IMEDI /  24 ივნისი 2020, 08:57 / სანდო წყარო

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 39 436 ადამიანს დაუდასტურდა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 39 436 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 1 374 ინფიცირებული. ამის შესახებ newsbreak წერს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრაზილიაში სულ COVID19-ის 1 145 906 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსმა 52 645 ადამიანი იმსხვერპლა.

ბრაზილია აშშ-ის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელტცი

13 ივლისი 2020, 00:56

ტაბლოიდი

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ვაჟი მილიარდერის ქალიშვილზე დაქორწინდება

ნიკოლა პელტცმა რამდენიმე ჰოლივუდურ ფილმში, მათ შორის „ტრანსფორმერების“ ორ ნაწილში ითამაშა. მისი მამა, ნელსონ პელტცი კი კომპანია Trian Fund Management-ის დამფუძნებელი და მმართველია. მისი ქონება 1, 72 მილიარდ დოლარად ფასდება.

ლატარეა ბილეთი

13 ივლისი 2020, 00:46

ტაბლოიდი

ავსტრალიაში ქალმა ლატარიაში 50 მილიონი მოიგო, მაგრამ სამსახურიდან წასვლას არ აპირებს

„სიმართლე გითხრათ, საღად ვერ ვაზროვნებ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მუშაობას გავაგრძელებ“, - აღნიშნა გამარჯვებულმა. ის ასევე მიიჩნევს, რომ მხოლოდ იმიტომ მოიგო, რომ ახალბედებს უმართლებს.

Nude With Joyous Painting

13 ივლისი 2020, 00:33

კულტურა

როი ლიხტენშტეინის ნახატი აუქციონზე $46,2 მილიონად გაიყიდა

უცნობმა კოლექციონერმა მასში 46,2 მილიონი დოლარი გადაიხადა. ტილო მხატვარმა 1994 წელს, გარდაცვალებამდე 3 წლით ადრე შექმნა. ნახატი მას ე.წ. „წერტილების ტექნიკით“ აქვს შესრულებული.

13 ივლისი 2020, 00:28

სამართალი

თბილისში, მსუბუქი ავტომობილებისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად ოთხი პირი დაშავდა

თბილისში, აღამაშენებლის ხეივანში ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და სამგზავრო ავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მსხდომი ოთხი ადამიანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ასურეთი რეაბილიტაცია

13 ივლისი 2020, 00:06

რეგიონი

როგორია რეაბილიტირებული გერმანულ-ქართული სოფელი ასურეთი

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და მუნიციპალური განვითარების ფონდმა ასურეთის რეაბილიტაციის პროექტი 2019 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში განხორციელდა მე-19 საუკუნის გერმანული ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, რამდენიმე საცხოვრებელი სახლისა და ძველი გერმანული სასაფლაოს რესტავრაცია-რეაბილიტაცია. პროექტის ბიუჯეტი 6 მილიონ ლარს აღემატებოდა.

უილ სმიტი
ჯეიდა პინკეთ სმიტი

13 ივლისი 2020, 00:04

ტაბლოიდი

უილ სმიტის მეუღლემ პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ ქმარს უღალატა

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესვენება აგვეღო და გადავწყვიტეთ, რომ გაგვერკვია თუ რა გვაბედნიერებდა“, - აღნიშნა სმიტმა. სწორედ ამ დროს ჯადას ალსინი მისმა შვილმა გააცნო და მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო.

ანჯეი დუდა

12 ივლისი 2020, 23:45

მსოფლიო

ეგზიტპოლის მიხედვით, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ანჯეი დუდა ლიდერობს

დუდას ხმა ამომრჩევლის 50.4%-მა მისცა. მისი მოწინააღმდეგე ვარშავის მერი, რაფალ ტშასკოვსკი იყო.

თემქა აფეთქება

12 ივლისი 2020, 23:31

სამართალი

თბილისში, თემქაზე აფეთქება მოხდა

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

კახა ბექაური

12 ივლისი 2020, 23:14

ეკონომიკა

კახა ბექაური გია ჯოხთაბერიძეს პასუხობს: ინფორმაცია, რომ ორმა ტრანსნაციონალურმა კომპანიამ ქართული ბაზრის დატოვება ბოლო წლების განმავლობაში გადაწყვიტა სიმართლე არ არის

„ორი ე.წ. „ტრანსატლანტიკური“ კომპანია (ალბათ ტრანსნაციონალურს გულისხმობს), რომელზეც ჯოხთაბერიძე ლაპარაკობს, ერთი 1თელიასონერაა“, მეორე კი - „ვიონი“ ანუ „ბილაინი“. ამ უკანასკნელს, დღეს რომ „ტრანსატლანტიკური“ გახდა, ბატონი გია აქამდე რუსულს ეძახდა. რაც შეეხება „თელიასონერას“, ევრაზიის რეგიონიდან გასვლა კომპანიამ 2015 წელს გადაწყვიტა. გასვლის მიზეზი კი, ერთ-ერთ შუააზიურ ქვეყანაში კორუფციული სკანდალი იყო. „თელიასონერას“ საქართველოდან გასვლა არ უნდოდა. მიუხედავად ბაზრის სიმცირისა, საქართველო მათთვის მაინც მიმზიდველი იყო, რადგან მათი აზრით საქართველოს სატელეკომუნიკაციო გარემო ერთ-ერთი საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპაში. „თელიასონერა“ მთელი რეგიონიდან გავიდა, რეგიონული ოფისი და სტრუქტურა გააუქმა, შესაბამისად, საქართველოდანაც მოუწია გასვლა. კვალიფიციურ ბიზნესმედიას ამის გადამოწმება არ უნდა უჭირდეს“, - წერს ბექაური.

12 ივლისი 2020, 23:05

COVID19

რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ გაქცეული კაცი პოლიციამ საკარანტინო სივრცეში დააბრუნა

რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ გაქცეული კაცი, სამართალდამცავებმა საკარანტინო სივრცეში დააბრუნეს. ამის შესახებ imedinews-ს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ შუახნის კაცი დღეს გაიქცა. მას რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, რუსთავის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა

ელისო ბრეგვაძე

12 ივლისი 2020, 22:58

საზოგადოება

ვინ არის პირველი ოფთალმოლოგი საქართველოსა და ამიერკავკასიაში, ვინც ოპერაციებს ინოვაციური მეთოდებით ატარებს

ასეთი ოპერაციების ჩატარება მან 2013 წლიდან დაიწყო. თვალღიაობას კი ქირურგიული ჩარევის გარეშე მკურნალობს. ის პროფესიულ განვითარებას არ წყვეტს. 2018 წელს ევროპის ოკულოპლასტიკისა და რეკონსტრუქციული ქირურგიის ასოციაციის კონფერენციაზე ქვეყნის ისტორიაში პირველად საქართველოც მოხვდა. ქვეყანა სწორედ ელისო ბრეგვაძემ წარადგინა.

12 ივლისი 2020, 22:48

რეგიონი

როგორია ბერების ცხოვრება უდეს სამონასტრო კომპლექსში

უდეს სამონასტრო კომპლექსის ნაწილია წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი. საბჭოთა პერიოდში ფუნქციაშეცვლილი უძველესი ეკლესიის რესტავრაცია, „ფონდმა ქართუმ“ უზრუნველყო.

დავით ზალკალიანი

12 ივლისი 2020, 22:34

COVID19

დავით ზალკალიანმა განმარტა, რატომ არის სავალდებულო საზღვარგარეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინში განთავსება და არა უცხოელი სტუმრებისთვის

დარეგისტრირდება ის აპლიკაცია, რომელსაც ტურისტები შეავსებენ და ჩვენ გვექნება ზუსტი აღრიცხვა, როგორ შეიძლება ამ ადამიანებთან დაკავშირება და კომუნიკაცია. 112-ს ექნება შესაძლებლობა, რომ მათ დაუკავშირდეს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

12 ივლისი 2020, 22:28

პოლიტიკა

აშშ-ის საელჩო ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და დაკავების ფაქტს გმობს

„ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, რომ რუსეთმა შეწყვიტოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილი

12 ივლისი 2020, 22:21

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილმა და მისმა მინისტრმა კეზერაშვილმა ქართული ჯარი გაძარცვეს

„საქმე გვაქვს არნახული მასშტაბის ტრანსნაციონალურ დანაშაულთან, რომელშიც, რა თქმა უნდა, ფიგურირებს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და კეზერაშვილი - მისი მინისტრი, ერთ-ერთი ფავორიტი, რომელიც თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ არის ელიტური კორუფციის ფუძემდებელი ჩვენს ქვეყანაში. სააკაშვილმა და მისმა მინისტრმა კეზერაშვილმა ქართული ჯარი გაძარცვეს“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

ირაკლი ბერაია

12 ივლისი 2020, 22:04

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დღეს უპრეცენდენტოდ მაღალ ნიშნულზეა

ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დღეს უპრეცენდენტოდ მაღალ ნიშნულზეა, როგორც მასშტაბებით, ასევე ხარისხობრივი თვალსაზრისით, სტრატეგიული პარტნიორობით განსაზღვრული ყველა მიმართულებით, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ „იმედის კვირას“ განუცხადა.

ზაზა ხუციშვილი კარლ ჰარცელი დიპლომატები

12 ივლისი 2020, 21:45

კულტურა

ზაზა ხუციშვილმა კარლ ჰარცელთან და სხვა უცხოელ დიპლომატებთან ერთად სიმღერა ჩაწერა. ვიდეო

მუსიკოსმა ზაზა ხუციშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლებთან ერთად სიმღერა ჩაწერა. კომპოზიციის პრემიერა „პირველი არხის“ გადაცემაში „აკუსტიკა“ შედგა.

მირიან ნიკოლაძე

12 ივლისი 2020, 21:35

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმე: როგორ განვითარდა მოვლენები 19 ივნისის ღამეს

„ჩვენ უკვე მოვხვდებით მდინარე არაგვის პირთან, სადაც მოხდა ანგარიშსწორება მაღალი ალბათობით. სავარაუდოდაც აღარ, ექსპერტიზამ ისეთ დეტალურ დონეზე ჩაგვახედა. მოგეხსენებათ, ბავშვს აქვს 12 დაზიანება. აი ამ ადგილზე უნდა მომხდარიყო ამ დაზიანებების მიყენება და შემდგომ ცოცხალი ბავშვის გადაგდება მდინარე არაგვში“, - ამბობს ნიკოლაძე.

ირანი უკრაინა ავიაკატასტროფა

12 ივლისი 2020, 20:50

მსოფლიო

ირანში უკრაინული ლაინერის ჩამოვარდნის ოფიციალური მიზეზი დაასახელეს

გადაადგილების შემდეგ კომპლექსში ახალი ლოკაციის შესახებ მონაცემები არ იყო შეყვანილი, რამაც ავიალაინერის აღმოჩენის დროს ხარვეზი გამოიწვია. კომპლექსმა ლაინერი აღიქვა როგორც „სამიზნე, რომელიც თეირანის მიმართულებით სამხრეთ-დასავლეთიდან მიფრინავს“, მაშინ როცა სინამდვილეში თვითმფრინავი თეირანიდან ჩრდილოეთ-დასავლეთიდან მიფრინავდა.

12 ივლისი 2020, 20:34

COVID19

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი მოათავსეს

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კოვიდინფიცირებული ერთი პაციენტი შეიყვანეს. შუა ხნის მამაკაცი სატვირთო მანქანის მძღოლია და მას რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მედიკოსების თქმით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.