imedi /  12 ივნისი 2020, 20:45 / სანდო წყარო

ბერგამოს პროკურატურამ იტალიის პრემიერ-მინისტრი კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირების საქმეზე გამოკითხა

ჯუზეპე კონტე

ჯუზეპე კონტე

ქალაქ ბერგამოს პროკურატურის გამომძიებლებმა იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯუზეპე კონტე კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირების საქმეზე გამოკითხეს.

როგორც იტალიური მედია იუწყება, იტალიის პრემიერ-მინისტრსა და გამომძიებლებს შორის შეხვედრა სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ჯუზეპე კონტე, როგორც ფაქტებზე ინფორმაციის მქონე პირი მონაწილეობდა.

პრემიერ-მინისტრის გარდა, გამომძიებლების კითხვებს ასევე უპასუხეს იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა, რობერტო სპერანცამ და იტალიის შს მინისტრმა, ლუჩანა ლამორჯეზემ.

საუბარია გამოძიებაზე, რომელსაც ქალაქ ბერგამოს პროკურატურა აწარმოებს. გამოძიების ფარგლებში იმ მიზეზების დადგენა ხდება, რის გამოც ბერგამოს ორი რაიონი, ნემბრო და ალცანო, წითელ ზონებად არ გამოცხადდა მას შემდეგ, რაც მანდ კორონავირუსის გავრცელება დაფიქსირდა. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ წითელ ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა მიეღო, რაც თავის დროს არ გაკეთდა.

იტალიაში პანდემიის გავრცელების პირველ ეტაპზე წითელ ზონად ქალაქ ლოდში 10 დასახლებული პუნქტი და ვენეტოს რეგიონში ერთი ქალაქი გამოცხადდა. შემდეგ კი ნარინჯისფერ ზონაში ლომბარდიის რეგიონი შეიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ ბერგამოს პროვინცია კორონავირუსით ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ პროვინციად მიიჩნევა. სტატისტიკის თანახმად, მარტიდან აპრილის ჩათვლით ბერგამოს პროვინციაში სიკვდილიანობა 500%-ით გაიზარდა 2015-2019 წლების იმავე პერიოდთან შედარებით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

15 ივლისი 2020, 16:44

რეგიონი

აშშ-ის ელჩი სანაპირო დაცვის ფოთის ბაზას ესტუმრა

სანაპირო დაცვის ოპერატიული მართვის სამსახურის უფროსმა, II რანგის კაპიტანმა, ნინო კალანდარიშვილმა კი მართვის ცენტრში გეგმიური ბრიფინგი ჩაატარა. კელი დეგნანი პირადად შეხვდა ოპერაციათა კონცეფციის შესაძლებლობების (OCC) პროცესში ჩართულ აბორდაჟის ჯგუფის წევრებს და მათი აღჭურვილობა დაათვალიერა.

15 ივლისი 2020, 16:41

რეგიონი

ბათუმში, აქციაზე მოქალაქეები კუთვნილი ქონების დაბრუნებას ითხოვენ

ბათუმში, მიმდინარეობს აქცია სადაც მოქალაქეები ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს მათ ქონება უკანონოდ წაართვეს. აქციის ორგანიზატორია ე.წ ხოფის ბაზრობის ერთ-ერთი ყოფილი მეპატრონე. დავით ანანიძე ქონების დაბრუნებას ითხოვს. აცხადებს, რომ ქონება წინა ხელისუფლების დროს შანტაჟის გზით უკანონოდ ჩამოართვეს.

მორის როევზი

15 ივლისი 2020, 16:37

კულტურა

შოტლანდიელი მსახიობი მორის როევზი გარდაიცვალა

60-წლიანი კარიერის განმავლობაში მორის როევზმა 100-ზე მეტ ფილმში, სერიალსა და თეატრალურ წარმოდგენაში მიიღო მონაწილეობა. მან როლები ისეთ სერიალებში შეასრულა, როგორებიცაა „დოქტორი ვინ“ და „ვარსკვლავური ომები“.

15 ივლისი 2020, 16:36

საზოგადოება

კრეატიული ინდუსტრიების განვითარების გამოწვევებზე პარლამენტში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი გაიმართა​

საქართველოში კრეატიული ინდუსტრიების სფეროში არსებული მეკობრეობის პრობლემისა და მისი გადაჭრის გზების შესახებ იმსჯელეს დღეს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე. კანონმდებლების, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, სასამართლოს, ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკის განმსაზღვრელი და მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლების, დარგის ექსპერტების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობით შეხვედრა საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფორმატში გაიმართა .

ეიფელის კოშკი

15 ივლისი 2020, 16:33

მსოფლიო

ეიფელის კოშკი ვიზიტორებისთვის სრულად გაიხსნა

ეიფელის კოშკის მესამე სართული ვიზიტორებისთვის გაიხსნა, რაც ღირსშესანიშნაობის სრული დატვირთვის ამოქმედებას ნიშნავს. ამის შესახებ გამოცემა Le Figaro წერს. ეიფელის კოშკის მესამე სართულზე ასვლას ტურისტები ბოლო 4 თვის განმავლობაში პირველად შეძლებენ. პირველი ორი სართული ვიზიტორებისთვის 25 ივნისს, ნაწილობრივ გაიხსნა. გარდა ამისა, გარკვეული დროის განმავლობაში მეორე სართულზე ასვლა ხმოლოდ ფეხით იყო შესაძლებელი, ლიფტი კი უსაფრთხოების ზომების გამო არ მუშაობდა.

კორონავირუსი სინჯარა

15 ივლისი 2020, 16:23

COVID19

სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

ნელი ხიზაშვილის ინფორმაციით, მცირეწლოვანი თელავში, ბავშვთა კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, ამიტომ ექიმებმა ვირუსზე ტესტი ჩაუტარეს.

15 ივლისი 2020, 16:22

საზოგადოება

გუგული მაღრაძემ კვლევითი პროექტის, „კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა“ შედეგების განხილვაში მიიღო მონაწილეობა

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გუგული მაღრაძემ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ შესრულებული კვლევითი პროექტის, „კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა“ შედეგების განხილვაში მიიღო მონაწილეობა. განხილვაში ასევე მონაწილეობდნენ კონფლიქტის საკითხებზე მომუშავე ქართული და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები, ფონდების წარმომადგენლები, ექსპერტები. ასევე, კონფლიქტის ზონებიდან ამ საკითხებზე მომუშავე ინდივიდები და ორგანიზაციები, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცლებს.

15 ივლისი 2020, 16:22

საზოგადოება

ირაკლი შოთაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე და გენერალური პროკურორის მოადგილე, ნათია მერებაშვილი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდნენ. კრისტიან ურსეს საქართველოში სამუშაო ვადის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს პროკურატურის და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და მიმდინარე საერთო აქტივობებზე ისაუბრეს. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს​ მადლობა გადაუხადა მათ მიერ საქართველოს პროკურატურისთვის გაწეული დახმარებისთვის.

ირაკლი სესიაშვილი; რან გიდორი

15 ივლისი 2020, 16:15

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს რან გიდორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩთან, რან გიდორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ელჩი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საქმიანობის სპეციფიკით დაინტერესდა.

კელი დეგნანი

15 ივლისი 2020, 16:13

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო აჭარის რეგიონში კელი დეგნანის შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო საქართველოში ელჩის, კელი დეგნანის აჭარის რეგიონში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საელჩოს ინფორმაციით, ბათუმში პირველი ვიზიტისას ელჩი დეგნანი შეხვდა განათლების სფეროს მოღვაწეებს, ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებსა და მთავრობის წარმომადგენლებს. მისმა ვიზიტმა დემონსტრირება მოახდინა შეერთებულ შტატებსა და აჭარას შორის არსებული მტკიცე კავშირის მასშტაბისა, რომელიც მოიცავს განათლების, ტურიზმის, ინფრასტრუქტურაში ინვესტირებისა და მრავალ სხვა სფეროს.

15 ივლისი 2020, 16:05

მსოფლიო

ინდოეთში წყალდიდობას ათობით ადამიანი ემსხვერპლა

ასამის შტატში სტიქიამ 2 მილიონ ადამიანზე მეტი დააზარალა. ძლიერმა წვიმამ ათასობით სოფელი დატბორა. წვიმის სეზონი წელიწადის ამ დროს ინდოეთში ჩვეული მოვლენაა, თუმცა ამჯერად მოსახლეობას სტიქიასთან გამკლავება კორონავირუსის პანდემიის ფონზე უწევს.

გიორგი ვაშაძე

15 ივლისი 2020, 16:04

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე ისნის მაჟორიტარულ ოლქში კენჭს, სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომრით იყრის

ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, გიორგი ვაშაძე ისნის მაჟორიტარულ ოლქში კენჭს სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომრით იყრის. ამ ინფორმაციას „ახალი საქართველოს“ ლიდერი არც უარყოფს და არც ადასტურებს. შესაბამის კითხვაზე ვაშაძემ ასე განაცხადა: „იმის მიხედვით, როგორც ჩამოვყალიბდებით, ისე გავაგრძელებთ ბრძოლას“.

კორონავირუსი ინდოეთი

15 ივლისი 2020, 16:03

COVID19

ინდოეთში კორონავირუსი კიდევ 29 429 ადამიანს დაუდასტურდა

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 29 429 შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 936 181-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 582 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 24 309-ს აღწევს. ამასთან, 600 000-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დათა ქაჯაია

15 ივლისი 2020, 15:57

სპორტი

დათა ქაჯაია საქართველოს საავტომობილო სპორტის ისტორიაში პირველად გამართული ვირტუალური ჩემპიონატის გამარჯვებულია

დათა ქაჯაია საქართველოს საავტომობილო სპორტის ისტორიაში პირველად გამართული ვირტუალური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. Georgian Digital Championship 2020 - საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის და კომპანია „სიმულექს რეისინგის“ ორგანიზებით ჩატარდა. მასში Bmw m235i - ტიპის ავტომობილებით 20-ზე მეტი მოყვარული და პროფესიონალი ავტომრბოლელი მონაწილეობდა. რბოლების სერია წრიულ რბოლაში გაიმართა, სადაც თითოეული რბოლის წესები საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის წრიული რბოლის რეგულაციების იდენტური იყო. ეტაპის განმავლობაში მონაწილეებმა საერთო ჯამში მსოფლიოს სხვადასხვა სიმულირებულ ავტოდრომზე 12 რბოლასა და 6 ეტაპში იასპარეზეს. საუკეთესო სიმ რეისერის ტიტული რეზო ბობოხიძეს ერგო.

მერაბ ხალვაში
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

15 ივლისი 2020, 15:53

საზოგადოება

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში გახდა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ) რექტორი მერაბ ხალვაში გახდა. მას აკადემიური საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მერაბ ხალვაში ამ უნივერსიტეტის რექტორად მეორედ აირჩიეს. ის უნივერსიტეტს კიდევ 4 წელი უხელმძღვანელებს.

კახა კალაძე

15 ივლისი 2020, 15:52

პოლიტიკა

კახა კალაძის თქმით, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციასაც ეკისრება

„ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ ხელისუფლებამ უნდა აიღოს. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციას, იმიტომ, რომ ისიც პოლიტიკის ნაწილია. ოპოზიციას აქვს პასუხისმგებლობა იმისა, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცეს შესაძლებლობა თავისუფალ გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია. დღეს ყველაზე მეტად ხელისუფლების ინტერესშია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში და მივიღოთ მაღალი შეფასებები, როგორც ეს წინა არჩევნების პირობებში ხდებოდა“, - აღნიშნა მერმა.

ბექა დოჭვირი

15 ივლისი 2020, 15:48

პოლიტიკა

ბექა დოჭვირი: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების ძირითადი მიზანი ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაა

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების ძირითადი მიზანია, დაიცვას ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურა ამ დარგში, ასევე მომხმარებლის უფლებები და შემოიტანოს და დანერგოს საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულების ეფექტური მექანიზმი, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის პირველი მოსმენით კენჭისყრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

ფრენბურთი

15 ივლისი 2020, 15:48

სპორტი

მომავალ წელს საქართველო ფრენბურთში 18 წლამდე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

2022 წელს საქართველო ფრენბურთში 18 წლამდე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, - ამის შესახებ გადაწყვეტილება ლუქსემბურგში გამართულ ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის საბჭოს წევრთა სხდომაზე მიიღეს.

15 ივლისი 2020, 15:44

ეკონომიკა

Apple ირლანდიის საგადასახადო სამსახურის სასარგებლოდ €13 მილიონს აღარ გადაიხდის

მობილური ტელეფონების და კომპიუტერების მწარმოებელმა კომპანია Apple-მა ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო სარჩელი მოიგო. ამის შესახებ Business Insider წერს. გამოცემის ცნობით, მსოფლიო ბრენდი ირლანდიის საგადასახადო სამსახურის სასარგებლოდ €13 მილიონს აღარ გადაიხდის. ევროსასამართლომ, ამ საკითხზე ევროკომისიის მიერ 2016 წელს მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა.

ნათია თურნავა

15 ივლისი 2020, 15:42

რეგიონი

ნათია თურნავა: თუშეთზე უნიკალური ადგილი ბევრი არ მეგულება და ყველას მოვუწოდებ, ხელახლა აღმოვაჩინოთ ის, რაც ჩვენია, ვიმოგზაუროთ საქართველოში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა კამპანია „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ფარგლებში თუშეთში იმყოფება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, თუშეთზე უკეთესი და უნიკალური ადგილი ბევრი არ ეგულება დედამიწის ზურგზე და მან ყველას მოუწოდა, კიდევ უფრო აქტიურად იმოგზაურონ საქართველოში და საქართველოსთვის.„მე დღეს ვიმყოფები თუშეთში, კესელოს კოშკებთან - ამაზე უკეთესი და უნიკალური ადგილი ბევრი არ მეგულება დედამიწის ზურგზე და ყველას მოვუწოდებ, კიდევ უფრო აქტიურად იმოგზაურონ საქართველოში და საქართველოსთვის. ხელახლა აღმოაჩინონ ის, რაც ჩვენია. ესტუმრონ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს და მოუწოდონ ყველა თავის ნაცნობს, რომ იგივე მაგალითს მიბაძონ“, - აღნიშნა თურნავამ.