული, რომ ვერაფრით მოახერხეს დაპირებული გადაწყვეტილებებისთვის მხარი დაეჭირათ

„საზოგადოების დიდი ნაწილი გაბრაზებულია იმის გამო, რომ ძველი ოპოზიცია - „ევროპული საქართველო" და „ნაციონალური მოძრაობა" ორი თვის განმავლობაში საჯაროდ ატყუებდნენ საზოგადოებას. ისინი ხალხს საჯარო განცხადებებით ხალხს ეუბნებოდნენ, რომ მხარს უჭერდნენ საარჩევნო სისტემის შეცვლას და საღამოს ეუბნებოდნენ, რომ ხმა არ მივეცით საარჩევნო სისტემის ცვლილებასო“.

ეგვიპტე ექიმები

03 ივლისი 2020, 16:07

COVID19

ეგვიპტეში დააკავეს ექიმები, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგიას აკრიტიკებდნენ

ეგვიპტეში დააკავეს ექიმები, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცენა The Wall Street Journal-ი ავრცელებს. მისი ცნობით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ქვეყანაში სულ მცირე 9 ექიმი დააკავეს. ისინი კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით სახელმწიფოს მიერ არჩეულ სტრატეგიას აკრიტიკებდნენ, საუბრობდნენ საავადმყოფოებში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დეფიციტზე, მასობრივი ტესტირების ჩატარების აუცილებლობასა და კორონავირუსით ექიმების გარდაცვალების შემთხვევებზე.

არჩილ თალაკვაძე

03 ივლისი 2020, 16:01

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის პოლიტიკურ თვალთმაქცობას საქმით ვპასუხობთ

სიმართლე არის ის, რომ საქართველო აგრძელებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ქვეყნას აქვს ხელშესახები პროგრესი, როგორც საგარეო პოლიტიკის, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა და მაიკ პომპეოს განცხადებაზე მიუთითა, რომელშიც აშშ ამ პროგრესს უწოდებს ხელშესახებს და საქართველოს ულოცავს მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას.

ირაკლი კობახიძე

03 ივლისი 2020, 15:57

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობას" კრიმინალებს იმიტომ ვუწოდებთ, რომ კრიმინალები არიან

საარჩევნო გარემოს ის აზიანებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა", ანუ, ჭაკუას პარტია კვლავ არის ამ პოლიტიკური სისტემის შემადგენელი ნაწილი, - ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძე ამ განცხადებით რომან გოცირიძეს გამოეხმაურა.

03 ივლისი 2020, 15:50

COVID19

აზერბაიჯანში დღე-ღამეში 8 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

აზერბაიჯანში დღე-ღამეში ვირუსს 8 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობამ უკვე 228 შეადგინა. ინფიცირებულთა რაოდენობა 18 684-ს გაუტოლდა. მხოლოდ ბოლო 24 საათში აქ ინფიცირების 572 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აბდულმანაპ ნურმაგომედოვი

03 ივლისი 2020, 15:38

მსოფლიო

ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა გარდაიცვალა

შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) რუსი მებრძოლის, ჰაბიბ ნურმაგომედოვის მამა და მწვრთნელი გარდაიცალა. ის 57 წლის იყო. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რამზან კადიროვმა განაცხადა. 14 მაისს ცნობილი გახდა, რომ აბდულმანაპ ნურმაგომედოვი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით მისი მდგომარეობა გაუარესდა და მას გულზე ოპერაცია ჩაუტარდა.

ოლივერ კასკი

03 ივლისი 2020, 15:29

პოლიტიკა

ოლივერ კასკი: მედია უნდა ებრძოლოს სიძულვილის ენის გამოვლინებას

სიძულვილის ენასთან დაკავშირებით საუკეთესო პრაქტიკა არის თვითონ მასმედიის როლი, არა მხოლოდ საზოგადოებრივი, არამედ კერძო მასმედიის, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის ესტონელმა წევრმა, ოლივერ კასკმა საქართველოს პარლამენტში ონლაინ შეხვედრაზე „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“ განაცხადა.

03 ივლისი 2020, 15:20

სპორტი

დევისისა და ფედერაციის თასის გათამაშება მიმდინარე წელს აღარ გაიმართება

დევისისა და ფედერაციის თასის გათამაშება მიმდინარე წელს აღარ გაიმართება. ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ კორონავირუსის გავრცელების რისკის თავიდან არიდების მიზნით, ორივე ტურნირი 2021 წლისთვის გადაიტანა.

რიჩარდ ბარეტი

03 ივლისი 2020, 15:11

პოლიტიკა

რიჩარდ ბარეტი: ყალბმა ახალმა ამბებმა შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს საზოგადოებას

ყალბი ახალი ამბები ძალიან დიდი პრობლემაა მთელ მსოფლიოში, ეს არის დინამიკური პრობლემა და ძალიან რთულია მაშინვე დასჯა ამ ტიპის გამოვლინებებისა, რადგან ტექნიკური საშუალებები თითქმის ყოველდღიურად იცვლება და ვითარდება, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის წევრმა, რიჩარდ ბარეტმა პარლამენტში, ონლაინ შეხვედრაზე „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“ განაცხადა.

ჟან კასტექსი

03 ივლისი 2020, 15:09

მსოფლიო

ჟან კასტექსი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჟან კასტექსი დანიშნა.

ნათია თურნავა

03 ივლისი 2020, 15:03

COVID19

ბიზნესვიზიტორებისთვის საკარანტინო სივრცე ფასიანი იქნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ბიზნესვიზიტორებისთვის საკარანტინო სივრცე ფასიანი იქნება. „მათ შეუძლიათ აირჩიონ ტესტირების რეჟიმი, თავად უნდა შეიძინონ ტესტი და 14 დღის განმავლობაში, ყოველ 3 დღეში უნდა ჩაიტარონ ტესტირება“ - განაცხადა მინისტრმა.

უაქციზო თამბაქო

03 ივლისი 2020, 14:59

სამართალი

სადახლოზე არადეკლარირებული თამბაქოს ნაწარმის შემოტანისთვის კანონდამრღვევი 1 000 ლარით დაჯარიმდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“ თამბაქოს ნაწარმის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქე ა.ს-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის სკანერით დათვალიერების შედეგად, 4,100 ღერი არადეკლარირებული, უაქციზო თამბაქოს ნაწარმი აღმოაჩინეს.

ირაკლი კობახიძე

03 ივლისი 2020, 14:53

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ COVID-19 არჩევნების ჩატარებაში ხელს არ შეგვიშლის

დღევანდელი შეხვედრის „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე"- ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან წელს ტარდება არჩევნები - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

03 ივლისი 2020, 14:52

COVID19

ამირან გამყრელიძე Unicef-ზე: დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სწავლის არდაწყების საშიშროება არ არსებობს

„პანდემის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ორშაბათს იწყება - ერთიანი ეროვნული გამოცდები. ყველა ზომაა მიღებული და მინიმუმამდეა დაყვანილი ინფექციის გავრცელების რისკი. ასევე, დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, იმის საშიშროება, რომ სწავლა არ დაიწყოს, არ არის.