imedi /  07 ივლისი 2020, 11:24 / სანდო წყარო

მსოფლიო ბანკის დახმარებით, საქართველომ 400 ათასამდე COVID-19 ტესტი და 50 ხელოვნური სუნთქვის აპარატი შეიძინა

მსოფლიო ბანკის COVID-19 -ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების პროექტის ფარგლებში გამოყოფილი 80 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ 250 000 PCR-ტესტი და ასევე, ანტისხეულზე და ანტიგენზე დამყარებული 147 000 სწრაფი ტესტი შეიძინა.

მსოფლიო ბანკის თბილისის რეგიონალური ოფისის ცნობით, ტესტების ეს რაოდენობა ივლისის შუა რიცხვებიდან საქართველოში COVID-19-ის გამოსავლენად, ტესტების ჩატარების გასსამმაგების საშალებას იძლევა.

ამასთან ერთად, მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და მეტიატორობით ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებისთვის შეიძინეს ხელოვნური სუნთქვის 30 აპარატი და ასევე გადაუდებელი დახმარების ხელოვნური სუნთქვის 20 მობილური აპარატი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებისთვის.

გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გადაეცემა In Vitro სამედიცინო სადიაგნოსტიკო აღჭურვილობა.

მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელმაც საქართველოს COVID-19-თან გამკლავებისთვის მხარდაჭერა აღმოუჩინა და ის ლიდერ პარტნიორად მიიჩნევა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით.

მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის COVID-19 -ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების 80 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის პროექტი 2020 წლის 1-ელ მაისს დაამტკიცა, პროექტი პანდემიაზე მსოფლიო ბანკის სწრაფი რეაგირების პაკეტის ნაწილია (FTCF), რომელიც მთავრობას დახმარებას უწევს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით საპასუხო ღონისძიებების განხორციელებაში, ასევე, ღარიბი და მოწყვლადი მოსახლეობისა და იმ პირთა დასახმარებლად, რომლებმაც სამუშაო პანდემიის გამო დაკარგეს.

“ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში მსოფლიო ბანკი საქართველოს გვერდით დგას როგორც ძლიერი პარტნიორი და სწრაფი დახმარების მექანიზმის საშუალებით ქვეყანას ეხმარება ადამიანებთა სიცოცხლის გადარჩენასა და საარსებო სახსრების დაცვაში. COVID-19-ზე რეაგირების ღონისძიებებისთვის საქართველოსთვის მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსების პაკეტი 200 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბებს, რითაც მთავრობას დაეხმარება ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით პანდემიის შედეგებზე რეაგირებაში; ასევე, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების დაცვასა და კრიზისით გამოწვეული ზემოქმედების ქვეშ მყოფი საწარმოების დახმარებაში, ისევე, როგორც, რეფორმების განსახორციელებლად საქართველოს პროგრესის შენარჩუნებაში“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა.

ფინანსური მხარდაჭერის გარდა, მსოფლიო ბანკი აქტიურად განაგრძობს საქართველოს მთავრობისთვის დროული საკონსულტაციო დახმარების გაწევას ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და ეკონომიკური მიმართულებით საუკეთესო გლობალური პრაქტიკის გაზიარების საშუალებით, ისევე როგორც, არსებული კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში. მსოფლიო ბანკი ასევე ასრულებს შესყიდვის აგენტის როლს (კლიენტი ქვეყნების სახელით), რაც გულისხმობს გლობალურ მომწოდებლებთან პირდაპირი ოპერაციების წარმოებას სამედიცინო ტექნიკისა და მარაგების შესაძენად.

ყველა სიახლე

31 ივლისი 2021, 12:47

COVID19

საქართველოში „ფაიზერის“ 160 ათასზე მეტი დამატებითი დოზა შემოვიდა

„ფაიზერისა“ და გერმანული პარტნიორი კომპანიის, „ბიონტექის“ მიერ შექმნილი კოვიდვაცინის - „ფაიზერის“ დამატებითი დოზები უკვე საქართველოშია. ქვეყანამ 160 ათასზე მეტი დოზა მიიღო.

31 ივლისი 2021, 12:18

COVID19

რატომ არაა კორონავირუსი „უბრალოდ გრიპი“ და რა საფრთხეს უქმნის „დელტა“ ვარიანტი ბავშვებს. ივანე ჩხაიძის განმარტება

„როდესაც თავიდან დავიწყეთ კორონავირუსის ჩინური ვარიანტის შეფასება, მისი რეპროდუქციული ინდექსი (რამდენი ადამიანის დაინფიცირება შეუძლია ერთ ინფიცირებულ ადამიანს) 2.5 იყო. მას ყოველთვის ვადარებდით გრიპს, რომლის შემთხვევაშიც, ეს ინდექსი 1.3-ია“.

31 ივლისი 2021, 12:15

საზოგადოება

დიდუბეში 48 მოსასვენებელ სივრცეში ინფრასტრუქტურა განახლდა

დიდუბის რაიონის გამგეობამ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, 48 მოსასვენებელ სივრცეში საპარკო ინვენტარი განაახლა.

31 ივლისი 2021, 11:58

მსოფლიო

ინდოეთში ძლიერი წვიმის გამო ციხის კედელი ჩამოინგრა

ინდოეთში, მადჰია-პრადეშის შტატში ძლიერი წვიმის გამო ციხის კედელი ჩამოინგრა, დაშავდა სულ მცირე 22 პატიმარი. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადგილობრივ პოლიციაში განუცხადეს.

ნინო ჭელიძე და ირაკლი ღარიბაშვილი

31 ივლისი 2021, 11:45

საზოგადოება

ნინო ჭელიძე: ბატონი ირაკლი განათლების საერთაშორისო ცენტრის სულისჩამდგმელია - ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის

განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა, ნინო ჭელიძემ 2021-2022 წლის სტიპენდიანტებსა და კურსდამთავრებულებთან მიმართა და აღნიშნა, რომ პროგრამის სულისჩამდგმელი ირაკლი ღარიბაშვილია.

ირაკლი ღარიბაშვილი

31 ივლისი 2021, 11:26

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი სტუდენტებს: ყველანი უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში, ვინაიდან ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ, ჩვენს მომავალ თაობას

ჩვენ ყველანი ვმოგზაურობთ, ზოგი მიდის უცხოეთში, რჩება, იღებს გამოცდილებას, მაგრამ ჩვენ ყველანი უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში, ვინაიდან, ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ, ჩვენს მომავალ თაობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021-2022 წლის სტიპენდიატებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელი

31 ივლისი 2021, 11:21

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად, საქართველოში, ჭეშმარიტად ევროპული დონის უნივერსიტეტი გვაქვს

„საუკეთესო, რაც შეიძლება, ქვეყანამ გააკეთოს, არის მომავალი თაობის განათლებაში ინვესტირება. ესაა ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნვა“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021-2022 წლის სტიპენდიანტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

31 ივლისი 2021, 11:14

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი სტუდენტებს: ჩვენთვის ყველაზე დიდი ფასეულობა არის განათლება, ვინაიდან მომავალი გეკუთვნით თქვენ

ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი კატაკლიზმი გავიარეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით, როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა. ბევრი ნიჭიერი სპეციალისტი წავიდა ქვეყნიდან, ისინი ახლა წარმატებით საქმიანობენ უცხოეთში. ეს ჩვენთვის დიდი დანაკლისი და ტრაგედიაა, რომ მათ პოტენციალს ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად ვერ ვიყენებთ. ამიტომ ის ფაქტი, რომ თქვენ ბრუნდებით საქართველოში, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, - ამის შესახებ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატებთან და კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

31 ივლისი 2021, 11:09

საზოგადოება

მაშველებმა დაშავებულ ტურისტს დახმარება აღმოუჩინეს

უცხო ქვეყნის ტურისტთა დაახლოებით 15-კაციანი ჯგუფი დაბა სტეფანწმინდაში, სოფელ ჯუთადან აბუდელაურის ტბის მიმართულებით მიდიოდა, რად დროსაც, ერთ-ერთი ტურისტი ფერდობიდან დაგორდა და მდინარეში ჩავარდა, რის გამოც სამაშველო ჯგუფის დახმარება ითხოვეს.

31 ივლისი 2021, 10:52

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,62%-ია

29 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7,62%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 6,78%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 7,35%.

31 ივლისი 2021, 10:50

მსოფლიო

აგვისტოდან, საუდის არაბეთი მხოლოდ სრულად ვაქცინირებულ ტურისტებს მიიღებს

ტურიზმის სამინისტროს ცნობით, სრულად ვაქცინირებულ ტურისტებს შეუძლიათ, შევიდნენ სამეფოში საკარანტინო პერიოდის გავლის გარეშე, იმ პირობით, რომ ჩასვლისთანავე წარადგენენ ვაქცინაციის ოფიციალურ სერტიფიკატსა და PCR-ტესტის უარყოფითი შედეგს, რომელიც მგზავრობამდე არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში იქნება გაკეთებული.

31 ივლისი 2021, 10:49

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 27 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

StopCov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 27 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

31 ივლისი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 3196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3196 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1147 პაციენტი.

31 ივლისი 2021, 10:47

პოლიტიკა

აშშ-ის 2022 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტი საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გამოყიფას ითვალისწინებს და მნიშვნელოვან ჩანაწერს შეიცავს ქვეყნის დეოკუპაციის თვალსაზრისით

აშშ-ის 2022 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში შენარჩუნებულია მნიშვნელოვანი ჩანაწერი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით. 28 ივლისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2022 ფისკალური წლისთვის დაამტკიცა სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების (SFOPs) შესახებ კანონპროექტის თავისი ვერსია.

31 ივლისი 2021, 10:23

კულტურა

კულტურის კომიტეტთან სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება, რომელიც კულტურის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმუშავებს

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეხვდა. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო სექტემბერში შეიქმნება. კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულების მაღალი რანგის სპეციალისტები და ექსპერტები კომიტეტს თავიანთ ხედვებსა და გამოცდილებებს გაუზიარებენ და არსებული პრობლემების გადაჭრაში დაეხმარებიან.

31 ივლისი 2021, 10:22

კულტურა

როგორ გამოიყურება დედოფალი ელისაბედი Netflix-ის ახალ სერიალში. პირველი ფოტო გადასაღები მოედნიდან

სტონტონი სერიალ „დედოფლის“ მეხუთე ეპიზოდში მონაწილეობს. ამ ეპიზოდს მაყურებელი, სავარაუდოდ, 2022 წელს იხილავს. ჯერჯერობით, ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ სერიალში, სნოუდონის გრაფინია პრინცესა მარგარეტის როლს ლესლი მენვილი ითამაშებს, პრინც პილიპისას - ჯონათან პრაისი, პრინცესა დიანას კი - ელიზაბეტ დებიკი.

31 ივლისი 2021, 10:12

თავდაცვა

სენაკში Agile Spirit 2021-ის ფარგლებში მარათონი გაიმართა

მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021-ის ფარგლებში სენაკში მარათონი გაიმართა. გარბენი მეგობრობის საერთაშორისო დღეს, საერთაშორისო მისიებში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას მიეძღვნა.

31 ივლისი 2021, 10:09

რეგიონი

თეა წულუკიანი ბაგრატის ტაძარში არსებულ პრობლემებს გაეცნო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბაგრატის ტაძარი მოინახულა და ადგილზე გაეცნო ტაძარში არსებულ მდგომარეობას. თეა წულუკიანმა კულტურული მემკვიდრეობისა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან, სასულიერო პირებთან და არქიტექტორ-რესტავრატორ ტარიელ კიპაროიძესთან ერთად იმსჯელა ტაძრის წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრის გზებზე.

31 ივლისი 2021, 09:48

სპორტი

სიმონე ბაილსი ბჯენით ხტომასა და ნაირსიმაღლის ორძელზე შეჯიბრიდანაც მოიხსნა

ამერიკელი ტანმოვარჯიშე, ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი სიმონ ბაილზი ბჯენით ხტომასა და ნაირსიმაღლის ორძელზე შეჯიბრს გამოტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სპორტული ტანვარჯიშის ფედერაცია ავრცელებს.

31 ივლისი 2021, 09:42

ეკონომიკა

ნათია თურნავა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ სასტუმროს „მაგნოლიას“ ეწვია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ სასტუმროს „მაგნოლიას“ ეწვია. მასთან ერთად სასტუმროს საქმიანობას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე გაეცნო.