imedi /  09 ივნისი 2020, 17:38 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: თითოეულმა ტელევიზიამ მორბენალი სტრიქონით გაავრცელეთ, რომ პანდემია ჯერ არ დამარცხებულა

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

ძალიან გთხოვთ კიდევ ერთხელ, თითოეულმა ტელევიზიამ გაავრცელეთ მორბენალი სტრიქონით, რომ არ დამარცხებულა ჯერ პანდემია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„პანდემიას მარტო საქართველო ვერ დაამარცხებს. პანდემია მთელმა მსოფლიომ ერთად უნდა დაამარცხოს და ამისთვის ერთადერთი იარაღი გვაქვს სოციალური დისტანცირება, პირბადე, ხელების ხშირი დაბანა და დამუშავება. მეტი ჯერ წამალი არ არის, ვაქცინა არ არის. გთხოვთ, ნუ მივეცემით თვითკმაყოფილებას, რომ საქარველომ თითქოს გაიმარჯვა კორონავირუსზე და შეგვიძლია, ყველაფერი გავაკეთოთ – არა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ყველა სიახლე

დიმიტრი ხუნდაძე

14 ივლისი 2020, 10:19

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონპროექტზე: წლის ბოლომდე კანონს ექნება ძალა და ხელისუფლებას ბერკეტი, რომ მოსახლეობა დაიცვას და კრიზისი ეფექტურად მართოს

იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო რჩება პანდემიის პირობებში და მოსალოდნელია შესაძლო უფრო მძიმე მეორე ტალღა, საჭიროა, ხელისუფლებას ჰქონდეს ბერკეტი კრიზისი ისე წარმატებით მართოს, როგორც აქამდე. ამიტომ, ვადას ვახანგძლივებთ ახალ წლამდე, ანუ, წლის ბოლომდე კანონს ექნება ძალა და ხელისუფლებას ბერკეტი, რომ მოსახლეობა დაიცვას და კრიზისი ეფექტურად მართოს, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

14 ივლისი 2020, 10:18

საზოგადოება

წითელი ჯვრის წარმომადგენლები ოკუპანტების მიერ გატაცებულ ზაზა გახელაძეს სავარაუდოდ დღეს მოინახულებენ

ინფორმაცია წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა უკანონოდ დაკავებულის ოჯახს გუშინ შეხვედრაზე მიაწოდეს. ცხინვალიდან მათ ამ.დრომდე არავინ დაკავშირებიათ.ბოლო ინფორმაციით 33 წლის კაცი ცხინვალის საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

14 ივლისი 2020, 10:16

სამართალი

ომბუდსმენის აპარატი გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების საქმის შესწავლის პროცესში ჩაერთვება

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების შემდეგ, მათთვის განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია ამ კატეგორიის დანაშაულების პრევენცია ან/და მომხდარ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირება.

ეროვნული სატყეო სააგენტო

14 ივლისი 2020, 10:12

საზოგადოება

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მავნებელი მწერის, მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ღონისძიებები ტარდება

ეროვნული სატყეო სააგენტო, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მავნებელი მწერის, მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს აგრძელებს. სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის გაზაფხულზე სააგენტომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ( ბორჯომი, ბაკურიანი, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა), 3 000 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი განათავსა, რომლის საშუალებითაც მავნებლის რიცხოვნობის კონტროლი და მონიტორინგი ხორციელდება.

14 ივლისი 2020, 10:09

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა ივნისში მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 54 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 54 ფაქტი გამოავლინეს.

14 ივლისი 2020, 10:06

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებების სწრაფად განახლებისკენ მოუწოდებს

„მოვუწოდებთ მხარეებს, დაუყონებლივ შეწყვიტონ ძალის გამოყენება, გამოიყენონ მათ შორის არსებული კომუნიკაციის არხები იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული შემდგომი ესკალაცია და მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება“ - აღნიშნულია განცხადებაში.

14 ივლისი 2020, 09:44

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი დაინფიცირდა, 13 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 პაციენტი კი ამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 999 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 870 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.

14 ივლისი 2020, 09:43

მსოფლიო

თურქეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სერიოზული პრობლემები შეექმნა ზღვისპირა რეგიონის 12 სოფელს. რამდენიმე სოფელში მეწყერიც ჩამოწვა. ჩახერგილია გზები. სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ვიქტორ დოლიძე

14 ივლისი 2020, 09:25

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძემ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განსახილველი თემები დაასახელა

„იქნება საუბარი პანდემიის პრობლემატიკაზე, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის გამოწვევას წარმოადგენს და საქართველო ისაუბრებს იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე, რომლითაც ჩვენ ვუმკლავდებით ეფექტიანად პანდემიას. ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და გვაქვს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. ამის გაგრძლებას ყოველდღიურ რეჟიმში ვაპირებთ . ვმსჯელობთ თუ როგორი იქნება პანდემიის პირობებში ჩვენი მომავალი თანამშრომლობა და ინტენსივობის შენარჩუნება, რაც დღეს ნატოსთან ძალიან მაღალი გვაქვს“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ. მისივე თქმით, საუბარი იქნება აგრეთვე უსაფრთხოებაზე, რეგიონულ უსაფრთხოებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე.

14 ივლისი 2020, 09:10

საზოგადოება

ვარშავა-თბილისის სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდა

მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

14 ივლისი 2020, 08:53

სპორტი

მადრიდის „რეალმა” ლა ლიგაში ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო

წლევანდელ სეზონში მოგებული 25 მატჩიდან „რეალმა” 11 შემთხვევაში ერთბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა. მადრიდელებმა მეტოქე ექვსჯერ 1:0, ოთხჯერ 2:1, და ერთხელ 3:2 დაამარცხეს. შემდეგ ტურში „რეალი” „ვილიარეალს” უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობას გაინაღდებს.

14 ივლისი 2020, 08:49

სპორტი

Irish times: საქართველოს მორაგბეთა ნაკრები გაფართოებული ექვსი ერის ტურნირში მონაწილეობას მიიღებს

როგორც გამოცემა წერს, თავდაპირველად ამ ტურნირში იაპონიისა და ფიჯის ჩართვა იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიისა და ფრენებზე შეზღუდვების გამო, უფრო ლოგიკურია, რომ იაპონია საქართველომ ჩაანაცვლოს. აზიელებისგან განსხვავებით, ქართველებისა და ფიჯელების აბსოლუტური უმრავლესობა ინგლისისა და საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშობს და მოგზაურობაზე შეზღუდვა მათ მინიმალურად შეეხებათ.

დავით ზალკალიანი

14 ივლისი 2020, 08:33

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ოკუპანტების მიერ ზაზა გახელაძის დაკავების საკითხზე დღეს ბრიუსელში ისაუბრებს

„ბოლო პერიოდში ასეთი შემთხვევების გახშირება არის კატეგორიულად მიუღებელი. აუცილებელია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ფორმატში იყოს ეს საკითხი რაც შეიძლება მაღლა აწეული. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ფორმატსა და შესაძლებლობას, მათ შორის ეუთოს მუდმივ საბჭოს, გაეროს შესაბამის ფორმატს, ნატოს, ევროკავშირს იმისათვის, რომ მაქსიმალური კონსოლიდაცია მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის. საქართველოს მოქალაქე დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა მნიშნელობა აქვს და რა აუცილებლობას ატარებს საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

14 ივლისი 2020, 08:21

საზოგადოება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა იწყება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენის პროცესს იწყებს. უმაღლეს საბჭოში გასაუბრება 11 საათზე დაიწყება. დღევანდელ სხდომაზე გოჩა აბუსერიძესა და თამარ ოქროპირიძეს მოუსმენენ.

14 ივლისი 2020, 08:00

პოლიტიკა

საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს დღეს კენჭს უყრიან

საქართველოს პარლამენტში დღეს რიგგარეშე სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელებენ და კენჭს ერთი მოსმენით, გამარტივებული წესით უყრიან. ცვლილებებს ოპოზიცია მხარს არ უჭერს და აცხადებენ, რომ ეს პროექტი არაკონსტიტუციურია. პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდება. როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, კანონპროექტის მიზანია, რომ 2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მყისიერი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას და პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს.

14 ივლისი 2020, 01:12

COVID19

კალიფორნიაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო სანიტარული შეზღუდვები კვლავ დაწესდა

კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა შტატის ტერიტორიაზე კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო სანიტარული შეზღუდვები ნაწილობრივ აღადგინა.

გიორგი შაქარაშვილი

14 ივლისი 2020, 01:08

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კიდევ სამი ადამიანი გამოკითხეს

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ავტომანქანა დაფიქსირებული იყო 19 ივნისს, შემთხვევის დროს ავტობანზე, რის გარშემოც გამოძიებას შეკითხვები ჰქონდა.

14 ივლისი 2020, 01:08

ეკონომიკა

კახა ბექაური: ბიზნესის ყველა შენიშვნა უკავშირდებდა კომპანიაში დროებითი მმართველის შესვლის მექანიზმს, შეჯერებულ ვარიანტს ხვალ წარვადგენთ

შეხვედრა 4 საათს გრძელდებოდა და ჩემი აზრით პროდუქტიულად ჩაიარა. მოვისმინეთ ბიზნესის პოზიციები მ​აქსიმალურად დეტალურად. ყველას მიეცა საშუალება, რომ თავისი აზრი და შე​ნიშვნები გამოეთქვა. ასევე ჩვენი მხრიდანაც გამოთქმული იყო ჩვენი ხედვები, მოსაზრებები, მიზეზები და მიზნები რატომ არის ეს კანონპროექტი ამ ფორმით შემოტანილი დაჩქარებული წესით, - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა პარლამენში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

14 ივლისი 2020, 00:57

ტაბლოიდი

ჯეიმს ბონდის სერიალში გადაღებული ავტომობილი Lamborghini Diablo აუქციონზე გაიყიდება

1992 წელს გამოშვებული Lamborghini Diablo, რომელიც ჯეიმს ბონდის ერთ-ერთ სერიაშია გამოყენებული აუქციონზე გაიტანეს. ამის შესახებ TMZ წერს.

სოსო ფხაკაძე

14 ივლისი 2020, 00:45

პოლიტიკა

პარლამენტში ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრეს

საკანონმდებლო ორგანოში ოთხ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა ბიზნესსექტორთან შეხვედრა. ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია და კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ესწრებოდნენ.