16 ივნისი 2020, 23:11 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: მეორე ტალღის დროს ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის დრო, რომელიც მოქალაქეებმა პირველი ტალღისას მოგვცეს

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

პირველი ტალღის დროს საზოგადოების, მოქალაქის გამოყოლას და დათანხმებას, ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მეორე ტალღის დროს ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის დრო, რომელიც ფაქტობრივად მოქალაქეებმა მოგვცეს, რათა ჩვენი ჯანდაცვის და სახელმწიფო მართვის სისტემები უფრო მომზადებულები დახვდნენ შესაძლო მეორე ტალღას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისრმა, გიორგი გახარიამ „პირველი არხის“ ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ თუ ეპიდემიის დაწყების დროს საქართველოს შეეძლო დღეში ოქროს სტანდარტის 75-100 PCR ტესტირების ჩატარება და დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება, დღეში ჩავატაროთ 4 000-4500 ტესტი, მეორე ტალღისთვის საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა, დღეში 10 ათასამდე ასეთი ტესტი ჩაატაროს. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ პრინციპი და მიზანი, რომელიც ჩვენ პირველ ეტაპზე ავირჩიეთ, იყო - იმპორტირებული ვირუსის შეკავება, მეორე ეტაპზე - ადაპტაცია და მესამე ეტაპზე - მართვა. ამ ეტაპზე, რომელსაც დღეს მართვას ვეძახით, ჩვენი ძირითადი მიზანია, სწრაფად გამოვავლინოთ, სწრაფად ვუმკურნალოთ და სწრაფად დავაბრუნოთ ადამიანი ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში. ჩვენი ქვეყნის ძირითადი პრობლემა დღეს, ამ პანდემიის დროს, არის შეზღუდული ფინანსური რესურსი და ჩვენი ამოცანაა, ეს შეზღუდული ფინანსური რესურსი მაქსიმალურად სამართლიანად და დროში ეფექტურად გადავუნაწილოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს პირველ რიგში სჭირდებათ. იმ ადამიანებს, ვინც სამსახური დაკარგა, ვინც თვითდასაქმებული იყო, ვინც სოციალურად დაუცველი 65 000-100 000 ქულას ფარავდა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, დახმარება განაწილდა 6 თვეზე იმიტომ, რომ იყოს მეტი მდგრადობა და დრო, რომელიც ქვეყანამ, მოქალაქეებთან ერთად მოიგო, სწორად იყოს გამოყენებული სამი სისტემის ასაწყობად - ინფიცირების სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ეკონომიკურ ცხოვრებაში ადამიანის სწრაფად დაბრუნება. „ერთადერთი ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მსგავსი შეზღუდვები, რომლებიც გვქონდა მობილობის დასაგდებად, აღარ მოგვიწიოს, რადგან სოციალურ-ეკონომიკურად საქართველოს უკიდურესად გაუჭირდება კიდევ ერთხელ მსგავსი მძიმე ეკონომიკური შეზღუდვების დაწესება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე

02 ივლისი 2020, 22:29

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რა მოხდება საარჩევნო კოდექსის ცვლილებების მიღებით

საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელზეც 1 წლის განმავლობაში ვიმუშავეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს. მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში გათვალისწინებულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) ყველა ის რეკომენდაცია, რომელზეც სამუშაო ჯგუფში შეთანხმება იქნა მიღწეული.

ჯეფრი ეპშტეინი
გისლეინ მაკსველი

02 ივლისი 2020, 22:08

მსოფლიო

ჯეფრი ეპშტეინის მეგობარი ქალი არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს

შშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მილიონერ ჯეფრი ეპშტეინის მეგობარი ქალი, ბრიტანელი გისლეინ მაკსველი დააპატიმრა. მას ბრალი არასრულწლოვანთა ტრეფიკინგსა და პროსტიტუციაში ჩაბმაში ედება. მაკსველი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ პედოფილიაში ბრალდებულ ეპშტეინთან დანაშაულებრივი კავშირი არ ჰქონია.

02 ივლისი 2020, 22:07

COVID19

დანია საქართველოს საზღვრებს არ გაუხსნის

დანია ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებული უსაფრთხო ქვეყნების სიიდან საზღვარს მხოლოდ 6 ქვეყანას გაუხსნის. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ქვეყნების სიაში არ შევიდა.

02 ივლისი 2020, 21:59

სამართალი

გორში პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

ჰასან დოგანის დამცველის გიგა ჯეირანაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. მას ბრალად 109 მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით ედება რაც წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 13-17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ანრი ოხანაშვილი

02 ივლისი 2020, 21:43

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ნათელაშვილის სტატუსზე: მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამაზე მკვეთრი რეაქცია გააკეთონ

„ასეთი ადამიანების ადგილი არ არის ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ არის ის საკუთარ ეზოში დარჩენილი და საქართველოს პარლამენტში ვერ ხვდება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

02 ივლისი 2020, 21:34

COVID19

დასახელდა სამედიცინო დაწესებულებები, სადაც აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას შეძლებენ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, თუ გამოსაცდელს აქვს სიცხე, იმისათვის, რომ დაიშვას გამოცდაზე, უნდა წარმოადგინოს გამოცდამდე 2-3 დღის განმავლობაში გაცემული ცნობა, რომ არ არის კოვიდინფიცირებული

გუგული მაღრაძე

02 ივლისი 2020, 21:31

პოლიტიკა

გუგული მაღრაძე ნათელაშვილის სტატუსზე: „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“

„კოკასა შიგან რაცა დგას იგივე წარმოდინდების“, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი, გუგული მაღრაძე, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის Facebook-სტატუსს, რომელშიც ის საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებით გათვალისწინებულ გენდერულ კვოტირებაზე წერს.

02 ივლისი 2020, 21:22

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ პარლამენტს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე დაფუძნებული საარჩევნო პაკეტის მიღებას

ვულოცავთ პარლამენტს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე დაფუძნებული საარჩევნო პაკეტის მიღებას. მთელი წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და სამთავრობო უწყებები კონსტრუქციულად მუშაობდნენ კანონპროექტის შემუშავებაზე, რომელიც მიმართულია საქართველოს საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაზე, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

02 ივლისი 2020, 21:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოქტომბრის არჩევნები უპრეცედენტოდ სამართლიანად ჩატარდება

ცოტა ხნის წინ პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. პროექტს მხარი ალექსანდრე ერქვანიამ არ დაუჭირა. სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ბიძინა გეგიძემ, ლევან კობიაშვილმა, გიორგი მოსიძემ, კახაბერ ოქრიაშვილმა და მირიან წიკლაურმა.

02 ივლისი 2020, 21:18

COVID19

ბოლო 24 საათში ფლორიდის შტატში კორონავირუსის 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ფლორიდის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში შტატის ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირების 10 109 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ნინო წილოსანი

02 ივლისი 2020, 21:14

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ნათელაშვილის სტატუსზე: ეს ადამიანი თანასწორობას ეწინააღმდეგება

„ყველა კომენტარი გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით გაკეთებული, მათ შორის ისეთი უხარისხო და მდაბიო, როგორიც ბატონი ნათელაშვილს ჰქონდა, რეალურად მიზნად ისახავს იმას, რომ ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან თანასწორობას“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

02 ივლისი 2020, 21:13

პოლიტიკა

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

ცვლილებების მიხედვით, არჩევნებამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღეს 20 საათამდე, აკრძალული იქნება წინასაარჩევნო რეკლამისა და საარჩევნო სუბიექტის პროგრამების განთავსება და გადაცემა ტელევიზიისა და რადიოს ეთერში. საარჩევნო უბნებთან 25 მეტრის რადიუსში აიკრძალება საა რჩევნო პლაკატების გაკვრა და ამომრჩევლის შეფერხება.

02 ივლისი 2020, 21:00

COVID19

რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ბაქოსა და აზერბაიჯანის კიდევ 15 ქალაქში კარანტინის რეჟიმი 20 ივლისამდე გახანგრძლივდა

რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბაქოსა და ქვეყნის კიდევ 15 ქალაქში კარანტინის რეჟიმი 20 ივლისამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ აზერბაიჯანის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

რომან კაკულია

02 ივლისი 2020, 20:53

ეკონომიკა

რომან კაკულია: „კონკურენციის შესახებ“ კანონპროექტი მიზნად კონკურენციის სააგენტოს რეფორმირებას და კონკურენტული გარემოს შექმნას

რომან კაკულიამ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე თანმდევი კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტის, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ირაკლი ბერაია

02 ივლისი 2020, 20:45

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია რუსეთის შესაძლო საფრთხეებზე: ამას ხელს უწყობენ ის მავნებელი აქტორები, რომლებიც ქვეყნის შიგნით მრავლად გვყავს

პრორუსული დეზინფორმაციული კამპანია, რუსული მიზანმიმართული იერიში საქართველოზე არ ხორციელდება მხოლოდ გარედან, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ „ქრონიკაში“ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა საარჩევნოდ რუსეთიდან შესაძლო საფრთხეებზე.

02 ივლისი 2020, 20:42

მსოფლიო

მოსკოვში გაიხსნა ტაძარი, სადაც ფრესკებზე რუსი სამხედროები იარაღით არიან გამოსახული

რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების დეკლარირება და რელიგიის მილიტარიზაცია - მოსკოვში ტაძარი გაიხსნა, სადაც ფრესკებზე რუსი სამხედროები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით არიან გამოსახული. ერთ-ერთ კედელს წარწერაც აქვს, რომელიც იმ სამხედრო მოქმედებებზე მოგვითხრობს, რომელშიც რუსული არმია მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიც არის ნახსენები.

ანგელა მერკელი

02 ივლისი 2020, 20:40

COVID19

ანგელა მერკელი: ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ვირუსი არსად გამქრალა

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ევროპა თავის ისტორიაში ყველაზე რთული სიტუაციის წინაშე დგას და კორონავირუსის პანდემია არსად გამქრალა.

02 ივლისი 2020, 20:23

რეგიონი

ჩირუხის მთაში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება

აჭარაში, ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფცია დამუშავების ეტაპზეა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გაიმართა, 10-მდე სხვადასხვა შინაარსისა და მასშტაბის კონცეფცია განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

02 ივლისი 2020, 20:21

COVID19

ანკარაში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო მომდევნო 15 დღის განმავლობაში მასობრივი ღონისძიებები აიკრძალება

ანკარას გუბერნატორის განცხადებით, დედაქალაქში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო მომდევნო 15 დღის განმავლობაში მასობრივი შეხვედრები და თავყრილობები აიკრძალება.

02 ივლისი 2020, 20:06

პოლიტიკა

ბიურომ უახლოეს დღეებში პარლამენტის მუშაობის გრაფიკი განსაზღვრა

პლენარულ სხდომის დღის წესრიგს დაემატა მესამე მოსმენით განსახილველი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად. საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.