imedi /  01 ივლისი 2020, 11:19 / სანდო წყარო

ინფექციური საავადმყოფოში 22 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ

ინფექციური საავადმყოფო

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, განცხადებით, კლინიკაში 2 ახალი ინფიცირებული ჰყავთ. აქედან ერთი ავტომანქანის მძღოლია, მეორე კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„კლინიკიდან გავწერეთ მხოლოდ ერთი პაციენტი და ამჟამად კლინიკაში 22 კოვიდინფიცირებული პაციენტი გვყავს. 2 ახალი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. დაავადება არ პროგრესირებს. ასევე კლინიკაში მყოფი 22 პაციენტის მდგომარეობა უცვლელია, არც ერთთან პროგრესირება არ შეინიშნება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ქვეყანაში კორონავირუსი 931 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 795 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

06 ივლისი 2020, 13:21

COVID19

100 წლის განმავლობაში პირველად, ავსტრალიის 2 შტატს შორის კორონავირუსის გამო საზღვრები ჩაიკეტა

ბოლოს ასეთი ზომა შტატებს შორის 1919 წელს „ესპანკას“ დროს მოქმედებდა, ახლა კი ის კორონავირუსის გამო გახდა საჭირო. ვიქტორიას შტატის დედაქალაქში ბოლო 24 საათში ინფიცირების 127 შემთხვევა გამოვლინდა, სულ კი ქვვეყანაში 8583 ადამიანი დაავადდა.

06 ივლისი 2020, 13:10

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსის 49 199 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსის 49 199 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 271 ადამიანი კი გარდაიცვალა.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა

06 ივლისი 2020, 13:07

რეგიონი

საჩხერის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ თერმული ნისლით წამლობა ტარდება

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, საჩხერის მუნიციპალიტეტში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ჩატარდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სპეციალიზებული ტექნიკითა და თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით სოფლების ტერიტორიები დამუშავდა. შეწამვლითი სამუშაოები უსაფრთხოების წესების დაცვით ღამის საათებში მიმდინარეობს და ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, მეფუტკრეებთან კოორდინირებულად იგეგმება.

06 ივლისი 2020, 13:05

საზოგადოება

„დააგემოვნე საუკეთესო ქართული ღვინოები“ - ლატვიაში ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია დაიწყო

„დააგემოვნე საუკეთესო ქართული ღვინოები“ - ამ სახელწოდებით, ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ლატვიაში დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაცია ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა

06 ივლისი 2020, 13:04

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ვიზიტორებისთვის ტაჯ მაჰალის გახსნა გადაიდო

ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ტაჯ მაჰალის გახსნა ვიზიტორებისთვის გადაიდო. შეგახსენებთ, რომ ტაჯ მაჰალის გახსნა დღეისთვის იყო დაგეგმილი.

რომან გოცირიძე

06 ივლისი 2020, 12:58

პოლიტიკა

რომან გოცირიძე დავით ჭაკუაზე: პასუხისმგებლობა, თუ რამე დანაშაულზე ვსაუბრობთ, ეკისრება პირადად მას და ეს უნდა დაადგინოს სასამართლომ

„როცა კითხვა დამისვით, წარმოდგენა არ მქონდა, უბრალოდ, ვიცოდი, რომ იყო ასეთი ადამიანი, რომლის მიმართაც ჰქონდათ პრეტენზიები. ქართული სასამართლო როგორი ობიექტურია, ვიცით, თუმცა მას ექნება საშუალება, დაიცვას საკუთარი თავი საქართველოს სასამართლოში“.

რომან გოცირიძე

06 ივლისი 2020, 12:57

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: თუ 25 მეტრის რადიუსში არ შეიძლება ვინმე შეეხოს ამომრჩეველს, 80 მეტრის რადიუსში შეიძლება?

25-მეტრიან რადიუსთან დაკავშირებული შეთავაზება არის ცინიკური. კოდექსში არის ჩანაწერი, რომ 25 მეტრის რადიუსში არ შეიძლება ვინმე შეეხოს ამომრჩეველს, თუ 25 მეტრის რადიუსში არ შეიძლება, 80 მეტრის რადიუსში შეიძლება? - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის ინიციატივას, 25-მეტრიანი დისტანციის დაცვის შესახებ მემორანდუმის გაფორმებაზე.

06 ივლისი 2020, 12:57

მსოფლიო

ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში შავი ჭირის გამო საფრთხის რეჟიმი გამოცხადდა

ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დაავადება ადამიანიდან ადამიანზე გადადის და მოუწოდებენ არ ინადირონ და არ მიირთვან ცხოველის ხორცი, რომლებიც შესაძლოა დაავადების გადამტანები გახდნენ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ მონღოლეთის ერთ პროვინციაში შავი ჭირის 2 შემთხვევა დაფიქსირდა.

06 ივლისი 2020, 12:52

COVID19

დღეიდან ლუვრის მუზეუმი ვიზიტორებისთვის იხსნება

დღეიდან პარიზში, ლუვრის მუზეუმი ვიზიტორებისთვის იხსნება. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ლუვრის მუზეუმი თითქმის ოთხი თვის განმავლობაში დახურული იყო.

06 ივლისი 2020, 12:48

სამართალი

სურამში მვლელობის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს

სურამში მომხდარი მვლელობის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს. მოკლული ქალის ცხედარს გორში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება. არსებული ინფორმაციით, 30-წლამდე ასაკის ქალი ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მკვლელობა სახლში ღამით მოხდა. მოტივი უცნობია. მეზობლების თქმით, მათ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტზე არაფერი სმენიათ. მოკლულ ქალს 3 შვილი დარჩა. როგორც imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 11-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.

ლევან თარხნიშვილი

06 ივლისი 2020, 12:37

პოლიტიკა

ლევან თარხნიშვილი: ყველა მოთამაშე სთავაზობდა ხელისუფლებას გაცილებით დიდ მანძილს, ვიდრე 25-მეტრიანი რადიუსია

ცოტა კომიკურად ჟღერს „ქართული ოცნების შეთავაზება“, რადგან მათ ჰქონდათ საშუალება რეალური რეფორმები განეხორციელებინათ, მაგრამ არ გაითვალისწინეს არც ერთი წინადადება, რაც მოდიოდა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი ლევან თარხნიშვილი ირაკლი კობახიძის ინიციატივას, 25-მეტრიანი დისტანციის დაცვის შესახებ მემორანდუმის გაფორმებაზე. „ყველა მოთამაშე მათ სთავაზობდა გაცილებით დიდ მანძილს, ვიდრე 25-მეტრიანი რადიუსია. რაც ასევე მნიშვნელოვანია, წესის დაცვა, პირველ რიგში, დამოკიდებულია სახელმწიფოსა და მათ პოლიტიკურ ნებაზე, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ. პოლიტიკური პარტიები ყოველთვის ვიცავდით და ახლაც დავიცვათ წესსაც და კანონსაც”, - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

გიგლა მიქაუტაძე

06 ივლისი 2020, 12:34

ეკონომიკა

გიგლა მიქაუტაძე სახელმწიფოს მოუწოდებს, საზოგადოების საპენსიო დანაზოგის თანხები ზარალიან კომპანიებში არ ჩადოს

„ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ საპენსიო ფონდის ოფისთან დღეს ბრიფინგი გამართა. მიქაუტაძემ ფონდის საქმიანობისა და მათი არასწორი გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრა. „ლელოს” ლიდერმა საქართველოს მთავრობას მიმართა, რომ სახელმწიფომ საზოგადოების საპენსიო დანაზოგი კორუმპირებულ და ზარალიან კომპანიებში არ ჩადოს.

06 ივლისი 2020, 12:34

საზოგადოება

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უგამოცდოდ ჩაირიცხებიან და მათ სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები მათ მიერვე შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სახელმწიფო გრანტის მაქსიმალური ოდენობით დააფინანსებს, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

06 ივლისი 2020, 12:20

პოლიტიკა

„ლელო საქართველოსთვის" კახეთის ორგანიზაციას წევრები და აქტივისტები ტოვებენ

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის" კახეთის ორგანიზაციას წევრები და აქტივისტები ტოვებენ. გადაწყვეტილება ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გაერთიანების სხვა თანამოაზრეებთან ერთად უკვე მიიღო. ვასილ კობიაშვილი ამის მიზეზად მიუღებელ საკადრო ცვლილებებს და ღირებულებებს ასახელებს

06 ივლისი 2020, 12:15

ეკონომიკა

დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით საგრანტო პროგრამა დაიწყო

პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს. დევნილები სასოფლო-სამეურნეო და თვითდასაქმებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით გრანტებს მიიღებენ.

06 ივლისი 2020, 12:14

საზოგადოება

თელავში საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

თელავში, საგამოცდო პროცესი ექსცესების გარეშე, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ბოლო ინფორმაციით, რეგისტრირებული 233 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 224 გამოცხადდა. დაგვიანება ან საგამოცდო პროცესიდან მოხსნის არც ერთი შემთხვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

მარია ეიდი როკა

06 ივლისი 2020, 12:12

COVID19

ბოლივიის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

ბოლივიის ჯანდაცვის მინისტრს, მარია ეიდი როკას კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

06 ივლისი 2020, 12:10

სპორტი

თბილისში სფფ-ის საფეხბურთო ცენტრი აშენდება

თბილისში, ჭავჭავაძის 49 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე სფფ-ის საფეხბურთო ცენტრი აშენდება. პროექტის ფარგლებში ადგილზე მოეწყობა სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი ადმინისტრაციული შენობით, გასახდელებით, ტრიბუნით, განათებითა და სარბენი ბილიკით.

პიტერ სიიარტო;  გიორგი გახარია

06 ივლისი 2020, 12:04

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოს შეხვდა. მხარეების შეფასებით, პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოში განხორციელებული პირველი მაღალი დონის ვიზიტი მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, თუ რაოდენ მჭიდროა საქართველოსა და უნგრეთის პარტნიორული ურთიერთობები.

06 ივლისი 2020, 12:03

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით 6111 ადამიანი დაინფიცირდა, 135 კი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 661ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 687 862-ს მიღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 125 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 10 296-ს აღწევს. ამასთან, 412 650 პაციენტი გამოჯანმრთელდა.