imedi /  10 ივნისი 2020, 20:22 / სანდო წყარო

ჯანმოს დირექტორი: ახალი ვირუსის შესახებ რეალურ დროში ინფორმაციის მიწოდება ყოველთვის იოლი არ არის

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ Covid-19-ი ახალი ვირუსია და ჯანმო მას მუდმივად სწავლობს.

„ახალი ვირუსის შესახებ რეალურ დროში ინფორმაციის მიწოდება ყოველთვის იოლი არ არის, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მოვალეობის ნაწილია და შეგვიძლია დავხვეწოთ ეს. ჩვენ მივესალმებით კონსტრუქტიულ დებატებს და ზუსტად ასე ხდება მეცნიერების წინსვლა. ჯანმო რეკომენდაციების შემუშავებას განაგრძობს ახალი ინფორმაციის მიღებისთანავე“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

9 ივნისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განმარტება გააკეთა იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები დაავადების გამავრცელებლები ძალიან იშვიათად არიან.

8 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ მონაცემები ცხადყოფს, რომ იშვიათია უსიმპტომო ადამიანმა მეორე ინდივიდს ინფექცია გადასდოს.

9 ივნისს გაკეთებულ განმარტებაში მარია ვან კერხოვემ კი აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტების მიერ დაავადების გავრცელება ძალიან რთული საკითხია და ჯერ კიდევ ბევრი რამ უცნობია.

„ჩვენ ჯერ არ გვაქვს პასუხი ამ კითხვაზე. გუშინ პრესკონფერენციაზე მე შესაბამის კითხვას ვუპასუხე. ეს არ იყო ჯანმოს პოლიტიკის დაფიქსირება. მხოლოდ ის ვთქვი, რაც ამ ეტაპზე ვიცით. კითხვაზე პასუხის გაცემისას გამოვიყენე სიტყვა „ძალიან იშვიათად“ და ვფიქრობ, გაუგებრობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ეს გავრცელდა ისე, რომ თითქოს გლობალურ დონეზე ამგვარი შემთხვევები იშვიათია. მე მხოლოდ კვლევების მცირე ნაწილზე ვსაუბრობდი“, - განაცხადა მარია ვან კერხოვემ.

მისივე თქმით, კვლევები ცხადყოფს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 16%-ს შეიძლება დაავადების სიმპტომები არ ჰქონდეს, ხოლო სხვა მეცნიერების მიერ შემუშავებული ზოგიერთი მოდელი ვარაუდობს, რომ გლობალური გადაცემის დაახლოებით 40% შეიძლება უსიმპტომო პირებზე მოდიოდეს.

თავის მხრივ, ჯანმოს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ ღია კითხვად რჩება ასიმპტომური პირების თუ რა ნაწილის მიერ ხდება ვირუსის გადაცემა.

„რაც შეეხება ამ საკითხს, ბევრ კითხვაზეა პასუხი გასაცემი. ბევრი რამ უცნობია. ნათელია, რომ როგორც სიმპტომების მქონე, ასევე ასიმპტომური პირები გადაცემის ციკლის ნაწილს წარმოადგენენ. სხვა საკითხია, თუ რა წვლილი შეაქვთ მათ ამ პროცესში“, - დასძინა მან.

ყველა სიახლე

02 ივლისი 2020, 20:06

პოლიტიკა

ბიურომ უახლოეს დღეებში პარლამენტის მუშაობის გრაფიკი განსაზღვრა

პლენარულ სხდომის დღის წესრიგს დაემატა მესამე მოსმენით განსახილველი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად. საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

აშრაფ ჰაკიმი

02 ივლისი 2020, 20:04

სპორტი

აშრაფ ჰაკიმი „ინტერში“ გადავიდა

ჰაკიმი სამეფო კლუბის აკადემიაში 2006 წლიდან ჩაირიცხა და „რეალის“ ძირითად გუნდში მხოლოდ 17 შეხვედრა ჩაატარა. ბოლო ორი წელი კი იჯარის წესით დორტმუნდის „ბორუსიაში“ გამოდიოდა და გასული სეზონი 32 შეხვედრაში გატანილი 5 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით დაასრულა.

02 ივლისი 2020, 19:58

საზოგადოება

„საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის" ინიციატივით იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება

მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე, „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის" ინიციატივით სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება, რომელიც 3 ივლისს, 13:00 საათზე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია“ ავრცელებს.

02 ივლისი 2020, 19:57

სპორტი

ლევან მჭედლიძემ თბილისის „დინამო“ დატოვა

30 წლის ფორვარდი „დინამოში“ 2019 წლის სექტემბერში ჩაირიცხა და 5 შეხვედრაში ერთადერთი ბურთი 6 ოქტომბერს, ბათუმის „დინამოსთან“ პრინციპულ შეხვედრაში გაიტანა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამართულ 32 შეხვედრაში მჭედლიძის ანგარიშზე 2 გოლია.

დონალდ ტრამპი

02 ივლისი 2020, 19:56

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ამერიკის ეკონომიკა კორონავირუსის პანდემიის გამო დაკარგულ პოზიციებს იბრუნებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის ეკონომიკა კორონავირუსის პანდემიის გამო დაკარგულ პოზიციებს იბრუნებს.

გედევან ფოფხაძე

02 ივლისი 2020, 19:49

პოლიტიკა

გედევან ფოფხაძე: ერთადერთი გარიგება უნდა შედგეს პოლიტიკოსებსა და ქართველ ხალხს შორის

„ეს იქნება სწორი პოლიტიკური გზავნილი ამ არჩევნებზე, სხვანაირად არჩევნები არ უნდა ჩატარდეს“, - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა.

ირაკლი შენგელია

02 ივლისი 2020, 19:48

რეგიონი

ირაკლი შენგელია: საკრებულოს ხარჯების გამჭვირვალობა და დასაბუთებულობა უზრუნველყოფილია

ირაკლი შენგელია „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" ანგარიშს ეხმიანება. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის განცხადებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობის, საკრებულოს, დეკლარირებულ პრიორიტეტს წარმოადგენს ღია მმართველობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობა.

02 ივლისი 2020, 19:42

საზოგადოება

რამდენი აივ ინფიცირებული ბავშვია საქართველოში - ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი სტატისტიკას აქვეყნებს

მიმდინარე წლის 2 ივლისის მონაცემებით საქართველოში აივ ინფიცირების 274 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, შარშან შესაბამის პერიოდში 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

02 ივლისი 2020, 19:38

პოლიტიკა

დავით ზალკალიანს ელჩებმა ევროსაბჭოს წარმატებულ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით ბალტიის ქვეყნების მინისტრების წერილი გადასცეს

შეხვედრის ფარგლებში ელჩებმა საგარეო საქმეთა მინისტრს გადასცეს ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი წერილი, რომელიც ეხება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს წარმატებულ თავმჯდომარეობას.

02 ივლისი 2020, 19:30

COVID19

ისრაელში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 905 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 905 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 324-მდე გაიზარდა.

02 ივლისი 2020, 19:27

სამართალი

გორში პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა

გორში პოლიციის თანამშრომლის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალი წარედგინა. მას პროკურატურა 109-ე მუხლით ედავება. ბრალდებულის ინტერესებს საზოგადოებრივი დამცველი იცავს. შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია გუშინ ღამით მოკლეს. მას დანით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიაყენა,ის მოკლულის ოჯახში მდგმურად ცხოვრობდა.

თამთა მეგრელიშვილი

02 ივლისი 2020, 19:13

სამართალი

თამთა მეგრელიშვილი: წინა ხელისუფლებას ძალიან ბევრი მტკივნეული საკითხი უკავშირდება

„სტრასბურგმა პირდაპირი ვერდიქტი გამოიტანა და ისინი ამხილა რეჟიმი, რომელიც კლავდა. ძალიან გული მწყდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ რეჟიმს შეეწირნენ. ამ დახოცილი ოჯახების სისხლს, როგორც არ უნდა ეცადოს „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს ჩამოიწმენდს. ამ ადამიანების გაცოცხლება ვეღარ მოხერხება და სახელმწიფოს ყოველ წაგებულ ქეისზე საერთაშორისო დონეზე კომპესაციების გადახდა უწევს. ყველაზე ტრაგიკულია ის, რომ მათი ხელწერა არ იცვლება და რეალურად ისინი ცდილობენ, რომ იგივე გიორგი შაქარაშვილის საქმე რომ ავიღოთ, პოლიტიკურ ბმაში იყოს კონკრეტული დანაშაულებები“, - აღნიშნა თამთა მეგრელიშვილმა.

ანრი ოხანაშვილი

02 ივლისი 2020, 19:11

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: დესტრუქციული ჯგუფები ეცდებიან სიძულვილის ენით აწარმოონ საარჩევნო კამპანია

გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს დესტრუქციული ჯგუფები სიძულვილის ენით ეცდებიან აწარმოონ საარჩევნო კამპანია, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვცადოთ, რომ დავცალოთ საარჩევნო პროცესი სიძულვილის ენისგან და მეტად პოზიტივზე, საარჩევნო საკითხებზე, პარტიის მიერ წარმოდგენილ საკითხებზე და კონკურენციაზე დაფუძნებით წარვმართოთ საარჩევნო პროცესი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

02 ივლისი 2020, 18:59

პოლიტიკა

გიგი წერეთელი სომხეთის პარლამენტის წევრებს ონლაინ ფორმატში ესაუბრა

საუბრის თემა შეეხებოდა ეუთოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტებს. ასევე, სომხეთში არსებულ ვითარებას კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით და იმ სამუშაოს, რომელსაც სომხეთის ხელისუფლება ახორციელებს ეპიდემიის ჯანდაცვითი და ეკონომიკური შედეგების აღმოსაფხვრელად.

თბილისის მერია

02 ივლისი 2020, 18:58

საზოგადოება

თბილისის მერია რამდენიმე პიროვნების ბიუსტისა და მემორიალის ესკიზების შესაქმნელად კონკურსს აცხადებს

თბილისის მერია გრიგოლ რობაქიძისა და დიმიტრი ყიფიანის ბიუსტების ესკიზების კონკურსს აცხადებს. მერიის ინფორმაციით, ასევე, კონკურსი ცხადდება ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალის, ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას ბიუსტების/მემორიალის ესკიზებზე.

ვიქტორ ბაბარიკო ედუარდ ბაბარიკო

02 ივლისი 2020, 18:56

მსოფლიო

ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტს ბრალი ფულის გათეთრების, გადასახადების დამალვისა და ქრთამის მიცემის მუხლებით წაუყენეს

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ქვეყნის მოქმედი ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტს, ვიქტორ ბაბარიკოს ბრალი ფულის გათეთრების, გადასახადების დამალვისა და ქრთამის მიცემის მუხლებით წაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. საპრეზიდენტო კანდიდატის შვილს, ედუარდ ბაბარიკოს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების დამალვას ედავება. ბაბარიკო და მისი შვილი ბრალს არ აღიარებენ.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

02 ივლისი 2020, 18:49

COVID19

ნოვაკ ჯოკოვიჩმა COVID-19 დაამარცხა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კორონავირუსი დაამარცხა. სპორტსმენის და მისი მეუღლის ინფიცირების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან 10 დღის შემდეგ ჩოგბურთელის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წყვილის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

თამთა მეგრელიშვილი

02 ივლისი 2020, 18:46

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი გენდერულ კვოტირებაზე: ქალებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე

მივესალმები გენდერული კვოტირების ახალ პრინციპს არა იმიტომ რომ ქალი ვარ, ვფიქრობ რომ ქალებს მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები აქვთ და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე, - ამის შესახებ იურისტმა, თამთა მეგრელიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩელსი“

02 ივლისი 2020, 18:40

სპორტი

„ჩელსიმ“ ინგლისის პრემიერლიგაში 5-მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა

ინგლისის პრემიერლიგაში 5-მატჩიანი მოგებათა სერია „ჩელსიმ“ „ვესტ ჰემთან“ ლონდონის დერბიში დაასრულა. ფრენკ ლამპარდის მომზადებული გუნდი ოლიმპიურ სტადიონზე 2:3 დამარცხდა. სტუმართა შემადგენლობაში დუბლი ვილიანმა შეასრულა, რასაც მასპინძლებმა ტომაშ შუცეკის, მაიკლ ანტონიოსა და ანდრეი იარმოლენკოს გატანილი ბურთით უპასუხეს.

ანრი ოხანაშვილი

02 ივლისი 2020, 18:35

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ცვლილებები, რომელებიც საარჩევნო კოდექსში ხორციელდება, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ეფუძნება

ცვლილებები, რომელებიც საარჩევნო კოდექსში ხორციელდება, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ეფუძნება. „ქართული ოცნების“ გუნდმა შევძელით ის, რომ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში წარვმართეთ პროცესი, რომელიც მაქსიმალურად გახსნილი იყო ამ საკითხით დაინტერესებული ყველა პირისთვის, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.