imedi  /  26 ივნისი 2020, 18:02 / სანდო წყარო

დონალდ ტრამპი: ვიხუმრე, როდესაც ვთქვი, რომ კორონავირუსზე ნაკლები ტესტირების ჩატარება ნაკლებ შემთხვევას ნიშნავს

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იხუმრა, როდესაც თქვა, რომ კორონავირუსზე ნაკლები ტესტირების ჩატარება ნაკლებ შემთხვევას ნიშნავს.

„ხუმრობით, სარკაზმით ვთქვი, რომ უამრავ ტესტირებას რომ არ ვატარებდეთ, უკეთესი სიტუაცია გვექნებოდა. თუმცა, ამის გაკეთება არ არის სწორი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ 16 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შტატებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა ტესტირების დიდი რაოდენობით არის განპირობებული.

„თუ ტესტირებას ახლავე შევაჩერებთ, კორონავირუსით ინფიცირების ძალიან ცოტა შემთხვევა გვექნება. ტესტირების ჩვენი სისტემა ძალიან განვითარებულია. გაცილებით დიდია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ამიტომაც ყოველთვის უფრო მეტი შემთხვევა გვექნება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ყველა სიახლე

10 ივლისი 2020, 10:23

სპორტი

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერ ლიგაში რეკორდი დაამყარა

„მანჩესტერმა“ 3, ან მეტი ბურთის სხვაობით ინგლისის ჩემპიონატში, ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო, რაც პრემიერ ლიგის ყველა დროის რეკორდია, - ამის შესახებ ინფორმაციას ESPN ავრცელებს. ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდმა სტუმრად „ასტონ ვილას“ 3:0 მოუგო და გუნდის ფრანგმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ წლევანდელ სეზონში სადებიუტო ბურთი გაიტანა. თითო გოლი კი მეისონ გრინვუდის და ბრუნო ფერნანდეშის ანგარიშზეა, რომელმაც თავი თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა. წლევანდელ სეზონში „იუნაიტედს“ ყველაზე მეტი, ცამეტი პენალტი დაუდეს, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელია.

ნათია თურნავა

10 ივლისი 2020, 10:17

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ხობში ჩინური ინვესტიციით საწარმოს პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია

„ხობში ჩინური ინვესტიციით პლატმასის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია. პროექტი საგანგებო ვითარების პარალელურად მზადდებოდა, უახლოეს პერიოდში კი მშენებლობა დაიწყება. განხორციელდება 50 მილიონი ლარის ინვესტიცია და 400 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანია „გლობალ რისაიქლინგის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

10 ივლისი 2020, 10:15

რეგიონი

ძლიერი წვიმის გამო ფოთის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის განცხადებით, ქალაქში არსებული რვავე სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, თუმცა მათი სიმძლავრე არ ყოფნის უხვი ნალექის გატარებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის დათვლა.

10 ივლისი 2020, 10:13

COVID19

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

10 ივლისი 2020, 10:11

COVID19

ჰონგ-კონგში სკოლებს ისევ დახურავენ

კოვიდინფიცირების შემთხვევების მატების გამო ჰონგ-კონგში სკოლები ისევ დაიხურება. გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ჰონგ-კონგში კოვიდ 19-ით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ჯო ბაიდენი

10 ივლისი 2020, 10:08

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ძალადობის მსხვერპლთა ხსოვნის ნიშნად მუხლი მოიყარა

აშშ-ს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი საპროტესტო აქციის მონაწილეებს სიმბოლური ჟესტით შეუერთდა.

ბათუმი

10 ივლისი 2020, 10:07

სამართალი

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში დაჭრილი არასრულწლოვანი აცხადებს, რომ თვითდაზიანება შემთხვევით მიიყენა

„ის არის კონტაქტური, იმყოფება პოსტოპერაციული განყოფილების პალატაში. დაჭრილი არასრულწოვანი კლინიკაში გუშინ 21:55 საათზე შემოიყვანეს. მას აქვს მუცლის ღრუში შემავალი ნაკვეთი ჭრილობა, ბასრი საგნით მიყენებული. ჭრილობა იყო ღრმა, სისხლდენა ჰქონდა, თუმცა შინაგანი ორგანოები არ არის დაზიანებული“, - განაცხადა მედცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო ცხვარაძემ.

10 ივლისი 2020, 09:54

სპორტი

„ინტერმა” „ვერონასთან“ მატჩი ფრედ დაასრულა და ქულები დაკარგა

ანგარიში მასპინძელთა ფეხბურთელმა ლაზოვიჩმა მატჩის დებიუტში გახსნა, რასაც სტუმრებმა ანტონიო კანდრევას დუბლით უპასუხეს. თუმცა, შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, მიგელ ველოსომ უძლიერესი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და „ინტერს“ გამარჯვების საშუალება არ მისცა.

ათენი

10 ივლისი 2020, 09:45

მსოფლიო

ათენში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

ათენში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებისას 6 პოლიციელი დაშავდა. Euronews-ის ინფორმაციით, პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტების ერთმა ჯგუფმა სამართალდამცავებს ხელნაკეთი ბომბები ესროლა, რასაც პოლიციამ ცრემლმდენი გაზითა და მანათობელი ხელყუმბარებით უპასუხა.

ბოლივია

10 ივლისი 2020, 09:40

მსოფლიო

ბოლივიის დროებითი პრეზიდენტი კორონავირუსით დაინფიცირდა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ჟანინ ანიეს ჩავესი COVID19-ით დაინფიცირდა. ამის შესახებ მან twitter-ის გვერდზე დაწერა.

ბათუმი

10 ივლისი 2020, 09:24

სამართალი

ბათუმში დაჭრილი 17 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა

ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, მედიკოსების თქმით, მდგომარეობა მძიმეა. თვითმხილველების თქმით, ხმაური იყო, თუმცა ფაქტს არ შესწრებიან. ამბობენ, რომ ახალგაზრდა ბიჭი შველას ითხოვდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოძიება 117- ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შსს

10 ივლისი 2020, 09:17

სამართალი

შსს გლდანში სროლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს-ს ცნობით, 2020 წლის 9 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, იმის თაობაზე, რომ გლდანში, აკაკი ვასაძის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან რამდენიმე გასროლა განხორციელდა.

სასაზღვრო პოლიცია

10 ივლისი 2020, 09:12

საზოგადოება

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას კავშირგაბმულობის აღჭურვილობა გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, კავშირგაბმულობის თანამედროვე აღჭურვილობა და საკომუნიკაციო საშუალებები გადაეცა.

შსს

10 ივლისი 2020, 09:08

სამართალი

ვახტანგ გომელაურმა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, კრისტიან ურსესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

გლდანი

10 ივლისი 2020, 09:02

სამართალი

ახალგაზრდა კაცი, რომელიც გლდანში, საცხოვრებელი კორპუსიდან უმისამართოდ ისროდა, პოლიციამ დააკავა

ახალგაზრდა კაცი, რომელიც გლდანში, საცხოვრებელი კორპუსიდან უმისამართოდ ისროდა, პოლიციამ დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად იარაღი ამოიღეს, რომლიდანაც გასროლა განხორციელდა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

გიორგი შაქარაშვილი

10 ივლისი 2020, 08:51

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი. შაქარაშვილის ბიძა „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ ოჯახი მნიშვნელოვან ვერსიად განზრახ მკვლელობას განიხილავს და იმედოვნებენ, რომ დასკვა იქნება კატეგორიული ფორმულირებით და არ დატოვებს პასუხგაუცემელ კითხვებს.

სუსი

10 ივლისი 2020, 08:39

პოლიტიკა

პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს განიხილავენ

პარლამენტის დღეს სამი კომიტეტის, თავდაცვის, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სუსის ანგარიშს განიხილავენ. წლიურ ანგარიშს დეპუტატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი წარუდგენს.

რომან გოცირიძე

10 ივლისი 2020, 08:20

პოლიტიკა

რომან გოცირიძე სუსის ანგარიშზე: გვექნება კითხვა რუსეთის აგენტურის მომრავლებაზე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, პარლამენტში დღევანდელი ანგარიშის განხილვას დაესწრებიან, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო წელიწადს არ იყოს გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსი.

ანრი ოხანაშვილი

10 ივლისი 2020, 08:05

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: რაც არ უნდა იოცნებოს სააკაშვილმა, მისი არაადეკვატური სურვილები და ზრახვები კრახით დასრულდება

„სააკაშვილმა რაც არ უნდა იოცნებოს, რაც არ უნდა დაგეგმოს, მისი არაადეკვატური სურვილები და ზრახვები რასაც ჩვენი საზოგადოება წარსულ პერიოდში თვალყურს ადევნებდა, დასრულდება კრახით“, - ამის შესახებ საპარლამეტო უმრავლესობის წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ავღანეთი

10 ივლისი 2020, 08:00

COVID19

ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა

ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირუსი დაუდასტურდა. საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში როტაციით მყოფი კონტინგენტიდან 28 სამხედრო მოსამსახურე სპეციალური რეისით გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, როტაციით გათვალისწინებულ ვადამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოში ჩამოიყვანეს.