IMEDI /  09 ივნისი 2020, 17:05 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: უფრო სარისკოა ის, რაც „ფაბრიკაში“ და ღვინის აღმართზე ხდებოდა, ვიდრე ერთიანი ეროვნული გამოცდები

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

გავითავისოთ, რომ კორონავირუსი არ დამარცხებულა. პანდემია გრძელდება მსოფლიოში. ნუ გავთამამდებით. დავიცვათ რეკომენდაციები, ჯარიმებით და დასჯით არა, თვითშეგნებით - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა თავი შეიკავონ მასობრივი თავშეყრის ადგილებისგან, რადგან ეს ჯერ კიდევ მაღალი რისკის შემცველია.

„აქამდე დიდი თვითშეგნება იყო ქვეყანაში, ამ ერთობლივმა მოქმედებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ საქართველო შედარებით ნაკლებ დაზიანებულია დღეს. გავაგრძელოთ ასე მუშაობა. რაც მე „ფეისბუქზე“ ვნახე, რა ხდებოდა იმ დღეს „ფაბრიკაში“... თავი შევიკავოთ, სანამ პანდემიაა, რადგან ეს ძალიან მომატებული რისკია, ბევრად მომატებული რისკია ის, რაც „ფაბრიკაში“ და ღვინის აღმართზე ხდებოდა, ვიდრე ერთიანი ეროვნული გამოცდები. იმიტომ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიდიან ჯანმრთელი ბავშვები და იქ შესაძლებელია, დიდი ალბათობით მოხვდეს ინფიცირებული ადამიანი და ერთი ინფიცირებული ადამიანი იმ „ფაბრიკაში" დააინფიცირებს დაახლოებით 20-ს და შემდეგ გეომეტრიული პროგრესია გვექნება“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ყველა სიახლე

აჭარა

12 ივლისი 2020, 17:42

COVID19

აჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა

აჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 50 წლის კაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილებით ის ბათუმის „ცხელების ცენტრში" მოათავსეს, სადაც კორონავირუსი დაუდგინდა.

კორონავირუსი ავსტრია

12 ივლისი 2020, 17:07

საზოგადოება

ORF Nachrichten: საქართველომ ყველას დაუმტკიცა, რომ სწრაფი რეაგირება, დისციპლინა და მკაცრი ქმედებები ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების რეცეპტია

„საქართველომ ყველას დაუმტკიცა, რომ სწრაფი რეაგირება, დისციპლინა და მკაცრი ქმედებები (ზოგჯერ არცთუ ისე პოპულარული) კოვიდ-ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების რეცეპტია“, - ნათქვამია სტატიაში.

EUMM

12 ივლისი 2020, 17:03

პოლიტიკა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს მოქალაქის დაჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) გუშინ, მის მიერვე მართული ცხელი ხაზის ინტენსიურ რეჟიმში გამოყენებას ადასტურებს, რაც ე.წ. ადმინისტრაციულ ხაზთან საქართველოს მოქალაქის დაკავებასა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრას უკავშირდებოდა“.

12 ივლისი 2020, 17:00

COVID19

აზერბაიჯანში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 23 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 531 შემთხვევა გამოვლინდა, 6 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

12 ივლისი 2020, 16:57

საზოგადოება

დუბლინის წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, ირალნდიის სამთავრობო ღონისძიებაში პირველად მონაწილეობს

2020 წლის 12 ივლისს, დუბლინის წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, პირველად ირლანდიის ისტორიაში, მონაწილეობს ომებში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ღონისძიებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ჩართულობა ამ მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებაში შესაძლებელი გახდა ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და დუბლინში მოქმედი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრის მამა დავით ლონერგანის ერთობლივი ძალისხმევისა და გაწეული მუშაობის შედეგად.

12 ივლისი 2020, 16:51

COVID19

რუსთავის ცხელების ცენტრი პაციენტმა თვითნებურად დატოვა

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ,,ცხელების ცენტრიდან" პაციენტი გაიქცა. როგორც „იმედინიუსს“ საავადმყოფოში განუცხადეს, პაციენტი მათთან საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს. მას მაღალი ტემპერატურა უფიქსირდებოდა.

უორენ ბაფეტი

12 ივლისი 2020, 16:48

ეკონომიკა

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს. მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ინვესტორმა და ქველმოქმედმა, სულ ახლახანს გამოაცხადა 5 ორგანიზაცია, რომელიც მის ყოველწლიურ დონაციას მიიღებს. როგორც ბაფეტმა აღნიშნა, ის აპირებს, რომ თავისი ქონების 99% ქველმოქმედებაში დახარჯოს, საიდანაც მისი თქმით, უმეტეს ნაწილს ის ბილ და მელინდა გეითსების სახელობის ფონდს, მისი მეუღლის საქველმოქმედო ფონდსა და მისი 3 შვილის საქველმოქმედო ფონდებს შესწირავს.

12 ივლისი 2020, 16:27

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში 964 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 36 474 შემთხვევა გამოვლინდა, 964 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 1 840 812 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 71,492 ადამიანი, 1 213 512-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

ნავთობი მოპოვება

12 ივლისი 2020, 16:16

ეკონომიკა

Bloomberg: OPEC+-ის ქვეყნების ნავთობის მოპოვების გაზრდას გეგმავენ

სააგენტოს ინფორმაციით, შეთანხმების მონაწილე რამდენიმე ქვეყნის დელეგაციის წევრებმა მათ აცნობეს, რომ აგვისტოში ნავთობის მოპოვებაზე დაწესებული შეზღუდვა დღე-ღამეში 9.6 მილიონი ბარელის ნაცვლად შესაძლოა 7.7 მილიონამდე შემცირდეს.

12 ივლისი 2020, 16:07

მსოფლიო

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2020 წლის ბოლოსთვის მსოფლიოში შიმშილით ყოველდღიურად 12 000 ადამიანი დაიღუპება. შედარებისთვის, კოვიდ 19-ით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა მსოფლიოში 17 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც ვირუსით 8890 ადამიანი გარდაიცვალა.

ზუგდიდი

12 ივლისი 2020, 15:54

სამართალი

ზუგდიდში, დადიანების ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა

ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სპეციალური რაზმის წარმომადგენლებმა რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. მიზეზი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შსს კომენტარს ჯერ არ აკეთებს

12 ივლისი 2020, 15:43

პოლიტიკა

„ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსმა“ თბილისში პარტიის ოფისი გახსნა

„დღეიდან პარტია „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ერთვება 2020 წლის საარჩევნო მარათონში. პარტიამ დაასრულა რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები და ასევე წარდგენილია ქვს განცხადება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“ - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

12 ივლისი 2020, 15:35

მსოფლიო

ჰამბურგის სექს-მუშაკები გერმანიის ბორდელების გახსნას ითხოვენ

ჰამბურგის სექს-მუშაკები გერმანიის ბორდელების გახსნას ითხოვენ, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მეძავებმა ჰამბურგის წითელი ლამპიონების რაიონში დემონსტრაცია გამართეს, სადაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ბორდელების გახსნა მოითხოვეს. იმის ფონზე, რომ მაღაზიები, რესტორნები და ბარები გაიხსნა გერმაიაში, სექს-მუშაკები სამართლიანობას მოითხოვენ და ამბობენ, რომ ჯანმრთლეობისთვის ზიანს არ წარმოადგენენ. „უძველეს პროფესიას თქვენი დახმარება სჭირდება“, - ნათქვამია პლაკატზე, ერთ-ერთ ბორდელთან.

რომის პაპი

12 ივლისი 2020, 15:34

მსოფლიო

რომის პაპი: მე ვფიქრობ სტამბოლსა და წმინდა სოფიაზე. ძალიან დამწუხრებული ვარ მომხდარის გამო

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო თურქეთის პრეზიდენტს გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს, თუმცა როგორც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, ანკარის ნაბიჯი თურქი ხალხის სურვილსა და მოთხოვნას ეფუძნებოდა და სხვა ქვეყნების შეფასებები მას გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებს.

გიორგი შაქარაშვილი

12 ივლისი 2020, 15:15

სპორტი

კლუბი „საბურთალო 2“ გიორგი შაქარაშვილს: ყველა გოლი და გამარჯვება შენ გეძღვნება

საფეხბურთო კლუბმა „საბურთალო 2“ გიორგი შაქარაშვილის გარეშე პირველი მატჩი ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური Facebook გვერდი ავრცელებს. „საბურთალო 2“- მა ამხანაგურ შეხვედრაში „სპაერი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

12 ივლისი 2020, 15:10

სამართალი

რუსთავში, ჯართის მიმღებ პუნქტში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე, ჯართის მიმღებ პუნქტში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, გაზის ბალონი აფეთქდა. შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. ოს საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

12 ივლისი 2020, 14:55

საზოგადოება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს იმ მგზავრთა საყურადღებოდ, რომლებმაც დოჰას მიმართულებით ბილეთები შეიძინეს

„გაცნობებთ, რომ ნებართვა ჩარტერული რეისის შესრულებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დღეს, 12 ივლისს გაიცა. ფრენა Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით, შემდეგი განრიგით შესრულდება: 17 ივლისი, დოჰა - თბილისი (გამოფრენა 20:10, მოფრენა 18 ივლისი, 00:15); 18 ივლისი, თბილისი - დოჰა (გაფრენა 03:15)

აიშვარია რაი

12 ივლისი 2020, 14:37

COVID19

მსახიობ აიშვარია რაის კორონავირუსი დაუდგინდა

ცნობილ ინდოელ მსახიობსა და ფოტომოდელს, „მის მსოფლიო“ 1994-ის გამარჯვებულს, აიშვარია რაის კორონავირუსი დაუდგვინდა. ახალი კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს მსახიობის ქალიშვილსაც. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა დედა-შვილი საავადმყოფოში გადაყვანილი.

ალექსანდრე კობაიძე

12 ივლისი 2020, 14:34

სამართალი

ალექსანდრე კობაიძე: თუ რომელიმე პირს ბრალი დაუმძიმდება, ეს არა სამართლიანი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება

„ფაქტია, რომ თუ მტკიცებულებები არ არის, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ვერანაირ ბრალს ვერ დაუმძიმებენ“, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

12 ივლისი 2020, 14:06

COVID19

დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსს კიდევ 6 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 577 შემთხვევა გამოვლინდა, 6 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 31 969 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 565 ადამიანი, 19 633-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.