06 ივლისი 2020, 18:37 / სანდო წყარო

ესპანეთში კოვიდინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 297 600-ს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 442 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 17 ადამიანი გარდაიცვალა.

სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 297 625 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 28 385 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 31 იანვარს აღწერს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

იაგო ხვიჩია

13 აგვისტო 2020, 18:18

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: თუკი ოპოზიცია ვერც სამოქმედო გეგმაში შეთანხმდა, ვერც მაჟორიტარებში და ცალ-ცალკე დარჩნენ, შეიძლება ხმები საერთოდ დაიკარგოს

თუკი ოპოზიციამ დაანახა ადამიანებს ის საქმე რომლის გაკეთებასაც ერთობლივად გეგმავდნენ, რაზეც შეთანხმდნენ მაშინ არსებობს შანსი, მათი ხმები შეიკრიბოს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ ახალი კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

იანეზ იანშა

13 აგვისტო 2020, 18:17

მსოფლიო

სლოვენიის პრემიერი: ბელარუსში საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით საპრეზიდენტო არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს

სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა, იანეზ იანშამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბელარუსში საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით საპრეზიდენტო არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს.

გოჩა ენუქიძე

13 აგვისტო 2020, 18:15

რეგიონი

გოჩა ენუქიძე: ზემო რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის 45 მილიონ ლარამდე გამოიყო

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ 45 მილიონ ლარამდე გამოყო ზემო რაჭაში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის და მიმდინარეობს მუშაობა დამატებითი თანხების მოძიებისთვისაც.

13 აგვისტო 2020, 18:09

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, მაცაცო ნარიმანიძე ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, მაცაცო ნარიმანიძე ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირინე ფხოველიშვილს შეხვდა. აუდიენციას რეგიონის მუნიციპალიტეტების მერის მოადგილეები და კულტურის სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ელდარ ჰასანოვი

13 აგვისტო 2020, 18:08

მსოფლიო

სერბეთში აზერბაიჯანის ელჩი დაკავებულია

ბოსნია და ჰერცეგოვინაში, სერბეთსა და მონტენეგროში აზერბაიჯანის ელჩი ელდარ ჰასანოვი დაკავებულია. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ჰასანოვს ბრალად საბიუჯეტო სახსრების დიდი ოდენობით არამიზნობრივი ხარჯვა, ქრთამის აღება და სხვა კანონდარღვევები ედება.

აზერბაიჯანი კორონავირუსი

13 აგვისტო 2020, 18:05

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 500-მდე გაიზარდა

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 33 917 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 500 ადამიანი. ვირუსისგან 31 269 პაციენტი განიკურნა.

თენგიზ ცერცვაძე

13 აგვისტო 2020, 18:03

საზოგადოება

თენგიზ ცერცვაძეს მხატვრულ ფილმში გადაიღებენ

ცნობილ იმუნოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, თენგიზ ცერცვაძეს მხატვრულ ფილმში გადიღებენ. როგორც Imedinews ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის პრესსამსახურში განუცხდეს, თენგიზ ცერცვაძეს ეპიზოდურ როლში გადაიღებენ. კერძოდ, რეჟისორისა და სცენარისტის ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმში „გააზიარე სიყვარული“.

შავი ჭირი

13 აგვისტო 2020, 17:58

მსოფლიო

აშშ-ში შავ ჭირს 30 წლამდე კაცი ემსხვერპლა

აშშ-ში, ნიუ-მექსიკოს შტატში შავ ჭირს 30 წლამდე კაცი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს 2015 წლის შემდეგ შავი ჭირით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.

ეკა ბესელია

13 აგვისტო 2020, 17:54

პოლიტიკა

ეკა ბესელია: მნიშვნელოვანია, რომ ახალმა პარტიებმა მეტი ხმა და მანდატი მიიღონ, რადგან ეს ქვეყნისთვის სიახლის მომტანია

შეუძლებელი 50+1 ერთი მანდატი აიღოს ან სახელისუფლებო პარტიამ ან რომელიმე სხვა პარტიამ, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ ახალი კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

სახლი გასაღები

13 აგვისტო 2020, 17:51

საზოგადოება

115 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა

„იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, შესაბამისად მათ არ ჰქონდათ საკუთრებისა და სტაბილურობის განცდა. დაკანონების პროცესი, დევნილებს შესაძლებლობას აძლევს საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართები თავისი სურვილის შესაბამისად განკარგონ“, - ნათვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

13 აგვისტო 2020, 17:47

სპორტი

11-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში ქალთა პირველი რალი რეიდი ჩატარდება

„სათავგადასავლო რალი საქართველო“ - ასეთი სახელწოდება აქვს ქალთა პირველ რალი რეიდს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც 11-დან 17 ოქტომბრამდე ჩატარდება. ეკიპაჟის წევრები როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ავტომოყვარულები იქნებიან და ისინი საქართველოს გარშემო 6 დღის განმავლობაში დაახლოებით 1800 კილომეტრს დაფარავენ. მანქანაში იჯდება ერთი ქალი და ერთი კაცი, რომლებიც პილოტისა და ნავიგატორის ფუნქციების სურვილისამებრ გადაინაწილებენ.

ბათუმი

13 აგვისტო 2020, 17:41

რეგიონი

ბათუმის ბიუჯეტი 10 300 000 ლარით შეივსო

„ჩვენ უმოკლეს ვადებში, ეკონომიკის გუნდთან ერთად მოვახერხეთ, რომ ბათუმის თვითმმართველობის ბიუჯეტისთვის 10 მილიონზე მეტი ლარის ტრანსფერი გამოგვეძებნა. ეს ნიშნავს, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც დაგეგმილი იყო ქალაქის თვითმმართველობის მხრიდან, იქნება ბოლომდე მიყვანილი. არც ერთი საბიუჯეტო ღონისძიება არ იქნება გაუქმებული ან ბიუჯეტიდან მომდევნო წლისთვის გადადებული და მიუხედავად პანდემიისა, მიუხედავად ძალიან დიდი ეკონომიკური გამოწვევისა, ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ, ერთობლივი მუშაობით, რომ აბსოლუტურად ყველა პროექტი ბოლომდე მივიყვანოთ“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მარკ ესპერი დონალდ ტრამპი

13 აგვისტო 2020, 17:32

მსოფლიო

Reuters: დონალდ ტრამპს მარკ ესპერის გადაყენება სურს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელის, მარკ ესპერის მუშაობით უკმაყოფილოა და მისი გადაყენება სურს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი მაღალჩინოსანთა წრეებში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს. თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯად დირმა ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა ტრამპთან დაახლოებული წყაროები სააგენტოსთან საუბარში საპირისპიროს ამტკიცებენ.

13 აგვისტო 2020, 17:30

COVID19

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტში სურსათით მომარაგების პრობლემა არ შეიქმნება

მიუხედავად მანძილისა, მესტიის მუნიციპალიტეტში, ყველგან იქნება სურსათით მომარაგება ისე, როგორც ეს ხდებოდა. ამ მიმართულებით მოსახლეობა ვერ იგრძნობს, რომ პანდემიის რეჟიმშია, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, სოლომონ პავლიაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, დღეს მესტიის მუნიციპალიტეტში შევა დისტრიბუციის მანქანები და მოსახლეობისთვის სურსათი ისეთივე ხელმისაწვდომი იქნება, როგორც აქამდე იყო.

ალექსანდრე ზაგაშვილი

13 აგვისტო 2020, 17:22

COVID19

ყაზბეგის მერის თქმით, მუნიციპალიტეტში სიტუაცია კონტროლირებადია

კითხვაზე, ხომ არ ელოდებიან ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულებას რადგან 500-ზე მეტი ადამიანის კვლევის შედეგები ჯერ კიდევ უცნობია, ზაგაშვილი პასუხობს, რომ ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა რაიმე სახის რეგულაციების გამკაცრების ან ჩაკეტვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

სოზარ სუბარი

13 აგვისტო 2020, 17:18

COVID19

სოზარ სუბარი: მესტიაში ​ლენჯერის მსგავსი სცენარის განვითარებას არ ველით

ამ წუთში მესტიაში მუშაობს 10 ჯგუფი და კიდევ 2 დამატებითი ჯგუფი წამოვიდა ზუგდიდიდან, რომელებიც სოფელ ჭუბერში იმუშავებენ. რადგან მესტიაში აღმოჩნდა ერთი ინფიცირებული გადავწყვიტეთ, რომ დღეს სრულად მოგვეცვა მესტია და ყველა ადამიანი ვინც კი მესტიაში ცხოვრობს უდნა გაიტესტოს, - ამის შესახებ სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

წითელი ჯვარი ნეშტები

13 აგვისტო 2020, 17:18

საზოგადოება

1992-1993 წლების კონფლიქტის შედეგად დაკარგულად მიჩნეული კიდევ 13 პირის ნეშტი იდენტიფიცირებულია

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, ეს შესაძლებელი გახდა 1992-93 წლების აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად გაუჩინარებულ ადამიანებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, რომელიც წჯსკ-ს ეგიდით 2010 წლიდან ფუნქციონირებს და მასში აფხაზი და ქართველი მონაწილეები არიან ჩართული. ეს პლატფორმა მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების სახელით მოქმედებს.

მამუკა მდინარაძე

13 აგვისტო 2020, 17:09

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე Survation-ის კვლევაზე: უნდა ვაღიარო, ყველაზე მიახლოებული მონაცემებია, მაგრამ რეალურად რეიტინგი 60%-მდე გვაქვს

„რეალურად, ეს მონაცემები ყველა ობიექტური მონაცემისგან ცოტათი განსხვავებით, "ქართული ოცნებისთვის" ყველაზე პესიმისტურ სცენარში თუ ჩაჯდებოდა და ყველა ოპოზიციური პარტიისთვის - ყველაზე ოპტიმისტურ სცენარში. თუმცა, გასაგებია, იმ კომპანიამ, რომელმაც კვლევა ჩაატარა, მართლაც გარკვეული სიფრთხილე გამოიჩინა, თავი დაიზღვია და ოდნავ გადაიხარა ოპოზიციური პარტიებისკენ, მათ შორის ალოკაციის მეთოდის გამოყენების დროს და ამიტომ შეიძლება მიიღეს ეს შედეგი, ძალიან რომ მომინდეს ამ ციფრების გამართლება მაშინ ასე ვიტყოდი. პატრიოტთა ალიანსის მონაცემებით 11% გვაქვს, IRI-ს კვლევით 33%, თქვენი კვლევით 52%, ხოლო სინამდვილეში გვაქვს 60%-მდე რეიტინგი, ეს არის რეალობა“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

13 აგვისტო 2020, 17:04

სპორტი

ბერლინის „უნიონის“ ქართველმა ფეხბურთელმა აკაკი გოგიამ მძიმე ტრავმა ბოლომდე მოირჩინა და სეზონის განახლებისთვის გუნდთან ერთად ემზადება

ბერლინის „უნიონის“ ქართველმა ფეხბურთელმა აკაკი გოგიამ მძიმე ტრავმა ბოლომდე მოირჩინა და სეზონის განახლებისთვის გუნდთან ერთად ემზადება, - ამის შესახებ ინფორმაციას Berliner Kurier-ი ავრცელებს. 28 წლის ნახევარმცველი საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილს გამოთქვამდა, თუმცა მძიმე დაზიანების მიღებისა და კორონავირუსის პანდემიის გამო მისთვის მოქალაქეობის მიცემის პროცესი შეფერხდა.

13 აგვისტო 2020, 17:01

საზოგადოება

სტამბოლის, კიევისა და მინსკის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მორიგი ჩარტერული რეისები დაინიშნა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადების შესაბამისად, ავიაკომპანიები ჩარტერულ ფრენებს შემდეგი განრიგით შეასრულებენ...