IMEDI /  14 ივნისი 2020, 00:47 / სანდო წყარო

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით მათი თანამშრომელი დაიღუპა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან გარდაცვლილი პაცენტი მათი თანამშრომელი იყო.

სებ-ი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

„ძალიან სამწუხარო ამბავი… გუშინ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით (COVID-19) ეროვნული ბანკის თანამშრომელი გარდაიცვალა.

ეროვნული ბანკი უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

13 ივნისს საქართველოში კორონავირუსით მე-14 პაციენტი დაიღუპა.

ყველა სიახლე

მარინა ეზუგბაია

09 ივლისი 2020, 11:28

COVID19

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული 5 შემთხვევიდან, ოთხი სატვირთოს მძღოლია

5 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. „ხუთი ახალი შემთხვევის კონფიგურაცია ასეთია: ოთხი შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევაა. ოთხივე მათგანი სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან, ერთი კი საკარანტინო ზონაში გამოვლენილი შემთხვევაა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

გიორგი გახარია

09 ივლისი 2020, 11:27

ეკონომიკა

ფერმერები, რომლებიც სახელმწიფო მიწებს იჯარით ამუშავებდნენ, ნაკვეთების გამოსყიდვას შეძლებენ

„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადამიანები, რომლებიც პირნათლად, წლების განმავლობაში ასრულებდნენ საიჯარო პირობებს სახელმწიფოს წინაშე, ისინი კომერციულ ფასად, მაგრამ პირდაპირი მიყიდვის წესით, იმ მიწას, რომელსაც წლების განმავლობაში ამუშავებენ და რომლებზეც ხშირ შემთხვევაში მრავალწლიანი კულტურები მოჰყავდათ, სახელმწიფოსგან მიიღებენ საკუთრებაში. ეს იქნება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, რა თქმა უნდა, საბაზრო ფასით, მაგრამ იმ ღვაწლის დაფასებით, რომელსაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში ამ მიწაზე შრომით აფიქსირებდნენ“, - განმარტა პრემიერმა.

ფული

09 ივლისი 2020, 11:26

საზოგადოება

შემოსავალდაკარგული დასაქმებულები და თვითდასაქმებულები კომპენსაციის მოთხოვნას 1-ელ აგვისტომდე შეძლებენ

სოციალური დახმარების მიღებაზე განაცხადის შეტანა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

09 ივლისი 2020, 11:25

ეკონომიკა

რქაწითელისა და კახური მწვანეს მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება

მთავრობამ, მევენახეების მხარდასაჭერად, რთველის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო და რქაწითელისა და კახური მწვანეს ფასი მინიმუმ 80 თეთრით განისაზღვრა - ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა „მოგეხსენებათ რთველი გვიახლოვდება. ერთ-ერთი სამიზნე მტავრობის ანტიკრიზისული გეგმის გახლავთ სოფელი, ფერმერი, ქართველი გლეხი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტებით ამ ადამიანებს დავხმარებოდით, ქართველი ფერმერი გაგვეძლიერებინა კრიზისის პირობებში. ბოლო წლების განმავლობაში, ვითარდება მეღვინეობა და მევენახეობა. 2019 წელი იყო რეკორდული როდესაც საქართველოდან 94 მილიონი ბოთლის ექსპორტი მოხდა. რა თქმა უნდა, შიდა მოხმარებაც

ლევან კუტალია

09 ივლისი 2020, 11:23

სპორტი

ქართველი თავდამსხმელი ლევან კუტალია თელ-ავივის „ჰაპოელში“ გადავიდა

ქართველი თავდამსხმელი ლევან კუტალია თელ-ავივის „ჰაპოელში“ გადავიდა. კუტალია თავისუფალი აგენტი იყო. ბოლოს ის ყაზახური „ირტიშის“ ღირსებას იცავდა, რომელიც კრიზისის შედეგად გაკოტრდა. ლევან კუტალიამ „ჰაპოელთან“ 1+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმა. 31 წლის მოთამაშე ყაზახეთში წასვლამდე „დინამო თბილისის“ რიგებში საქართველოს ჩემპიონი და ბომბარდირი გახდა. თელ ავივის „ჰაპოელი“ ისრაელის 13-გზის ჩემპიონია. კლუბს ქვეყნის თასი 16-ჯერ აქვს მოგებული, ხოლო სუპერთასს 5-ჯერ დაეუფლა. უკანასკნელ ჩემპიონატზე კი მეხუთე ადგილი დაიკავა.

გიორგი გახარია

09 ივლისი 2020, 11:15

პოლიტიკა

გიორგი გახარია: რამდენიმე ქვეყნის აეროპორტს ამოვიღებთ NOTAM-ის გავრცელების არეალიდან, რაც ნიშნავს შეზღუდვებს საერთაშოროსო ფრენებზე

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვიქნებით ფრთხილები, მაგრამ თანმიმდევრული, როგორც აქამდე, გავითვალისწინებთ როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, სტუმრების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიზნებს, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი აღორძინების მნიშვნელობასაც“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა, რაც ერთი მხრივ ნიშნავს, მთავრობის, მოქალაქეების ერთობლივი შრომის შედეგების დაფასებას, მაგრამ ამავე დროს უზარმაზარ პასუხისმგებლობას იწვევს.

გიორგი გახარია

09 ივლისი 2020, 11:14

ეკონომიკა

პრემიერმა მოსახლეობას პროგრამაში „იმოგზაურე საქართველოსთვის“ აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა

საქართველოს მოსახლეობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ტურისტულად მნიშვნელოვან რეგიონებს კრიზისით გამოწვეული პრობლემები შეუმსუბუქოს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს ქვეყანაში აქტიური მოგზაურობისკენ მოუწოდა. „ჩვენ ვიწყებთ ახალ პროგრამას „იმოგზაურე საქართველოსთვის“ და თითოეულ თქვენგანს მინდა ვთხოვო ამ პროგრამაში ჩავერთოთ მაქსიმალურად აქტიურად. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ახლა პანდემიის წყალობით გვაქვს შესაძლებლობა ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და მოვემზადოთ იმისთვის, რომ როდესაც სრულად გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმი, საუკეთესო გიდები ვიყოთ ჩვენი სტუმრებისა და ვიზიტორებისთვის. ამიტომ აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო“, - აღნიშნა გახარიამ.

09 ივლისი 2020, 11:10

COVID19

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 55 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 55 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გიორგი გახარია

09 ივლისი 2020, 11:09

საზოგადოება

ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება 13 ივლისიდან იქნება ნებადართული

13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვა მოიხსნება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

09 ივლისი 2020, 11:07

სამართალი

პროკურატურამ, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივი თანამშრომლობით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ჯგუფის წევრები, საქართველოს მოქალაქეები შ.ა. და დ.კ. სისტემატურად ახდენდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების ლეგალიზაციას, საქართველოში ნაღდი ფულის სახით შემოტანის და სხვადასხვა ფორმით, საფინანსო/ფულად საკრედიტო სისტემაში განთავსების გზით.

ხაიში ხანძარი

09 ივლისი 2020, 10:58

სამართალი

სოფელ ხაიშთან ხანძრის ოთხი აქტიური კერიდან სამი ლიკვიდირებულია

სვანეთში შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი პირადად ხელმძღვანელობდნენ. ადგილზე, ასევე, იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

ჩჟაო ლიცზიანი

09 ივლისი 2020, 10:52

COVID19

ჩინეთის საგარეო უწყება: ჯანმო გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოების სფეროში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტია

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვების შესახებ მკვეთრად გააკრიტიკეს.

სერგეი ფუგალი

09 ივლისი 2020, 10:45

მსოფლიო

მკვლელობებში ეჭვმიტანილი ხაბაროვსკის გუბერნატორი დააპატიმრეს

ხაბაროვსკის გუბერნატორი სერგეი ფუგალი დააპატიმრეს, - ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური იტყობინება. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ფუგალი 2004-2005 წლებში ბიზნესმენების მკვლელობის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი.

ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნები

09 ივლისი 2020, 10:43

სამართალი

ძველი სანომრე ნიშნების მოქმედების ვადა გახანგრძლივდა

მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო სივრცეში სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის მსურველ მოქალაქეთა მომატებული რაოდენობის და ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, „სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილება, რომელიც გულისხმობს ყველა ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.

უკრაინა კორონავირუსი

09 ივლისი 2020, 10:35

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 810 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს 21 პაციენტი გარდაიცვალა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 1 327-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 24 784 პაციენტი.

ბარსელონა

09 ივლისი 2020, 10:33

სპორტი

„ბარსელონამ” ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში „ესპანიოლი” მეასედ დაამარცხა

„ბარსელონამ” ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში „ესპანიოლი” მეასედ დაამარცხა და „რეალთან” ქულათა სხვაობა დროებით, მინიმუმამდე შეამცირა. ბარსელონური დერბის ერთადერთი ბურთი მეორე ტაიმში ლუის სუარესმა გაიტანა და ამ მარცხის შემდეგ „ესპანიოლი” ქვედა ლიგაში ოფიციალურად დაქვეითდა.

კიმ ჩენ ინი დონალდ ტრამპი

09 ივლისი 2020, 10:24

მსოფლიო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზად არის კიმ ჩენ ინს შეხვდეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზად არის ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდეს, მიუხედავად იმისა, რომ ფხენიანი ბირთვული განიარაღების საკითხზე შეწყვეტილი მოლაპარაკებების განახლებისკენ არ ისწრაფვის. ინფორმაციას ამის შესახებ Voice of America ავრცელებს.

კორონავირუსი საქართველო

09 ივლისი 2020, 10:22

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კორონავირუსი ბრაზილია

09 ივლისი 2020, 10:07

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსს 1 187 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 41 541 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 1 187 ინფიცირებული. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრაზილიაში სულ COVID-19-ის 1 716 196 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსმა 68 055 ადამიანი იმსხვერპლა.

დაკავება

09 ივლისი 2020, 09:53

სამართალი

შსს-მ მუხრანში მამისა და ბაბუის მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავა

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 ივლისს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მამას - 1968 წელს დაბადებულ ა.ო.-ს და ბაბუას - 1945 წელს დაბადებულ გ.ო.-ს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ორივე დაჭრილი კაცი გარდაიცვალა.