imedi /  08 ივლისი 2020, 21:28 / სანდო წყარო

ბრაზილიის პრეზიდენტი: ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენებით თავს კარგად ვგრძნობ და ღვთის წყალობით კიდევ დიდხანს ვიცოცხლებ

ჟაირ ბოლსონარო

ჟაირ ბოლსონარო

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარომ, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს მას შემდეგ, რაც ჰიდროქსიქლოროქინის მიღება დაიწყო.

„მათ, ვინც ჰიდროქსიქლოროქინის წინააღმდეგ გამოდის, მაგრამ სხვა ალტერნატივები არ აქვს, მინდა შევატყობინო, რომ თავს კარგად ვგრძნობ ამ პრეპარატის გამოყენებით და ღვთის წყალობით კიდევ დიდხანს ვიცოცხლებ“, - დაწერა ჟაირ ბოლსონარომ Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.

რამდენიმე დღის წინ ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შესაძლოა კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს. ბოლსონარუ დაავადებას „გრიპს“ უწოდებდა. ივნისის ბოლოს სასამართლომ მას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიღბის გარეშე გამოჩენა აუკრძალა.

ყველა სიახლე

კარლ ჰარცელი

04 აგვისტო 2021, 16:55

საზოგადოება

კარლ ჰარცელი: მინდა მადლობა გადავუხადო კომუნიკაციების კომისიას და ექსპერტებს მედიაწიგნიერების სახელმძღვანელოს მომზადებისთვის

კარლ ჰარცელი მიმართვაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გამოცდილებაზეც საუბრობს და საქართველოში მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას კიდევ ერთხელ აფიქსირებს.

კახა კალაძე

04 აგვისტო 2021, 16:53

სპორტი

კახა კალაძე ლაშა ტალახაძეს კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდის დამყარებასა და ოლიმპიურ ჩემპიონობას ულოცავს

თბილისის მერი კახა კალაძე ლაშა ტალახაძეს კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდის დამყარებასა და ოლიმპიურ ჩემპიონობას სოციალურ ქსელში ულოცავს. „კიდევ ერთხელ - ლაშა ტალახაძე მსოფლიო რეკორდსმენი და ოლიმპიური ჩემპიონია! გილოცავთ, ლაშა! ვულოცავ საქართველოს!“, - წერს კახა კალაძე.

04 აგვისტო 2021, 16:49

საზოგადოება

ირაკლი შოთაძემ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტ მრჩეველთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ახლად დანიშნულ რეზიდენტ მრჩეველს სამართლებრივ საკითხებში ლანა ოუვენსს და ყოფილ რეზიდენტ მრჩეველს, მაიკლ გრანტს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეები ესწრებოდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი

04 აგვისტო 2021, 16:44

სპორტი

ირაკლი ღარიბაშვილმა ლაშა ტალახაძეს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონობა ტელეფონით მიულოცა

მსოფლიო სპორტის ლეგენდა ლაშა ტალახაძე, უკვე მეორედ, ოლიმპიური ჩემპიონია, ვულოცავ ლაშას და სრულიად საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “Facebook”-ში წერს.

ლაშა ტალახაძე

04 აგვისტო 2021, 16:28

სპორტი

ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია 🏋‍♂🥇🇬🇪

ქართველი მძიმეწონოსანი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლაშამ ატაცში 223 კილოგრამი, აკვრაში კი 265 კილოგრამი ასწია. შესაბამისად, ორჭიდში ლაშამ 488-კილოგრამიანი შედეგი დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა.

04 აგვისტო 2021, 16:18

COVID19

ბელგია უკრაინას, კოსოვოს, სომხეთსა და საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გადასცემს

ბელგია უკრაინას, კოსოვოს, სომხეთსა და საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

04 აგვისტო 2021, 16:08

რეგიონი

თუშეთის გზაზე ხევში გადაჩეხილი ავტომობილიდან გერმანელი ტურისტის ამოყვანა შეძლეს

თუშეთის გზაზე ავტოავარიის შედეგად დაშავებული გერმანელი ტურისტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილობრივებმა იგი ხევიდან უკვე ამოიყვანეს. რაც შეეხება კიდევ ორ მგზავრს, რთული რელიეფის გამო მათი ამოყვანა გართულდა, თუმცა ადგილზე სამაშველო ეკიპაჟებს ელოდებიან.

ლევან იოსელიანი

04 აგვისტო 2021, 16:04

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლისგან არანაირ სანქციებზე საუბარი არ ყოფილა

„უნდა ვისაუბროთ პარტნიორებთანაც და მმართველ პარტიასთანაც იმაზე, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევძლოთ ამ შეთანხმებასთან დაბრუნება. ყველა სხვა მოლოდინის შექმნა, რომელიც მმართველ პარტიას აიძულებს დაუბრუნდეს ამ შეთანხმებას, მათ შორის, პერსონალურ სანქციებზე საუბარი რელევანტურად არ მიმაჩნია, რადგან ასეთი საუბრები ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ შედეგი არ დამდგარა. არსებით საკითხებზე საუბარი მიმაჩნია სწორად. როცა სანქციებზეა საუბარი, ეს ვნებს ქვეყანას. კონკრეტულ ადამიანებს რა სანქციები დაედებათ, ეს მე ნაკლებად მადარდებს, მაგრამ თუ დაედება რაიმე ტიპის სანქცია ქვეყანას და ამის გამო დაზარალდებიან მოქალაქეები, ეს იქნება ჩემთვის ყველაზე სამწუხარო და მტკივნეული ამ ამბავში, მაგრამ მე გუშინ მქონდა შეხვედრა და ამ საკითხებზე იქ საუბარი არ ყოფილა. მე უფრო მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა დავბრუნდეთ მსჯელობაში იმ ნაწილზე, რომელსაც მიშელის შეთანხმება ითვალისწინებს. მაგალითად, შეგვიძლია თუ არა გავაგრძლოთ მსჯელობა სასამართლო რეფორმაზე, პარლამენტს შიგნით ოპოზიციის როლის გაძლიერებაზე და წამოვა თუ არა ამაზე მმართველი პარტია - ჩემთვის ეს არის საინტერესო,"- განაცხადა იოსელიანმა.

ნიკო თათულაშვილი

04 აგვისტო 2021, 15:49

პოლიტიკა

ნიკო თათულაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერის მრჩევლად დაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნიკო თათულაშვილს განათლება მიღებული აქვს ესექსის, ლუნდის, ცენტრალური ევროპის, ბერნის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

ლაშა ტალახაძე

04 აგვისტო 2021, 15:39

სპორტი

ლაშა ტალახაძემ ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ქართველი მძიმეწონოსანი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ატაცის ვარჯიშის შემდეგ პირველ ადგილზეა.

თამარ გაბუნია

04 აგვისტო 2021, 15:26

COVID19

თამარ გაბუნია: ინფიცირების 4000-ზე მეტი შემთხვევა მიუთითებს იმას, რომ მეოთხე ტალღის პიკია

„7 000-მდე საწოლია დღევანდელი მდგომარეობით მობილიზებული, დამატებითი კლინიკებიცაა ჩართული, რომ თუ პაციენტს ჰოსპიტალური მართვა სჭირდება, ჰოსპიტალში იყოს. გუშინ ჩვენ კიდევ დავამატეთ ონლაინ კლინიკის პერსონალი, იმისთვის რომ სატელეფონო ზარებზე პასუხის დაგვიანებას ადგილი არ ჰქონდეს. პრევენციული ზომების გატარება ამ პირობებში საკმაოდ რთულია, მთავარი დაცვის საშუალება პირბადის გამოყენებაა“, - განაცხადა გაბუნიამ.

სოფელი პატარძეული

04 აგვისტო 2021, 15:10

რეგიონი

სოფელ პატარძეულის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სამუშაოები სექტემბერში დაიწყება

წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს. კომპანიის განცხადებით, ამჯერად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის წყალმომარაგებისთვის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

04 აგვისტო 2021, 15:03

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა

ინდონეზიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 100 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინდონეზიაში კორონავირუსის 3.53 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 100 636 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ირაკლი ზარქუა

04 აგვისტო 2021, 14:53

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე: ევროკავშირიდან არანაირი სანქცია არ იქნება, რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით, რასაც ვამბობთ

"გვახსოვს ოპოზიციიდან ევროკავშირს რომ ეუბნებოდნენ, ვიზალიბერალიზაცია არ მისცეთო. ისიც გვახსოვს, ინფორმაციას რომ ავრცელებდნენ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოს ბიუჯეტი სანქციებში მოაქციაო. ამ დროს კი აღმოჩნდა, რომ 123 მილიონი, ყველაზე მაღალი ბიუჯეტი ჰქონდა დამტკიცებული ჩვენს მხარდასაჭერად. საქართველოსთან მიმართებაში რადიკალური ოპოზიციის არაჯანსაღი ხედვები არ სრულდება-ხოლმე. ახლაც არანაირი სანქცია არ იქნება, რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით, რასაც ვამბობთ. შარლ მიშელის დოკუმენტი იყო მნიშვნელოვანი. იქ ჩაიწერა პუნქტები რომლებიც ორივე მახარეს უნდა შეესრულებინა. ჩვენ შევასრულეთ და ვასრულებთ ამ პუნქტებს. ახლაც პროცესში ვართ. ხოლო რადიკალურმა ოპოზიციამ ნიველირება გააკეთა, არც მოაწერა ხელი, არც შემოვიდა საარჩევნო რეფორმის და სასამართლო რეფორმის განხილვაში და ახლა ცალმხრივად არ გამოდის. არ არის სწორი",- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

04 აგვისტო 2021, 14:46

რეგიონი

თუშეთში ავტომანქანა ხევში გადაიჩეხა, არის მსხვერპლი

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. Imedinews-ის ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტომობილი ე.წ. ბოთლის წყალთან რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. გარდაიცვალა ერთი ადამიანი. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სამაშველო ეკიპაჟი გაიგზავნა. აღნიშნულ ტერიტორიაზე სატელეფონო კავშირის არ არსებობის გამო მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

რამაზ ზოიძე

04 აგვისტო 2021, 14:39

სპორტი

რამაზ ზოიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი ვერ მოიპოვა

67 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ რამაზ ზოიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი ვერ მოიპოვა.

04 აგვისტო 2021, 14:37

საზოგადოება

სატყეო სააგენტო მოსახლეობას ტყეში გადაადგილებისას სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე ტყეში გადაადგილებისას, დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების წესები, მოქალაქეებმა კერძო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე, საძოვრებსა და სათიბებზე არ დაწვან ნარჩენები და თავი შეიკავონ კოცონის დანთებისგან.

მეხის დაცემა

04 აგვისტო 2021, 14:35

მსოფლიო

ბანგლადეშში მეხის დაცემის შედეგად ქორწილში 16 სტუმარი დაიღუპა

შემთხვევა ქალაქ შინბგანჯში მოხდა. სტუმრები და ნეფე სანაპიროზე თავშესაფარს ეძებდნენ, როცა იქ რამდენიმე მეხი დაეცა. პატარძალი ჯგუფთან ერთად არ იმყოფებოდა. შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, ნეფე კი დაშავდა.

04 აგვისტო 2021, 14:34

მსოფლიო

ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაისროლეს

ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაისროლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძე

04 აგვისტო 2021, 14:23

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტის განცხადებაზე: არ მგონია, ვითარება სწორად იყო წარმოჩენილი

ითქვა თითქოს, ოპოზიცია შემოვიდა პარლამენტში და ის კონსტრუქციულად მუშაობდა და რომ, ისევ მოწმენდილ ცაზე მეხივით იყო მიღებული გადაწყვეტილება ამ ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. იგი შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით გაკეთებულ პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.