imedi /  07 ივლისი 2020, 13:07 / სანდო წყარო

გაგრძელდება თუ არა ონლაინ სწავლის რეჟიმი - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე

ეპიდსიტუაცია თუ გართულდა ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით ისევ ონლაინ სწავლის რეჟიმში, რისი პრაქტიკაც საქართველოს უკვე აქვს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მარნეულში ჟურნალისტებს განუცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, სამინისტრო განათლების უწყებასთან ერთად ღონისძიებების დახვეწაზე მუშაობს.

„იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია იქნა შენარჩუნებული ისეთი, როგორც დღეს არის, აღვადგენთ სასწავლო პროცესს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ყველა სიახლე

სვეტლანა ტიხანოვსკაია

11 აგვისტო 2020, 10:22

მსოფლიო

ლინას ლინკევიჩუსი: სვეტლანა ტიხანოვსკაიას საფრთხე არ ემუქრება, ის ლიეტუვაშია

ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია ლიეტუვაში იმყოფება. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა Twitter-ზე დაწერა. „სვეტლანა ტიხანოვსკაიას საფრთხე არ ემუქრება, ის ლიეტუვაში იმყოფება“, - წერს ლინკევიჩუსი. მანამდე ბელარუსული და უცხოური მედია წერდა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ტიხანოვსკაიას ადგილსამყოფელი უცნობი იყო.

ირაკლი ღარიბაშვილი

11 აგვისტო 2020, 10:15

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლა არის გმირობის მაგალითი, რომელზეც თაობები უნდა აღიზარდოს

შინდისის ბრძოლა არის ჩვენს თანამედროვე ისტორიაში გამორჩეული და შთამბეჭდავი გმირობის და თავგანწირვის ისტორია, - ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინდისის ბრძოლის წლისთავთან დაკავშირებით, მემორიალის მონახულებისას გააკეთა „ჩვენ აქ შევიკრიბეთ , რომ პატივი მივაგოთ დაღუპული გმირების ხსოვნას , ქედს ვიხდით მათი დიდების და სულების წინაშე. მათ მშობლებს მადლობას ვეუბნებით, რომ ასეთი შვილები აჩუქეს სამშობლოს. ეს არის გმირობის მაგალითი, რომელზეც თაობები უნდა აღიზარდოს. ამ 17 ვაჟკაცმა აჩვენა სამაგალითო თავგანწირვა და გმირობა. მადლობას ვუხდი მათ და ქედს ვიხდი მათ წინაშე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეა ახვლედიანი

11 აგვისტო 2020, 10:12

საზოგადოება

თეა ახვლედიანი: ჩვენი გმირების თავგანწირვამ მოგვცა ვალდებულება იმისა, რომ დავიცვათ და შევინარჩუნოთ მშვიდობა

შინდისის გმირების თავგანწირვამ მოგვცა ვალდებულება იმისა, რომ დავიცვათ და შევინარჩუნოთ მშვიდობა, შემართებით ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგებაზე და სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში ქვეყნის გამთლიანებაზე, რათა საქართველოს არც ერთ ოჯახს არ მოუწიოს ასეთი ტრაგედიის გადატანა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.

სვანეთი

11 აგვისტო 2020, 10:02

რეგიონი

სვანეთში მყოფი 500-ზე მეტი მოქალაქე საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

სვანეთში მყოფი 500-ზე მეტი მოქალაქე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებულ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს. კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებით მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე 20 სასტუმრო დროის უმოკლეს ვადებში საკარანტინო სივრცეებად მოაწყო.

11 აგვისტო 2020, 09:58

პოლიტიკა

შინდისის ბრძოლის მემორიალთან გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს

შინდისის ბრძოლის წლისთავთან დაკავშირებით, მემორიალთან საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და სამხედრო მოსამსახურეები ჩავიდნენ.

ბექა ლილუაშვილი

11 აგვისტო 2020, 09:48

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: ჩვენი კონსულტანტების მთავარი ქვაკუთხედი რეკომენდაციების ნაწილში არის ის, რომ საქართველო უნდა დარჩეს ნათელ წერტილად საინვესტიციო რუკაზე

ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება უმუშევრობა, შესაბამისად ამ მიმართულებით სახელმწიფოს როგორც დამსაქმებლის როლი მნიშვნელოვანი იქნება, განსაკუთრებით კრიზისის აქტიური მიმდინარეობის პერიოდში, როდესაც კერძო სექტორს ამის შესაძლებლობა ნაკლებად აქვს. იგივე ინფრასტრუქტურულ პროექტებში დასაქმების მიმართულებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

11 აგვისტო 2020, 09:44

თემა

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მოულოდნელად ძლიერი ჭექა-ქუხილი დაიწყო

მეხის დაცემის შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 24 ათასი ადამიანი იღუპება. რა არის ის აუცილებელი წესები, რომლებიც ასეთ დროს უნდა დავიცვათ?

11 აგვისტო 2020, 09:40

მსოფლიო

თეთრ სახლთან სროლის გამო დაცვამ დონალდ ტრამპს ბრიფინგი შეაწყვეტინა და ოთახიდან გაიყვანა

თეთრ სახლთან მომხდარი სროლის გამო აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრიფინგი შეაწყვეტინეს და ოთახიდან გაიყვანეს. ამის შესახებ cnbc წერს. გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპი ბრიფინგის ოთახში რამდენიმე წუთში დაუბრუნდა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამართალდამცავებმა შეიარაღებულ პირს ესროლეს და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დავით ბაქრაძე

11 აგვისტო 2020, 09:23

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: რუსეთში გააცნობიერებენ, რომ აგრესიით გააძლიერეს ტემპი, რომლითაც საქართველო წინ მიიწევს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისკენ

„ვფიქრობ, რაღაც მომენტში რუსეთში გააცნობიერებენ, რომ ამ აგრესიით, მათ გააერთიანეს კიდევ ერთხელ ქართველი ხალხის სურვილი და გააძლიერეს ტემპი, რომლითაც საქართველო წინ მიიწევს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისკენ“, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ განაცხადა.

11 აგვისტო 2020, 09:16

საზოგადოება

დღეიდან გამოცდების შედეგების გასაჩივრება შეიძლება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს საშუალება ექნებათ სააპელაციო განაცხადით მიმართონ ცენტრს 11 აგვისტოს 10:00 საათიდან 14 აგვისტოს 18:00 საათამდე. ცენტრის ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადები მიიღება შესაძლებელლია მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge.

11 აგვისტო 2020, 09:04

საზოგადოება

საქართველოში დღეიდან ამინდი გაუარესდება

საქართველოში 14 აგვისტომდე (ძირითადად დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში) ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვა. უწყების განმარტებით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებსა და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

11 აგვისტო 2020, 08:58

რეგიონი

შსს: მესტიის მუნიციპალიტეტში ღამემ მშვიდად ჩაიარა, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო მესტიის მუნიციპალიტეტში დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში ვითარება დამაკმაყოფილებელია, ღამემ მშვიდად ჩაიარა და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

მაიკ პომპეო

11 აგვისტო 2020, 08:57

მსოფლიო

მაიკ პომპეომ ევროპული ტურნე დაიწყო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ევროპის ქვეყნებში ტურნე დაიწყო. პომპეო პოლონეთს, ჩეხეთს, სლოვენიასა და ავსტრიას ეწვევა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღეს ჩეხეთს ესტუმრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ის არმიის მიერ დასავლეთ ჩეხოსლოვაკიის გათავისუფლებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ოთხდღიანი ტურნეს ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განსახილველ თემებს შორის იქნება ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობა, ჩინეთისა და რუსეთის გავლენის საკითხი და კორონავირუსთან ბრძოლა. მაიკ პომპეო იმედოვნებს, რომ „ეს ძალიან მნიშვნელოვანი და პროდუქტიული ვიზიტები“ იქნება.

11 აგვისტო 2020, 08:44

COVID19

დღეიდან ისრაელში COVID19-ის პრევენციისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება

„კოვიდ-19“ის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისრაელის მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციები ძალაში დღეიდან შევა. ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში ახალი რეგულაციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

11 აგვისტო 2020, 08:36

პოლიტიკა

დღეს „ქართული ოცნება“ ლაგოდეხის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს წარუდგენს

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. დღეს მმართველი პარტია ლაგოდეხის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს წარუდგენს.

11 აგვისტო 2020, 08:24

საზოგადოება

დღეს ბერლინიდან სამშობლოში საქართველოს მოქალაქეები სპეციალური ავიარეისით დაბრუნდებიან

საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით დღეს თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით მორიგი სპეციალური რეისი შესრულდება, რაც ქართველი სტუდენტების გერმანიაში გამგზავრებისა და საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

11 აგვისტო 2020, 08:16

COVID19

მესტიიდან გადაყვანილი სამი კოვიდინფიცირებული რუხის კლინიკაში მკურნალობს

ბოლო მონაცემებით, მესტიიდან გადაყვანილი 3 კოვიდინფიცირებული პაციენტი რუხის კლინიკაში მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. რუხის კლინიკაში იმყოფებიან პაციენტები საეჭვო სიმპტომებით, რომელთა ნაწილს სვანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მათი PCR კვლევის პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

11 აგვისტო 2020, 08:07

COVID19

მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე ტესტი 400-მდე ადამიანს ჩაუტარდა

მესტიის მუნიციპალიტეტში ეპიდკვლევები გრძელდება. კორონავირუსზე ტესტი 400-მდე ადამიანს ჩაუტარა და პასუხებს დღეს ელოდებიან. ამ დროისთვის კორონავირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა უშგულსა და ლენჯერში. მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა და გასვლა საპატრულო პოლიციისა და სამართალდამცავი უწყებების მიერ მკაცრად კონტროლდება.

11 აგვისტო 2020, 07:58

რეგიონი

მესტიაში, შავღელეს მონაკვეთთან საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა

მესტიის მუნიციპალიტეტში, შავღელეს მონაკვეთთან, საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა. ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ავტომობილები შეუფერხებლად გადაადგილდებიან. მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, ადგილზე ორი ერთეული სპეციალური ტექნიკა მუშაობდა და გზის გაწმენდით სამუშაოებში ჩართული იყო ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი.

11 აგვისტო 2020, 01:03

მსოფლიო

მინსკში საპროტესტო აქციის ერთი მონაწილე დაიღუპა

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მინსკში საპროტესტო აქციის ერთი მონაწილე დაიღუპა.