15 ივნისი 2020, 17:41 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: მადლობა უნდა გადავუხადოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათ გარეშე ლუგარის ლაბორატორია ვერ შეიქმნებოდა საქართველოში

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

საქართველოს მთავრობის მეთაურმა, გიორგი გახარიამ ლოპოტის ტბაზე, დიპლომატებთან შეხვედრისას, აშშ-ის მთავრობას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ საქართველოს დღეს ლუგარის ლაბორატორია აქვს. მისივე განცხადებით, მთავრობის მიზანია, აღნიშნულმა ლაბორატორიამ დღეში 10 ათასი PCR-ტესტის ჩატარება შეძლოს.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ეტაპობრივად გავხსენით ეკონომიკა. დღეს ჩვენი აქ შეკრების მიზეზი და შესაძლებლობაც, რამაც მოგვცა შეკრების საშუალება, არის ის, რომ ქვეყანაში შიდა ტურიზმი არის გახსნილი, მაგრამ დღეს ჩვენს ამოცანას, რაშიც თქვენი დახმარებაც დაგვჭირდება, ვხედავთ იმაში, რომ საქართველომ უნდა შექმნას ხარისხიანი ტესტირების მთელი ქსელი, იმისთვის, რომ გვქონდეს ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენის შესაძლებლობა, რათა არაფერი გაგვეპაროს მაშინ, როცა ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობები და გადაადგილების თავისუფლება არაა შეზღუდული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ დიპლომატებთან იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს და აღნიშნა, რომ ეკონომიკური წინსვლისთვის საჭიროა, ვირუსის სწრაფი გამოვლენის სისტემის არსებობა.

„თქვენ, ყველამ, ჩემზე კარგად იცით, რომ საქართველო, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არაა მდიდარი ქვეყანა. ეკონომიკურად, საქართველოს უჭირს, საქართველოს ბევრ მოქალაქეს უჭირს. მათთვის ყოველდღიური შემოსავლის არქონა, გაქრობა, შეზღუდვა სერიოზული პრობლემაა. ამიტომ, ჩვენ გვესმის ის პასუხისმგებლობა, რომელიც სახელმწიფოსა და მთავრობაზეა. ჩვენი პასუხისმგებლობა მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც სწრაფად გამოავლენს ინფიცირების ფაქტს, სწრაფად უმკურნალებს მოქალაქეს და დააბრუნებს ნორმალურ ცხოვრებაში. დღეს თუ ჩვენ გვაქვს ინფიცირების შემთხვევების ოდნავი ზრდა, ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით და შემიძლია გითხრათ, რომ თუ, მაგალითად, ლუგარის ლაბორატორია, რომლისთვისაც კიდევ ერთხელ უნდა გადავუხადოთ მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ეპიდემიის დაწყებისას დღეში 100-150 PCR-ტესტს აკეთებდა, დღეს შეუძლია 4 500 ტესტის ჩატარება და ჩვენი ამოცანაა, რომ წლის ბოლომდე, საქართველოში უნდა შეგვეძლოს დღეში 10 ათასი ტესტის ჩატარება. ეს არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენ უფრო თამამად გავხსნათ ეკონომიკა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველა სიახლე

პიტერ სიიარტო საპატრიარქოში

06 ივლისი 2020, 11:35

პოლიტიკა

კათოლიკოს-პატრიარქმა საპატრიარქოში პიტერ სიიარტო მიიღო

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო საპატრიარქოში ამ წუთებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესა და უნეტარეს, ილია მეორეს ხვდება. უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ოფიციალური ვიზიტთ საქართველოში დღეს ჩამოვიდა. პანდემიის შემდეგ ის პირველი მაღალი რანგის სტუმარია.

06 ივლისი 2020, 11:35

COVID19

BBC: როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსთან ბრძოლაში

„როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული მაუწყებელი და მკითხველს ქართველ ეპიდემიოლოგებზე უყვება. „საქართველოში, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მეცნიერებმა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, დიდი პატივისცემა დაიმსახურეს. სამეულში არიან ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე.

06 ივლისი 2020, 11:33

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 24 კოვიდინფიცირებული რჩება

ჩვენს ცენტრში 24 კოვიდინფიცირებული რჩება, გუშინ პაციენტები არც დაგვმატებია და არც გაგვიწერია - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. მარინა ეზუგბაიას თქმით, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათი უმრავლესობა საშუალოდ და საშუალოზე მსუბუქადაა.

დავით ზალკალიანი

06 ივლისი 2020, 11:24

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: უნგრეთის სახით ევროკავშირში ჩვენ ძალიან სერიოზული მხარდამჭერი გვყავს

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმ ძალიან ძლიერ მხარდაჭერას, რომელიც უნგრეთიდან გვაქვს. უნგრეთის სახით ევროკავშირში ჩვენ ძალიან სერიოზული მხარდამჭერი გვყავს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უნგრელ კოლეგასთან ერთად გამართულ ერთობლიკვ ბრიფინგზე განაცხადა.

ფანასკერტელის ქუჩის კეთილმოწყობა

06 ივლისი 2020, 11:22

საზოგადოება

ფანასკერტელის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელის ქუჩის კეთილმოწყობა სრულდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, მოწესრიგდა ტროტუარი და 11 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება. მიმდინარე პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილზე გაეცნო.

06 ივლისი 2020, 11:15

სპორტი

ნიკლას ბენდტნერს პოკერში საერთო ჯამში 6 მილიონი ფუნტი სტერლინგი აქვს წაგებული

წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა, ნიკლას ბენდტნერმა განაცხადა, რომ პოკერში, საერთო ჯამში, 6 მილიონი ფუნტი სტერლინგი აქვს წაგებული. დანიელ თავდამსხმელს სიმართლის თქმა სამშობლოში, ერთ-ერთ რეალითი შოუში სტუმრობისას მოუწია.

მარინა ეზუგბაია

06 ივლისი 2020, 11:15

COVID19

მარინა ეზუგბაია: ორივე ახალი ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია

ორივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია და ისინი სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან. ბოლო 2 კვირაზე მეტია ძირითადად სულ გვაქვს შემოტანილი შემთხვევები და ესენი ძირითადად სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.

06 ივლისი 2020, 11:12

სპორტი

NBA-მ მოსამზადებელ ეტაპზე გასამართი მატჩების კალენდარი გამოაქვეყნა

22 ივლისს, ადგილობრივი დროით, 15:00-ზე ერთმანეთს „ორლანდო“ და „კლიპერსი“ შეხვდებიან. 15:30-ზე „ვაშინგტონი“ და „დენვერი“ დაუპირისპირდებიან. 19:00-ზე „პელიკანსი“ და „ნეთსი“ მატჩი გაიმართება, ხოლო 20:00-ზე „საკრამენტო“ და „მაიამი“ ითამაშებენ.

მიხეილ ჩხენკელი

06 ივლისი 2020, 11:07

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა თბილისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა

ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა. პირველ გამოცდას დღეს აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.

დავით ზალკალიანი

06 ივლისი 2020, 11:06

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: Wizz Air-ი არსად გადის, ის რჩება საქართველოში და აგრძელებს ოპერირებას

Wizz Air-ი არსად გადის, ის რჩება საქართველოში და აგრძელებს ოპერირებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

06 ივლისი 2020, 10:54

საზოგადოება

საქართველოს მასშტაბით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 გრადუსამდე ტემპერატურის გამო 2 აბიტურიენტი არ დაუშვეს

საქართველოს მასშტაბით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2 აბიტურიენტი არ დაუშვეს. მათ 38 გრადუსამდე ჰქონდათ ტემპერატურა და არ აღმოაჩნდათ PCR-ტესტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განუცხადა. მისი თქმით, გამოცდებზე აბიტურიენტთა 93% გამოცხადდა, სარეზერვო სივრცეში კი 4 აბიტურიენტია.

ენიო მორიკონე

06 ივლისი 2020, 10:54

კულტურა

იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე გარდაიცვალა

ცნობილი იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე გარდაიცვალა. ის 91 წლისა იყო. ამის შესახებ Corriere della Sera წერს. ენიო მორიკონე მრავალი ჯილდოს, მათ შორის 2 ოსკარის მფლობელია.

დავით ზალკალიანი

06 ივლისი 2020, 10:53

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ​უნგრეთთან წარმატებით ვითარდება ეკონომიკური თანამშრომლობა, მაგრამ გვაქვს კიდევ უფრო მეტი ამბიცია, რომ ეს თანამშრომლოა გაღრმავდეს

მისივე თქმით, დღეს ხელი მოეწერება თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმსა და დამატებით პროტოკოლს განათლების სფეროში ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენტიის მინიჭებაზე და ასევე კულტურული თანამშრომლობის კუთხით.

დავით ზალკალიანი

06 ივლისი 2020, 10:51

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: უნგრეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემ გამორჩეულ მეგობარს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პიტერ სიიარტოს. ეს არის პირველი მაღალი რანგის ვიზიტი საქართველოსი, რომელიც ამ უპრეცენდენტო გლობალური გამოწვევის, პანდემიის ფონზე ხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უნგრელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.

პიტერ სიიარტო

06 ივლისი 2020, 10:42

პოლიტიკა

პიტერ სიიარტო: ჩვენ გვსურს რომ საქართველოს ინტეგრაცია ევროპაში იყოს ჩქარი და უპრობლემო

აღმოსავლეთისკენ გახსნის პოლიტიკა, ჩვენთვის, უნგრელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ პირობებში ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოში ახალი ძალები წარმოიქმნენ. ევროპას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, ამ მსოფლიოში პოზიციების დაკავება, თუ გვერდზე ბევრ ქვეყანას დაიყენებს. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს ინტეგრაცია ევროპაში იყოს ჩქარი და უპრობლემო, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა, პიტერ სიიარტო ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.

პიტერ სიიარტო

06 ივლისი 2020, 10:36

პოლიტიკა

პიტერ სიიარტო: პანდემიის დროს საქართველოსა და უნგრეთის მეგობრობა უფრო გაღრმავდა

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ პატივი დაგვდო და ამ პანდემიის პირობებში, ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომლის წარმომადგენელსაც აქ ჩამოსვლის უფლება მიეცა. საქართველომ ამ სფეროში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. 100-ადამიანზე გაანგარიშებით, საქართველოს, ევროპაში, ყველაზე მცირე რაოდენობით ინფიცირებული ჰყავს“.

ისრაელის ელჩი რან გიდორი

06 ივლისი 2020, 10:30

რეგიონი

საქართველოში ისრაელის ელჩი, რან გიდორი და MASHAV-ის პროგრამის ხელმძღვანელი გურიის რეგიონს სტუმრობდნენ

ისრაელის ელჩი, რან გიდორი და საქართველოში MASHAV-ის პროგრამის ხელმძღვანელი, გიორგი ჟღენტი გურიაში იმყოფებოდნენ, სადაც რეგიონში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში ჩავიდნენ. ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, პარტნიორ ორგანიზაცია „შალომ კლუბ გურიასთან“ (Shalom Club Guria) თანამშრომლობის გაფართოების მიზნით შეხვედრები გაიმართა.

06 ივლისი 2020, 10:21

რეგიონი

ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის საავადმყოფოში დაჭრილი კაცი შეიყვანეს

როგორც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტს ერთი ჭრილობა ქონდა ბარძაყის არეში, მას ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება და კატასტროფის სამსახურმა ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კაცმა ჭრილობა ქურდული გარჩევისას მიიღო. ინციდენტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხდა.

06 ივლისი 2020, 10:13

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: ქვეყნის მომავალი აბიტურიენტების ხელშია

საქართველოს პრეზიდენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება აბიტურიენტებს ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან მიულოცა, რომელიც ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაშია განთავსებული და მათ წარმატებები უსურვა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საგამოცდო პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს.

06 ივლისი 2020, 10:07

სამართალი

არსებული ინფორმაციით, სურამში ქმარმა ცოლი მოკლა

არსებული ინფორმაციით, სურამში ქმარმა ცოლი მოკლა. 30 წლამდე ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ადგილზე პოლიცია მუშაობს. როგორც imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 11-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.