imedi /  10 ივლისი 2020, 12:13 / სანდო წყარო

მაია ცქიტიშვილი: პოლონეთი მზად არის, საქართველოს საზღვარი გაუხსნას, თუმცა იქ მაღალი ავადობაა

მაია ცქიტიშვილი

მაია ცქიტიშვილი

მიუხედავად იმის, რომ პოლონეთი გამოთქვამდა მზადყოფნას საქართველოსთვის კარანტინის გარეშე საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით, სტატისტიკა რომ შევადაროთ, დღეს საქართველოს ავადობასთან დაკავშირებით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს და ეს არ არის უბრალო სიტყვები. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პოლონეთში მაღალი ეპიდემიოლოგიური ფონია. „პოლონეთი კი არის მზად, რომ საქართველოს გაუხსნას საზღვარი, სადაც ავადობის მაჩვენებელი დაბალია, მაგრამ სამწუხაროდ, პოლონეთშია მაღალი ავადობაა. ჩვენ თუ გვინდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ეკონომიკას და მოქალაქეების ჯანმრთელობას, ჩვენ საკმაოდ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ამ ზონებს“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

მინისტრის განმარტებით, ვითარება იმ ქვეყნებშიც რთულდება, რომლებსაც საზღვრები გახსნილი აქვთ.

„გუშინ იტალიამ 13 ქვეყანას დაუკეტა საზღვარი. ასევე რთულდება ვითარება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საბერძნეთი, სადაც აქტიურად გაიხსნა კარი ყველა ტურისტისთვის და საბერძნეთიც ფიქრობს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნისთვის შეზღუდვების ხელახლა დაწესებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენს ქვეყანაში მოვლენილ ელჩებთან და ასევე საკონსულოებთან ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს და დამერწმუნეთ, არავითარი უკმაყოფილება არ არის. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის ეკონომიკის წინაშე. დღეს გვაქვს საშუალება გახსნილი გვქონდეს პრაქტიკულად ყველა ბიზნესი, უნდა გვახსოვდეს, რომ ამას გავუფრთხილდეთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ყველა სიახლე

ნიკოლოზ კაჭარავა

06 აგვისტო 2020, 14:47

სპორტი

ნიკოლოზ კაჭარავა კვიპროსის „ანორთოსისს“ გამარჯვებაში დაეხმარა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ნიკოლოზ კაჭარავა კვიპროსის „ანორთოსისს“ გამარჯვებაში დაეხმარა. „ომონიასთან“ გამართული ამხანაგური შეხვედრა თემურ ქეცბაიას მომზადებულმა გუნდმა 2:1 მოიგო, გადამწყვეტი ბურთი კი 47-ე წუთზე ფამაგუსტას გუნდის 26 წლის ქართველმა ფორვარდმა გაიტანა. თორნიკე ოქრიაშვილმა პირველ ტაიმში ითამაშა, კაჭარავა კი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა და გამოსვლიდან ორ წუთში გაიტანა.გიორგი ლორიასა და ბუბა დაუშვილს არ უთამაშიათ.

06 აგვისტო 2020, 14:46

სპორტი

ტყიბულის „მეშახტეში“ იაპონელი ფეხბურთელი ტაიგა ვატაბე გადავიდა

ტყიბულის „მეშახტეში“ იაპონელი ფეხბურთელი ტაიგა ვატაბე გადავიდა. 28 წლის ნახევარმცველმა საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ლიგის გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ თანაგუნდელებთან ერთად უკვე ორჯერ ივარჯიშა. ვატაბემ სამშობლო 10 წლის წინ დატოვა და უკანასკნელი ექვსი წლის მანძილზე ტაილანდის ჩემპიონატში გამოდიოდა. ის ოთხ ენაზე საუბრობს და საფეხბურთო ტანსაცმლის მაღაზიათა ხაზი აქვს. მესამე დივიზიონში „მეშახტე“ სამი ტურის შემდეგ 1 ქულით მეცხრე ადგილზეა და ტყიბულელები ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან.

გიორგი ვოლსკი

06 აგვისტო 2020, 14:46

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ეს უკანონო ბორდერიზაცია კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ დანაშაულებრივ შეცდომებს, რომელიც ჩვენმა წინამორბედმა ხელისუფლებამ ჩაიდინა

უკანონო ბორდერიზაციას იწვევს უკანონო ქმედებები, რომელიც აგრესორმა ქვეყანამ ჩაიდინა. 8 აგვისტოს წინ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ეს უკანონო ბორდერიზაცია კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ დანაშაულებრივ შეცდომებს, რომელიც ჩვენმა წინამორბედმა ხელისუფლებამ ჩაიდინა - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

06 აგვისტო 2020, 14:33

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ადამიანის მტერი უნდა იყო, რომ მთავრობას მიუთითო, თითქოს ეს დახმარებები მოსყიდვაა

ძალიან რთული პერიოდია საქართველოში, მთელ მსოფლიოში. არის ეკონომიკის ვარდნა. 17%-მდე იყო ეკონომიკის ვარდნა აპრილსა და მაისში. ახლა ნაკლებია მაგრამ ეკონომიკა ძალიან რთულ ვითარებაშია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა. გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა ოპონენტების კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ სოციალური დახმარებების ახალი პაკეტი მოსახლეობის წინასაარჩევნო მოსყიდვაა და მას უსაფუძვლო უწოდა.

06 აგვისტო 2020, 14:27

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრო უმაღლესში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-ით დააფინანსებს

ჯარისკაცზე ორიენტირებული ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, თავდაცვის უწყება მორიგ ახალ პროექტს იწყებს, რომელიც სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის - 2 250 ლარის ნახევარის დაფარვას. გარდა ამისა, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდია“ დაენიშნებათ.

ნათია თურნავა

06 აგვისტო 2020, 14:24

საზოგადოება

ნათია თურნავა: ბეირუთში მომხდარი ტრაგედიის და 7 წლის წინ საქართველოში დატვირთული გემის ერთმანეთთან დაკავშირება უსაფუძვლოა

„ეს იყო 7 წლის წინ და ამ პერიოდის განმავლობაში ვინ შეიძინა, რა ტექნიკური გაუმართაობა ჰქონდა გემს, რა პირობებში იყო ეს საქონელი შენახული და ასე შემდეგ, ამაზე ექსპორტიორი ქვეყანა ვერ აგებს პასუხს. მცდელობა, რომ ეს სავალალო ფაქტი, რის გამოც ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ და 7 წლის წინ ჩვენთან დატვირთული გემი დავაკავშიროთ ერთმანეთთან, არის უსაფუძვლო”,-განაცხადა თურნავამ.

ირაკლი ბერაია

06 აგვისტო 2020, 14:08

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: საქართველო აშშ-ის კონგრესში მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს და ამისი ნათელი დადასტურებაა ქვეყნის მიმართ მხარდამჭერი გზავნილები სხვადასხვა სამართლებრივ აქტში

საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს და ამისი ნათელი დადასტურებაა ქვეყნის მიმართ მხარდამჭერი გზავნილები სხვადასხვა სამართლებრივ აქტში, მათ შორის, აპროპრიაციისა და თავდაცვის ავტორიზაციის აქტში“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

ნათია თურნავა

06 აგვისტო 2020, 13:56

ეკონომიკა

„ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები ერთჯერად 1 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ფრონტერას“ ყოფილ თანამშრომლებზე ერთჯერადი, 1 200-ლარიანი დახმარება გასცეს. ნათია თურნავას განმარტებით, მთავრობა „ფრონტერასთან" პოზიტიურ კომუნიკაციაშია და „ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლების მიმართ სახელფასო დავალიანების დაფარვისკენ მოუწოდებს.

დავით ზალკალიანი

06 აგვისტო 2020, 13:49

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიუღებელია

საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიუღებელია და ეს დღევანდელი ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების დღის წესრიგს სერიოზულ საფრთხეს უქმნის, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებმაც გაეროს უშიშროების ფორმატში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმსჯელეს.

ნათია თურნავა

06 აგვისტო 2020, 13:47

საზოგადოება

ნათია თურნავა: აგვისტოს ბოლომდე ათენსა და თბილისს შორის ერთი ფრენა შესრულდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ეგეოსის ავიახაზებთან“ შეთანხმება მიღწეულია და აგვისტოს ბოლომდე ათენსა და თბილისს შორის ერთი ფრენა შესრულდება. როგორც თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა, ამ პერიოდში საქართველოსა და საბერძნეთს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ. მისი თქმით, ქვეყნებს შორის ურთიერთობები ძალიან მყარი და პოზიტიურია და მას არანაირი ჩრდილი არ მიადგება.

ნათია თურნავა

06 აგვისტო 2020, 13:43

პოლიტიკა

ნათია თურნავა: ჩვენ სრულ გარანტიას ვიძლევით, რომ არჩევნებს დემოკრატიულად ჩავატარებთ

ჩვენ სრულ გარანტიას ვიძლევით, რომ არჩევნებს დემოკრატიულად ჩავატარებთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. „ჩვენ სრულ გარანტიას ვიძლევით, რომ არჩევნებს დემოკრატიულად ჩავატარებთ. კორუფციის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ტრანსფარენტული ქვეყანა ვართ, რაც არაერთხელ ასახულა საერთაშორისო რეიტინგებში. რაც შეეხება ნებისმიერი მაღალი რანგის აქტს, რაც მიღებულია დღემდე ან მიიღება აშშ-ს სხვადასხვა სტრუქტურაში, იქ პირველ რიგში ასახულია ის პროგრესი, რაც გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

06 აგვისტო 2020, 13:43

საზოგადოება

UNDP-მ თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

„დღეს, გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონულ ხელმძღვანელთან ერთად, ვეწვიე მიუსაფართა თავშესაფარს, რომელსაც UNDP–მ საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა. შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე, კერძოდ კი, განათლების კომპონენტის დანერგვის მიმართულებით UNDP–ის მხრიდან დახმარებაზე“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

თეა ახვლედიანი

06 აგვისტო 2020, 13:38

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ჩვენ გვადარდებს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ბედი

ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ჩვენ გვადარდებს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ბედი, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თმით, მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო გუნდის მიერ გამოცხადებული ნდობა, რისთვისაც მან მადლიერება გამოხატა.

ირაკლი ბერაია

06 აგვისტო 2020, 13:34

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: ძალიან სასაცილოა, როდესაც ადამიანები, ვინც 2008 წელს ლამის რუკიდან გააქრეს ჩვენი ქვეყანა, საქართველოს რადარებიდან გაქრობაზე საუბრობენ

მისივე თქმით, ოკუპაცია, ერთი მხრივ, არის რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის და მეორე მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობის”, მაშინდელი ხელისუფლების - დანაშაულებრივი რეჟიმის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების პირდაპირი შედეგი.

 ირაკლი შოთაძე

06 აგვისტო 2020, 13:29

სამართალი

გენერალური პროკურორი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს შეხვდება

დღეს, 14:00 საათზე გენერალურ პროკურატურაში, ირაკლი შოთაძე გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს შეხვდება. როგორც გარდაცვლილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, გენერალურ პროკურორთან მისი ძირითადი მოთხოვნა გამოძიებაში ფედერალური ბიუროს ჩართვა და თვითმკვლელობის ვერსიის გამორიცხვა იქნება.

გიორგი გახარია

06 აგვისტო 2020, 13:21

ეკონომიკა

გიორგი გახარია: პარლამენტში ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მითხრა ეს ძალიან ცოტააო და უნდა გააგრძელოთო, ვუთხარი, ზუსტად თქვენს რჩევას გამოვიყენებ ამ დახმარებას რომ გამოვაცხადებ, გავიხსენებ-მეთქი

„ეს 80 000 ადამიანი, რომელმაც ნაწილობრივ დაასაბუთა, მაგრამ იდეალური არ იყო ეს დოკუმენტაცია, სწორედ ის ხალხია, რომელთაც ეს დასაბუთება უჭირდათ. დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ ვხურავთ ამ პროგრამას და იმის გამო, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი გრძელდება ამ 80 000 მოქალაქესაც ვუნაზღაურებთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ირაკლი ბერაია

06 აგვისტო 2020, 13:10

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: ჩვენი პარტნიორების განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციის საკითხი მაღალ დონეზე აქტიურად დგას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში

„რასაკვირველია ჩვენ გვაქვს გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა, ჩვენ მტკიცედ ვემხრობით სამშვიდობო ნაბიჯებს, ჩვენ სამშვიდობო ინიციატივას, რომელსაც მხარს უჭერს მთელი ცივილიზებული სამყარო და გამოსავალი ამ პრობლემის გადასაწყვეტად არის ერთადერთი - კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა“- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ეკატერინე ტიკარაძე

06 აგვისტო 2020, 12:59

COVID19

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდგადატანილი უსიმპტომო პაციენტების გამოსავლენად საქართველოში მასშტაბური კვლევა დაიწყება

სულ მალე დაიწყება მასშტაბური კვლევა საქართველოში, რათა გამოვლენილი იყოს ყველა ის შესაძლო პაციენტი, რომელსაც აქვს კოვიდი გადატანილი უსიმპტომო ფორმით, - ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებოა, თუმცა სტაბილური, რადგან მისი მართვა ხდება. მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას დამყოლობისკენ.

თეონა თამაზაშვილი

06 აგვისტო 2020, 12:53

სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა შიმშილობის დაწყებას გეგმავს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი გენერალურ პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებას გეგმავს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შიმშილობას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე მისი მოთხოვნა არ შესრულდება. თეონა თამაზაშვილის განმარტებით, იქამდე იშიმშილებს, სანამ FBI-ი არ ჩაერთვება მისი შვილის გამოძიების საქმეში და არ დაადასტურებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.

ივანე მაჭავარიანი

06 აგვისტო 2020, 12:52

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: ზამთარი არ იქნება იოლი, ეკონომიკის სრულ აღდგენას არ ველოდებით

ზამთარი, ჩვენი ხედვით და მოსაზრებით, არ იქნება იოლი. ეკონომიკური პროცესის აღდგენა წავა. წლის მეორე ნახევარი ბევრად უკეთესი იქნება, მაგრამ სრულ აღდგენას არ ველოდებით ტურიზმის გამო, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „იცით, რომ 1-ლი ივლისისთვის ქვეყანა სრულად შეიძლებოდა გახსნილიყო, თუმცა, ვირუსის პირველი ტალღის გაგრძელებამ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და ევროპის ქვეყნებში მეორე ტალღებმა ცხადყო, რომ წლის ბოლომდე სრული მასშტაბით კი არა, ნაწილობრივი მასშტაბითაც ვერ აღდგება ტურიზმი. ამან დაგვანახა ახალი გამოწვევები. შესაბამისად, მესამე ეტაპის ღონისძიებები შემუშავდა ამ კონტექსტის გათვალისწინებით. ამავე პაკეტში დევს ზამთრის მხარდამჭერი ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ყველაზე შეჭირვებული ნაწილისთვის დენის და გაზის გადასახადის სუბსიდირებას“, - განაცხადა მაჭავარიანმა.