imedi /  12 ივნისი 2020, 14:58 / სანდო წყარო

პაატა იმნაძე: ჩვენ გვერდით არიან ადამიანები, რომელთაც შეიძლება ძალიან მსუბუქად აქვთ ვირუსი, თუმცა იქედან შეიძლება კიდევ გახდეს ავად ერთი, ორი, სამი და ხუთი კაცი

პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე

შეზღუდვების მოხსნის შემდეგ შემთხვევათა მატება მოსალოდნელი იყო და ცოტა გადაჭარბებულია იმის თქმა, რომ მეორე ტალღაა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ POSTV-ს ეთერში განაცხადა.

„პრინციპში, მატება მოსალოდნელი იყო, როდესაც მოიხსნა შეზღუდვები, განსაკუთრებით, ისეთის, რომელიც მოსახლეობის მობილობას მაქსიმალურად ამცირებდა. ეს ეხება თავშეყრის ადგილებსაც, მაგალითად, გასართობი დაწესებულებები, რესტორნები, ტრანსპორტის აღდგენა. რა თქმა უნდა, ეს რისკები შეფასებული იყო და სულ დაკეტილი ხომ არ იქნებოდა ქვეყანა?!

აქედან გამომდინარე გახსნასთან ერთად შემთხვევებიც რომ მოიმატებდა, ველოდით. გახსნა დაიწყო მაშინ, როდესაც მინიმუმამდე იყო დაყვანილი ახალი შემთხვევების რაოდენობა. მატება იქნება, მაგრამ განსაკუთრებით გვაშფოთებს, როდესაც ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ ხერხდება. ასეთი დღეს ხუთია“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ და განმარტა, რას ნიშნავს ეს გარემოება.

„ვიღაც იყო ავად, ნაკლებად გამოვლენილი სიმპტომებით - ვიღაცას შესაძლოა, თავი ტკიოდა, ერთი დღით ჰქონდა უმნიშვნელო ტემპერატურა, შეიძლება, წამოახველა ერთი-ორჯერ - ასეთი ადამიანი გარკვეული პერიოდის განმავლობაში არის გადამდები და მასთან ურთიერთობის დროს ვიღაცას რომ გადაედო, ის ვიპოვეთ, მაგრამ მას ვინ გადასდო, ეს არ ვიცით - ეს იმას ნიშნავს, რომ სხვასაც გადასდო.

როდესაც ვიკვლევთ კონტაქტების წრეს, რომელიც თითოეულ ამ პაციენტს აქვს, მათ ახლობლებში ჯერ ვერ ვიპოვეთ შესაძლო ინფიცირების წყარო, რომელიც შეიძლება უფრო ადრე იყო ავად, ვიდრე ეს ადამიანი. კვლევა გაგრძელდება და დიდი იმედი გვაქვს, რომ რამე გამოჩნდება. რატომ ვამბობთ რომ ადამიანებმა ნიღბები უნდა გამოიყენონ - არიან ადამიანები ჩვენ გვერდით, რომელთაც შეიძლება ძალიან მსუბუქად აქვთ ვირუსი, თუმცა მატარებლები არიან და იქედან შეიძლება გახდეს ერთი, ორი, სამი, ხუთი კაცი ავად - გასაგებია, რომ უმრავლესობამ შეიძლება, მარტივად გადაიტანოს, მაგრამ როდესაც ეს ხუთი გახდება ხუთიათასი, ეს დიდი პრობლემა იქნება ჯანდაცვის სისტემისათვის“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ და სხვა ქვეყნების მაგალითი კიდევ ერთხელ მოიყვანა, სადაც ჯანდაცვის სისტემა უმაღლეს დონეზეა, თუმცა პაციენტების მიღებას ვეღარ ახერხებდა და ამან ადამიანების დაღუპვა გამოიწვია.

„ამ დაავადების გაჩერების სხვა გზა არ არის, ერთადერთი გზაა, ნიღაბი ვატაროთ დახურულ სივრცეებში და ღიაშიც, თუ დისტანციას ვერ ვიცავთ. დავიცვათ ფიზიკური დისტანცია და მოვერიდოთ ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებს. ხელის დაბანა არასდროს არ გვაწყენს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

06 ივლისი 2020, 16:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ საარჩევნო უბნებთან რადიუსს ყოველთვის პირველები იკავებდნენ

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ პირველები იყვნენ ყოველთვის, ვინც საარჩევნო უბნების გარეშემო იკავებდა რადიუსს, შესაბამისად მათ ინტერესში რომ არ შედიოდა რადიუსი, ეს თავიდანვე ჩანდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

06 ივლისი 2020, 16:03

საზოგადოება

თბილისის ბაღების აღსაზრდელების ოჯახებისთვის პროდუქტების გადაცემის პროექტი დასრულდა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დედაქალაქის მერის ინიციატივით დაწყებული სოციალური პროექტი დაასრულა, რომლის ფარგლებშიც ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელების ოჯახებს საკვები პროდუქტები ოთხი თვის განმავლობაში ურიგდებოდათ, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

06 ივლისი 2020, 16:02

ეკონომიკა

„ლიბერთი“ იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო

დღეიდან „ლიბერთი“ იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო. აღნიშნული პროგრამა ინიცირებულია სახელმწიფოს მიერ დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად და ხუთი წლის განმავლობაში, იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმუმ 4%-ის დაფინანსებას ითვალისწინებს.

06 ივლისი 2020, 16:01

კულტურა

საქართველოში ახალი პროექტი, „ლიტერატურა სოლიდარობისთვის“ იწყება

ახალი პროექტი „ლიტერატურა სოლიდარობისთვის“ იწყება. იდეა ლიტერატურით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ეკუთვნით. პროექტის მიზანია, მხარი დაუჭიროს ავტორებს და მსურველები თანადგომის პროცესში ჩართოს.

გიორგი გახარია

06 ივლისი 2020, 15:59

საზოგადოება

გიორგი გახარია აბიტურიენტებს: თქვენ ხართ ჩვენი მომავალი და თქვენი განათლება საქართველოს წინსვლის გარანტიაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებებს უსურვებს. „დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. წარმატებას გისურვებთ ახალგაზრდებო!

ბენიამინ ნეთანიაჰუ

06 ივლისი 2020, 15:59

COVID19

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი სრული კარანტინის რეჟიმის დაწესების ზღვარზეა

ისრაელი სრული კარანტინის რეჟიმის დაწესების ზღვარზეა, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

06 ივლისი 2020, 15:50

რეგიონი

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ იდლიანთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 2 ვერტმფრენი ჩაერთო

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ იდლიანთან გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. სამუშაოებში 20 მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენია ჩართული.

ვასილ კობიაშვილი

06 ივლისი 2020, 15:39

პოლიტიკა

„ლელოში“ განმარტავენ რატომ დატოვა კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ თანამდებობა

ვასილ კობიაშვილი 3 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა „ლელოს“ თელავის ოფისს - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ რეგიონული სამსახური განცხადებას ავრცელებს. „საარჩევნო ოლქების ახალი საზღვრების დამტკიცების შემდეგ „ლელოში“ განხორციელდა რეგიონული მენეჯმენტის რეორგანიზაცია, რის შემდეგაც ვასილ კობიაშვილმა აღარ მოისურვა თელავის ოფისში საქმიანობის გაგრძელება. „ლელო“ მადლობას უხდის ვასილ კობიაშვილს თანამშრომლობისთვის და წარმატებას უსურვებს პროფესიულ საქმიანობაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცხელი ამინდი

06 ივლისი 2020, 15:37

საზოგადოება

საქართველოში ხვალ 42 გრადუსია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ივლისამდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. ხვალ დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 40, 42, მთიან რაიონებში 35, 37, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33, 35 გრადუსს მიაღწიოს.

სოფო კილაძე
კრისტიან ურსე

06 ივლისი 2020, 15:30

პოლიტიკა

სოფო კილაძემ კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე კრისტიან უსრსეს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„გაგრა“

06 ივლისი 2020, 15:28

სპორტი

სეზონის განახლებამდე „გაგრა“ ხვალ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს

სეზონის განახლებამდე „გაგრა“ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ეროვნული ლიგა 2-ის გუნდი ლიგა3-ის გუნდს, „გარეჯი 1960“-ს შეხვდება. ამხანაგური მატჩი 7 ივლისს, 18:00 საათზე, მუხრანის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება.

06 ივლისი 2020, 15:24

COVID19

თურქეთში სასწავლო პროცესის აღდგენის გაიდლაინები გამოაქვეყნეს

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში სკოლები აგვისტოს ბოლოს მკაცრი წესების გათვალისწინებით გაიხსნება.

06 ივლისი 2020, 15:20

სამართალი

რას ჰყვებიან გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში პატრულ-ინსპექტორები, რომლებმაც ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე თბილისში წამოიყვანეს

„ინიციატორის მიერ გაუქმდა გამოძახება და დავბრუნდით ჩვენ კვადრატში. ჩვენ გავაგრძელეთ მოძრაობა თბილისის მიმართულებით, ჩავედით საგურამოს ხიდის ქვეშ მოსატრიალებელთან, რათა მაინც გადაგვემოწმებინა საგურამოს ასასვლელ გზასთან ხომ არ ხდებოდა ჩხუბი. ავედით საგურამოსკენ მიმავალ გზაზე, თუმცა საეჭვო ვერაფერი შევამჩნიეთ და ჩავუხვიეთ დასავლეთის მიმართულებით. ამ დროს დაახლოებით 01:15 ან 01:16 საათზე, სანამ არაგვის ხიდზე გადავიდოდით, საგურამოს მხრიდან, ტყის მასივიდან მაგისტრალზე გამოვიდა ახალგაზრდა ბიჭი. ჩვენ გავუჩერეთ ავტომანქანა, ვკითხეთ ვინაობა და ჩხუბთან დაკავშირებით ხომ არ ფლობდა რამე ინფორმაციას. მან განაცხადა, რომ იყო იაკობ ბრეგვაძე, იგი იყო ინიციატორი და ასევე განმარტავდა, რომ მოდიოდა დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით ე.წ. ავტოსტოპით. მან ასევე გვითხრა, რომ როდესაც ის იყო ქვეითად, მისგან მოშორებით შეამჩნია ქვეითად მოსიარულე რამდენიმე პიროვნება, რომელთაც შეუჩერა მიმავალმა ავტომობილმა, სავარაუდოდ, მერსედესმა, რომლის სერია და ნომერი არ დაუნახავს შორი მანძილის გამო. მან ზოგადად ახსენა ჩხუბი. მისივე განმარტებით, მას შეეშინდა, მოერიდა ადგილს და დაიმალა. ასევე მან განაცხადა, რომ ჩხუბში მონაწილე პირებს არ იცნობდა. ამის შემდეგ ჩემი მეწყვილე დაუკავშირდა მორიგეს და უთხრა, რომ ინიციატორი ჩვენთან ერთად იყო და ადგილზე მოსულიყო კრიმინალური პოლიცია. მორიგემ მალევე გადმოგვირეკა და გვითხრა, რომ შეტყობინება გაუქმებული იყო და კრიმინალური პოლიცია ვერ მოვიდოდა ადგილზე. ჩვენ იაკობ ბრეგვაძეს შევთავაზეთ დახმარება და მან გვთხოვა, რომ თანხა არ ჰქონდა და თბილისში წამოგვეყვანა. ჩვენ ჩავისვით ის მანქანაში და მივიყვანეთ აღმაშენებლის ხეივანზე, დიდი დიღმის გადასახვევთან“, - ამბობს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორი.

კრისტიან ურსე

06 ივლისი 2020, 15:18

პოლიტიკა

კრისტიან ურსე: საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესება 2020 წლის არჩევნების უკეთეს გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს

„საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესება 2020 წლის ოქრომბერში არჩევნების უკეთეს გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს. ვფიქრობ, ყველა ელოდება, რათა იხილოს ის პრაქტიკული ზომები, რომელიც განხორციელდება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველაფერმა ჩაიაროს შეუფერხებლად“.

მალხაზ ველიჯანაშვილი

06 ივლისი 2020, 15:13

სამართალი

ძებნილი დავით ჭაკუას უფლებებს ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი დაიცავს

რამდენიმე წლის წინ ავსტრიამ ქართულ მხარეს დავით ჭაკუას ექსტრადირებაზე უარი უთხრა, - ამის შესახებ ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ველიჯანაშვილის თქმით, დავით ჭაკუას ოჯახი მას უკვე დაუკავშირდა და მის უფლებებს სწორედ ველიჯანაშვილი დაიცავს.

ირაკლი ჩიქოვანი

06 ივლისი 2020, 15:08

COVID19

ირაკლი ჩიქოვანი ევროკავშირთან მიმოსვლის აღდგენაზე: ვმუშაობთ ყველა სახელმწიფოსთან, რომ შევიმუშაოთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა

მინდა, გავამახვილო თქვენი ყურადღება ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტზე, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ჰქონდა ადგილი, ეს არის ევროპული საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაცია საკუთარი წევრი სახელმწიფოების მიმართ, რომ 15 ქვეყანა და მათ შორის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ არის საქართველო, არის მნიშვნელოვანი.

06 ივლისი 2020, 14:51

სამართალი

ფოთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ გაიზიარა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა და ჯგუფის მიერ წინასწარ შეთანხმებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე - ი.ქ.-ს, ო.კ-ს. და ვ.ჯ.-ს, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულებს - ი.ქ.-ს და ო.კ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ქუთაისის „ტორპედო“

06 ივლისი 2020, 14:48

სპორტი

ქუთაისის „ტორპედომ“ წლევანდელ გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა

ქუთაისის „ტორპედომ“ საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული საფეხბურთო ლიგის 2020 წლის გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ვლადიმერ ხაჩიძისა და მიხეილ აშვეთიას მომზადებულმა გუნდმა სტუმრად თბილისის „მერანი“ 2:0 დაამარცხა.

06 ივლისი 2020, 14:46

COVID19

კორონავირუსის გამო დიდ ბრიტანეთში 13 უნივერსიტეტი გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა

კორონავირუსის პანდემიის გამო დიდ ბრიტანეთში 13 უნივერსიტეტი და კოლეჯი გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. აღნიშნულს საგადასახადო კვლევების ინსტიტუტის ანგარიში ცხადყოფს.

06 ივლისი 2020, 14:45

COVID19

რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ საცურაო აუზებმა მომხმარებელთა მიღებამდე

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ საცურაო აუზებმა, რომ მომხმარებელთა მიღებისა და მომსახურების ნებართვა მიიღონ.