imedi /  26 ივნისი 2020, 22:29 / სანდო წყარო

ბორის ჯონსონი: ვირუსი ჯერ კიდევ აქ არის და ის კვლავ სახიფათოა

ბორის ჯონსონი

ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მოსახლეობას კორონავირუსით გამოწვეული რისკების გაცნობიერებისკენ მოუწოდა.

„მინდა ყველას ვუთხრა, შესაძლოა, ფიქრობთ, რომ თქვენ არ დაინფიცირდებით, რომ უკვდავი და დაუმარცხებელი ხართ და ნაწილობრივ ეს სიმართლეა, განსაკუთრებით თუ ახალგაზრდა ხართ, მაგრამ თუ ვირუსის მატარებელს ხანდაზმული ადამიანების მოკვლა შეუძლია. ვირუსი ჯერ კიდევ აქ არის და ის კვლავ სახიფათოა“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

დიდ ბრიტანეთში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით დაინფიცირების 309 456 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 43 314 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

მიხეილ ყაველაშვილი

02 ივლისი 2020, 17:49

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: თუ ბოკერია ვაკეში დააყენებს კანდიდატურას, მეც იქ დავდგები და დავანახებ, რომ შანსი არ აქვს

„ელენე ხოშტარიას მეტი უპირატესობა აქვს, ბოკერია არ ვიცი. ჩემთვის წარმოუდგენელია ბოკერიას კანდიდატად დაყენება. ყოფილი სპორტსმენი ვარ და პირდაპირ ვიტყვი, დიდ ფორას მივცემდი ბოკერიას, რომ კანდიდატად სადაც დადგება 20-%-ზე მეტს ვერ აიღებს. პირდაპირ ვამბობ, თუ ბოკერია ვაკეში დააყენებს კანდიდატურას, აუცილებლად მექნება კონსულტაცია გუნდთან, რომ მეც დავდგე ვაკეში და იქ დავანახებ, რომ შანსი არ აქვს. შემიძლია ფორაც კი მივცე საკმაოდ დიდი. ხოშტარიას შეიძლება უპირატესობა ჰქონდეს ბოკერიასთან, მაგრამ ჩვენთან მიმართებაში არა“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

დონალდ ტუსკი

02 ივლისი 2020, 17:49

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: კარგად ვიცნობ ტრამპს, ამიტომ ბაიდენის წარმატებისთვის ვლოცულობ

ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე დონალდ ტუსკი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის წარმატებისთვის ლოცულობს. ამის შესახებ ტუსკი Twitter-ზე წერს.

იაპონია

02 ივლისი 2020, 17:47

მსოფლიო

იაპონიის ერთ-ერთ სკოლაში საკვებით 3 500-მდე ადამიანი მოიწამლა

საუბარია დაახლოებით 35 000 ადამიანზე, რომელთაც დიარეა და კუჭის ტკივილი აღენიშნებათ. საიტამას პრეფექტურამ განაცხადა, რომ ტოკიოს ჩრდილოეთით მდებარე 92 000-იან ქალაქში, კომპანია TQC-ის მიერ მიწოდებული ლანჩის მიღების შემდეგ დაზარალდნენ.

02 ივლისი 2020, 17:40

საზოგადოება

ჭიაურელის ქუჩის ზედა ნაწილის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

დიდუბის გამგეობამ უკვე დაასრულა ჭიაურელის ქუჩის ქვედა ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ქუჩაზე გასულ წელს სანიაღვრე ქსელიც მოეწყო. პროექტის განხორციელებამ ადგილობრივ მოსახლეობასა და მიმდებარედ განთავსებულ სამედიცინო დაწესებულებებს დიდი ხნის პრობლემა გადაუჭრა.

წარმომადგენელთა პალატა

02 ივლისი 2020, 17:28

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომელიც ჰონგ-კონგის ავტონომიის შეზღუდვის გამო ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს. კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ ბანკების წინააღმდეგ, რომლებიც ავტონომიის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს ემსახურებიან.

02 ივლისი 2020, 17:24

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. შეხვედრაზე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პროცესში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) როლი.

გიგა ბოკერია

02 ივლისი 2020, 17:22

პოლიტიკა

გიგა ბოკერია რომელიმე რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატად მის დასახელებას არ გამორიცხავს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი არ უარყოფს, რომ რომელიმე რაიონში იგი მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდეს, თუმცა ვაკის რაიონში თავის ინტერესებს გამორიცხავს. „უკვე შეთანხმება გვაქვს, ვინც იყრის კენჭს ვაკის რაიონში და შეთანხმება რატომ უნდა დავარღვიოთ ძალიანაც რომ მინდოდეს ჩემს უბანში კენჭისყრა? არათუ არ ვიყრი, არავინ იყრის ელენე ხოშტარიას გარდა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. კითხვაზე, თავად თუ მოიაზრება სხვა რაიონში მაჟორიტარად, ბოკერიამ ასე უპასუხა: „გამორიცხული არაა, ჩვენ პარტიაში ყველა ვარიანტს განვიხილავთ, - განაცხადა გიგა ბოკერიამ

02 ივლისი 2020, 17:15

ეკონომიკა

სოფლის მეურნეობის მინისტრი და კახეთის მხარის რწმუნებული ხორბლისა და ქერის მოსავლის აღების პროცესს გაეცნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კახეთის მხარის რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ფერმერებს შეხვდნენ და ხორბლისა და ქერის მოსავლის აღების პროცესს გაეცნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

კახა კუჭავა

02 ივლისი 2020, 17:15

პოლიტიკა

კახა კუჭავა: საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რადიკალური ოპოზიციის მიმართ მკაცრ შეფასებებს ვისმენთ

საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რადიკალური ოპოზიციის მიმართ მკაცრ შეფასებებს ვისმენთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. კუჭავამ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გამოთქმულ შეფასებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ გასული წლის ბოლოს, საკონსტიტუციო ცვლილებების ვერ მიღებით, ხელისუფლების მისამართით კრიტიკული განცხადებები კეთდებოდა, ბოლო პერიოდში საკმაოდ მკაცრ კრიტიკას რადიკალური ოპოზიციის მიმართ ვისმენთ.

ლუიზა ვინტონი

02 ივლისი 2020, 17:11

COVID19

გაეროს ელჩი: კორონავირუსის პანდემიაზე საქართველოს რეაგირება იყო სანიმუშო და ამას მთელი მსოფლიო აღიარებს

საქართველოს რეაგირება კორონავირუსის პანდემიაზე იყო სანიმუშო და ამას მთელი მსოფლიო აღიარებს, - ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ჟურნალისტებს განუცხადა. ლუიზა ვინტონის თქმით, ვირუსზე წარმატებული რეაგირება შესაბამისი სექტორების აღდგენას შეუწყობს ხელს.

სტოკჰოლმი

02 ივლისი 2020, 17:08

მსოფლიო

შვედეთი საზღვრებს საქართველოს და კიდევ 13 ქვეყანას გაუხსნის

შვედეთი საზღვრებს ევროკავშირის არაწევრი 14 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის გახსნის. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Local-ი ავრცელებს. საქართველოს, ავსტრალიის, ალჟირის, ახალი ზელანდიის, იაპონიის, კანადის, მაროკოს, მონტენეგროს, რუანდის, სამხრეთ კორეის, სერბეთის, ტაილანდის, ტუნისისა და ურუგვაის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში კარანტინის გავლა ან კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის ჩვენების ვალდებულება არ ექნებათ.

02 ივლისი 2020, 17:07

COVID19

უკრაინაში ბოლო-დღე ღამის განმავლობაში კორონავირუსით 900-მდე ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი 889 ადამიანს დაუდასტურდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში ვირუსი 45 887ადამიანს დაუდგინდა, 1 185 ინფიცირებული გარდაიცვალა. უკრაინაში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 3 მარტს გამოვლინდა.

ევროკავშირის წარმომადგენლობა

02 ივლისი 2020, 16:58

ეკონომიკა

ტანსაცმლის ქართული ინოვაციური ბრენდი ევროკავშირის დახმარებით უფრო მეტ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს დაასაქმებს

„პროექტს ევროკავშირის ინიციატივა EU4Busiess-ისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით GIZ-ი (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ახორციელებს. „კომბინიზონა“ ამ დახმარების შედეგად დამატებით ათი შშმ პირის დასაქმებასაც შეძლებს. „კომბინიზონა“ ბიზნეს კლასტერის - „ტანსაცმლის მდგრადი წარმოება - დამზადებულია საქართველოში“ პოტენციული წევრია, რომელიც პროექტის „კლასტერები განვითარებისთვის“ ძალისხმებით შეიქმნება.

ეკომიგრანტები

02 ივლისი 2020, 16:55

რეგიონი

113 ეკომიგრანტ ოჯახს სახლები დაუკანონდა

უწყების ინფორმაციით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახლებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა ფართები ამ დრომდე დაკანონებული არ ჰქონდათ.

02 ივლისი 2020, 16:51

საზოგადოება

თიბისის Live-სესიები - აქ. ახლა - გრძელდება

თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა - გრძელდება. 2 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს მსახიობ ირაკლი კვირიკაძის სესიას თიბისის Facebook გვერდის დახმარებით. ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, მისი მოდერატორი მწერალი - ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება. სესიის - „აქ.ახლა - ქართული კინოს ახალი თაობა“ ფარგლებში, ირაკლი კვირიკაძე ისაუბრებს პროფესიულ გამოცდილებაზე - თუ რა თვისებები და შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს ახალგაზრდა მსახიობს, რომელსაც ჰოლივუდში წარმატების მიღწევა სურს; როგორ შეიცვალა მსოფლიო კინობიზნესის მოთხოვნები დროსთან ერთად და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მსოფლიო კინოინდუსტრიაში მუშაობა.

ევროპარლამენტი

02 ივლისი 2020, 16:50

მსოფლიო

კარანტინის პერიოდში უცნობმა პირებმა ევროპარლამენტის შენობა გაძარცვეს

კარანტინის პერიოდში უცნობმა პირებმა ევროპარლამენტის შენობა გაძარცვეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს. მისი ინფორმაციით, სულ მცირე 50 ევროპარლამენტარს კომპიუტერები, პლანშეტები და სხვა საოფისე ტექნიკა მოპარეს, როდესაც ისინი ბრიუსელიდან მოშორებით, დისტანციურად მუშაობდნენ. მძარცველები იქექებოდნენ დოკუმენტებში და ამტვრევდნენ სეიფებს, რათა ძვირადღირებული ნივთები წაეღოთ.

02 ივლისი 2020, 16:48

პოლიტიკა

გიორგი გახარიამ გერმანიის ელჩს ნდობისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა

მთავრობის მეთაურმა გერმანელ ელჩს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა მიულოცა, რომელიც ქვეყანამ გუშინ, 6 თვით გადაიბარა. გერმანიის ელჩის თქმით, თავმჯდომარეობის პერიოდში, ევროკავშირის დღის წესრიგში არსებულ პოლიტიკურ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მთავარი პრიორიტეტი ევროპის ქვეყნების მიერ Covid-19-ის პანდემიის შედეგების დაძლევა იქნება.

02 ივლისი 2020, 16:42

COVID19

5 ივლისიდან ყაზახეთში 2-კვირიანი კარანტინი ამოქმედდება

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აიკრძალება მასობრივი და საოჯახო ღონისძიებები. გარდა ამისა, დაიხურება სილამაზის სალონები, სპორტული დარბაზები, ფიტნეს-ცენტრები, ბასეინები, პლაჟები, აკვაპარკები, გასართობი ცენტრები, რელიგიური ობიქტები, კინოთეატრები, საბავშვო ბაღები და სხვა დაწესებულებები.

02 ივლისი 2020, 16:39

ეკონომიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე კანონპროექტი განიხილეს

​დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

შავკანიანი იესო

02 ივლისი 2020, 16:33

მსოფლიო

ბრიტანულ ტაძარში „საიდუმლო სერობის“ ვარიაციას განათავსებენ, რომელზეც იესო შავკანიანად არის წარმოდგენილი

ბრიტანეთში, ჰარტფორდშირის საგრაფოში, სენტ-ოლბანის ტაძარში ლეონარდო და ვინჩის ფრესკის „საიდუმლო სერობა“ ვარიაციას მოათავსებენ, რომელზეც ქრისტე შაკვანიანად არის წარმოდგენილი. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ტილოს განთავსება ტაძარში მოძრაობა Black Lives Matter-ის მხარდასაჭერად გადაწყვიტეს. მისი ავტორი მხატვარი ლორნა მეი უოდსვორტია, რომელმაც ნამუშევარი 2009 წელს დახატა. ქრისტეს პროტოტიპი მისთვის იამაიკელი ტაფარი ჰინდსი გახდა. „ექსპერტები თანხმდებიან, რომ ქრისტეს სავარაუდოდ ახლოაღმოსავლური ნაკვთები ჰქონდა, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ევროპელი მხატვრები მას ტრადიციულად თავისი წარმოსახვის შესაბამისად გამოსახავდნენ. მე ის ისევე „ზუსტად“ წარმოვადგინე, რამდენადაც სწორია იდეა იმის შესახებ, რომ იესო ფლორენტიელს ჰგავს“, - განმარტა მხატვარმა.