imedi /  16 ივნისი 2020, 12:56 / სანდო წყარო

პაატა იმნაძე: დღეს ინფიცირებული არ გვყავს, მაგრამ ვიდრე დედამიწაზე კორონაა, სამწუხაროდ, კარგი დღე ვერ გვექნება

პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე

დღეს ინფიცირებული არ გვყავს, მაგრამ ეს მაინც არაფერს ნიშნავს, რადგან კორონა სანამ არის დედამიწაზე, სამწუხაროდ, კარგი დღე ჩვენ არ გვექნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.

კორონა ისევ გრძელდება. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ როდესაც ქვეყანა გაიხსნებოდა, შემთხვევების დაბალი ნიშნული ყოფილიყო - ეს გამოგვივიდა და ახლაც ყველაფერი დამოკიდებულია მოქალაქეებზე, თუ ჩვენ ელემენტარულ წესებს დავიცავთ, კორონა იქნება მაგრამ არ იქნება ისეთი, რომ შეგვაწუხოს. კორონასთან თანაცხოვრებით ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მიახლოებულ ყოფას ძალიან მცირე შეზღუდვებით“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

საქართველოში კორონავირუსი 879 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 724 უკვე გამოჯანმრთელდა, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ამერიკის საელჩო

13 ივლისი 2020, 19:02

პოლიტიკა

ამერიკის საელჩო: ბავშვებზე ძალადობის, სექსუალური ექსპლუატაციისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის მიზნით კანონპროექტის მიღებით საქართველომ წარმოაჩინა ლიდერობა.

„ამ კანონის მიღებით საქართველომ წარმოაჩინა ლიდერობა. მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ამ კანონმდებლობის აღსრულებასა და შემდგომი რეფორმების განხორციელებაში მსხვერპლთა დაცვისა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, - ამ შინაარსის განცხადებას ამერიკის საელჩო ავრცელებს.

13 ივლისი 2020, 19:00

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ტურიზმის სექტორს მთელი მთავრობა ძალიან ინტენსიურად ვეხმარებით, რათა შევუმსუბუქოთ კრიზისის ზემოქმედება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემები და მათი დარეგულირების საკითხები განიხილა. შეხვედრას სასტუმროების, ტურისტული ასოციაციებისა და ტუროპერატორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დავით ნარმანია

13 ივლისი 2020, 19:00

ეკონომიკა

დავით ნარმანიამ განმარტა, რა შემთხვევვაში არ მისცემს სემეკი ენერგოკომპანიას წილის 5%-ზე მეტის გასხვისებას

ადრე კომპანიები, როცა თავის წილს ასხვისებდნენ, მხოლოდ შემდეგ აცნობებდნენ კომისიას, ისიც სავალდებულო არ იყო. უბრალოდ აწვდიდნენ ინფორმაციას ხელმძღვანელის შეცვლის ან წილის გასხვისების შესახებ, რომ სემეკ-ს თავის რეესტრის შესაბამისი ასახვა გაეკეთებინა, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის შესახებ საუბრისას გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ლაშა დარსალია

13 ივლისი 2020, 18:55

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაერო-ს პოლიტიკურ ფორუმზე ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ამსახველი ანგარიში წარადგინა

2020 წლის 13 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ მდგრადი განვითარების შესახებ გაერო-ს მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმზე (HLPF), მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელების თაობაზე საქართველოს ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (VNR) ამსახველი ანგარიში წარადგინა.

13 ივლისი 2020, 18:49

პოლიტიკა

კახაბერ კუჭავამ ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რან გიდორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რან გიდორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ისრაელს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. კახაბერ კუჭავას განცხადებით, ისრაელი საქართველოს მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოა და არის მთელი რიგი მიმართულებები, სადაც თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები არსებობს.

პაატა იმნაძე

13 ივლისი 2020, 18:45

COVID19

პაატა იმნაძე განმარტავს, არიან თუ არა კოღოები კორონავირუსის გამავრცელებლები

ახალი კორონავირუსი კოღოების მეშვეობით არ გადაეცემა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „დაწყნარდით, ესაა წვეთოვანი ინფექცია. გამოჩნდა გარკვეული მოსაზრებები, რომ შესაძლოა, ჰაეროვანი გზითაც გადაიცემოდეს... ყოველ შემთხვევაში, კოღოები ნამდვილად არ არიან კორონავირუსის გამავრცელებლები“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძე

13 ივლისი 2020, 18:40

COVID19

პაატა იმნაძე: თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, რამდენიმე დღეა საჭირო იმისთვის, რომ კორონავირუსის ერთეულმა შემთხვევებმა ასეულს მიაღწიოს

პერიოდულად ვავლენთ შემთხვევებს, როდესაც არ ვიცით პაციენტი სად დაავადდა. სამწუხაროდ, კორონა სადღაც დადის. არ ვიცით, ვინ არის ხოლმე ინფიცირების წყარო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ კოლეგებთან, ამირან გამყრელიძესთან და ხათუნა ზახაშვილთან ერთად გამართულ „ფეისბუქლაივში“ განაცხადა. მისი თქმით, ეს დაავადება საშიშია და ადამიანები არ დაიცავენ ელემენტარულ წესებს, მას სულ რამდენიმე დღე და კვირა დასჭირდება იმისთვის, რომ ერთეულმა შემთხვევებმა ასეულ შემთხვევას მიაღწიოს. „აქედან გამომდინარე, თხოვნაა ყველასადმი, რომ დავიცვათ რეკომენდაციები და არ მივცეთ კორონას გავრცელების საშუალება. არ არის ეს ძნელად შესასრულებელი რეკომენდაციები“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

გოგა ხაინდრავა

13 ივლისი 2020, 18:38

საზოგადოება

რეჟისორი გოგა ხაინდრავა უკრაინელ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონისადმი მიმართვას ავრცელებს

რეჟისორი გოგა ხაინდრავა საკუთარ „Youtube”-ის არხზე ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც უკრაინელ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონს მიმართავს. აღნიშნულ ვიდეოში ხაინდრავა ჟურნალისტს თხოვნით მიმართავს, ჩაწეროს მასთან ინტერვიუ, როგორც ნამდვილ დისიდენტთან, რომელიც ყველაფრის მომსწრეა, თუ რა დანაშაულები მიუძღვით საქართველოს წინაშე დიმიტრი გორდონის წინა რესპოდენტებს.

ხათუნა ზახაშვილი

13 ივლისი 2020, 18:32

COVID19

ხათუნა ზახაშვილი: იმედია, სწავლას განაახლებენ არამარტო პირველკლასელები, არამედ სხვებიც

იმედი გვაქვს, რომ პირველკლასელები შეძლებენ სექტემბერში სკოლაში წასვლას, ყოველ შემთხვევაში, ეს დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარშემო. ვნახოთ, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ დაკვირვების საგანია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, იმედოვნებს, რომ სწავლას განაახლებენ არამარტო პირველკლასელები, არამედ სხვა კლასების მოსწავლეებიც.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ლოგო

13 ივლისი 2020, 18:29

რეგიონი

წყალმომარაგების კომპანია: ფოთის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება უახლოეს პერიოდში აღუდგება

ფოთში ქსელის დაზიანების აღდგენითი სამუშაოების დასრულების და ლაბორატორიული დასკვნის შემდეგ წყლის მიწოდება აღდგება, - ამის შესახაბ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. კომპანიის განცხადებით, ქალაქ ფოთში, მშენებარე კომპანიის მიერ სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას წყლის ქსელი ავარიულად დაზიანდა.

ამირან გამყრელიძე

13 ივლისი 2020, 18:26

COVID19

ამირან გამყრელიძე: ჯერჯერობით ჩვენთან ინფექცია კონტროლირებადია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს და რეკომენდაციები არ უნდა იყოს ფორმალური

კიდევ ერთხელ მივმართავთ მოსახლეობას, კორონავირუსი არსად გამქრალა, ჩვენთან ერთად არის და ყოველ წუთს შეიძლება იფეთქოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „ფეისბუქლაივის“ დროს განაცხადა. „დღეს 9 შემთხვევა გვქონდა, გუშინ იყო 5, იმის წინ კიდევ 5, ერთეული შემთხვევები არის. ჯერჯერობით ჩვენთან ინფექცია კონტროლირებადია, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ამან ჩვენ არ უნდა გაგვათამამოს და კორონავირუსმა შეიძლება ყოველ წუთს იფეთქოს. აქედან გამომდინარე რეკომენდაციები არ უნდა იყოს ფორმალური და პირველ რიგში, ეს ჩვენი სამოქალქო პასუხისმგებლობაა. ამიტომ გთხოვთ ყველას, პირბადე იქნება, სოციალური დისტანცირება, პირადი თუ საზოგადოებრივი ჰიგიენა, თავშეყრა თუ ა.შ. ეს ყველაფერი დავიცვათ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

13 ივლისი 2020, 18:26

COVID19

ამირან გამყრელიძე: რეგულარული ფრენების კვირაში ორჯერ შესრულება სწორი გადაწყვეტილებაა

„იცით, რომ 5 ქვეყანასთან გაიხსნა მიმოსვლა და, დიახ, აგვისტოდან გარდა ჩარტერულისა, რეგულარული ფრენების კვირაში ორჯერ შესრულდება სწორი გადაწყვეტილებაა. შეზღუდვების ნებისმიერი შემსუბუქება დაკავშირებულია მომატებულ რისკთან, მაგრამ ეს რისკები უნდა ვმართოთ და მათი პრევენცია შევძლოთ“.

რევაზ არველაძე

13 ივლისი 2020, 18:24

ეკონომიკა

რევაზ არველაძე: ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ ვინ შემოდის საქართველოს ენერგეტიკულ სივრცეში

ენერგეტიკის დარგს იმისათვის, რომ მომხმარებელზე ზედმეტი დატვირთვა არ ქონდეს, სერიოზული დაცვა სჭირდება. კანონპროექტის მიღების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახლავთ - პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე „დღის ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.

დვით ნარმანია

13 ივლისი 2020, 18:20

ეკონომიკა

დავით ნარმანია: როცა ელექტროენერგიის, გაზის ან წყლის გამანაწილებელი კომპანია ყიდის ან თმობს აქციების 5%-ზე მეტს, ეს უნდა შეუთანხმოს მარეგულირებელ კომისიას

კანონში ინიცირებული ცვლილება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს ისახავს მიზნად, მათ შორის უმთავრესია ის, რომ კანონი ეხება არა მხოლოდ გამანაწილებლებს, არამედ სისტემის ყველა ოპერატორს.მათ შორის ეს შეიძლება იყოს სისტემის გადაცემის ოპერატორი, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის შესახებ საუბრისას გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ჯორჯ სოროსი

13 ივლისი 2020, 18:19

მსოფლიო

ჯორჯ სოროსი რასობრივი თანასწორობის მისაღწევად 220 მილიონ დოლარს გამოყოფს

ფონდი „ღია საზოგადოება“, მილიარდერი ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რასობრივი თანასწორობის მისაღწევად 220 მილიონ დოლარს გამოყოფს.

ლაშა დარსალია;  მარეკ შჩიგელი

13 ივლისი 2020, 18:16

პოლიტიკა

ლაშა დარსალიამ მარეკ შჩიგელთან საოკუპაციო ხაზზე საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტი განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, შეხვედრა გამართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, მარეკ შჩიგელთან. შეხვედრაზე განიხილეს საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები და გართულებული უსაფრთხოების გარემო. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა 11 ივლისს კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის, დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტზე.

ამირან გამყრელიძე

13 ივლისი 2020, 18:11

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: თუ ამ მასშტაბით ვიარეთ ივლის-აგვისტო, სექტემბერში სკოლებში სწავლის დაწყების პრობლემა არ იქნება

სკოლებსა და ბაღებში სწავლის დაწყება გადასაწყვეტია საკოორდინაციო საბჭოსი, რომელიც შეაჯერებს სხვადასხვა უწყების რეკომენდაციას და გადაწყვეტილებას ისე მიიღებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „ჯერ ეს საკითხი არ დასმულა, რადგან ეპიდსიტუაცია მართვადია და კონტროლს ემორჩილება. თუ ჩვენ ამ დონის ეპიდსიტუაციით და ამ მასშტაბით ვიარეთ ივლის-აგვისტო, ჩვენი გადასახედიდან, ვფიქრობთ სკოლებში სწავლის დაწყების პრობლემა არ იქნება. თუ რა ფორმით და როგორ ამაზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მიიღებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ზაალ ანჯაფარიძე

13 ივლისი 2020, 18:06

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: საერთაშორისო კანონმდებლობა ბევრად მკაცრია, ვიდრე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შემოთავაზებული ცვლილებები ითვალისწინებს

,,მედიის პრობლემატიკის მიმართ გულგრილი არ ვარ და შესაბამისად ინტერესით ვადევნებ თვალს ბოლო დღეებში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესებს, ბევრი კომენტარი მოვისმინე ამ საკითხზე, მაგრამ სამწუხაროდ, არც ბიზნესის წარმომადგენლებს და არც ოპოზიციონერ დეპუტატებს ცვლილების მიზანსა და საჭიროებაზე არაფერი უთქვამთ, პირიქით ეცადნენ სულ სხვა მიმართულებით წაეყვანათ საკითხის განხილვა. რატომღაც დაავიწყდათ ან განგებ არ უნდათ საკითხის მნიშვნელობასა და შინაარსზე საუბარი და თემის პოლიტიზირება უფრო მომგებიანია მათთვის”, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

13 ივლისი 2020, 18:04

COVID19

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ტრაილერის 63 მძღოლია კოვიდინფიცირებული

„მნიშვნელოვანია, რომ სერიოზულადაა გაზრდილი ტესტირება. საზღვარზე შემოსულ ტრაილერების მძღოლებზე დაახლოებით 40 000-მდე სწრაფი ტესტია ჩატარებული. საეჭვო შემთხვევა და დადებითი პასუხი შემდგომ მოწმდება PCR ტესტით და 63 მძღოლს დაუდასტურდა კოვიდინფექცია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბოლო 4 კვირის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი წყარო შემოტანილი შემთხვევების, სწორედ სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან. „ბოლო 4 კვირის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი წყარო შემოტანილი შემთხვევების სწორედ სატვირთოების მძღოლები არიან. თითოეული მათგანის სწრაფი იდენტიფიცირება ხდება და არ მიეცათ მათ საშუალება, ინფექციის შემდეგომი გავრცელების. ამ სისტემამ კარგად იმუშავა. 63 მძღოლია, რაც საკმაოდ დაბალი პროცენტია იმ მძღოლებისა, რომლებსაც ყოველდღიურად შემოაქვთ ტვირთი საქართველოში, სადღაც 0.2 პროცენტის ფარგლებშია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კორონავირუსი

13 ივლისი 2020, 18:04

COVID19

პაატა იმნაძე ქორწილსა და ქელეხზე: 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, რომელ დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი

„ქორწილიც, იუბილეც და ქელეხიც ალკოჰოლის გარეშე არ არის. ამიტომ, 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, რომელ დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ კოლეგებთან, ამირან გამყრელიძესთან და ხათუნა ზახაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა.