Imedi /  14 ივნისი 2020, 12:55 / სანდო წყარო

საქართველოს ელჩი თურქეთში: საქართველო პანდემიასთან ბრძოლაში წარმატებული ქვეყანა და უსაფრთხო დანიშნულების ადგილია

გიორგი ჯანჯღავა

საქართველო პანდემიასთან ბრძოლაში წარმატებული ქვეყანა და უსაფრთხო დანიშნულების ადგილია, რაც საერთაშორისო დონეზე აღიარებული ფაქტია, ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა Gurcuhaber-თან ინტერვიუში აცხადებს.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა, რომლის საფუძველზეც ინერგება უსაფრთხოების ახალი სტანდარტები. აქტიურად გრძელდება მოლაპარაკებები საერთაშორისო დონეზე ე.წ. უსაფრთხო მიმართულებების იდენტიფიცირებისა და ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნების შექმნის მიმართულებით.

„შექმნილი გლობალური პანდემიის ფონზე, განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭება შიდა ტურიზმს, თუმცა, ამავდროულად, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვიზიტორების მიღება. საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი კვლავ საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაა, რათა Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატება საფრთხის ქვეშ არ დადგეს. ამავდროულად, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ისრაელი და სხვ.

გადაწყვეტილება მიღებულ იქნება ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში არსებული ეპიდსიტუაციის მიხედვით. ასევე, ამოქმედდა სპეციფიკური რეგულაციები სასტუმროებისთვის, რომლის თანახმადაც განთავსების ყველა ობიექტს ადგილზე შეამოწმებს ჯანდაცვის სამინისტრო და მხოლოდ მათთვის შემუშავებული რეკომენდაციების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ ისინი როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტების მასპინძლობას.

ამის გათვალისწინებით, პირველი ივლისიდან იგეგმება სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა უსაფრთხო დერეფნების შესაბამისად, ასევე, ფრენების ეტაპობრივი აღდგენა. რაც შეეხება ჩვენს მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორს - თურქეთს, ორი ქვეყნის მთავრობებს შორის გრძელდება მჭიდრო კომუნიკაცია და მიმდინარეობს მუშაობა, რათა ერთობლივად განისაზღვროს ერთგვარი სამოქმედო გეგმა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.

აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში შედგა საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრების საკმაოდ ნაყოფიერი სატელეფონო საუბრები“, - აღნიშნა ელჩმა.

მისივე თქმით, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული მყარი სტრატეგიული პარტნიორობა და სამაგალითო კეთილმეზობლური ურთიერთობები პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გაღრმავდა.

„ამ რთულ პერიოდშიც კი, ფაქტობრივად არ შენელებულა ურთიერთთანამშრომლობის ტემპი. ჩინეთში კორონავირუსის გავრცელებისთანავე, სწორედ თურქეთის რესპუბლიკის დახმარებით გახდა შესაძლებელი უხანში ჩარჩენილი ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა.

თურქეთის შესაბამისი უწყებების მიერ გაცემული ნებართვების საფუძველზე, ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და ასევე, მეზღვაურები, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე დაბრუნდნენ სამშობლოში.

თურქეთმა, ასევე, საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს -„USHAŞ“-ის სახით, შექმნა მოქნილი მექანიზმი სამედიცინო ტურიზმის განახლებისთვის და 20 მაისიდან უცხოელ და მათ შორის ქართველ პაციენტებს უკვე მიეცათ ქვეყანაში სამკურნალოდ ჩამოსვლის შესაძლებლობა; ასევე, მიუხედავად იმისა, რომ პირბადეების დასამზადებლად საჭირო ნედლეული დღეს მსოფლიოში დიდ დეფიციტს წარმოადგენს, თურქეთის სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის ფასდაუდებელი დახმარებითა და საელჩოს დიდი ძალისხმევით, შესაძლებელი გახდა პირბადეების წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის მოძიება თურქეთში, შესაბამისი ნებართვების მოპოვება და საქართველოში ჩატანა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს TIKA-ს, თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის, ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ჰუმანიტარული აქციები.

თავის მხრივ, საქართველომ საგრძნობლად გაუმარტივა ქვეყანაში თუ რეგიონში ჩარჩენილ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნების პროცესი. ამავდროულად, ორი ქვეყნის მთავრობების ურთიერთ სოლიდარობით და შეთანხმებით, არ შეფერხებულა საერთაშორისო ტვირთბრუნვა, მათ შორის ჩინეთიდან, რუსეთიდან, კავკასიის, შუა აზიისა და ევროპის ქვეყნებიდან, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტია.

აღსანიშნავია, რომ თურქეთმა Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით უაღრესად ეფექტური ზომები მიიღო და სწორედ ამის წყალობით, ქვეყანა უმოკლეს ვადაში დაუბრუნდა ჩვეულ რიტმს“, - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

ყველა სიახლე

15 ივლისი 2020, 08:36

COVID19

კორონავირუსი: ვითარება საქართველოს კლინიკებში

ინფექციური პათოლოგიის ცენტრში ამჟამად 27 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. რესპუბლიკურ საავადმყოფოში კი 6 პაციენტია. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კოვიდცენტრიდან თორმეტი პაციენტის ანალიზებია გადაგზავნილი და პასუხი დღეისთვის გახდება ცნობილი.

15 ივლისი 2020, 08:25

სამართალი

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს მოუსმენს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად ორ კანდიდატს მოუსმენენ. საბჭოს წევრების კითხვებს პაატა ქათამაძე და ლაშა ქოჩიაშვილი უპასუხებენ.

15 ივლისი 2020, 08:22

მსოფლიო

მედია: აია სოფიას ტაძარში ლოცვისას ქრისტიანულ ხატებსა და მოზაიკებს დაფარავენ

სტამბოლის აია სოფიას ტაძარში მუსლიმური ლოცვის დროს ქრისტიანულ ხატებსა და მოზაიკებს ფარდებით ან ლაზერით დაფარავენ. ამის შესახებ aljazeera იუწყება. aljazeera-ს ცნობით, ამის შესახებ თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ პრესსპიკერმა, ომერ ჩელიკმა განაცხადა. „სხვა დროს ქრისტიანული ხატები დაფარული არ იქნება და ღია იქნება ყველა ვიზიტორისთვის, ტაძარში შესვლა კი, უფასო იქნება“, - აცხადებს ომერ ჩელიკი. .

15 ივლისი 2020, 08:10

საზოგადოება

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი სტუმრებს დღეიდან მიიღებს

​​​​​​​შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, ვიზიტორებისთვის დღეიდან გაიხსნება. პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციით და ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია მთელ რეგიონში.

15 ივლისი 2020, 08:01

საზოგადოება

დღეს ბარსელონადან სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება

ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინს“-ი (Myway Airlines) ბარსელონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ჩარტერულ რეისს განახორციელებს. სარეპატრიაციო რეისით, სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება.

15 ივლისი 2020, 01:02

COVID19

საფრანგეთში საშვილოსნოსშიდა კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთში საშვილოსნოსშიდა კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

სალიმატა სიმპორე

15 ივლისი 2020, 00:56

სპორტი

ბელარუსში ეჭვობენ, რომ ქალთა საფეხბურთო კლუბის ბურკინაფასოელი მოთამაშე კაცია

კლუბმა დაანონსა, რომ უახლოეს მომავალში მოიყვანს დოკუმენტალურად დადასტურებულ ფაქტებს, სადაც ნათლად არის აღნიშნული, რომ სალიმატა სიმპორეს ეკვატორული გვინეისა და ბურკინა ფასოს ქალთა ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე შეხვედრა აქვს გამართული.

ბენქსი

15 ივლისი 2020, 00:55

კულტურა

ბენქსიმ ახალი გრაფიტი ლონდონის მეტროში დახატა

ბენქსიმ მისთვის ჩვეული შავი ვირთხები დახატა: ისინი აცემინებენ, პირბადეებს პარაშუტებივით იყენებენ და მათში იმალებიან. ამგვარად მხატვარმა ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილა, რომ ბევრი ადამიანი ნიღაბს სწორად არ იყენებს.

კახა ბექაური

15 ივლისი 2020, 00:51

პოლიტიკა

კახა ბექაური: სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება და მომხმარებლების უფლებები, ამისთვის კი აღსრულების ეფექტური მექანიზმია საჭირო

„ბიზნესთან შეთანხმებასა და კონსენსუსს მივაღწიეთ. კარგია, რომ ჩვენი მოსაზრება გაიზიარეს, რადგან კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ მობილური და ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო მომსახურების კომპანიებზეა საუბარი“.

15 ივლისი 2020, 00:51

COVID19

ესპანეთში დღე-ღამეში კოვიდინფიცირების 666 შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 666 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 303 699 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 28 409 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

არჩილ ბერიანიძე

15 ივლისი 2020, 00:50

სამართალი

ბრალდებულთა ადვოკატებს შსს-ში გიორგი შაქარაშვილის საქმეში არსებული მტკიცებულებები გადაეცათ

შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულთა ადვოკატები იმყოფებოდნენ, რომელთაც საქმეში არსებული მტკიცებულებები გადაეცათ. ბრალდებული მორაგბეების არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მათთვის გადაცემული დოკუმენტები საკმაოდ მოცულობითია.

მაია ქარდავა

15 ივლისი 2020, 00:46

საზოგადოება

მაია ქარდავა იმედოვნებს, რომ წითელი ჯვარი ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის მონახულებას მალე შეძლებს

„შემიძლია, დადასტურებით გითხრათ, რომ ჩვენი წარმომადგენლობა ცხინვალში შეხვდა დე ფაქტო ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, გაიგზავნა ოფიციალური წერილობითი მოთხოვნა, რაც გახლავთ პროცედურა ასეთ შემთხვევაში. პასუხად გვითხრეს, რომ რადგან ის საავადმყოფოში იმყოფება, იქ მოქმედებს კარანტინის რეჟიმი. ამან ცოტა გადადო და შეაყოვნა პროცესი, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ ალბათ შევძლებთ ამ ვიზიტს. თუ ვთქვათ კარანტინის გამო უფრო გადაიწევს დროში, იმას მაინც ვეცდებით, რომ მოვიპოვოთ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ, აუცილებლად შევუგზავნოთ მას ოჯახის წერილი და ოჯახს მივაწოდოთ ინფორმაცია. ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ ვამბობ, რადგან ჩვენ ის ჯერ არ გვინახავს, არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შეგვიძლია კომენტარი გავაკეთოთ, თუმცა ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავთ და ახლაც მოგახსენებთ, რომ ამ შემთხვევაში ცხადია, ვმოქმედებთ ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით, იმისათვის, რომ მათ მივაწოდოთ ინფორმაცია საკუთარი ახლობლის მდგომარეობის შესახებ და ბუნებრივია, როდესაც ვიზიტი შედგება უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება და ამას უშუალოდ ოჯახს მივაწვდით“, - განაცხადა ქარდავამ.

ამირან სალუქვაძე

15 ივლისი 2020, 00:37

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: როცა მიდიხარ იმაზე, რომ ახალგაზრდების ჯანმრთელობის ხარჯზე შეცდომა დააშვებინო ხელისუფლებას რომელ მორალზეა საერთოდ საუბარი?

„მაგრამ ვის ხარჯზე გააკეთე ეს ნაბიჯი, ვის ხარჯზე გადადგი? იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებიც დაშავდნენ? ანუ როცა დაგჭირდება ამ ადამიანებით მანიპულირებ, თვალზე აკეთებ აქცენტს და ა.შ., როცა დაგჭირდება გავიწყდება ეს ადამიანები და ამბობ, „შეცდომა დავაშვებინე“. როცა მიდიხარ იმაზე, რომ ახალგაზრდების ჯანმრთელობის ხარჯზე შეცდომა დააშვებინო ხელისუფლებას რომელ მორალზეა საერთოდ საუბარი? - აღნიშნა სალუქვაძემ.

გია გაბრიჭიძე

15 ივლისი 2020, 00:33

საზოგადოება

გია გაბრიჭიძე: ბოროტ ძალას სურს, საქართველოში დესტრუქციული სიტუაცია და დეპრესიული გარემო შექმნას

ეს არაა მედია, ეს არის რაღაც ბოროტი ძალა, რომელსაც სურს, რომ საქართველოში ისეთი დესტრუქციული სიტუაცია და დეპრესიული გარემო შექმნას. ეს ხალხი ცდილობს, საქართველო დეპრესიულ რეგიონად აქციონ. მიმდინარეობს ფორსირებული შეტევა და ამის აღკვეთა ან ორგანიზებული მუშაობითაა შესაძლებელი, ან კანონმდებლობით მკაცრად განისაზღვროს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ჟურნალისტმა, გია გაბრიჭიძემ განაცხადა.

ირაკლი ლატარია

15 ივლისი 2020, 00:26

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები მეტყველებს იმაზე, რაც მას სისხლში აქვს - რევანშზე

„კარგად გვახსოვს მიხეილ სააკაშვილის მიმართვა თავისი სექტისადმი. მან პირდაპირ განუცხადა, - არ დაიღალოთ, რომ ქვა ქვაზე არ დარჩეს ქვეყანაში. მისი მიმართვა და მოწოდება იყო, რომ ყოველ დღე შეეცადონ, რაც შეიძლება მეტი დესტრუქცია გამოიწვიონ და ამისთვის არ დაიღალონ. ეს მეტყველებს იმაზე, რაც მას სისხლში აქვს“.

დავით ნარმანია

15 ივლისი 2020, 00:17

ეკონომიკა

დავით ნარმანიას თქმით, ხვალ პარლამენტს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების კორექტირებულ ვარიანტს წარუდგენენ

„საკმაოდ ცხარე დებატები და კამათი მოჰყვა ჩვენ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს. მნიშვნელოვანია ის, რომ შევთანხმდით ცალკეული ნაწილების დაზუსტებაზე. კერძოდ, სხვა გარემოებებს, რომელიც კანონპროექტში ორ ადგილას იყო წარმოდგენილი ამოვიღებთ და ამით ჩანაწერები გახდება კიდევ უფრო მკაფიო, ხოლო კანონის მოქმედება ჩვენი შეთანხმების მიხედვით არ გავრცელდება ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი სახელმწიფოების ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. ეს არის რასაც ჩვენ დღეს მივაღწიეთ. შესაბამისად ხვალ დღის განმავლობაში დაზუსტებული და კორექტირებული ვარიანტი იქნება წარმოდგენილი შემდგომი განხილვისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი კანონში ცვლილებას უახლოეს მომავალში მიიღებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ნიკოლოზ მეტრეველი

15 ივლისი 2020, 00:15

საზოგადოება

ნიკოლოზ მეტრეველი: ეს კრიმინალები იმდენად გათავხედდნენ, რომ უკვე აცხადებენ, თითქოს მათ უფრო მეტად შესტკივათ გული, ვიდრე გიორგი შაქარაშვილის ოჯახს

ეს კრიმინალები იმდენად გათავხედდნენ, რომ უკვე აცხადებენ, თითქოს მათ უფრო მეტად შესტკივათ გული, ვიდრე გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა განაცხადა.

ანდრია გვიდიანი

15 ივლისი 2020, 00:07

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი „ნაცმოძრაობაზე“: ცდილობენ ჭიქაში ქარიშხლის მოწყობას და ბნელ ოთახში შავი კატის დაჭერას, თუმცა, შაქარაშვილის და სხვა ტიპის საქმეებში ასეთი შავი კატა არ არსებობს

„ამას რამდენიმე მიზეზი და რამდენიმე მიზანი აქვს. პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი პოლიტიკური იმპოტენციის გადაფარვას ცდილობს. ახალი ტყუილი ამბების შექმნით, ვინაიდან (სურთ) მოიპოვონ პოლიტიკური დივიდენდები წინასაარჩევნო პერიოდში. ისინი ცდილობენ ხშირ შემთხვევაში ჭიქაში ქარიშხლის მოწყობას და ბნელ ოთახში შავი კატის დაჭერას, თუმცა, რა საკვირველია, მათი ეს მცდელობა იქნება წარუმატებელი, იმდენად რამდენადაც შაქარაშვილის და სხვა ტიპის საქმეებში ასეთი შავი კატა არ არსებობს და, ბუნებრივია, რა არ არსებობს, იმას ვერ დაიჭერენ“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

ია მეტრეველი

15 ივლისი 2020, 00:06

საზოგადოება

ია მეტრეველი: „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, შაქარაშვილის საქმე გირგვლიანის საქმეს გაუტოლოს

„ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, შაქარაშვილის საქმე გირგვლიანის საქმეს გაუტოლოს. ამ ორ საქმეს არაფერი აქვს საერთო. გირგვლიანის საქმეში მთელი მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული, აქ კი დაუნდობელმა ბავშვებმა ასეთი სისასტიკით თანატოლი გაიმეტეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანი

14 ივლისი 2020, 23:51

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სომხეთთან ძალის პოზიციიდან საუბარი არ შეიძლება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა.