imedi /  23 ივნისი 2020, 16:10 / სანდო წყარო

კორონავირუსით ინფიცირებული სოფელ ყარაჯალას მკვიდრი 63 წლის ქალი დიდუბის ბაზრის მოვაჭრეა

ნელი ხიზანიშვილი

ნელი ხიზანიშვილი

„სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები 63 წლის ქალის კონტაქტები მოძიებულია, რომელთა რიცხვი ამ ეტაპზე მხოლოდ სამს შეადგენს”, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, შუახნის ქალი რაიონში ორი დღის წინ შვილთან, შვილიშვილთან და სიძესთან ერთად რელიგიურ რიტუალზე დასასწრებად ჩამოვიდა და მას ყარაჯალაში კონტაქტი არავისთან ჰქონია.

„ქალბატონმა იმავე საღამოს თავი ცუდად იგრძნო და მეორე დღეს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოს თვითდინებით მიმართა. სტაციონარში მოათავსეს და მოხდა ნიმუშების აღება, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა. რადგან ის ძირითადად თბილისში ცხოვრობს, კონტაქტები ყარაჯალასთან არ იკვეთება. მოძიებულია სამი კონტაქტი, მათ უკვე აუღეს სინჯები და საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. ქალბატონი მუშაობს თბილისში, ეს ინფორმაცია გადაცემულია და ეპიდკვლევას იქ გააგრძელებენ, რაც შეეხება თელავის რაიონულ საავადმყოფოს, კლინიკაში მონიტორინგი მკაცრად ხორციელდება - ხომ არ დაირღვა პირადი ჰიგიენა“, - განაცხადა ხიზანიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, 63 წლის ქალი დიდუბის ბაზარში მოვაჭრედ მუშაობდა. მას კორონავირუსი დღეს დაუდასტურა, რის შემდეგაც ინფიცირებული თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში დილით გადაიყვანეს.

ქვეყანაში დადასტურებულია 911 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 768 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით სულ 14 ადამიანია გარდაცვლილი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

02 ივლისი 2020, 19:42

საზოგადოება

რამდენი აივ ინფიცირებული ბავშვია საქართველოში - ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი სტატისტიკას აქვეყნებს

მიმდინარე წლის 2 ივლისის მონაცემებით საქართველოში აივ ინფიცირების 274 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, შარშან შესაბამის პერიოდში 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

02 ივლისი 2020, 19:38

პოლიტიკა

დავით ზალკალიანს ელჩებმა ევროსაბჭოს წარმატებულ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით ბალტიის ქვეყნების მინისტრების წერილი გადასცეს

შეხვედრის ფარგლებში ელჩებმა საგარეო საქმეთა მინისტრს გადასცეს ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი წერილი, რომელიც ეხება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს წარმატებულ თავმჯდომარეობას.

02 ივლისი 2020, 19:30

COVID19

ისრაელში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 905 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 905 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 324-მდე გაიზარდა.

02 ივლისი 2020, 19:27

სამართალი

გორში პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა

გორში პოლიციის თანამშრომლის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალი წარედგინა. მას პროკურატურა 109-ე მუხლით ედავება. ბრალდებულის ინტერესებს საზოგადოებრივი დამცველი იცავს. შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია გუშინ ღამით მოკლეს. მას დანით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიაყენა,ის მოკლულის ოჯახში მდგმურად ცხოვრობდა.

თამთა მეგრელიშვილი

02 ივლისი 2020, 19:13

სამართალი

თამთა მეგრელიშვილი: წინა ხელისუფლებას ძალიან ბევრი მტკივნეული საკითხი უკავშირდება

„სტრასბურგმა პირდაპირი ვერდიქტი გამოიტანა და ისინი ამხილა რეჟიმი, რომელიც კლავდა. ძალიან გული მწყდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ რეჟიმს შეეწირნენ. ამ დახოცილი ოჯახების სისხლს, როგორც არ უნდა ეცადოს „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს ჩამოიწმენდს. ამ ადამიანების გაცოცხლება ვეღარ მოხერხება და სახელმწიფოს ყოველ წაგებულ ქეისზე საერთაშორისო დონეზე კომპესაციების გადახდა უწევს. ყველაზე ტრაგიკულია ის, რომ მათი ხელწერა არ იცვლება და რეალურად ისინი ცდილობენ, რომ იგივე გიორგი შაქარაშვილის საქმე რომ ავიღოთ, პოლიტიკურ ბმაში იყოს კონკრეტული დანაშაულებები“, - აღნიშნა თამთა მეგრელიშვილმა.

ანრი ოხანაშვილი

02 ივლისი 2020, 19:11

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: დესტრუქციული ჯგუფები ეცდებიან სიძულვილის ენით აწარმოონ საარჩევნო კამპანია

გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს დესტრუქციული ჯგუფები სიძულვილის ენით ეცდებიან აწარმოონ საარჩევნო კამპანია, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვცადოთ, რომ დავცალოთ საარჩევნო პროცესი სიძულვილის ენისგან და მეტად პოზიტივზე, საარჩევნო საკითხებზე, პარტიის მიერ წარმოდგენილ საკითხებზე და კონკურენციაზე დაფუძნებით წარვმართოთ საარჩევნო პროცესი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

02 ივლისი 2020, 18:59

პოლიტიკა

გიგი წერეთელი სომხეთის პარლამენტის წევრებს ონლაინ ფორმატში ესაუბრა

საუბრის თემა შეეხებოდა ეუთოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტებს. ასევე, სომხეთში არსებულ ვითარებას კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით და იმ სამუშაოს, რომელსაც სომხეთის ხელისუფლება ახორციელებს ეპიდემიის ჯანდაცვითი და ეკონომიკური შედეგების აღმოსაფხვრელად.

თბილისის მერია

02 ივლისი 2020, 18:58

საზოგადოება

თბილისის მერია რამდენიმე პიროვნების ბიუსტისა და მემორიალის ესკიზების შესაქმნელად კონკურსს აცხადებს

თბილისის მერია გრიგოლ რობაქიძისა და დიმიტრი ყიფიანის ბიუსტების ესკიზების კონკურსს აცხადებს. მერიის ინფორმაციით, ასევე, კონკურსი ცხადდება ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალის, ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას ბიუსტების/მემორიალის ესკიზებზე.

ვიქტორ ბაბარიკო ედუარდ ბაბარიკო

02 ივლისი 2020, 18:56

მსოფლიო

ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტს ბრალი ფულის გათეთრების, გადასახადების დამალვისა და ქრთამის მიცემის მუხლებით წაუყენეს

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ქვეყნის მოქმედი ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტს, ვიქტორ ბაბარიკოს ბრალი ფულის გათეთრების, გადასახადების დამალვისა და ქრთამის მიცემის მუხლებით წაუყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. საპრეზიდენტო კანდიდატის შვილს, ედუარდ ბაბარიკოს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების დამალვას ედავება. ბაბარიკო და მისი შვილი ბრალს არ აღიარებენ.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

02 ივლისი 2020, 18:49

COVID19

ნოვაკ ჯოკოვიჩმა COVID-19 დაამარცხა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კორონავირუსი დაამარცხა. სპორტსმენის და მისი მეუღლის ინფიცირების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან 10 დღის შემდეგ ჩოგბურთელის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წყვილის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

თამთა მეგრელიშვილი

02 ივლისი 2020, 18:46

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი გენდერულ კვოტირებაზე: ქალებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე

მივესალმები გენდერული კვოტირების ახალ პრინციპს არა იმიტომ რომ ქალი ვარ, ვფიქრობ რომ ქალებს მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები აქვთ და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე, - ამის შესახებ იურისტმა, თამთა მეგრელიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩელსი“

02 ივლისი 2020, 18:40

სპორტი

„ჩელსიმ“ ინგლისის პრემიერლიგაში 5-მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა

ინგლისის პრემიერლიგაში 5-მატჩიანი მოგებათა სერია „ჩელსიმ“ „ვესტ ჰემთან“ ლონდონის დერბიში დაასრულა. ფრენკ ლამპარდის მომზადებული გუნდი ოლიმპიურ სტადიონზე 2:3 დამარცხდა. სტუმართა შემადგენლობაში დუბლი ვილიანმა შეასრულა, რასაც მასპინძლებმა ტომაშ შუცეკის, მაიკლ ანტონიოსა და ანდრეი იარმოლენკოს გატანილი ბურთით უპასუხეს.

ანრი ოხანაშვილი

02 ივლისი 2020, 18:35

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ცვლილებები, რომელებიც საარჩევნო კოდექსში ხორციელდება, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ეფუძნება

ცვლილებები, რომელებიც საარჩევნო კოდექსში ხორციელდება, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ეფუძნება. „ქართული ოცნების“ გუნდმა შევძელით ის, რომ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში წარვმართეთ პროცესი, რომელიც მაქსიმალურად გახსნილი იყო ამ საკითხით დაინტერესებული ყველა პირისთვის, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

პაატა იმნაძე

02 ივლისი 2020, 18:33

საზოგადოება

პაატა იმნაძე: მეორე ტალღაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია

პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსს ახასიათებს ნაკლებად სიმპტომური ავადმყოფები, რის გამოც სიფრთხილე გვმართებს. „თუ ჩვენ კორონავირუსთან თანაცხოვრებას ვისწავლით, დავიცავთ ელემენტარულ წესებს, ვიხმართ ნიღაბს, დავიცავთ დისტანციასა და ჰიგიენას, ხალხმრავალ ადგილებს თავს ავარიდებთ, კორონა იქნება, ოღონდ ძალიან არ შეგვაწუხებს. თუ არ დავიცავთ, მოგვივა ის, რაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებს მოუვიდათ“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

ირაკლი კობახიძე

02 ივლისი 2020, 18:28

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებები დეტალურად განმარტა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულების შესახებ დეტალურად ისაუბრა. „ის ცვლილებები, რომელიც წარმოგიდგინეთ, არსებითად ეფუძნება ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს. წარმოდგენილი იყო ასეთი 27 რეკომენდაცია, ჩვენ კიდევ ერთხელ ყურადღებით გავეცანით 27-ვე რეკომენდაციას და სწორედ ამ რეკომენდაციების საფუძველზე არის ჩამოყალიბებული.

02 ივლისი 2020, 18:24

კულტურა

თსუ ალმანახ „პირველი სხივის“ გამოცემას აღადგენს

3 ივლისს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი მწერლები შეიკრიბებიან და ლიტერატურული ალმანახის „პირველი სხივის“ აღდგენის შესახებ განაცხადებენ. ლიტერატურული ალმანახი ტრადიციულად ახალგაზრდა შემოქმედთა პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, იგი წელიწადში ერთხელ გამოიცემა და თსუ-ის სტამბაში დაიბეჭდება. აღდგენილი ალმანახი, ამჯერად, მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტით არ შემოიფარგლება, მასში საკუთარი ნაწარმოებების გამოქვეყნება სხვა ახალგაზრდა პოეტებს, პროზაიკოსებს, ლიტერატურათმცოდნეებსაც შეეძლებათ. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ ალმანახის ფურცლებიდან გააცნონ მკითხველს საკუთარი შემოქმედება.

02 ივლისი 2020, 18:23

COVID19

შვედეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 70 ათასს გადააჭარბა

შვედეთის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 70 ათასს გადააჭარბა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 5 411-მდე გაიზარდა.

თამთა მეგრელიშვილი

02 ივლისი 2020, 18:17

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებები აღმოჩნდა წყალგამყოფი ხაზი დესტრუქციულად მოაზროვნე ძალასა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ძალებს შორის

„ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი განშტოების, „ევროპული საქართველოს“ ბოიკოტის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა, სახელისუფლებო გუნდმა და ოპოზიციის ნაწილმა, დამოუკიდებელი დეპუტატების სახით მოახერხეს, რომ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები, - ამის შესახებ იურისტმა, თამთა მეგრელიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

ხორვატია არჩევნები

02 ივლისი 2020, 18:16

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებულები ხორვატიის საპარლამენტო არჩევნებზე ხმას ვერ მისცემენ

ხორვატიაში 5 ივლისს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე კორონავირუსით ინფიცირებულები ხმას ვერ მისცემენ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ამომრჩევლებისთვის ეს შეზღუდვა კანონით არის გათვალისწინებული და კანონიერ მიზანს - ინფექციური დაავადებისგან მოსახლეობის დაცვას ემსახურება.

02 ივლისი 2020, 18:08

საზოგადოება

როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისა და მწერებისგან. რეკომენდაციები

„პირველ რიგში ეს არის ტანსაცმელი. სასურველია თუ ეს იქნება წინდებში ჩაყოლებული შარვალი. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ბუნებაში ყოფნისას ტკიპა არ აგაცოცდეთ და სახლში დაბრუნების შემდეგ კი უნდა დავათვალიეროთ საკუთარი თავი ან ბავშვი დაათვალიეროთ მთლიანად. ტკიპას რაც უფრო ადრე მოვაცილებთ, მით უფრო ნაკლებია ინფიცირების შანსი“- განაცხადა პაატა იმნაძემ.