IMEDI /  13 ივლისი 2020, 12:37 / სანდო წყარო

რატომ იყო ინფექციის გავრცელების დაბალი მაჩვენებელი საქართველოში - გერმანული გამოცემა FAIReconomics ეკატერინე ტიკარაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე

„კოვიდ-19 საქართველო: რატომ იყო ინფექციის გავრცელების დაბალი მაჩვენებელი“ - ამ სათაურით გერმანული გამოცემა FAIReconomics საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს.

როგორც გამოცემა წერს, ივლისის დასაწყისის მონაცემებით, საქართველოში კორონას 968 შემთხვევაა დადასტურებული და მხოლოდ 15 გარდაცვლილი მაშინ, როცა ინფიცირებულთა რაოდენობა რუსეთში, აშშ-ში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში ბევრად მეტი იყო.

„რა სტრატეგიას იყენებდა და იყენებს საქართველოს მთავრობა? რომელი ზომები განსხვავდება სხვა ქვეყნებისაგან? რა ფორმით შეიძლება გახდეს საქართველო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მისაბაძი მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსალოდნელია მეორე ტალღა? ჩვენ ვესაუბრეთ ეკატერინე ტიკარაძეს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, რომელმაც აგვიხსნა საქართველოს სტრატეგია კორონასთან მიმართებით.

მიუხედავად იმისა, რომ COVID-19 შემთხვევების რიცხვი დასავლეთის ბევრ ქვეყანაში გაიზარდა და გერმანიაში ჯერ კიდევ არსებობს ცხელი წერტილები, გერმანიაში არის რობერტ კოხის ინსტიტუტი, რომელსაც ევალება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა. არის თუ არა მსგავსი COVID-19 სამუშაო ჯგუფი საქართველოში და თუ ასეა, როგორ არის ის დაკომპლექტებული? - ამ კითხვაზე ეკატერინე ტიკარაძე პასუხობს:

„საქართველში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი (NCDC) საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკებზე სწრაფად და ეფექტურად რეაგირებისთვის შეიქმნა. 2013 წელს რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის ინტეგრირება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრთან მოხდა და შეიქმნა ძლიერი ინსტიტუცია, რომლის ძირითადი ფუნქციებია ჯანმრთელობის რისკების მიმართ მზადყოფნის უზრუნველყოფა, აგრეთვე ამ რისკებზე დაუყოვნებლივი და ეფექტური რეაგირება, ავადმყოფობის, შშმ პირთა რიცხვის და ნაადრევი სიკვდილიანობის შემცირება გადამდები, არაგადამდები დაავადებების, კლიმატის ცვლილებისა და გარემო ფაქტორების მიზეზით, ელექტრონული ინფორმაციული სისტემების შემუშავება და ა.შ.“

მისივე თქმით, COVID-19-ის პანდემიასთან გამკლავების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ჩამოაყალიბა კორონავირუსის ახალი კლინიკური მართვის ჯგუფი, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ჯგუფი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტიზის ჯგუფი, სადაც სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები, ასევე პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები, ექსპერტები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფები შედიან.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენი ხანია, რაც საქართველო პანდემიას აკვირდება, ეკატერინე ტიკარაძე პასუხობს, რომ ინფორმაცია ჩინეთში უცნობი ვირუსის ეპიდემიის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრომ საქართველოს მთავრობას 2020 წლის 6 იანვარს წარუდგინა.

„მთავრობამ შეიმუშავა დაუყოვნებელი და კონკრეტული ზომები, დაიწყო სხვა ქვეყნების პრაქტიკის შესწავლა და მათი გამოცდილების მუდმივი მონიტორინგი. კერძოდ, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობისა და კოორდინაციის მიზნით, პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა ჩამოეყალიბებინა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, სადაც მიიღება COVID-19-თან დაკავშირებული ყველა ძირითადი გადაწყვეტილება. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან როგორც მთავრობის წევრები და პარლამენტი, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალები. 28 იანვარს გაძლიერდა ოპერატიული კონტროლის გეგმა და განისაზღვრა როგორც ეროვნული კონტროლის ზომები, ისე შესაბამისი სტრუქტურების პასუხისმგებლობა და მოვალეობები”, - აცხადებს მინისტრი.

როგორც ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნავს, იანვრიდან დღემდე, სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი, COVID მენეჯმენტის, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტთა ჯგუფები აკვირდებიან მსოფლიოში, რეგიონში და ქვეყანაში კორონავირუსის განვითარების ტენდენციებს, სწავლობენ სხვა ქვეყნების გამოცდილებას და დაუყოვნებლივ რეაგირებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და წამყვანი ევროპული ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, პრევენციის, მართვისა და მკურნალობის ზომების თანხვედრაზე.

კითხვაზე, არსებობს თუ არა ჰიგიენის კონკრეტული სტანდარტები და რა განსხვავებაა საქართველოში არსებულ და დასავლეთ ევროპის ქვეყნების ჰიგიენის რეგულაციებს შორის? ეკატერინე ტიკარაძე პასუხობს, რომ ქვეყნის ჰიგიენის სტანდარტები და წესები წყლის, სანიტარული და ჰიგიენის რეგულაციებთან დაკავშირებით (WASH) დადგენილია მთავრობის შინაგანაწესით და სავალდებულოა საზოგადოებრივი ობიექტებისთვის, როგორიცაა სკოლები, საბავშვო ბაღები, სამედიცინო დაწესებულებები, კვების ობიექტები და ა.შ. მინისტრის თქმით, სტანდარტები ძირითადად ემყარება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ევროპის წამყვანი ქვეყნების რეკომენდაციებს.

„ახალი COVID-19-ით გამოწვეული ინფექციების გავრცელების თავიდან აცილებისა და კონტროლის მიზნით, ჰიგიენის არსებული სტანდარტები სწრაფად იქნა ადაპტირებული საერთაშორისო და ევროპულ რეგულაციებთან. ინფექციების კონტროლისა და ჰიგიენის სტანდარტების შესაფასებლად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტული კითხვარი იქნა გამოყენებული სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ობიექტების მზადყოფნის შესამოწმებლად. შედეგად, შეირჩა COVID დიაგნოსტიკური და მართვის დაწესებულებები და კორონავირუსული ინფექციის დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა როგორც პაციენტებში, ისე სამედიცინო პერსონალში“, - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

გამოცემა ,,faireconomics” მინისტრის გერმანულ განათლებას უსვამს ხაზს და წერს, რომ მინისტრი გერმანიაში სწავლობდა 1998 წელს, შემდეგ კი დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი თბილისში და მიიღო დოქტორის წოდება. ის თავისუფლად საუბრობს გერმანულად. 2005 წელს გაიარა ზოგადი სტომატოლოგიის კურსი. 2007-2008 წლებში სწავლობდა გამოყენებითი მეცნიერებების მიმართულებით ლუდვიგშაფენის უნივერსიტეტში, გერმანიაში, ყბა-სახის იმპლანტის ქირურგიის სპეციალობით. 2016-2019 წლებში სწავლობდა მენეჯმენტისა და ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე, ჯანდაცვის მენეჯმენტის, საავდმყოფოს მენჯმენტის, ეკონომიკისა და მენეჯმენტის მიმართულებით კრემსის დუნაის უნივერსიტეტში, ავსტრიაში და მიიღო მენჯმენტისა და ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის კვალიფიკაცია. ტიკარაძე ასევე მუშაობდა პროექტის განვითარების მენეჯერად ნიურნბერგის ფონდში “სტომატოლოგები საზღვრებს მიღმა”, - წერს ჟურნალისტი მარკუს ლიხტენბერგი.

ყველა სიახლე

ირაკლი ბერაია

06 აგვისტო 2020, 14:08

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: საქართველო აშშ-ის კონგრესში მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს და ამისი ნათელი დადასტურებაა ქვეყნის მიმართ მხარდამჭერი გზავნილები სხვადასხვა სამართლებრივ აქტში

საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს და ამისი ნათელი დადასტურებაა ქვეყნის მიმართ მხარდამჭერი გზავნილები სხვადასხვა სამართლებრივ აქტებში, მათ შორის, აპროპრიაციის აქტში და თავდაცვის ავტორიზაციის აქტში“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ. ირაკლი ბერაიამ.

ნათია თურნავა

06 აგვისტო 2020, 13:56

ეკონომიკა

„ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები ერთჯერად 1 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ფრონტერას“ ყოფილ თანამშრომლებზე ერთჯერადი, 1 200-ლარიანი დახმარება გასცეს. ნათია თურნავას განმარტებით, მთავრობა „ფრონტერასთან" პოზიტიურ კომუნიკაციაშია და „ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლების მიმართ სახელფასო დავალიანების დაფარვისკენ მოუწოდებს.

დავით ზალკალიანი

06 აგვისტო 2020, 13:49

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიუღებელია

საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიუღებელია და ეს დღევანდელი ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების დღის წესრიგს სერიოზულ საფრთხეს უქმნის, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებმაც გაეროს უშიშროების ფორმატში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმსჯელეს.

ნათია თურნავა

06 აგვისტო 2020, 13:47

საზოგადოება

ნათია თურნავა: აგვისტოს ბოლომდე ათენსა და თბილისს შორის ერთი ფრენა შესრულდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ეგეოსის ავიახაზებთან“ შეთანხმება მიღწეულია და აგვისტოს ბოლომდე ათენსა და თბილისს შორის ერთი ფრენა შესრულდება. როგორც თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა, ამ პერიოდში საქართველოსა და საბერძნეთს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ. მისი თქმით, ქვეყნებს შორის ურთიერთობები ძალიან მყარი და პოზიტიურია და მას არანაირი ჩრდილი არ მიადგება.

ნათია თურნავა

06 აგვისტო 2020, 13:43

პოლიტიკა

ნათია თურნავა: ჩვენ სრულ გარანტიას ვიძლევით, რომ არჩევნებს დემოკრატიულად ჩავატარებთ

ჩვენ სრულ გარანტიას ვიძლევით, რომ არჩევნებს დემოკრატიულად ჩავატარებთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. „ჩვენ სრულ გარანტიას ვიძლევით, რომ არჩევნებს დემოკრატიულად ჩავატარებთ. კორუფციის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ტრანსფარენტული ქვეყანა ვართ, რაც არაერთხელ ასახულა საერთაშორისო რეიტინგებში. რაც შეეხება ნებისმიერი მაღალი რანგის აქტს, რაც მიღებულია დღემდე ან მიიღება აშშ-ს სხვადასხვა სტრუქტურაში, იქ პირველ რიგში ასახულია ის პროგრესი, რაც გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

06 აგვისტო 2020, 13:43

საზოგადოება

UNDP-მ თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

„დღეს, გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონულ ხელმძღვანელთან ერთად, ვეწვიე მიუსაფართა თავშესაფარს, რომელსაც UNDP–მ საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა. შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე, კერძოდ კი, განათლების კომპონენტის დანერგვის მიმართულებით UNDP–ის მხრიდან დახმარებაზე“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

თეა ახვლედიანი

06 აგვისტო 2020, 13:38

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ჩვენ გვადარდებს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ბედი

ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ჩვენ გვადარდებს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ბედი, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თმით, მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო გუნდის მიერ გამოცხადებული ნდობა, რისთვისაც მან მადლიერება გამოხატა.

ირაკლი ბერაია

06 აგვისტო 2020, 13:34

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: ძალიან სასაცილოა, როდესაც ადამიანები, ვინც 2008 წელს ლამის რუკიდან გააქრეს ჩვენი ქვეყანა, საქართველოს რადარებიდან გაქრობაზე საუბრობენ

მისივე თქმით, ოკუპაცია, ერთი მხრივ, არის რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის და მეორე მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობის”, მაშინდელი ხელისუფლების - დანაშაულებრივი რეჟიმის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების პირდაპირი შედეგი.

 ირაკლი შოთაძე

06 აგვისტო 2020, 13:29

სამართალი

გენერალური პროკურორი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს შეხვდება

დღეს, 14:00 საათზე გენერალურ პროკურატურაში, ირაკლი შოთაძე გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს შეხვდება. როგორც გარდაცვლილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, გენერალურ პროკურორთან მისი ძირითადი მოთხოვნა გამოძიებაში ფედერალური ბიუროს ჩართვა და თვითმკვლელობის ვერსიის გამორიცხვა იქნება.

გიორგი გახარია

06 აგვისტო 2020, 13:21

ეკონომიკა

გიორგი გახარია: პარლამენტში ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მითხრა ეს ძალიან ცოტააო და უნდა გააგრძელოთო, ვუთხარი, ზუსტად თქვენს რჩევას გამოვიყენებ ამ დახმარებას რომ გამოვაცხადებ, გავიხსენებ-მეთქი

„ეს 80 000 ადამიანი, რომელმაც ნაწილობრივ დაასაბუთა, მაგრამ იდეალური არ იყო ეს დოკუმენტაცია, სწორედ ის ხალხია, რომელთაც ეს დასაბუთება უჭირდათ. დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ ვხურავთ ამ პროგრამას და იმის გამო, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი გრძელდება ამ 80 000 მოქალაქესაც ვუნაზღაურებთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ირაკლი ბერაია

06 აგვისტო 2020, 13:10

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: ჩვენი პარტნიორების განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციის საკითხი მაღალ დონეზე აქტიურად დგას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში

„რასაკვირველია ჩვენ გვაქვს გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა, ჩვენ მტკიცედ ვემხრობით სამშვიდობო ნაბიჯებს, ჩვენ სამშვიდობო ინიციატივას, რომელსაც მხარს უჭერს მთელი ცივილიზებული სამყარო და გამოსავალი ამ პრობლემის გადასაწყვეტად არის ერთადერთი - კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა“- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ეკატერინე ტიკარაძე

06 აგვისტო 2020, 12:59

COVID19

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდგადატანილი უსიმპტომო პაციენტების გამოსავლენად საქართველოში მასშტაბური კვლევა დაიწყება

სულ მალე დაიწყება მასშტაბური კვლევა საქართველოში, რათა გამოვლენილი იყოს ყველა ის შესაძლო პაციენტი, რომელსაც აქვს კოვიდი გადატანილი უსიმპტომო ფორმით, - ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებოა, თუმცა სტაბილური, რადგან მისი მართვა ხდება. მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას დამყოლობისკენ.

თეონა თამაზაშვილი

06 აგვისტო 2020, 12:53

სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა შიმშილობის დაწყებას გეგმავს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი გენერალურ პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებას გეგმავს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შიმშილობას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე მისი მოთხოვნა არ შესრულდება. თეონა თამაზაშვილის განმარტებით, იქამდე იშიმშილებს, სანამ FBI-ი არ ჩაერთვება მისი შვილის გამოძიების საქმეში და არ დაადასტურებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.

06 აგვისტო 2020, 12:52

რეგიონი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა ჩატარდა

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები - ნარაზენი, შამადელა, ურთა, აბასთუმანი, ერგეტა, დარჩელი, ცაიში, ცაცხვი, ცვანე, კიროვი და ჭითაწყარი, ცივი შესხურების მეთოდით დამუშავდა, ხოლო სოფელ ორულუში მდებარე საყანე ფართობები სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით თერმული ნისლის ტექნოლოგით შეიწამლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ივანე მაჭავარიანი

06 აგვისტო 2020, 12:52

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: ზამთარი არ იქნება იოლი, ეკონომიკის სრულ აღდგენას არ ველოდებით

ზამთარი, ჩვენი ხედვით და მოსაზრებით, არ იქნება იოლი. ეკონომიკური პროცესის აღდგენა წავა. წლის მეორე ნახევარი ბევრად უკეთესი იქნება, მაგრამ სრულ აღდგენას არ ველოდებით ტურიზმის გამო, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „იცით, რომ 1-ლი ივლისისთვის ქვეყანა სრულად შეიძლებოდა გახსნილიყო, თუმცა, ვირუსის პირველი ტალღის გაგრძელებამ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და ევროპის ქვეყნებში მეორე ტალღებმა ცხადყო, რომ წლის ბოლომდე სრული მასშტაბით კი არა, ნაწილობრივი მასშტაბითაც ვერ აღდგება ტურიზმი. ამან დაგვანახა ახალი გამოწვევები. შესაბამისად, მესამე ეტაპის ღონისძიებები შემუშავდა ამ კონტექსტის გათვალისწინებით. ამავე პაკეტში დევს ზამთრის მხარდამჭერი ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ყველაზე შეჭირვებული ნაწილისთვის დენის და გაზის გადასახადის სუბსიდირებას“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

06 აგვისტო 2020, 12:47

ეკონომიკა

მთავრობის მიერ გამოცხადებული ახალი სოციალური დახმარების პროგრამების ბიუჯეტი 410 მილიონი ლარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებული ახალი სოციალური დახმარების პროგრამების ბიუჯეტი 410 მილიონი ლარია. მისი თქმით, ახალი სოციალური დახმარება ნაწილობრივ StopCov ფონდში მობილიზებული თანხიდან ფინანსდება.„მოგეხსენებათ, რომ სტოპკოვ ფონდში მობილიზებულია 130 მილიონი. ესეც უკვე ბიუჯეტის ფულია, ბიუჯეტის ნაწილია. ნაწილობრივ აქედან და დანარჩენი იქნება საბიუჯეტო სახსრები. ამ დახმარების მიზანია კონკრეტული სოციალური ფართო ჯგუფების და პირველ რიგში ბავშვების დახმარება“, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი ვოლსკი

06 აგვისტო 2020, 12:46

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ვერ წარმომიდგენია მსოფლიოში არსებობდეს ჟურნალისტი, რომელმაც მკვლელობის გარემოება იცის და არ ამბობს იმის გამო, რომ მას ამის უფლება აქვს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ POSTV-ის ეთერში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მედიის და ოპოზიციის ნაწილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა და აღნიშნული თემის პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენება, უზნეობად შეაფასა.

06 აგვისტო 2020, 12:46

რეგიონი

სოფელ მუშევანამდე მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარი დაიგო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად სოფელ მუშევანამდე მისასვლელი გზის მოწყობის პროექტის მეორე ეტაპის დასრულებული სამუშაოები მოინახულა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საკარანტინო მდგომარეობის მიუხედავად, ამ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ შეფერხებულა, შედეგად 1100 გრძივ მეტრ გზაზე ბეტონის საფარი დაიგო და სანიაღვრეები მოეწყო. პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 623 099 ლარი შეადგინა.

ეკატერინე ტიკარაძე

06 აგვისტო 2020, 12:40

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: თხოვნით მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, როგორც დღემდე მოთმინებითა და მაღალი დამყოლობით შეასრულეს ყველა რეკომენდაცია, დღესაც გაითვალისწინონ ეს

კიდევ ერთხელ თხოვნით მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, როგორც დღემდე მათ მოთმინებითა და მაღალი დამყოლობით შეასრულეს ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენ გავცემთ, დღესაც გაითვალისწინონ ეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომელსაც მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებმა ორკვირიანი სავალდებულო კარანტის გაუქმებასთან დაკავშირებით კითხვით მიმართეს.

გიორგი გახარია

06 აგვისტო 2020, 12:38

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ბიძინა ივანიშვილთან ერთად შევძელით stopcov ფონდში ფინანსების მობილიზება, ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ წლის ბოლომდე ასეთი სოციალური დახმარება გაგვეწია

ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს კიდევ უფრო გონივრული, ეფექტური და პასუხისმგებლიანი და შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა გაგახსენოთ ის მოწოდებები, სამი თვის წინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ჩვენს მოქალაქეებზე 1200 ლარიან დახმარებაზე სამი თვის განმავლობაში, მოწოდება იყო, რომ ძალიან ცოტააო. გონივრულობას რომ თავი დავანებოთ, თანმიმდევრულობა ხომ უნდა იყოს ამ ყველაფერში?“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.