imedi /  06 ივლისი 2020, 17:12 / სანდო წყარო

დიმიტრი ხუნდაძე: თუ დღევანდელ ეპიდვითარებას ვერ შევინარჩუნებთ, შესაძლოა უფრო მძლავრი მეორე ტალღა უფრო სწრაფად ვიხილოთ

დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

თუკი წესებს არ დავიცავთ და დღევანდელ სიტუაციას არ შევინარჩუნებთ, უკეთეს შემთხვევაში შესაძლოა, რეგულაციების გამკაცრება მოგვიწიოს და უარეს შემთხვევაში მეორე ტალღა უფრო სწრაფად და უფრო მძლავრიც ვიხილოთ, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

„მოგეხსენებათ არჩევნები ოქტომბერშია, სწორედ ამ პერიოდისთვის ეპიდემიოლოგები კორონავირუსის მეორე ტალღას ვარაუდობენ. ეს მოლოდინი უკვე შეინიშნება, რადგან მსოფლიოში უკვე 11 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. არის ქვეყნები, მაგალითად სამხრეთ ამერიკის, სადაც დაინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს და სიკვდილიანობის მაჩვენებელიც ყურადსაღებია. გასათვალისწინებელია ის, რომ სამეზობლოში საკმაოდ არასახარბიელო ვითარებაა. ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი სამზადისი იმისთვის, რომ შიდა ეპიდვითარება იყოს უსაფრთხო. მაგრამ სრულად იზოლირებული ვერ ვიქნებით მითუმეტეს იმ რეჟიმში, როცა საზღვრების გახსნას დავიწყებთ“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართელოში კორონავირუსი 953 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 830 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

13 აგვისტო 2020, 18:57

რეგიონი

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მესტიის მუნიციპალიტეტს სასურსათო და ჰიგინეური ამანათები გადასცა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მესტიის მუნიციპალიტეტს სასურსათო და ჰიგინეური ამანათები გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ეხმარება ხანდაზმულ, მარტოხელა ადამიანებს, რომლებსაც COVID-19-ით გამოწვეული საფრთხე განსაკუთრებით ემუქრებათ.

გიორგი ვოლსკი

13 აგვისტო 2020, 18:47

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპონენტების მთავარი ამოცანა არის დესტრუქცია, ცხელი კერების შექმნა

„ოპონენტების მთავარი ამოცანა არის დესტრუქცია, ცხელი კერების შექმნა და ისეთი სიტუაციების პროვოცირება, რომ შესაძლებლობისთანავე, საქართველოს ხელისუფლება გარკვეული საკითხების მიმართ არადემოკრატიულ მიდგომებში დაადანაშაულონ. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ დესტრუქციულ ქმედებებს განვითარების საშუალება არ მიეცეს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

13 აგვისტო 2020, 18:41

რეგიონი

ზვიად შალამბერიძე უკრაინის ელჩს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე საქართველოში უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა, რომელიც ქუთაისში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, საუბარი შეეხო როგორც კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებას, ასევე სამომავლო პერსპექტივებს.

13 აგვისტო 2020, 18:37

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 750 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 750 ათასს გადააჭარბა.

იგორ დოლგოვი

13 აგვისტო 2020, 18:33

ეკონომიკა

უკრაინის ელჩი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ნაბიჯი ახალი მეცნიერებისა და ახალი განათლებისკენ

„იმედი მაქვს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ნაბიჯი მომავალში, ახალი მეცნიერებისა და ახალი განათლებისკენ", - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნიკა ნინუა

13 აგვისტო 2020, 18:30

სპორტი

ნიკა ნინუა „პაოკთან“ კონტრაქტს უახლოეს საათებში გააფორმებს

თბილისის „დინამოს“ ყოფილი კაპიტანი ნიკა ნინუა სალონიკში ჩავიდა და „პაოკთან“ კონტრაქტს უახლოეს საათებში გააფორმებს. ბერძნული მედიის ცნობით,, 21 წლის ფეხბურთელი დღეს საღამოს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და მისი წარდგენა სავარაუდოდ ხვალ მოხდება.

13 აგვისტო 2020, 18:27

COVID19

ერაყში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 841 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

იაგო ხვიჩია

13 აგვისტო 2020, 18:18

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: თუკი ოპოზიცია ვერც სამოქმედო გეგმაში შეთანხმდა, ვერც მაჟორიტარებში და ცალ-ცალკე დარჩნენ, შეიძლება ხმები საერთოდ დაიკარგოს

თუკი ოპოზიციამ დაანახა ადამიანებს ის საქმე რომლის გაკეთებასაც ერთობლივად გეგმავდნენ, რაზეც შეთანხმდნენ მაშინ არსებობს შანსი, მათი ხმები შეიკრიბოს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ ახალი კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

იანეზ იანშა

13 აგვისტო 2020, 18:17

მსოფლიო

სლოვენიის პრემიერი: ბელარუსში საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით საპრეზიდენტო არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს

სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა, იანეზ იანშამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბელარუსში საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით საპრეზიდენტო არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს.

გოჩა ენუქიძე

13 აგვისტო 2020, 18:15

რეგიონი

გოჩა ენუქიძე: ზემო რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის 45 მილიონ ლარამდე გამოიყო

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ 45 მილიონ ლარამდე გამოყო ზემო რაჭაში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის და მიმდინარეობს მუშაობა დამატებითი თანხების მოძიებისთვისაც.

13 აგვისტო 2020, 18:09

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, მაცაცო ნარიმანიძე ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, მაცაცო ნარიმანიძე ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირინე ფხოველიშვილს შეხვდა. აუდიენციას რეგიონის მუნიციპალიტეტების მერის მოადგილეები და კულტურის სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ელდარ ჰასანოვი

13 აგვისტო 2020, 18:08

მსოფლიო

სერბეთში აზერბაიჯანის ელჩი დაკავებულია

ბოსნია და ჰერცეგოვინაში, სერბეთსა და მონტენეგროში აზერბაიჯანის ელჩი ელდარ ჰასანოვი დაკავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ჰასანოვს ბრალად საბიუჯეტო სახსრების დიდი ოდენობით არამიზნობრივი ხარჯვა, ქრთამის აღება და სხვა კანონდარღვევები ედება.

აზერბაიჯანი კორონავირუსი

13 აგვისტო 2020, 18:05

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 500-მდე გაიზარდა

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 33 917 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 500 ადამიანი. ვირუსისგან 31 269 პაციენტი განიკურნა.

თენგიზ ცერცვაძე

13 აგვისტო 2020, 18:03

საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძეს მხატვრულ ფილმში გადაიღებენ

ცნობილ იმუნოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, თენგიზ ცერცვაძეს მხატვრულ ფილმში გადიღებენ. როგორც Imedinews ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის პრესსამსახურში განუცხდეს, თენგიზ ცერცვაძეს ეპიზოდურ როლში გადაიღებენ. კერძოდ, რეჟისორისა და სცენარისტის ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმში „გააზიარე სიყვარული“.

შავი ჭირი

13 აგვისტო 2020, 17:58

მსოფლიო

აშშ-ში შავ ჭირს 30 წლამდე კაცი ემსხვერპლა

აშშ-ში, ნიუ-მექსიკოს შტატში შავ ჭირს 30 წლამდე კაცი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს 2015 წლის შემდეგ შავი ჭირით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.

ეკა ბესელია

13 აგვისტო 2020, 17:54

პოლიტიკა

ეკა ბესელია: მნიშვნელოვანია, რომ ახალმა პარტიებმა მეტი ხმა და მანდატი მიიღონ, რადგან ეს ქვეყნისთვის სიახლის მომტანია

შეუძლებელი 50+1 ერთი მანდატი აიღოს ან სახელისუფლებო პარტიამ ან რომელიმე სხვა პარტიამ, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ ახალი კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

სახლი გასაღები

13 აგვისტო 2020, 17:51

საზოგადოება

115 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა

„იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, შესაბამისად მათ არ ჰქონდათ საკუთრებისა და სტაბილურობის განცდა. დაკანონების პროცესი, დევნილებს შესაძლებლობას აძლევს საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართები თავისი სურვილის შესაბამისად განკარგონ“, - ნათვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

13 აგვისტო 2020, 17:47

სპორტი

11-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში ქალთა პირველი რალი რეიდი ჩატარდება

„სათავგადასავლო რალი საქართველო“ - ასეთი სახელწოდება აქვს ქალთა პირველ რალი რეიდს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც 11-დან 17 ოქტომბრამდე ჩატარდება. ეკიპაჟის წევრები როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ავტომოყვარულები იქნებიან და ისინი საქართველოს გარშემო 6 დღის განმავლობაში დაახლოებით 1800 კილომეტრს დაფარავენ. მანქანაში იჯდება ერთი ქალი და ერთი კაცი, რომლებიც პილოტისა და ნავიგატორის ფუნქციების სურვილისამებრ გადაინაწილებენ.

ბათუმი

13 აგვისტო 2020, 17:41

რეგიონი

ბათუმის ბიუჯეტი 10 300 000 ლარით შეივსო

„ჩვენ უმოკლეს ვადებში, ეკონომიკის გუნდთან ერთად მოვახერხეთ, რომ ბათუმის თვითმმართველობის ბიუჯეტისთვის 10 მილიონზე მეტი ლარის ტრანსფერი გამოგვეძებნა. ეს ნიშნავს, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც დაგეგმილი იყო ქალაქის თვითმმართველობის მხრიდან, იქნება ბოლომდე მიყვანილი. არც ერთი საბიუჯეტო ღონისძიება არ იქნება გაუქმებული ან ბიუჯეტიდან მომდევნო წლისთვის გადადებული და მიუხედავად პანდემიისა, მიუხედავად ძალიან დიდი ეკონომიკური გამოწვევისა, ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ, ერთობლივი მუშაობით, რომ აბსოლუტურად ყველა პროექტი ბოლომდე მივიყვანოთ“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მარკ ესპერი დონალდ ტრამპი

13 აგვისტო 2020, 17:32

მსოფლიო

Reuters: დონალდ ტრამპს მარკ ესპერის გადაყენება სურს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელის, მარკ ესპერის მუშაობით უკმაყოფილოა და მისი გადაყენება სურს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი მაღალჩინოსანთა წრეებში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს. თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯად დირმა ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა ტრამპთან დაახლოებული წყაროები სააგენტოსთან საუბარში საპირისპიროს ამტკიცებენ.