imedi /  18 ივნისი 2020, 18:55 / სანდო წყარო

აზერბაიჯანში კარანტინის რეჟიმი 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა

აზერბაიჯანში კარანტინის რეჟიმი 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ლეილა აბდულაევამ განაცხადა.

„ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გავაანალიზეთ და გადავწყვიტეთ, რომ კარანტინის რეჟიმი 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდება“, - განაცხადა მან.

ამასთანავე, ბაქოში და ქვეყნის კიდევ ოთხ ქალაქში 21 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით კარანტინის მკაცრი რეჟიმი დაწესდება.

ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 11 329 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 139 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

10 ივლისი 2020, 16:52

მსოფლიო

აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ ოკლაჰომას ნაწილი ინდიელთა მიწად აღიარა

აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ შტატ ოკლაჰომას მნიშვნელოვანი ნაწილი ინდიელთა რეზერვაციას მიაკუთვნა, რაც ადგილობრივი აბორიგენების ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის. ამის შესახებ The New York Times წერს.

კობა ნარჩემაშვილი

10 ივლისი 2020, 16:44

სამართალი

კობა ნარჩემაშვილი შაქარაშვილის საქმეზე: წინგადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია საქმის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირება

რადგან არსებობს ასეთი დაზიანებები და დევს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ეს არის სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები, ე.ი. არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ასეთი დაზიანებები მიაყენეს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ განაცხადა.

10 ივლისი 2020, 16:43

სპორტი

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში მასობრივი სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე იმსჯელეს

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში ორი დღის განმავლობაში უსმენდნენ დასაბუთებული მოსაზრებების ავტორებს თემატური მოკვლევის საკითხზე: „როგორ გავზარდოთ საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული აქტიურობის დონე“.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი

10 ივლისი 2020, 16:38

პოლიტიკა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა თემატური მოკვლევის ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა - „მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები ევროკავშირის ბაზარზე“ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. თემატური მოკვლევის მიზანია ევროკავშირის ბაზარზე პროდუქტის ექსპორტისას ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევების კვლევა. არსებული მონაცემების საფუძველზე დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება, ასევე, წერილობითი და ზეპირი მოსაზრებები, რომლებიც პარლამენტს ამ მოკვლევის ფარგლებში წარედგინება.

ივან გეშევი

10 ივლისი 2020, 16:34

მსოფლიო

ბულგარეთის მთავარი პროკურორი პრეზიდენტს ზეწოლაში ადანაშაულებს

ბულგარეთის მთავარი პროკურორის, ივან გეშევის განხცადებით, ქვეყნის პრეზიდენტი რუმენ რადევი პროკურატურაზე უპრეცედენტო ზეწოლას ახორციელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სოფო გორგოძე

10 ივლისი 2020, 16:34

საზოგადოება

სოფო გორგოძე: მივმართავ გულშემატკივრებს, აბიტურიენტებს სახლში დაელოდონ

„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, აბიტურიენტებსა და მათ გულშემატკივრებს მოვუწოდოთ, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ, როდესაც შეუძლიათ და ეს დისკომფორტს არ უქმნით, გამოიყენონ პირბადე. ასევე, კიდევ ერთხელ მივმართავ გულშემატკივრებს, რომ დაელოდონ აბიტურიენტებს სახლში“.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი

10 ივლისი 2020, 16:31

პოლიტიკა

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არჩევნებში სხვა ძალების მხრიდან ჩარევას არ ჰქონდეს ადგილი, ამის რეალური ნიშნები დღეს არ არსებობს

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ყველა სხვა უწყებასთან ერთად აკეთებს ყველაფერს, რომ არჩევნები იყოს დემოკრატიული და სხვა ძალების მხრიდან ჩარევას არ ჰქონდეს ადგილი“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ განაცხადა, როდესაც საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის რისკებზე, ამერიკის ელჩის განცხადების კონტექსტს შეეხო.

10 ივლისი 2020, 16:27

სპორტი

„დორტმუნდმა“ ფეხბურთელებს ხელფასები შეუმცირა

გერმანიის ბუნდესლიგის ვიცე-ჩემპიონმა „დორტმუნდმა“ ფეხბურთელებს ხელფასები შეუმცირა, - ამის შესახებ ინფორმაციას BVB Buzz ავრცელებს. უკვე გადაწყვეტილია, რომ 2020 წლის დარჩენილი 6 თვის განმავლობაში მოთამაშეები 20 პროცენტით ნაკლებ ანაზღაურებას მიიღებენ, რაზეც კლუბის აღმასრულებელ დირექტორთან, ჰანს-იოახიმ ვაცკესთან გასაუბრების შემდეგ თითოეული მათგანი დათანხმდა.„ბორუსიას“ ხელმძღვანელები კორონავირუსთან დაკავშირებული ეკონომიკური სირთულეების გამო, სეზონის ბოლოს 45-მილიონიან ზარალს ელოდებიან და ფეხბურთელებისთვის გასამრჯელოს შემცირებით სწორედ ამ თანხის კომპენსირება ხდება.

სოფო კილაძე; ჰელენა სენდანდრესენი

10 ივლისი 2020, 16:27

პოლიტიკა

სოფო კილაძე ნორვეგიის სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

სოფო კილაძემ ნორვეგიის სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი ხასიათი შეხვედრა გამართა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ჰელენა სენდანდრესენს, კომიტეტის საქმიანობა გააცნო და მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ანრი ოხანაშვილი

10 ივლისი 2020, 16:21

სამართალი

ანრი ოხანაშვილი შაქარაშვილის საქმეზე: ოჯახს პასუხგაუცემელი შეკითხვები არ უნდა დარჩეს

ექსპერტიზის დასკვნაზე მყისიერი რეაგირება არის სწორი, სწორია გადაკვალიფიცირება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა, გიორგი შაქარაშვილის საქმის შესახებ განაცხადა.

10 ივლისი 2020, 16:20

COVID19

ყირგიზეთის ჯანდაცვის მინისტრს ორმხრივი პნევმონია, მის მოადგილეს კი კორონავირუსი აღმოაჩნდა

ყირგიზეთის ჯანდაცვის მინისტრ საბირჯან აბდიკამიროვს ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს, მის მოადგილე ჰურბოლოტ უსენაევს კი კორონავირუსი დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მკურნალობას საავაადყოფოში გადიან. ბოლო მონაცემებთ, ქვეყანაში კორონავირუსის 9 300-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, 122 პაციენტი კი გარდაიცვალა.

10 ივლისი 2020, 16:20

სამართალი

ფოთი-ჭალადიდის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ფოთი-ჭალადიდის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. სწრაფი სიჩქარით მოძრავი მერსედესის ფირმის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა, რის გამოც მანქანაში მჯდომი ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებულია. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ავტომობილის მძღოლი ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ნუნუ მიცკევიჩი

10 ივლისი 2020, 16:15

COVID19

ნუნუ მიცკევიჩი: ყველა ის პირი, რომელიც კოვიდინფიცირებულთან ერთად იმყოფებოდა ოთახში, სრულად იზოლირებულები იქნება სხვა აბიტურიენტებისგან და ყოველი გამოცდის წინ ჩაუტარდება ტესტირება

მიუხედავად იმისა, რომ საგამოცდო ცენტრებში უსაფრთხოების ყველა ზომა მაქსიმალურად არის დაცული, აბიტურიენტების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ყველა ის პირი, რომელიც კოვიდინფიცირებულთან ერთად იმყოფებოდა ოთახში განთავსდება კარანტინში. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მათ ყოველდღიურად ზედამხედველობას გაუწევს ჯანდაცვის სამინისტრო.

პეტრო პოროშენკო

10 ივლისი 2020, 16:13

მსოფლიო

პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის კიდევ 4 საქმე აღიძრა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის კიდევ 4 საქმე აღძრა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პოროშენკოს ადვოკატმა, იგორ გოლოვანმა განუცხადა. მისივე თქმით, ოთხივე საქმე „პრივატბანკის“ ყოფილი თანამფლობელის, ოლიგარქ იგორ კოლომოისკის განცხადების საფუძველზე აღიძრა.

მამუკა მდინარაძე

10 ივლისი 2020, 16:08

სამართალი

მამუკა მდინარაძე კეზერაშვილის საქმეზე: წინასწარ ვერაფერს დავადასტურებთ, მაგრამ ფაქტია, მძიმე ბრალდებები შეიძლება იყოს

ასე ზოგადად ლაპარაკი არ შეიძლება. ვიცით, რომ ისრაელისა და საქართველოს მხარეებმა ამაზე განაცხადეს, მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ყველაფერს დაადგენს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლოდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა კეზერაშვილის საქმეზე. მედია დაინტერესდა, გამოძიების კვალი მივა თუ არა მიხეილ სააკაშვილამდე.

10 ივლისი 2020, 16:00

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა ფინტექ ინდუსტრიის განვითარების თემაზე გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონაწილეობა მიიღო StrategEast-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში, რომელიც ევრაზიის რეგიონში ფინტექ ინდუსტრიის განვითარების საკითხებს მიეძღვნა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ კვლევითი ორგანიზაციები, ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლები და ფინტექ პოლიტიკის გამტარებლები, როგორც ევრაზიის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნებიდან.

10 ივლისი 2020, 15:58

COVID19

სომხეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 30 900-ს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სომხეთში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი 557 ადამიანს დაუდგინეს, 11 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ქვეყანაში ვირუსი უკვე 30 903 ადამიანს დაუდასტურდა, 546 ინფიცირებული გარდაიცვალა, 18 709 კი გამოჯანმრთელდა.

სოფო გორგოძე

10 ივლისი 2020, 15:44

საზოგადოება

სოფო გორგოძე აბიტურიენტების ნამუშევრების დამუშავებაზე: ისედაც ვაპირებდით, რომ ნაშრომებს რამდენიმედღიანი კარანტინი გაევლო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს და მათ გულშემატკივრებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე, გამოიყენონ პირბადე და დაელოდონ აბიტურიენტებს სახლში.ამის შესახებ ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძე ბრიფინგზე განაცხადა.

პეტრე მელიქიშვილი

10 ივლისი 2020, 15:42

კულტურა

თსუ-ში პირველი რექტორის, პეტრე მელიქიშვილის 170 წლის იუბილეს გამოფენა მიეძღვნა

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის და პირველი რექტორის, პეტრე მელიქიშვილის 170 წლის იუბილეს მიეძღვნა გამოფენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თსუ-ის ინფორმაციით, ექსპოზიცია, რომელზეც თსუ პირველი რექტორის მემორიალური ნივთები, ფოტოები და დაკუმენტური მასალაა წარმოდგენილი, თსუ-ის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ, წმინდა საყდრის ნუნციამ საქართველოში, ჟოზე აველინო ბეტანკურმა, პროფესორებმა და სტუდენტებმა დაათვალიერეს. ექსპოზიცია პეტრე მელიქიშვილის სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ასახავს.

10 ივლისი 2020, 15:36

ეკონომიკა

კონკურენციის სააგენტო: 2018 წლის 10 დეკემბერს პურის ფასის ზრდა კომპანიების გონივრულ, დანახარჯებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა

მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2015-2018 წლებში ხორბლის ბაზრის იმპორტის დონის სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა. კერძოდ, გაიზარდა იმპორტიორი ეკონომიკური აგენტების რაოდენობა და შემცირდა ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი. აღნიშნულის შედეგად, ქვედა დონის - ხორბლის საბითუმო მიწოდების ბაზარზე კონკურენცია გაძლიერდა.