imedi  /  03 ივლისი 2020, 11:09 / სანდო წყარო

4 ივლისიდან ესპანეთი საქართველოსა და კიდევ 11 ქვეყნის მოქალაქეებს საზღვრებს გაუხსნის

ესპანეთის მთავრობა 4 ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებული უსაფრთხო ქვეყნების სიიდან 12 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, საზღვრებს გაუხსნის. ამის შესახებ ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩინეთის, მაროკოსა და ალჟირის შემთხვევაში საზღვრების გახსნა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევიან ეს ქვეყნები ორმხრივობის პრინციპიდან გამომდინარე და გახსნიან თუ არა თავიანთ საზღვრებს ესპანეთის მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 4 ივლისის 00:00 საათიდან ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას ავსტრალიის, კანადის, საქართველოს, იაპონიის, მონტენეგროს, ახალი ზელანდიის, რუანდის, სერბეთის, სამხრეთ კორეის, ტაილანდის, ტუნისისა და ურუგვაის მოქალაქეები შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე პირველი ივლისიდან შესვლა შეეძლებათ.

14 ქვეყანას შორის, რომელთა მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ, საქართველოც არის.

ყველა სიახლე

10 აგვისტო 2020, 11:48

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: პრეზიდენტის პოსტზე ჩემი მიღწევებიდან გამომდინარე, რაშმორის მთაზე ჩემი ქანდაკების განთავსება კარგ აზრად მეჩვენება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო იმის თაობაზე, რომ თეთრმა სახლმა სამხრეთ დაკოტას შტატის გუბერნატორს მიმართა, რაშმორის მთაზე დონალდ ტრამპის ქანდაკების განთავსებასთან დაკავშირებით.

10 აგვისტო 2020, 11:40

საზოგადოება

დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის რეგიონში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება. დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც საკუთრებაში, 2020 წლის 1-ელ თებერვლამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ. განაცხადების მიღების მესამე ეტაპი 10 აგვისტოდან დაიწყო და 11 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. წინა ეტაპებზე მიღებული განაცხადების მონიტორინგის პროცესი უკვე მიმდინარეობს.

10 აგვისტო 2020, 11:39

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული ორი მძიმე პაციენტი მკურნალობს

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 28 პაციენტი მკურნალობდა, მათგან 7 გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გუშინ კლინიკაში დაემატათ 6 ახალი პაციენტი და ამჟამად მკურნალობს კორონავირუსით ინფიცირებული 27 ადამიანი. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 2 მძიმე პაციენტი ჰყავთ, ხოლო დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ან მსუბუქი შემთხვევებია.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 აგვისტო 2020, 11:37

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ხელისუფალი, რომელიც ქვეყანას ვერ აარიდებს ოკუპაციას, არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ - პოლიტიკაში დარჩენას

ხელისუფალი და ის გუნდი, რომელიც ქვეყანას ვერ აარიდებს ჩვენი ქართული ძირძველი ტერიტორიების დაკარგვას და ოკუპაციას, რა თქმა უნდა, ის არ იმსახურებს, არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, პოლიტიკაში დარჩენას, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს”, მიერ მოსახლეობისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას.

გიორგი გახარია

10 აგვისტო 2020, 11:34

რეგიონი

გიორგი გახარია: დარწმუნებულები ვართ, რომ ირაკლი ქადაგიშვილი გაიმარჯვებს და დაიწყებს შრომას კახეთის განვითარებისთვის

კახეთისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, იმ ადამიანთან - ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, რომელიც ამ კუთხის ღირსეული შვილია, რომელიც იქნება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც დარწმუნებულები ვართ, რომ გაიმარჯვებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თელავში, ერეკლეს სასახლის შიდა ეზოში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას განაცხადა.

10 აგვისტო 2020, 11:34

საზოგადოება

დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, „თბილისის ცის ქვეშ“ მუსიკალური საღამოები გაიმართა

დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, პროექტის - „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, „მზიურის“ განახლებულ პარკში Mziuri Fest მოეწყო, რომლის სცენაც მუსიკალურ ბენდებს დაეთმო. თბილისის მერიის ინფორმაცით, ორდღიან ფესტივალზე მსმენელის წინაშე ჯგუფები: LOUDSPEAKERS, MOKUMOKU, „არა“, Bedford Falls, KILLAGES, ON THE ROAD, PITTER J და ერეკლე დეისაძე წარდგნენ. მუსიკალური ღონისძიებები ასევე, დედაქალაქის სხვადასხვა განახლებულ სარეკრეაციო სივრცეში გაიმართა. გოძიაშვილის სახელობის ბაღში ეთნო და ჯაზის მოყვარულები შეიკრიბნენ, ხოლო ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში ქართული ესტრადის წარმომადგენლების კონცერტები ჩატარდა. მუსიკალურ საღამოებს დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება კულტურის სფეროს მხარდაჭერას და მოქალაქეთა განწყობის ამაღლებას ემსახურება.

ირაკლი ქადაგიშვილი

10 აგვისტო 2020, 11:32

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, ცოდნა, შრომა და გამდიდრება - „ქართული ოცნება“, ქართველ ხალხთან ერთად, გავიმარჯვებთ

ბევრი გამოწვევა გვაქვს და ბევრ მათგანთან დაკავშირებით, ჩვენ კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღეთ, მაგრამ გასაკეთებელი საქმე და საზრუნავი საკმაოდ დაგვრჩა. ჩვენი გზა ემსახურება იმას, რომ თვითმმართველობა იყოს უფრო ძლიერი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მარინა ეზუგბაია

10 აგვისტო 2020, 11:22

COVID19

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 25 ახალი შემთხვევიდან მხოლოდ ერთი პაციენტის ინფიცირების წყაროა დაუდგენელი

კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 16 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი და ამჟამად 1010 გამოჯანმრთელებული შემთხვევაა ქვეყანაში. ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 261 პაციენტი მკურნალობს. „25 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი პაციენტი არის გაჩიანიდან, 16 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 1 სამედიცინო პერსონალია, 5 გახლავთ იმპორტირებული, ანუ შემოტანილი შემთხვევა, 1 პაციენტი აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი, ხოლო 1 პაციენტზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების გამოვლენისა და წყაროს დადგენის მიზნით“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

10 აგვისტო 2020, 11:14

პოლიტიკა

კახა კალაძე: კახეთი ძალიან მალე იქნება კიდევ უფრო ძლიერი, ლაღი და მდიდარი მხარე

კახეთი ყოველთვის იყო და დღესაც არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა - ლაღი, მშრომელი ადამიანებით დასახლებულ ამ მშვენიერ და სტუმართმოყვარე მხარეს, ყოველთვის გადამწყვეტი წვლილი შეჰქონდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ თელავში, ერეკლეს სასახლის ეზოში, ამომრჩევლისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, ომიანობის ჟამს კახეთი ფარივით იცავდა საქართველოს აღმოსავლელი დამპყრობლებისგან, მშვიდობიანობის ჟამს კი პურს, ღვინოსა და ლხინს არ აკლებდა ქვეყანას. კალაძის თქმით, „ყველაზე საოცარი და მაგარი ის არის, რომ ამის სურვილს და მზაობას, დღემდე კითხულობ თითოეული კახელი კაცის თვალებში“.

10 აგვისტო 2020, 10:55

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: სახელმწიფოს ხელშეწყობით ქვეყანაში არაერთი ახალი მეურნეობა ყალიბდება, მიმდინარეობს არსებული მეურნეობების მოდერნიზაცია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მდებარე, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აგროკომპლექსი დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

10 აგვისტო 2020, 10:54

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისია წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს 1-ელ სექტემბერს დაიწყებს

კომისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, 24-საათიან რეჟიმში, 50-მდე საერთო ავტორიზაციის მქონე მაუწყებელს გაუწევს მონიტორინგს. მონიტორინგის პროცესში 30-მდე მონიტორი წინასაარჩევნო რეკლამას, წინასაარჩევნო დებატებს.

ალექსანდრე ლუკაშენკო

10 აგვისტო 2020, 10:49

მსოფლიო

ბელარუსის ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი

ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას - 9.9%-მა.

10 აგვისტო 2020, 10:30

სამართალი

ბათუმი-ჩაქვის გზაზე ავარიას 3 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი ემსხვერპლა

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ქვეითი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცნობეს, ავტოსაგზაო შემთხვევისას კიდევ სამი ადამიანი დაშავდა და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

მაქს ფერსტაპენი

10 აგვისტო 2020, 10:26

სპორტი

ფორმულა 1-ის 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სილვერსტოუნის რბოლა მაქს ფერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა

ფორმულა 1-ის 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სილვერსტოუნის რბოლა მაქს ფერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა. „რედ ბულის“ 22 წლის ჰოლანდიელი პილოტი სტარტზე მეოთხე იყო, თუმცა რბოლის მიმდინარეობისას სიტუაცია გამოასწორა და ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა. საერთო ჩათვლას 107 ქულით „მერსედესის“ მრბოლელი ლუის ჰემილტონი ლიდერობს, რომელიც მეორე ადგილზე მყოფ ფერსტაპენს 30 ქულით უსწრებს. ფორმულა 1-ის მომდევნო გრან პრი 16 აგვისტოს ესპანეთის ქალაქ მონტემელოში შედგება.

10 აგვისტო 2020, 10:25

თემა

აფეთქება ბეირუთის პორტში. რა არის ამ დროისთვის ცნობილი?

4 აგვისტოს, დაახლოებით 18:00 საათზე ბეირუთის პორტში აფეთქება მოხდა. შემდეგ გაჩნდა ხანძარი, რასაც მცირე აფეთქებების სერია მოჰყვა და საბოლოოდ - მორიგი ძლიერი აფეთქება, რომელმაც დამანგრეველი ტალღა გამოიწვია. ეს არის ლიბანის დედაქალაქში მომხდარი მოვლენების ქრონოლოგია, რაც ამ დროისთვის არსებული მონაცემებით ექსპერტებმა აღადგინეს. აფეთქებამ რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. რამ გამოიწვია ეს ტრაგედია და როგორია მისი შედეგები? Deutsche Welle-მ ძირითადი ფაქტები შეკრიბა.

10 აგვისტო 2020, 10:19

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიის მონიტორები წინასაარჩევნო მედიამონიტორინგისთვის ევროპის საბჭოს ექსპერტმა, რასტო კუზელმა გადაამზადა

კომუნიკაციების კომისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს 1-ელ სექტემბერს დაიწყებს და 50-მდე სამაუწყებლო არხის რაოდენობრივთან ერთად, თვისებრივი კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს.

10 აგვისტო 2020, 10:02

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი დაინფიცირდა, 10 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1250 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1010-ს შეადგენს.

10 აგვისტო 2020, 09:56

COVID19

გერმანიაში კორონავირუსი კიდევ 436 ადამიანს დაუდასტურდა

რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით კიდევ 436 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 216 327-მდე გაიზარდა. დღე-ღამეში ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ზურაბ ჯაფარიძე

10 აგვისტო 2020, 09:46

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს

„რამდენიმე კვირის წინ, გირჩმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოთიშოდა ოპოზიციის შიგნით მიმდინარე, მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატების შერჩევის პროცესს. ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო სურვილით, გაადვილებულიყო შეთანხმება ერთიან კანდიდატებზე“.

10 აგვისტო 2020, 09:29

საზოგადოება

საქართველოს მასშტაბით აქცია „ექიმები თეთრი ხალათებით" გაიმართება

დღეს, საქართველოს მასშტაბით, ექიმები თეთრი ხალათებით, გამოვლენ სამედიცინო დაწესებულებების წინ და „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" ექიმებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას გააპროტესტებენ, - ინფორმაციას საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ავრცელებს.