imedi /  11 ივნისი 2020, 10:30 / სანდო წყარო

ინდოეთში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 000 შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთი

ინდოეთში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 ათასამდე ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

ყველაზე მძიმე ვითარება მუმბაიში, ნიუ-დელისა და ჩენაიში შეიქმნა, სადაც ჯანდაცვის სექტორი ინფიცირებულთა რაოდენობას ვერ უმკლავდება.

საერთო ჯამში ქვეყანაში 286 579 ათასი შემთხვევა გამოვლინდა, 8102 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 357 - ბოლო 24 საათში.

ორთვიანი კარანტინის შემდეგ ქვეყანაში რესტორნები, სავაჭრო ცენტრები და სამლოცველოები გაიხსნა, რასაც ინფექციის გავრცელების მეორე ტალთა მოჰყვა. მეტრო, სასტუმროები და სკოლები ამ დრომდე დახურულია.

ექსპერტების შეფასებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი გაცილებით მაღალია, ვინაიდან ტესტირების მხრივ სახელმწიფოს შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეში კორონავირუსზე 145 ათასი ადამიანი იტესტება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

შსს

10 ივლისი 2020, 09:17

სამართალი

შსს გლდანში სროლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს-ს ცნობით, 2020 წლის 9 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, იმის თაობაზე, რომ გლდანში, აკაკი ვასაძის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან რამდენიმე გასროლა განხორციელდა.

სასაზღვრო პოლიცია

10 ივლისი 2020, 09:12

საზოგადოება

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას კავშირგაბმულობის აღჭურვილობა გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, კავშირგაბმულობის თანამედროვე აღჭურვილობა და საკომუნიკაციო საშუალებები გადაეცა.

შსს

10 ივლისი 2020, 09:08

სამართალი

ვახტანგ გომელაურმა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

გლდანი

10 ივლისი 2020, 09:02

სამართალი

ახალგაზრდა კაცი, რომელიც გლდანში, საცხოვრებელი კორპუსიდან უმისამართოდ ისროდა, პოლიციამ დააკავა

ახალგაზრდა კაცი, რომელიც გლდანში, საცხოვრებელი კორპუსიდან უმისამართოდ ისროდა, პოლიციამ დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად იარაღი ამოიღეს, რომლიდანაც გასროლა განხორციელდა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

გიორგი შაქარაშვილი

10 ივლისი 2020, 08:51

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი

შეგახსენებთ, რომ 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში 22 ივნისს იპოვეს. ცნობილია, რომ შემთხვევას წინ, 19 ივნისს ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირება უძღოდა. საქმეზე დაკავებულია 17 პირი.

სუსი

10 ივლისი 2020, 08:39

პოლიტიკა

პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს განიხილავენ

პარლამენტის დღეს სამი კომიტეტის, თავდაცვის, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სუსის ანგარიშს განიხილავენ. წლიურ ანგარიშს დეპუტატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი წარუდგენს.

რომან გოცირიძე

10 ივლისი 2020, 08:20

პოლიტიკა

რომან გოცირიძე სუსის ანგარიშზე: გვექნება კითხვა რუსეთის აგენტურის მომრავლებაზე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, პარლამენტში დღევანდელი ანგარიშის განხილვას დაესწრებიან, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო წელიწადს არ იყოს გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსი.

ანრი ოხანაშვილი

10 ივლისი 2020, 08:05

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: რაც არ უნდა იოცნებოს სააკაშვილმა, მისი არაადეკვატური სურვილები და ზრახვები კრახით დასრულდება

„სააკაშვილმა რაც არ უნდა იოცნებოს, რაც არ უნდა დაგეგმოს, მისი არაადეკვატური სურვილები და ზრახვები რასაც ჩვენი საზოგადოება წარსულ პერიოდში თვალყურს ადევნებდა, დასრულდება კრახით“, - ამის შესახებ საპარლამეტო უმრავლესობის წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ავღანეთი

10 ივლისი 2020, 08:00

COVID19

ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა

ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა. საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში როტაციით მყოფი კონტინგენტიდან 28 სამხედრო მოსამსახურე სპეციალური რეისით გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს.

რობერტ რედფილდი

10 ივლისი 2020, 01:12

COVID19

რობერტ რედფილდი: სკოლების დახურვა ბავშვების საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე სკოლების გახსნა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებით, აშშ-ში სკოლები უნდა გაიხსნას. მისი თქმით, თუ სკოლები დახურული დარჩება, ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის უფრო დიდი საფრთხე იქნება.

ჯავისია ლესლი

10 ივლისი 2020, 01:03

კულტურა

ისტორიაში პირველად ბეტვუმენს შავკანიანი ქალი განასახიერებს

„ძალიან ვამაყობ იმით, რომ პირველი შავკანიანი მსახიობი ვარ, ვინც ამ როლს ტელესერიალში ითამაშებს. როგორც ბისექსუალი ქალისთვის, ჩემთვის დიდი პატივია გახდე იმ შოუს ნაწილი, რომელმაც ამდენი რამ გააკეთა LGBTQ+-თემისთვის“, - ამბობს ლესლი.

10 ივლისი 2020, 00:55

საზოგადოება

GORBI-ს კვლევა: საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას მოლოდინი აქვს, რომ წლის ბოლოსთვის ქვეყანაში ცხოვრება მეტ-ნაკლებად ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება

მისი თქმით, რესპონდენტები, რომლებიც ქალაქში ცხოვრობენ და უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტები ნაკლებად უჩივიან კრიზისის შედეგად შინამეურნეობის შემოსავლების შემცირებას. თუმცა, ეს ორივე ჯგუფი გარკვეულწილად ნაკლებად ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ 2020 წლის ბოლოსთვის ცხოვრება დაუბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 ივლისი 2020, 00:48

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი დავალებით შევიმუშავეთ თავდაცვის ძალების 10-წლიანი განვითარების გეგმა

„გარდა შეიარაღებისა ჩემი ხედვა ეფუძნება ძლიერი რეზერვის სისტემის განვითარებას. დღეს ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის კომფორტი, რომ მრავალრიცხოვანი არმია შეინახოს, მაგრამ 30-წლამდე ჩვენ თუ იმ ტემპებით განვითარდებით, რომელიც ჩემს ხედვაში მაქვს განსაზღვრული, სავსებით შესაძლებელია, რომ ჩვენ გვყავდეს დაახლოებით 80-დან 100 ათასამდე მომზადებული რეზერვის ოფიცერი. ეს არის სერიოზული განაცხადი და გეგმა,რომელიც მე წარვუდგინე თავდაცვის ძალების მთელ შემადგენლობას და მათთან ერთად ვმუშაობ ამ გეგმის განხორციელებაზე“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

10 ივლისი 2020, 00:44

COVID19

GORBI-ს კვლევა: საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ხელისუფლება კორონავირუსს კარგად უმკლავდება

რამოდენიმე კონტინენტის 18 ქვეყანაში კვლევა „გელაპ ინთერნეიშენალმა“ ჩაატარა. ამ პროექტის ფარგლებში, „გორბიმ“-მ ჩაატარა საქართველოს მასშტაბით წარმომადგენლობითი კვლევა სატელეფონო პანელის გამოყენებით. სულ გამოიკითხა 1003 რესპონდენტი. კვლევა ჩატარდა 7-12 ივნისს და კვლევის დასაშვები ცდომილება 2.5%-ს წარმოადგენს.

10 ივლისი 2020, 00:43

სამართალი

არსებული ინფორმაციით, გლდანში საცხოვრებელი კორპუსიდან მოქალაქე უმისამართოდ ისროდა

არსებული ინფორმაციით, გლდანში, ვასაძის ქუჩაზე, რამდენიმე წუთის წინ უმისამართო სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან უმისამართოდ ისროდა.

ბიჭები სერიალი

10 ივლისი 2020, 00:30

კულტურა

Amazon-მა „ბიჭების“ მეორე სეზონის ტრეილერი გამოაქვეყნა

სერიალი ალტერნატიულ სამყაროზე მოგვითხრობს, სადაც სუპერგმირები რეალურები არიან, მაგრამ შორს დგანან იმ იდეალებისგან, რომლებსაც წარმოადგენენ. მათ გამოაშკარავებას უბრალო ადამიანთა ჯგუფი ცდილობს ბილი ბუტჩერის (კარლ ურბანი) თაოსნობით. შოუს შემქმნელი ერიკ კრიპკეა.

10 ივლისი 2020, 00:28

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების გაცხადებულ სურვილსა და მიზანს წარმოადგენს ის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და სიმშვიდე

ჩვენი ხელისუფლების გაცხადებულ სურვილსა და მიზანს წარმოადგენს ის, რომ ქვენაში იყოს ზოგადი სტაბილურობა და სიმშვიდე, ასევე პოლიტიკური სტაბილურობა და სიმშვიდე, თუმცა ჩვენი დესტრუქციული და მტრული ძალის, კოლექტიური ნაცმოძრაობის პირობებში რა თქმა უნდა ეს შეუძლებელია, რადგან მათ მთავარ ამოაცანს დესტაბილიზაცია წარმოადგენს - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 ივლისი 2020, 00:21

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა ის მძიმე დანაშაული, რაც წინა ხელისუფლების დროს იქნა ჩადენილი, საჭიროებდა და საჭიროებს დროულ გამოძიებას

მინდა შევეხო ჭაკუას საქართველოში ექსტრადირების საკითხს. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა მეთოდებით უსწორდებოდნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენ მოქალაქეებს. ვინც არ იცის, შევახსენებ, რომ ჭაკუა გასამართლებულია ციხის კადრების დადგმასთან დაკავშირებით და არა იმ რეალურ სკანდალურ ფაქტებთან დაკავშირებით - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 ივლისი 2020, 00:09

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ და კონკრეტულად სააკაშვილს არ აქვს არავითარი მორალური უფლება ხელისუფლებაში დაბრუნების

მთავარი ძალაუფლების წყარო მომდინარეობს ხალხისგან. ვერც ერთი ძალა ვერ გადაწყვეტს ჩვენი ხელისუფლებისა და მოსახლეობის ბედს. თუ ჩვენი ხალხი, გვაძლევს და მოგვცემს მანდატს რომ გავაგრძელოთ ჩვენი ხალხის და ქვეყნის მსახურება, ამას ვერავითარი ძალა წინ ვერ აღუდგება. ორჯერ იქნება, სამჯერ თუ ოთხჯერ, ამას მხოლოდ ერთადერთი უნივერსალური და უზენაესი ძალა, ქართველი ხალხი გადაწყვეტს და მე არ ვურჩევდი არც ერთ ძალას ამ პროცესში ჩარევას, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

09 ივლისი 2020, 23:54

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: კეზერაშვილმა ბიუჯეტიდან არაერთი მილიარდი ლარი გაფლანგა და დახარჯა

არათუ მხოლოდ დაკავშირებულია სააკაშვილი კეზერაშვილთან, არამედ ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ყოფილი პრეზიდენტის ბიძა, თემურ ალასანია ჩართული იყო იარაღის უკანონოდ ვაჭრობაში. ეს კავშირი დადადასტურებულია არა ერთგზის და რა თქმა უნდა საჭიროებს დამატებით შესწავლას - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.