01 ივლისი 2020, 10:11 / სანდო წყარო

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 931 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 794 გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2809 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 229.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

15 ივნისი 2021, 17:26

COVID19

ამირან გამყრელიძე: კოვიდ სიკვდილიანობის ძირითადი შემთხვევები პირდაპირ უკავშირდება არაგადამდები დაავადებების არასაკმარისად კონტროლსა და მართვას

„კოვიდ სიკვდილიანობის ძირითადი შემთხვევები და დიდი პროცენტი პირდაპირ უკავშირდება არაგადამდები დაავადებების არასაკმარისად კონტროლსა და მართვას. ამიტომ, ახალ სტრატეგიაში ასევე გათვალისწინებულია პოსტკოვიდური სინდრომი, გახანგრძლივებული კოვიდი და მთელი რიგი რეკომენდაციები ამ მიმართულებით. მომავალი 5 წლის განმავლობაში ქვეყნის ამ მთავარ გამოწვევასთან ბრძოლაში ეს სტრატეგია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

15 ივნისი 2021, 17:23

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ეუთოს გენერალურ მდივანთან ჰელგა მარია შმიდთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

15 ივნისი 2021, 17:21

რეგიონი

ნამახვანჰესის მშენებლობის მომხრეებმა სოფელ ოფურჩხეთში საპროტესტო აქცია გამართეს

ნამახვანჰესის მშენებლობის მომხრეებმა სოფელ ოფურჩხეთში საპროტესტო აქცია გამართეს. ადგილობრივები და კომპანიაში დასაქმებული ადამიანები პროექტის განხორციელებას ითხოვენ.

15 ივნისი 2021, 17:16

საზოგადოება

ნინოწმინდის პანსიონში ხელმძღვანელის უფლებამოსილების გადაბარება დაიწყო

მას შემდეგ, რაც მეუფე სპირიდონი მეუფე იაკობმა შეცვალა, ნინოწმინდის პანსიონში გადაბარების პროცესი მიმდინარეობს. პანსიონში საპატრიარქოს წარმომადგენლები იმყოფებიან. ადგილზეა პანსიონის ახალი ხელმძღვანელიც.

15 ივნისი 2021, 17:06

სამართალი

ბათუმის გეზში არადეკლარირებული 5 930 კილოგრამი საკონდიტრო ნაწარმი გამოვლინდა

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ,,ბათუმი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აზერბაიჯანის მოქალაქის კუთვნილ ავტომობილში განთავსებული ტრანზიტული ტვირთის, რისკის პროფილის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული 5 930 კილოგრამი საკონდიტრო ნაწარმი გამოავლინეს.

15 ივნისი 2021, 17:02

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო პოლიტიკის მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდა.

15 ივნისი 2021, 16:55

საზოგადოება

ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა მუშაობა დაასრულა

„ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის“ თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, მოკვლევის საბოლოო ანგარიშის პროექტი განიხილეს.

15 ივნისი 2021, 16:48

საზოგადოება

15 ივნისი ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა

15 ივნისი ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა, რომლის აღნიშვნაც საზოგადოების განვითარების ყველა სფეროში ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის წახალისებას და მათი უფლებების უკეთ რეალიზებას ემსახურება. ინფორმაციას ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

პაატა იმნაძე

15 ივნისი 2021, 16:45

COVID19

პაატა იმნაძე: ზაფხულის პერიოდი უნდა გამოვიყენოთ, რომ სკოლა უსაფრთხო გახდეს, პედაგოგები აცრილები იყვნენ

„რა თქმა უნდა, ეს არ იქნება იძულებითი ღონისძიება, თუმცა, კერძო სასწავლებლებს შეუძლიათ თავიანთ კონტრაქტებში გაითვალისწინონ ეს. ალბათ, იცით, რომ ბევრ ქართველ სტუდენტს, რომელიც საზღვარგარეთ სასწავლებლად მიდის, არ იღებენ თუ აცრილი არ არის. ეს ნორმალური პრაქტიკაა მსოფლიოში “, - აღნიშნავს პაატა იმნაძე.

15 ივნისი 2021, 16:43

COVID19

საფრანგეთში დღეიდან 12-18 წლის მოზარდების ვაქცინაცია დაიწყო

საფრანგეთში დღეიდან 12-18 წლის მოზარდების ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა Le Figaro წერს.

მედეა ჯანიაშვილი

15 ივნისი 2021, 16:26

ეკონომიკა

მედეა ჯანიაშვილი ზაფხულის ტურისტულ სეზონზე: ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს

დღეიდან ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა და აჭარის შავიზღვისპირეთი ტურისტების მოლოდინშია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მედეა ჯანიაშვილი აცხადებს, რომ მოლოდინები პოზიტიურია და მნიშვნელოვანია ტურისტების მიღება რეგულაციებს სრული დაცვით მოხდეს.

15 ივნისი 2021, 16:16

პოლიტიკა

ბოლნისში დააკავეს კაცი, რომელსაც ბრალად ედება ცოლის ცემა, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა 12 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს - 1981 წელს დაბადებულ ს.ი.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ქალმა გონება დაკარგა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

15 ივნისი 2021, 16:16

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამო“ ბაქოს „ნეფთჩის“ შეხვდება

შვეიცარიაში უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს ჩემპიონის მეტოქე გაირკვა.

15 ივნისი 2021, 16:12

საზოგადოება

რა პროექტები განხორციელდა ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით

თბილისის მერია ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წარსულს ჩაბარდა ინფრასტრუქტურული პროექტების ფასადურად განხორციელების პრაქტიკა.

მიხეილ ჩხენკელი

15 ივნისი 2021, 16:04

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი მოსწავლეებს: ჩვენ მცდელობა არ დავიშურეთ, რომ პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილიყო და ერთობლივი ძალისხმევით ეს მოვახერხეთ

მინდა მადლობა გადაგიხადოთ გამძლეობისთვის თქვენ და თქვენს მასწავლებლებს, რომლებმაც, დამეთანხმებით, დიდი შრომა გაწიეს, საქმისადმი ერთგულებით და მაღალი პროფესიონალიზმით შეძლეს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვა. იმედი მაქვს, რომ მომავალ სასწავლო წელს ისევ საკლასო ოთახებში შეხვდებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უსაფრთხო გარემოში შეძლოთ სწავლის გაგრძელება.

გიორგი კაკაურიძე

15 ივნისი 2021, 16:01

ეკონომიკა

გიორგი კაკაურიძე: საერთო ჯამში, ბიუროკრატიული ხარჯები საკმაოდ შემცირებულია

არასდროს არ მითქვამს და არ ვიტყვი, რომ სადღაც, რაღაც ხარჯის ეკონომიის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ, ზოგადად თუ შეჯამებულად შევხედავთ ბიუროკრატიულ ხარჯებს, დამიჯერეთ, რომ საკმაოდ შემცირებულია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ფრაქცია „ლელოს“ სხდომაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

კრისტიან ერიქსენი

15 ივნისი 2021, 15:56

მსოფლიო

კრისტიან ერიქსენი გულშემატკივრებს მადლობას უხდის

„დიდი მადლობა თქვენი თბილი და საოცარი მოკითხვებისთვის, რომელთაც მთელი მსოფლიოდან მიგზავნით. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. კარგად ვარ - ამ ვითარების გათვალისწინებით. ჯერ კიდევ ვიტარებ გამოკვლევებს საავადმყოფოში, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ“, - წერს ფეხბურთელი.

15 ივნისი 2021, 15:45

საზოგადოება

ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა სპეციალიზაციის მორიგი კურსი ჩატარდა

საქართველოს პროკურატურისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა სპეციალიზაციის მორიგი კურსი ჩატარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

15 ივნისი 2021, 15:38

სპორტი

თბილისი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალს უმასპინძლებს

26 ივნისიდან 1-ლი ივლისის ჩათვლით, თბილისი წყალბურთის მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალს უმასპინძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. ინფორმაცია ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ, საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, აშშ-ის საელჩოს პრეს-ატაშე ჯონ ფერმა და ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დეიან სტანოევიჩმა მიაწოდეს.

15 ივნისი 2021, 15:33

პოლიტიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე იაპონიის ელჩს მოუსმინეს

ელჩის თქმით, მომავალ წელს საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე აღინიშნება, რაზეც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.