imedi /  25 ივნისი 2020, 18:53 / სანდო წყარო

ევროპის მედიკამენტების სააგენტო ევროკავშირში „რემდესივირის“ გაყიდვის ავტორიზაციის რეკომენდაციით გამოდის

ევროპის მედიკამენტების სააგენტო ევროკავშირში ანტივირუსული პრეპარატი „რემდესივირის“ გაყიდვის ავტორიზაციის რეკომენდაციით გამოდის. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

„ევროპის მედიკამენტების სააგენტოს კომიტეტი რეკომენდაციით გამოვიდა, „რემდესივირისთვის“ გაყიდვის პირობითი ავტორიზაციის მინიჭება მოხდეს კორონავირუსის პნევმონიის მქონე ზრდასრულებსა და 12 წლიდან პირებში მკურნალობისას, რომლებსაც დამატებითი ჟანგბადი სჭირდებათ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროპის მედიკამენტების სააგენტოში აღნიშნავენ, რომ „რემდესივირი“ კორონავირუსის წინააღმდეგ პირველი პრეპარატია, რომელიც ევროკავშირში ავტორიზაციისთვის არის რეკომენდირებული.

გაყიდვის პირობითი ავტორიზაცია ევროკავშირის ერთ-ერთი ნორმატიული მექანიზმია, რომელიც პრეპარატებზე ადრეულ წვდომას ხელს უწყობს. აღნიშნული ტიპის ავცტორიზაცია სააგენტოს საშუალებას აძლევს პრეპარატის გაყიდვის ავტორიზაცია გასცეს იმ შემთხვევაში თუ ნაკლებად სრული მონაცემებია პრეპარატზე, თუმცა პაციენტებისთვის მედიკამენტის დაუყოვნებლივი ხელმისაწვდომობის სარგებელი აღემატება რისკს, რომელიც იმ ფაქტს უკავშირდება, რომ ყველა მონაცემი ჯერ ხელმისაწვდომი არ არის.

„არსებული მონაცემების გათვალისწინებით სააგენტომ მიიჩნია, რომ სარგებლისა და რისკის თანაფარდობა დადებითი იყო პნევმონიის მქონე პაციენტებში, რომლებსაც დამატებითი ჟანგბადი სჭირდებათ“, - აღნიშნეს სააგენტოში.

ევროპის მედიკამენტების სააგენტოში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უახლოეს კვირებში ევროკომისია დააჩქარებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს აღნიშნულ საკითხზე.

2 მაისს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კომპანია Gilead-ს კორონავირუსის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენებისთვის ნებართვა გასცა.

29 აპრილს კომპანია Gilead Sciences-ში განაცხადეს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატის გამოკვლევის წინასწარმა შედეგებმა აჩვენეს, რომ პაციენტების სულ მცირე 50%-ის მდგომარეობა, რომლებსაც „რემდესივირით“ მკურნალობდნენ, გაუმჯობესდა, ხოლო ნახევარზე მეტი კი საავადმყოფოდან გაწერეს ორი კვირის განმავლობაში.

ყველა სიახლე

05 ივლისი 2020, 00:55

ტაბლოიდი

აშშ-ში, მაიამიში უცნაური შეფერილობის ტაქსა დაიბადა

აშშ-ში, მაიამიში (ფლორიდას შტატი) უცნაური შეფერილობის ტაქსა დაიბადა. ამის შესახებ mirror წერს.

05 ივლისი 2020, 00:43

ტაბლოიდი

ჟურნალისტებმა ბრიტანეთის დედოფლის ქოლგების საიდუმლო ამოხსნეს

გამოცემა The Sun-ის ჟურნალისტებმა ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის ქოლგების საიდუმლო ამოხსნეს.

ინდოეთი ოქროს პირბადე

05 ივლისი 2020, 00:30

ტაბლოიდი

ინდოეთში კაცი კორონავირუსისგან დაცვას ოქროსგან დამზადებული ნიღბით ცდილობს

შანკარ კურადემ ოქროსგან დამზადებული ნიღაბი აირჩია, რომელშიც სასუნთქად ნახვრეტებია გაკეთებული. მისი საფასური 3,8 ათას დოლარს აღემატება.

ეთიოპია

05 ივლისი 2020, 00:23

მსოფლიო

ეთიოპიაში მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მომღერლის მკვლელობის შემდეგ არეულობას 150-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 166 ადამიანი დაიღუპა ეთიოპიაში ძალადობრივი დემონსტრაციის დროს, რომელიც ცნობილი მომღერლის მკვლელობას მოჰყვა. იუწყება მედია პოლიციაზე დაყრდნობით. ეთიოპიაში ცნობილი მომღერლის, ჰანტალუ ჰუნდესას მკვლელობამ საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია, რომელიც არეულობაში გადაიზარდა.

05 ივლისი 2020, 00:01

პოლიტიკა

„ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ოთარ სირაძემ რაჭაში აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ვიდეო

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ოთარ სირაძემ ამბროლაურში „ახალგაზრდა მწვანეების“ აქტივისტს, ნიკოლოზ ღლონტს სცემა. ინფორმაციას და ფაქტის დამადასტურებელ ვიდეომასალას „მთის ამბები“ ავრცელებს.

04 ივლისი 2020, 23:59

ტაბლოიდი

შრი-ლანკაზე მდინარის ნაპირიდან ნიანგმა პოლიციელი გაიტაცა

შრი-ლანკაზე ნიანგმა გაიტაცა პოლიციელი, რომელიც მდინარეში ჩავარდნილ ტელეფონს ეძებდა. ამის შესახებ Ada Derana წერს.

ციურიხი

04 ივლისი 2020, 23:40

მსოფლიო

ციურიხის ზოოპარკის თანამშრომელი ვეფხვის თავდასხმას ემსხვერპლა

DW-ის ცნობით, 55 წლის ქალს ვეფხვი მაშინ მიუახლოვდა, როდესაც ის ვოლიერში იმყოფებოდა. ფაქტს რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს, მათ შორის ვიზიტორები და ზოოპარკის სხვა თანამშრომლები, რომლებმაც ქალის დახმარება ვოლიერიდან მისი გამოყვანით სცადეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

სოზარ სუბარი

04 ივლისი 2020, 23:18

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: საპრეზიდენტო არჩევნებზეც კარგად გამოჩნდა, რატომ არ უნდა ოპოზიციას სიძულვილის ენის აკრძალვა

პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგის შუამავალ ელჩებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ საქართველოს და მისი პოლიტიკური პროცესის სტაბილურობას დაუჭირეს მხარი.

04 ივლისი 2020, 23:05

საზოგადოება

თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა

ამერიკის შეერთებული შტატები დღეს დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავს ზეიმობს. ამ დღის აღსანიშნავად, თბილისის ანძა აშშ-ის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.

ილია მეორე

04 ივლისი 2020, 22:47

პოლიტიკა

ილია მეორე: გულითადად გილოცავთ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს, გვსურს გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება და პატივისცემა იმ თანადგომისადმი, რაც წლებია ხორციელდება საქართველოს დასახმარებლად

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პატრიარქის მილოცვას საპატრიარქო ავრცელებს.

04 ივლისი 2020, 22:32

სპორტი

ყაზახეთის საფეხბურთო ჩემპიონატი კორონავირუსის გავრცელების გამო მეორედ შეწყდა

მთავრობამ ვირუსის გავრცელების მატების გამო, 14-დღიანი კარანტინი გამოაცხადა და ეროვნული პირველობაც ავტომატურად შეწყდა.

სოზარ სუბარი

04 ივლისი 2020, 22:20

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: არჩევნების მოგების მაღალი შანსი გვაქვს, რადგან ჩვენს მიმართ ხალხის ნდობა მაღალია

„არჩევნების მოგების მაღალი შანსი გვაქვს, რადგან ჩვენს მიმართ ხალხის ნდობა მაღალია და ეს ყველა გამოკითხვით დასტურდება“, ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

სოზარ სუბარი

04 ივლისი 2020, 21:59

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ოპოზიციამ თვითლიკვიდაცია მოახდინა

„იქნება ორპორალური სისტემის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი და გაცილებით უფრო მრავალფეროვან პოლიტიკურ ძალებს და დებატებს ვიხილავთ პარლამენტში“, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილების დამტკიცების თემაზე ისაუბრა.

04 ივლისი 2020, 21:51

სამართალი

პროკურორი: დავით ჭაკუას ორივე საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულ პირთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს

2006 წლის ე.წ. ციხის ბუნტისა და 2012 წლის ციხის სკანდალური კადრების საქმეებზე ბრალდებულ პირთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პროკურორმა, გიორგი მუჯირმა განუცხადა. მისი თქმით, გენერალური პროკურატურა ამ საქმეებზე ძიებას აგრძელებს.

სოზარ სუბარი

04 ივლისი 2020, 21:30

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: მთლიანობაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს

მგონია, რომ მთლიანობაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი ქვეყანაში მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. ძალიან კარგად მესმის, რომ უამრავი ადამიანია, რომელსაც წაართვეს ქონება და შეიძლება, დღეს ვერ დაუბრუნდეს; უამრავი ადამიანია, რომელიც ფიქრობს, რომ მისი უშუალო მწამებელი სასჯელს ჯერ კიდევ არ იხდის. ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

04 ივლისი 2020, 21:06

საზოგადოება

პრეზიდენტმა ლეჩხუმში რაჩხას ჩანჩქერი, მურის ციხე და უსახელოურის ჯიშის ვაზისგან გაშენენებული ვენახები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა ლეჩხუმში რაჩხას ჩანჩქერი, მურის ციხე და უსახელოურის ჯიშის ვაზისაგან გაშენენებული ვენახები მოინახულა.

სოზარ სუბარი

04 ივლისი 2020, 20:57

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ევროპულმა სასამართლომ სულ ორიოდე თვის წინ მკაფიოდ თქვა, რომ 2006 წელს ციხის ამბოხის დროს, მოხდა ადამიანების სიცოცხლის დაუსაბუთებელი ხელყოფა

„დავით ჭაკუას სახელი კარგად არის ცნობილი ყველა უფლებადამცველისთვის, რომელიც იმ პერიოდში საქმიანობდა ადამიანის უფლებების დაცვის დარგში, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ“, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

ქედა

04 ივლისი 2020, 20:52

სამართალი

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. სოფელ მეძიბნაში მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა.

სოზარ სუბარი

04 ივლისი 2020, 20:21

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: დავით ჭაკუა ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ საქართველოში არ არის სამართლიანი სასამართლო, რაზეც გერმანულმა მხარემ კატეგორიული უარი თქვა

„დავით ჭაკუა ცდილობდა, რომ საქართველოში არ არის სამართლიანი სასამართლო; რომ პოლიტიკური ნიშნით დევნის მსხვერპლი გახდეს“, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

04 ივლისი 2020, 20:12

მსოფლიო

იტალიის პოლიციამ ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების მასშტაბური საქმე გახსნა

იტალიის პოლიციამ, ბავშვთა პორნოგრაფიის საქმე გახსნა. ამის შესახებ გამოცემა Istoé წერს. გამოცემის ცნობით, აკრძალული მასალა მესენჯერით ვრცელდებოდა. პოლიციაში აცხადებენ, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების ქსელში 50 ადამიანი იყო ჩართული. მედიის ინფორმაციით სამი ადამიანი დააკავეს, ხოლო სპეცოპერაცია ქვეყნის 20 რეგიონიდან 15-ში ჩატარდა.