imedi /  12 ივნისი 2020, 09:24 / სანდო წყარო

მარინა ეზუგბაია ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორის განცხადებებს არაკორექტულს და სინამდვილეს აცდენილს უწოდებს

მარინა ეზუგბაია

მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებას სინამდვილეს აცდენილს უწოდებს. საქმე ეხება მაკა სოლოღაშვილის მიერ 9 ივნისს ნათქვამ ტექსტს, რომელზეც მარინა ეზუგბაია მიუთითებს.

„9 ივნისს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა მათი კლინიკის სამი თანამშრომლის COVID-19-ით დაინფიცირებასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, რომლის ზოგიერთი ფორმულირება აცდენილია სინამდვილეს.

კერძოდ, მან აღნიშნა, რომ „მისი კლინიკა ერთადერთია COVID კლინიკებს შორის, რომელსაც არ ჰყოლია არც ერთი დაინფიცირებული მედპერსონალი, არც გამჟღავნებულად, არც დაფარულად“.

სინამდვილეში ოთხ COVID კლინიკას - რუხის კლინიკას, ქუთაისის კლინიკას, მცხეთის კლინიკას და ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს, დღემდე არ ჰყავთ არც ერთი დაინფიცირებული მედპერსონალი, „არც გამჟღავნებულად და არც დაფარულად“, რაზეც არაკორექტულად მიანიშნებს ქალბატონი მაკა.

არც ის არის სიმართლე, რომ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა პირველივე დღიდანაა ჩართული COVID-19-თან ბრძოლაში. სინამდვილეში პირველი COVID-19-ით პაციენტი ამ კლინიკაში მოთავსდა 19 მარტს, მაშინ როდესაც საქართველოში პირველი COVID-19-ით პაციენტი დაფიქსირდა 26 თებერვალს.

ქალბატონი მაკა თავის განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ მისი პერსონალი მარტო დარჩა და არავინ დახმარებია არაადეკვატური ქცევის მქონე პაციენტთან ურთიერთობაში. სინამდვილეში კი, COVID-19-ით პაციენტი, რომელზეც ის საუბრობს, მართლაც შეეცადა კლინიკის თვითნებურად დატოვებას, იდგა ინფექციურის ეზოში და უარს აცხადებდა უკან დაბრუნებაზე და არავის იკარებდა.

ვერც ქალბატონ მაკას კლინიკის თანამშრომლებმა და ვერც მათ მიერ გამოძახებულმა პატრულის ეკიპაჟმა, რეალურად არსებული რისკის გამო, ვერ მოახერხეს პაციენტთან მიახლოება და მისი დაყოლიება კლინიკაში დაბრუნებაზე და მხოლოდ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დაცვის თანამშრომელი, ლევან გაფრინდაშვილი დაეხმარა საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად, სწორედ ბატონმა ლევანმა მოახერხა, შესულიყო კომუნიკაციაში ამ პაციენტთან და გადასცა ის ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის თანამშრომლებს. ასე რომ, ქალბატონ მაკას ამ მხრივაც სასაყვედურო არავისზე აქვს.

გასაგები მიზეზების გამო მედპერსონალს და განსაკუთრებით COVID-19-ით ავადმყოფებთან მომუშავე მედპერსონალს მთელ მსოფლიოში დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ უხდება ყოფნა. ასე მაგალითად, ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც იტალია და გერმანიაა - თითოეულს 10 - ათასზე მეტი დაინფიცირებული მედპერსონალი ჰყავთ, მაშინ როდესაც საქართველოში სულ 104 დაინფიცირებული მედპერსონალია, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია (12,6%), ვიდრე საშუალოდ ევროპაში (დაახლოებით 20%).

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა ერთ-ერთი წამყვანი კლინიკაა ქვეყანაში COVID-19-თან ბრძოლაში და იმაში, რომ მისი რამდენიმე თანამშრომელი COVID-19-ით დაინფიცირდა, არაფერი განსაკუთრებული და დასაძრახი არ არის.

ასეთი რამ მსოფლიოს ყველაზე უფრო მაღალი დონის კლინიკებშიც ხდება და შეიძლება ყველგან მოხდეს. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ქალბატონმა მაკამ თავის განცხადებაში არასწორი და გარკვეულწილად არაკორექტული (რას ნიშნავს „დაფარულად“?) გამოთქმები დაუშვა“, - წერს მარინა ეზუგბაია Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში.

ყველა სიახლე

08 ივლისი 2020, 01:42

რეგიონი

წინანდალში, სასტუმრო „რედისონ ქოლექშენში“ ხანძარი ლოკალიზებულია

წინანდალში, სასტუმრო რედისონ ქოლექშენში ხანძარი ლოკალიზებულია, - ინფორმაციას კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი ადასტურებს. მისივე ინფორმაციით, სასტუმროს ტერიტორიაზე რამდენიმე მუნიციპალიტეტის 10-მდე სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული და ხანძრის დარჩენილი კერების ლიკვიდაცია მიმდინარეობს.

დონალდ ტრამპი

08 ივლისი 2020, 01:10

COVID19

დონალდ ტრამპი: აშშ არ იხურება და არასდროს დაიხურება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ არ იხურება და არასდროს დაიხურება. „კორონავირუსს 130 000 ადამიანი ემსხვერპლა. ვფიქრობ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2.5-3 მილიონი შეიძლება ყოფილიყო. ჩვენ ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

08 ივლისი 2020, 01:02

მსოფლიო

აშშ-ში Walt Disney World-ი გასახსნელად ემზადება

მსოფლიოში უმსხვილესი გასართობი ცენტრი, Walt Disney World-ი ფლორიდის ქალაქ ორლანდოში მდებარე გასართობ პარკს კვირის ბოლოს გახსნის. ფლორიდაში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, კოვიდინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი, დღიურმა მაჩვენებელმა 10 ათასს მიაღწია.

08 ივლისი 2020, 00:57

ტაბლოიდი

ლონდონში თვითიზოლაციის რეჟიმის გაუქმება ქალებმა საცვლების ჩვენებით აღნიშნეს

შოუს ორგანიზატორი თეთრეულის ბრენდო Bluebella გახდა. ჩვენებისთვის სხეულის განსხვავებული აგებულების 6 მოდელი შეარჩიეს. მათ შორის სტუდენტები, მსახიობები და იურისტი.

ქორწილები აქცია

08 ივლისი 2020, 00:54

COVID19

ხალხმრავალი ქორწილების დაშვების მოთხოვნით იტალიაში საპროტესტო აქცია გაიმართა

იტალიის დედაქალაქ რომში ხალხმრავალი ქორწილების დაშვების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. „იტალიის საქორწილო ასოციაციის“ მიერ მოწყობილ ფლეშმობში 15-მდე ქალი მონაწილეობდა, რომლებსაც საქორწილო კაბები ეცვათ, ხელში კი ტრანსპარანტები ეკავათ.

რედისონი წინანდალი ხანძარი

08 ივლისი 2020, 00:52

სამართალი

წინანდალში, სასტუმრო „რედისონ ქოლექშენში“ ხანძარია

ახლა დამსვენებლები სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან, მათ შენობის დატოვება დროულად და უსაფრთხოდ შეძლეს.

ივანე მაჭავარიანი

08 ივლისი 2020, 00:50

პოლიტიკა

ივანე მაჭავარიანი ტურიზმის გახსნაზე: ჩვენ უნდა მივიღოთ ინფექციის მინიმალური იმპორტი და მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტი

„ჩვენ უნდა მივიღოთ ინფექციის მინიმალური იმპორტი და, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმალური ეკონომიკური ეფექტი და არა ის, რომ, ეკონომიკაზე პრაქტიკულად უმნიშვნელო, არამატერიალური ეფექტი გვქონდეს, მაგრამ - კორონავირუსის გავრცელებისთვის საკმარისი იყოს“.

ივანე მაჭავარიანი

08 ივლისი 2020, 00:45

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: დროზე ადრე არ უნდა შევწიროთ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და არ უნდა გამოვეკიდოთ დღესვე ტურიზმს

როდესაც ჩვენი ტრადიციული ტურისტული ბაზრები დაამარცხებენ ეპიდემიას და მიაღწევენ მეტ-ნაკლებად უსაფრთხო მაჩვენებელს, საზღვრები მათთან მხოლოდ მაშინ გაიხსნება. რისკი უნდა დაბალანსდეს პოტენციურ სარგებელთან, თორემ ხელში მხოლოდ რისკი შეგვრჩება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

ივანე მაჭავარიანი

08 ივლისი 2020, 00:42

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრმა განმარტა რა რისკებთან არის დაკავშირებული საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა

„როგორც კი გახსნას დაიწყებ და მინიმალური გავრცელებაც იქნება, ეს მსხვილი რისკის მატარებელი ადგილები ისევ უნდა შეზღუდო. და ეს შეზღუდვა უნდა გიღირდეს. შეიძლება სამ თვეში წავიდეთ ამაზე - ისევ შევზღუდოთ მსხვილი რისკის მატარებელი (ღონისძიებები).მაგალითად, კონცერტები არ იყოს, კინო არ იყოს. სამაგიეროდ, სიიდან პირველ ათეულს რომ გავუხსნით ან პირველ ოცეულს, გვეღირება. გვეცოდინება, რომ ვიზღუდებით, შიდაეკონომიკური აქტივობა ნელდება, მაგრამ კომპენსირდება საკმაოდ დიდი რაოდენობა ტურიზმის“, - განმარტა მაჭავარიანმა.

ივანე მაჭავარიანი

08 ივლისი 2020, 00:32

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი საზღვრების გახსნაზე: რეალური რისკი და პოტენციური სარგებელი არ ბალანსდება

რეალური რისკი და პოტენციური სარგებელი არ ბალანსდება. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს რისკი 2-3 თვის შემდეგაც იქნება და ამიტომ საზღვრების გარდაუვალია, მაგრამ რისკი უნდა ავიღოთ იმ მიმართულებებზე, საიდანაც კორონავირუსის გავრცელების ალბათობა დაბალია, მაგრამ ტრადიციულად მაღალია ტურისტების ნაკადი და, შესაბამისად, შემოსავლები. ეს არის დაბალანსებული და სწორი რისკი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

08 ივლისი 2020, 00:21

COVID19

ჩილეში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა

ჩილეს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა. უწყების განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2 462 შემთხვევა დადასტურდა.

ლაშა ნაცვლიშვილი

08 ივლისი 2020, 00:18

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე: ხალხი, რომელიც თაკო სალაყაიასა და დათა ახალაიას სატელეფონო ზარების ჩანაწერებს არ იღებდა, დღეს ითხოვს საქმის არარსებული ფიგურანტის სატელეფონო ზარების ამოღებას

„ჩვენ ყველას შეგვშლია, შემდეგ ბოდიში მოგვიხდია და გვითხოვია მეორე შანსი. ხალხმა, რომლისთვისაც სიცრუე და ძალადობა იყო მთავრი ინსტრუმენტი, სიცრუედ და ძალადობად, 8 წლისტავზე იგივე ფიგურანტები, იგივე სახეები, დროის მანქანით, გამოდიან და ქართულ ოცნებას „ამხელენ“ იმაში, რაც „ქართულ ოცნებას“ არასდროს ჩაუდენია“.

უშიშროების სამინისტროს შესვლა „რუსთავი 2-ში“

08 ივლისი 2020, 00:15

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: როცა „რუსთავი 2-ში“ უშიშროების სამინისტრო შევიდა, უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი კაპანაძე იყო

„2002 წელს, როდესაც „რუსთავი 2-ში“ უშიშროების სამინისტრო შევიდა, რასაც მოჰყვა შევარდნაძის ხელისუფლების საბოლოო დელეგიტიმიზაცია და პრაქტიკულად მაშინ დასრულდა ხელისუფლება, როდესაც ტყავის ქურთუკიანი ბიჭები „რუსთავი 2-ს“ უტევდნენ, მაშინ კალმის ეს რაინდი იყო იმ უშიშროების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და აი ასე ურთიერთობდა გიორგი კაპანაძე საზოგადოებასთან და „რუსთავი 2-თან“, სპეცრაზმით. და მერე ამ ხალხთან ერთად გახდა მაროდიორი. ამიტომ, ეს დრამატული ტრანსფორმაციები ხალხმა უნდა იცოდეს“, - ამბობს ნაცვლიშვილი.

ლაშა ნაცვლიშვილი

08 ივლისი 2020, 00:09

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: ყველას კართან დაიჩოქებს მართლმსაჯულების მანქანა, ეიხმანების პროცესები წინ არის

გვარამია და ადეიშვილი უნდა იყო, რომ ენუქიძეს უყურო და უკეთო ის, რასაც უკეთებდნენ. როდესაც ადვოკატი შალვა შავგულიძე თაკო სალაყაისა და დათა ახალაიას სატელეფონო საუბრების ჩანაწერების ამოღებას, და ბოკერია ტელეეთერიდან ამას პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებდა, ბოკერიას კანდიდატი რომ იქნება არჩევნებზე შავგულიძე, ამ ცინიზმითა და უტიფრობით რასაც მოიგებენ, ერთმანეთს გაუყონ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ჟაირ ბოლსონარო

07 ივლისი 2020, 23:51

COVID19

ბრაზილიის პრეზიდენტი: ვირუსი წვიმასავითაა, ნებისმიერს შეიძლება მიწვდეს

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარომ, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა, ჟურნალისტებთან თავის მდგომარეობაზე ისაუბრა.

ლაშა ნაცვლიშვილი

07 ივლისი 2020, 23:50

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ დეგრადაციაზე მისი დრამატული დეკვალიფიკაციაც მეტყველებს

„ნაციონალური მოძრაობის“ დეგრადაციაზე მისი დრამატული დეკვალიფიკაციაც მეტყველებს. ის, რომ ბრალდებულ გიორგი რურუას ჰქონდა 48 რეგისტრირებული იარაღი, ეს არა ბრალდების გამაბათილებელი, არამედ, ჩემი აზრით, ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებაა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ლაშა ნაცვლიშვილი

07 ივლისი 2020, 23:47

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ეს ხალხი საკუთარ უბნელეს წარსულს წარმოადგენს როგორც ნათელ მომავალს

„ჩემი აზრით, ტოტალიტარიზმის კლასიკაში - გერმანული ნაციზმის, იტალიური ფაშიზმის შემდეგ, ჩვენს კონტინენტზე, „ნაციონალური მოძრაობის“ შექმნილი ტოტალიტარული სისტემა, სადაც ევროვიზიის კონკურსანტის კაბის ფერიდან დაწყებული, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტით დამთავრებული, ყველაფერს ერთი ძალა წყვეტდა, ეს არის კლასიკა და სახელმწიფოს მიმტაცებელი ტოტალიტარული რეჟიმი, რომელმაც საკუთარ დანაშაულებრივ წარსულს გვირგვინად 90-იანი წლების კრიმინალური ავტორიტეტი დაადგა და ყველა საშიში რაც არის - ქუჩისა და ძალადობის ალიანსი, ამას სთავაზობენ ნათელ მომავლად, ეს მართლაც ბნელი წარსულის მოციქულები“, - ამბობს ნაცვლიშვილი.

ლაშა ნაცვლიშვილი

07 ივლისი 2020, 23:36

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: როდესაც სანდრა რულოვსი თვალცრემლიანი ამბობს, რომ მიშა შეიცვალა, მტკნარი სიცრუეა

„ჩვენ ყველას შეგვშლია, შემდეგ ბოდიში მოგვიხდია და გვითხოვია მეორე შანსი. ხალხმა, რომლისთვისაც სიცრუე და ძალადობა იყო მთავრი ინსტრუმენტი, სიცრუედ და ძალადობად, 8 წლისთავზე იგივე ფიგურანტები, იგივე სახეები, დროის მანქანით, გამოდიან და ქართულ ოცნებას „ამხელენ“ იმაში, რაც „ქართულ ოცნებას“ არასდროს ჩაუდენია და იმედი მაქვს, რომ არც ჩაიდენს“.

ლაშა ნაცვლიშვილი

07 ივლისი 2020, 23:26

საზოგადოება

ლაშა ნაცვლიშვილი: მწამებლებმა მიიღეს დავალება, ეწამებინათ პატიმრები და არც კი იცოდნენ, რომ ეს იმიტაცია იყო

გამოძიებამ დაადგინა, რომ პირველადი გეგმით ე.წ. მწამებლებმა, რომლებსაც „ბასტით“ და „ბუბუთი“ მოიხსენიებდნენ, მიიღეს დავალება, შესულიყვნენ და ეწამებინათ პატიმრები, არ იცოდნენ, რომ ეს იმიტაცია იყო. მათ ჩვეულებრივი დავალება მიიღეს, ეს იყო მათი რუტინა. ხელმძღვანელისგან მიიღეს დავალება, შესულიყვნენ ამა და ამ საკანში და ეწამებინათ პატიმრები, და კეთილსინდისიერად შეასრულეს ეს დანაშაულებრივი დავალება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ვასილ მამულაშვილი

07 ივლისი 2020, 23:25

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატებს შესაძლო მტკიცებულებები გადაეცათ

„დარწმუნებული ვართ, რომ ამ შესაძლო მტკიცებულებებით კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ გაგნიძეს და მახარაძეს არანაირი ბრალი არ მიუძღვით წარდგენილ ბრალდებებში“, - ამბობს მამულაშვილი.