imedi /  01 ივლისი 2020, 16:33 / სანდო წყარო

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით 400-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით კიდევ 466 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 194 725-მდე გაიზარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 8 985 პაციენტი გარდაიცვალა, 179 800 კი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

05 აგვისტო 2020, 23:53

პოლიტიკა

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში იაპონიის ელჩთან შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ტადაჰარუ უეჰარასთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დავით ზალკალინი

05 აგვისტო 2020, 23:42

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა გაეროს წევრებს რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებული განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა

„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მეგობრებს - ესტონეთს, ბელგიას, გერმანიას, საფრანგეთს, გაერთიანებულ სამეფოს, აშშ-ს, ნორვეგიასა და ირლანდიას, გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და მოცემულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების საკითხების განხილვისთვის“,- წერს ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე.

05 აგვისტო 2020, 23:32

COVID19

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 695 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 695 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

დონალდ ტრამპი

05 აგვისტო 2020, 23:19

COVID19

დონალდ ტრამპი: სკოლები უნდა გაიხსნას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სკოლებში სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს.

თურქეთი კორონავირუსი

05 აგვისტო 2020, 22:54

COVID19

თურქეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა ათასს გადააჭარბა

ქვეყანაში კოვიდინფიცირების 236 112 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 5 784 ადამიანი, 219 506-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

კინო სერიალები

05 აგვისტო 2020, 22:36

კულტურა

დასახელდა სერიალები, რომლებსაც არალეგალურად ყველაზე ხშირად უყურებენ

ერთადერთი პლატფორმა, რომლის შოუც სიაში ორჯერ აღმოჩნდა, ტელეკომპანია The CW გახდა. სპეციალისტები ამას ბოლო დროს სტრიმინგ-სერვისების ამუშავებას უკავშირებენ, რომელთა შორის საკმაოდ ძლიერი კონკურენციაა.

05 აგვისტო 2020, 22:28

მსოფლიო

ბეირუთში აფეთქების შედეგად დანგრეული საავადმყოფოდან ექთანმა სამი ახალშობილი გამოიყვანა

ლიბანელი ფოტოგრაფი, ბილალ ჯავიჩი ბეირუთში მომხდარი მძლავრი აფეთქების შემდეგ გადაღებულ ფოტოს ავრცელებს, რომელზეც ჩანს, თუ როგორ გამოჰყავს ექთანს სამი ახალშობილი აფეთქების შედეგად დაზიანებული ერთ-ერთი საავადმყოფოდან.

05 აგვისტო 2020, 22:23

სპორტი

19 წლის ფეხბურთელი გოგონა ნიდერლანდების სამოყვარულო ჩემპიონატში მამაკაცებთან ერთად ითამაშებს

19 წლის ფეხბურთელი გოგონა, ელენ ფოკემი მამაკაცთა შორის ნიდერლანდების სამოყვარულო ჩემპიონატში გამოვა. ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რითაც სურთ იმის გარკვევა, რამდენად შესაძლებელია ქალების მამაკაცთა ჩემპიონატში ინტეგრირება. ფოკემი უკვე ვარჯიშობს „ფოარუტის“ შემადგენლობაში და მომავალი მატჩებისთვის ემზადება. როგორც ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები აცხადებენ, თუ ექსპერიმენტმა გაამართლა, ისინი ქალ ფეხბურთელებს მამაკაცთა გუნდებში უახლოეს მომავალშიც მიიწვევენ.

05 აგვისტო 2020, 21:59

სამართალი

შსს: დგინდება, რომ კომპანია „ზეგ“ არ ოპერირებს საქართველოში და მისი საქმიანობის შესასწავლად საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

„ამ ეტაპზე დგინდება, რომ კომპანია „ზეგ“ არ ოპერირებს საქართველოში და მისი საქმიანობა დაკავშირებულია საერთაშორისო შეკვეთებთან. კომპანიის საქმიანობის შესწავლის მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს ექსპერტიზები. სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია ოჯახთან. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

05 აგვისტო 2020, 21:42

სამართალი

შსს: თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე Google-ში სუიციდის მეთოდებს ეძებდა, წინა დღეს კი არკვევდა რა მოუვა მის ფეისბუქ-ანგარიშს მისი გარდაცვალების შემთხვევაში

შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ შუალედური ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

05 აგვისტო 2020, 21:30

საზოგადოება

მაშველებმა ახალგაზრდა გოგო გადაარჩინეს

მაშველებმა ახალგაზრდა გოგო გადაარჩინეს. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების ოპერატიული მუშაობის შედეგად, გოგოს მდინარე მტკვრიდან უვნებლად ამოიყვანა მოხერხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

05 აგვისტო 2020, 21:28

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 157 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 157 ათასს გადააჭარბა.

კორონავირუსი ესპანეთი

05 აგვისტო 2020, 21:21

COVID19

ესპანეთში კარანტინის დასრულების შემდეგ კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ქვეყანაში კარანტინის დასრულების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ამასთან, გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი და ჯამში ქვეყანაში COVID-19-ს 28 499 ადმიანი ემსხვერპლა.

05 აგვისტო 2020, 21:18

COVID19

ჯანმო ახალგაზრდებს: დაუსვით საკუთარ თავს კითხვა - ნამდვილად მჭირდება წვეულებაზე წასვლა?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ ახალგაზრდებმა უნდა გადახედონ სოციალურ შეკრებებზე დასწრების ჩვევას.

05 აგვისტო 2020, 21:11

კულტურა

უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვების“ ჩვენება საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მერეთში გაიმართება

უტა ბერიას ფილმ „უარყოფით რიცხვებს“ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მერეთში 7 აგვისტოს ნახავენ. ჩვენება გაიმართება პროექტ „ზაფხულის კინოსკოლის“ ფარგლებში და მას რეჟისორი უტა ბერია დაესწრება, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კონოცენტი ავრცელებს.

რომან გოცირიძე

05 აგვისტო 2020, 20:51

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: სარკოზი დაამცირა პუტინმა, როდესაც მისი ხელმოწერა ფაქტობრივად, ფარატინა ქაღალდად ჩათვალა

რუს დათვს ყოველთვის ეღვიძა და განახორციელა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია ეს ძალიან კარგად იცის ნიკოლა სარკოზიმ, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, მედვედევ-სარკოზის შეთანხმება დღემდე არ არის შესრულებული და პირადად სარკოზი პუტინმა, როდესაც მისი ხელმოწერა მან ფაქტობრივად, ფარატინა ქაღალდად ჩათვალა.

კორონავირუსი აზერბაიჯანი

05 აგვისტო 2020, 20:50

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 33 103 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 476 ადამიანი, 28 840 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ექიმები სასამართლო

05 აგვისტო 2020, 20:33

სამართალი

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორს აღკვეთის ღონისძიებად გირაო, კლინიკის ექიმებს კი პატიმრობა შეეფარდათ

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის, უკანონო საექიმო საქმიანობისა და სამსახურებრივი გულგრილობისთვის დაკავებულ ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს, გიორგი ლობჟანიძეს 100 ათას-ლარიანი გირაო შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

05 აგვისტო 2020, 20:30

მსოფლიო

ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 135-მდე გაიზარდა, დაშავდა 5 000 ადამიანი

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 135-მდე გაიზარდა, დაშავებულია 5 000 ადამიანი. ინფორმაციას Al-Jazeera ლიბანის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლაშა დარსალია

05 აგვისტო 2020, 20:30

თავდაცვა

ლაშა დარსალია: საქართველო სამხედრო ტვირთებთან დაკავშირებულ ყველა საერთაშორისო სამართლის ნორმასა და პრინციპს იცავს

სატრანზიტო ტვირთებთან დაკავშირებით საქართველო ყველა საერთაშორისო რეგულაციას იცავს და საჰაერო გზით შეიარაღების გადაზიდვა ორმხრივი შეთანხმებით ხდება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ „ქრონიკას“ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის იარაღის საკითხზე აგორებულ სკანდალთან დაკავშირებით განუცხადა.