11 ივლისი 2020, 11:08 / სანდო წყარო

კოვიდინფიცრების 8 ახალი შემთხვევიდან 3 იმპორტირებულია, დანარჩენი 5 ერთი ოჯახის წევრია

მარინა ეზუგბაია

მარინა ეზუგბაია

8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, სამი საკარანტინო სივრცეებში დადასტურებული შემთხვევაა. სამივე იმპორტირებულია. დანარჩენი ხუთი გახლავთ დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტები, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ხუთივე ინფიცირებული ერთი ოჯახის წევრია და მათი ინფიცირების წყარო ოჯახის ერთ-ერთი წევრი, სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

ინფიცრებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც - 4 წლის და ერთ წლამდე ასაკის ბავშვები.

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 981 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 851 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 31 მოქალაქეა გადმოყვანილი.

კარანტინის რეჟიმში 4851 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 231.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

03 აგვისტო 2020, 16:36

რეგიონი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მინდორში მუშაობისას ტრაქტორს ცეცხლი გაუჩნდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მინდორში მუშაობის დროს, ნოდარ ბოლღაშვილის ტრაქტორს ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა. ტექნიკა სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟების მისვლამდე მთლიანად დაიწვა, თუმცა მძღოლმა გადმოსვლა მალევე შეძლო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

03 აგვისტო 2020, 16:22

საზოგადოება

„საბურთალოს“ აკადემიის ერთ-ერთ სტადიონს გიორგი შაქარაშვილის სახელი მიენიჭა

იოსებიძის ქუჩაზე არსებულ „საბურთალოს“ აკადემიის ერთ-ერთ სტადიონს გიორგი შაქარაშვილის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის ოჯახის წევრები, მეგობრები და კლუბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით „საბურთალო“ ყველა ასაკობრივ გუნდში შაქარაშვილის 21-ნომრიან მაისურს ხმარებიდან ამოიღებს.

საქართველოს საპატრიარქო

03 აგვისტო 2020, 16:20

საზოგადოება

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები საპატრიარქოში შეხვედრაზე იმყოფებიან

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები საპატრიარქოში შეხვედრაზე იმყოფებიან. საპატრიარქოში მეუფე შიოსთან და მღვდელმთავრებთან შესახვედრად ბაჩალიაშვილის მშობლები, ძმასთან ერთად რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ.

03 აგვისტო 2020, 16:16

COVID19

კორონავირუსის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციამ საერთაშორისო პარტნიორების და ექსპერტების მონაწილეობით, კოვიდ-19-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კვლევის მნიშვნელობას საქართველოს მთავრობისთვის.

ირმა ნადირაშვილი

03 აგვისტო 2020, 16:16

პოლიტიკა

ირმა ნადირაშვილი: მე ვიქნები „ევროპული საქართველოს“ სახელით ბრძოლის ველზე რუსთავში

„ყველა ხალხის ისტორიაში დგება მომენტი, როდესაც ჩვენი არჩევანი განაპირობებს როგორ ვიცხოვრებთ მომავალ ათწლეულებში, როგორ იცხოვრებენ ჩვენი შვილები - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა და რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

03 აგვისტო 2020, 16:11

კულტურა

ცნობილი ამერიკელი პიანისტი, ლეონ ფლეიშერი გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი პიანისტი, ლეონ ფლეიშერი, რომელმაც სახელი კომპოზიციების მხოლოდ მარცხენა ხელით შესრულებით გაითქვა, გარდაიცვალა. ფლეიშერმა ფორტეპიანოზე დაკვრა 4 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა მარჯვენა ხელის ტრავმის გამო, იძულებული გახდა, კომპოზიციები ცალი ხელით შეესრულებინა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

03 აგვისტო 2020, 16:10

COVID19

ჯანმოს დირექტორი: ამ დროისთვის კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ჯადოსნური საშუალება არ არსებობს და შესაძლოა, არც არასდროს იარსებოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ჯადოსნური საშუალება არ არსებობს და შესაძლოა, არც არასდროს იარსებოს.

რამაზ საყვარელიძე

03 აგვისტო 2020, 16:10

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: სააკაშვილი თავისი გამოჩენით, რიტორიკითა და ყველაფრით მოსახლეობას პრეზიდენტობის 9 წელს ახსენებს

წინა არჩევნებზე „ევროპული საქართველოდან“ ზოგიერთი ჩიოდა, რომ საარჩევნო პროცესში სააკაშვილის ხშირად ჩართვამ ამომრჩეველი დააფრთხო და კიდევ უფრო ნაკლები დაუტოვა, ვიდრე ელოდნენ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, რამაზ საყვარელიძემ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

03 აგვისტო 2020, 16:03

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სააკაშვილმა მოიხმარა გაერთიანებულ ოპოზიციაში შესული სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტი, ახლა მათ გარეშე სურს გზის გაგრძელება

„არავის უთქვამს, რომ სააკაშვილი არ ყოფილა ან არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი. რაღაც ერთი პერიოდი თითქოს ჩრდილში გადაიტანეს, როდესაც ფიქრობდნენ, რომ თავისი ინტელექტუალური რესურსი წინ წამოეწიათ და ჩამოსცილებოდნენ იმ სისხლიან წარსულს, რომელიც სააკაშვილის პერიოდში იყო. დღეს უკვე მოვიდა წინასაარჩევნო პერიოდი და სააკაშვილს ეს აღარ აინტერესებს, წასულია ვაბანკზე და რასაკვირველია მას აღარ სჭირდება დამატებითი ზოგი ბალასტი, რომელსაც ის ბალასტად მიიჩნევს, პოლიტიკურ - იდეური მოწინააღმდეგე. უმრავლესობის შექმნის რესურსი „ნაციონალურ მოძრაობას“ ცალკე, ან „ევროპულ საქართველოს“ ცალკე, ან ნებისმიერს ცალკე, ან ერთად არ გააჩნიათ და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ესეთი რესურსი მიეცეს ამ გაერთიანებას. ვინაიდან, განსხვავებაა მათ შორის და თვითონ ეკლექტიკა პოლიტიკური გაერთიანებისა, არაფერ სიკეთეს ამ ქვეყანას არ უქადის. მაგრამ პერსპექტივა არც ერთად და არც ცალცალკე აქვთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკი

03 აგვისტო 2020, 15:59

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ვანო მერაბიშვილი იმ პიროვნებათა რიცხვს განეკუთვნება, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მმართველობა სადისტური მეთოდების გამოყენებით, მართებული იყო

ვანო მერაბიშვილი იმ პიროვნებათა რიცხვს განეკუთვნება, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მმართველობა სადისტური მეთოდების გამოყენებით, მართებული იყო და ის დანაშაულებები რაც ხდებოდა იმისთვის იყო საჭირო, რომ წესრიგი ყოფილიყო ქვეყანაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა, მისი თქმით, ვამო მერაბიშვილი მის მიერ ჩადენილ საქმეებზე უნდა დაფიქრდეს.

03 აგვისტო 2020, 15:34

COVID19

ივნისში ესპანეთში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 97.7%-ით შემცირდა

ესპანეთის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისში ესპანეთს 204 926 საერთაშორისო ტურისტი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 97.7%-ით ნაკლებია.

თაკო ჩარკვიანი

03 აგვისტო 2020, 15:31

პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი სააკაშვილზე: თუ ვაშაძესთან გავერთიანდი, ბნელ მხარეს ვდგავარ? უდიდესი შეურაცხყოფაა

„ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ გაკეთებული განცხადების დროს, სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა და ეს არის შეურაცხყოფა, რომელიც არავის ეპატიება - ამის შესახებ პარტია „კანონის და სამართალის“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა „რუსთავი2“-ს განუცხადა. „არ იყო კარგი განცხადება. საქართველოში შავ-თეთრი არ არის. ფერადად აზროვნებს ხალხი. არის ხალხი, რომელსაც პოლარიზებულ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ სურს და აქვს კიდევ რაღაც სხვა პოზიცია. არ შეიძლება ეს მენშევიკურ-ბოლშევიკური დამოკიდებულება. ეს არის ის, რამაც წაგვაგებინა ჩვენ მეორე ტური.

დავით მათიკაშვილი

03 აგვისტო 2020, 15:27

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: 2020 წლის ოქტომბერში ოპოზიცია განწირულია და „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს

საზოგადოება არ ენდობა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მით სატელიტებს, მათ შორის, რა თქმა, უნდა „ევროპულ საქართველოს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიციამ სადაც არ უნდა წარადგინოს კანდიდატები, მათი საარჩევნო შედეგი განწირულია.

ზაალ უდუმაშვილი

03 აგვისტო 2020, 15:23

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: ამ არჩევნებში გადამწყვეტი ოპოზიციური ხმების საერთო რაოდენობა იქნება

ამ არჩევნებში გადამწყვეტი ოპოზიციური ხმების საერთო რაოდენობა იქნება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი „ევროპული საქართველოს“ მიერ დასახელებულ მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით გააკეთა.

03 აგვისტო 2020, 15:15

პოლიტიკა

ოთარ დანელია „აგროტურიზმის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავს

აგროტურიზმის ხელშეწყობა არსებული რეალობის გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის არასამთავრობო, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის გაცნობისას განაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაიას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

სოფო გორგოძე

03 აგვისტო 2020, 15:09

რეგიონი

ბათუმში საერთო სამაგისტრო გამოცდები გრძელდება

ბათუმში, საერთო სამაგისტრო გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. აპლიკანტებს უტარდებათ თერმოსკრინინგი და უკეთიათ პირბადეები. საგამოცდო ოთახებში სამუშაო მაგიდები შესაბამისი დისტანციის დაცვითაა განლაგებული. მეათე სკოლაში, სადაც გამოცდები მიმდინარეობს, შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, სოფო გორგოძე იმყოფება. მისი განცხადებით, პარალელურად მიმდინარეობს აბიტურიენტების ნაშრომების გასწორება. საღამოს 16:00 საათის შემდეგ კი გამოქვეყნდება აბიტურიენტების ნაშრომები და შედეგები მათემატიკასა და სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.

ნიკოლოზ კვაჭაძე

03 აგვისტო 2020, 14:59

სამართალი

ექიმის ინფორმაციით, ლევან თოფაძისა და ბუსა ჟვანიას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური მენეჯერის, ნიკოლოზ კვაჭაძის განმარტებით, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილისა და ბუსა ჟვანიას ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. მისი თქმით, ორივე პაციენტი რჩება კლინიკაში და სტაციონარულ რეჟიმში აგრძელებენ მკურნალობას. „არც ერთის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ორივეს ჩაუტარდა ოპერაცია. დეტალებზე საუბრის უფლება არ მაქვს. ორივე პაციენტი რამდენიმე დღე დარჩება ხეჩინაშვილის კლინიკაში. ერთ-ერთი შესაძლოა, რამდენიმე დღეში გაეწეროს, თუმცა დღეს არ იგეგემება. ის ქირურგიულ განყოფილებაშია. ხოლო მეორე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ორივეს მუდმივი მეთვალყურეობა გრძელდება. ამ დროისთვის დამატებითი ქირურგიული ჩარევის საჭიროება არ დგას“, - განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

03 აგვისტო 2020, 14:47

სამართალი

სუსმა თაღლითობის ბრალდებით ოთხი ადამიანი დააკავა

„გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირები, ქობულეთში სასტუმროს მშენებლობით დაინტერესებულ ინვესტორს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 11 235 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით შეძენასა და შესაბამისი სამშენებლო ნებართვების მიღებაში დახმარებას შეჰპირდნენ, სანაცვლოდ კი 350 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ინვესტორს არწმუნებდნენ, რომ თანხიდან 100 000 აშშ დოლარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისთვის იყო განკუთვნილი, რომელიც მისი გავლენების გამოყენებით, ინვესტორის სასარგებლოდ, შემჭიდროებულ ვადებში წყვეტდა მიწის აუქციონზე გატანის საკითხს და უზრუნველყოფდა შემდგომი პროცედურების სამსახურებრივ მფარველობას. ინვესტორმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს გადასცა მოთხოვნილი თანხის ნაწილი 15 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება", - აცხადებენ სამსახურში.

ჰუბერტ ქნირში

03 აგვისტო 2020, 14:37

პოლიტიკა

ჰუბერტ კნირში: მნიშვნელოვანია იმის დანახვა, თუ რამდენად დიდი მხარდაჭერა აქვს გარემოს დაცვის საკითხებს პარლამენტისა და გარემოს დაცვის კომიტეტის მიერ

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ კნირშმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საქმიანობა დადებითად შეაფასა და მის მიერ მიღწეული წარმატებები აღნიშნა.

03 აგვისტო 2020, 14:34

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. 9 აგვისტომდე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 4 - 6 აგვისტოს +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო 7 - 8 აგვისტოს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 4 – 6 აგვისტოს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 7 – 8 აგვისტოს +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს.