imedi  /  15 ივლისი 2020, 13:41 / სანდო წყარო

ჯო ბაიდენი: სიტუაცია იმდენად რთულადაა, რომ დონალდ ტრამპმაც კი გადაწყვიტა, პირბადე ატაროს

ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენი

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი კორონავირუსთან ბრძოლაში გადადგმული ნაბიჯებისთვის გააკრიტიკა.

მისი თქმით, ის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი გასულ კვირას საჯაროდ პირბადით გამოჩნდა, საკმარისი არ არის.

„ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ზუსტად ეს მეტყველებს იმაზე, რომ ტრამპმა კორონავირუსზე რეაგირება ვერ მოახერხა. სიტუაცია იმდენად რთულადაა, რომ დონალდ ტრამპმაც კი გადაწყვიტა, საჯარო ადგილებში პირბადე ატაროს. მიხარია, რომ ეს ნაბიჯი გადადგა. თუმცა, ბატონო პრეზიდენტო, ეს საკმარისი არ არის. პრეზიდენტის მხრიდან ლიდერის თვისებების გამოვლინების გარეშე ამერიკელებს სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოდ ვერ დავაბრუნებთ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა ასევე მოუწოდა დონალდ ტრამპს, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების რჩევები გაითვალისწინოს.

„თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ამ კრიზისს, მაშინ ვერც ეკონომიკურ კრიზისს გადავლახავთ“, - დასძინა მან.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 3 507 632 შემთხვევა დადასტურდა, 138 700 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 565 551 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ყველა სიახლე

08 მაისი 2021, 09:15

მსოფლიო

სარკინიგზო კატასტროფის გამო, მექსიკაში დემონსტრაციები დაიწყო

მექსიკაში, მეტროს ესტაკადის ჩამონგრევის გამო, ქუჩაში ასობით მოქალაქე გამოვიდა. ისინი, მომხდარის გამო, სამართლიან გამოძიებას ითხოვენ. მეხიკოში შეკრებილებმა მსვლელობა მოაწყეს, კატასტროფის ადგილას მივიდნენ და დაღუპულებს სანთლებითა და ყვავილებით მიაგეს პატივი.

08 მაისი 2021, 08:46

რეგიონი

ჩემპიონატის გამო, დღეს ამლევი-ორბეთის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

„ფარცხისი-მანგლისის საავტომობილო გზის კმ27-ორბეთის (ამლევი-ორბეთი) საავტომობილო გზის კმ2-კმ8 მონაკვეთზე „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით, დაგეგმილია აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

08 მაისი 2021, 08:38

COVID19

ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინდოეთში კორონავირუსის 401 078 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 4 187 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ამ ქვეყნისთვის, COVID 19-ით გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინდოეთში კორონავირუსის 21.9 მილიონი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 238 270 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

08 მაისი 2021, 08:21

მსოფლიო

იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან მომხდარი შეტაკებებისას 170-მდე ადამიანი დაშავდა

იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან, პალეტინელებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, სულ მცირე, 163 პალესტნელი და 6 პოლიციელი დაშავდა. მას შედეგ, რაც შეკრებილებმა პოლიციელებს ქვები და ბოთლები დაუშინეს, მათ დასაშლელად რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

08 მაისი 2021, 08:07

COVID19

სომხეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 4 200-ს გადააჭარბა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 356 ადამიანს დაუდასტურდა, 17 ინფიცირებული გარდაიცვალა, 1 034 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით წერს. დღე-ღამეში ტესტი 3 434 ადამიანს ჩაუტარდა. ქვეყანაში ამ დროისთვის ვირუსს 10 129 ადამიანი ებრძვის.

08 მაისი 2021, 00:50

ტაბლოიდი

ამსტერდამთან „ეროტიკული ცენტრი“ აშენდება

ნიდერლანდებში, ამსტერდამის ხელისუფლებამ „წითელი ფარნების კვარტალის“ ალტერნატივის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ The Guardian წერს. გამოცემის ცნობით, ამსტერდამის მერმა ფემკე ჰალმსმა სათანადო პროექტი წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ქალაქთან ახლოს ხუთსართულიანი „ეროტიკული ცენტრი“ აშენდება.

08 მაისი 2021, 00:40

მსოფლიო

ევროკავშირი აშშ-სა და ვაქცინების მწარმოებელ წამყვან ქვეყნებს ვაქცინების ექსპორტისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი აშშ-სა და ვაქცინების მწარმოებელ წამყვან ქვეყნებს ვაქცინების ექსპორტისკენ მოუწოდებს.

ედენ აზარი

08 მაისი 2021, 00:23

სპორტი

მადრიდის „რეალმა“ ედენ აზარის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო

ესპანურმა საფეხბურთო კლუბმა მადრიდის „რეალმა“ ედენ აზარის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო, ამის შესახებ ABC.es წერს. გამოცემის წყაროს ცნობით, საფეხბურთო კლუბი მზადაა მოლაპარაკებები პოტენციურ მყიდველთან გამართოს. ესპანური კლუბი თანახმაა სატრანსფერო თანხამ 50 მილიონი ევრო შეადგინოს, რაც 2019 წელს გადახდილ თანხაზე ორჯერ მცირეა.

ნათია თურნავა

08 მაისი 2021, 00:00

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და რაც შეიძლება მეტი დასაქმება

პრემიერ-მინისტრის ახალ მრჩეველს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში ვაზილ ჰუდაკს გავაცანით ჩვენი პროგრამები, განსაკუთრებით „აწარმოე საქართველოში“ და ის პოლიტიკა და სტრატეგია, რაც გაგვაჩნია უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ვაზილ ჰუდაკთან შეხვედრის შემდეგ.

ბიძინა კულუმბეგოვი

07 მაისი 2021, 23:55

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: Pfizer და Moderna ყველა მსურველისთვის ახლო მომავალში ვერ იქნება, ამიტომ ხალხი კარგად მოიქცა, რომ დარეგისტრირდა „სინოფარმზე“

არ ველოდი „სინოფარმზე“ ასეთ აქტიურობას, - ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ს ეთერში საუბრის დროს განაცხადა. ამასთან, როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, „ფაიზერი“ და „მოდერნა“ ყველა მსურველისთვის უახლოეს მომავალში ხელმისაწვდომი ვერ იქნება.

07 მაისი 2021, 23:32

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 19 124 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 19 124 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 227 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

07 მაისი 2021, 23:29

COVID19

ამირან გამყრელიძე: საქართველოში „სინოფარმის“ 500 ათასი დამატებითი დოზა ივნისში შემოვა

უკვე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ჩინურ მხარესთან საქართველოს აქვს მოლაპარაკება და 500 000 დამატებითი დოზა ივნისში ორჯერადად შემოვა, - ეს განცხადება „რუსთავი2“-ის ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

07 მაისი 2021, 23:28

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 20 107 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 107 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 278 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

დავით მათიკაშვილი

07 მაისი 2021, 23:15

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს კანონი ნამდვილად არ იმსახურებს ვეტოს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი „რუსთავი2“-ის ეთერში გამოეხმაურა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები არ შეაჩერა.

ალეკო ელისაშვილი

07 მაისი 2021, 23:11

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ჩვენი პარტიიდან მერობის კანდიდატი თუ გვეყოლება, ეს მე ვიქნები

პარლამენტის წევრი, პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი „რუსთავი 2“-ს ეთერში აცხადებს, რომ შესაძლოა მერობის კანდიდატი იყოს. „თუ მერობის კანდიდატს გადავწყვეტთ, დისკუსია გვაქვს და შეიძლება ვიყო მერობის კანდიდატი, შეიძლება არა. ამაზე სერიოზულად ვფიქრობთ, ყველამ ნახა, რომ ჩვენ არ ვცანცარებთ.ჩვენი პარტიიდან მერობის კანდიდატი თუ გვეყოლება, ეს მე ვიქნები. პოლიტიკური მომავლისთვის, ქვეყნისთვის და საქმისთვის როგორც იქნება უკეთესი, ისე ვიზამთ“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

07 მაისი 2021, 23:04

მსოფლიო

ისრაელის პოლიცია ტაძრის მთის ტერიტორიაზე შევიდა მას შემდეგ, რაც პალესტინელებმა პოლიციელებს ქვები და ბოთლები დაუშინეს

ისრაელის პოლიცია ტაძრის მთის ტერიტორიაზე შევიდა მას შემდეგ, რაც პალესტინელებმა პოლიციელებს ქვები და ბოთლები დაუშინეს.

07 მაისი 2021, 22:55

COVID19

ბრიტანეთის ხელისუფლება 12 ქვეყანაში მოგზაურობაზე შეზღუდვას ხსნის

ბრიტანეთის ხელისუფლება სხვა ქვეყნებში მოგზაურობაზე დაწესებულ შეზღუდვებს თანდათან ხსნის. ამის შესახებ Sky News წერს. ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლის გრანტ შაპსის განცხადებით, ბრიტანეთის ხელისუფლება სამდონიან სისტემას დანერგავს, რომლის თანახმადაც ქვეყნები „მწვანე“, „ყვითელ“ და „წითელ“ ზონებად დაიყოფა.

07 მაისი 2021, 22:38

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 839 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 839 695 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 14 289 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

07 მაისი 2021, 22:29

მსოფლიო

უკრაინაში პენიტენციური დაწესებულებები იყიდება

უკრაინის მთავრობას პენიტენციური დაწესებულებები გასაყიდად გამოაქვს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ლვოვში მდებარე № 48 პენიტენციური დაწესებულება, რომელიც 123 ჰექტარზე მდებარეობს $4,8 მილიონად იყიდება. ოდესაში მდებარე № 51 დაწესებულების გასაყიდი ფასი ამ დროისთვის უცნობია.

ვაზილ ჰუდაკი

07 მაისი 2021, 21:56

ეკონომიკა

ვაზილ ჰუდაკი: ვფიქრობ, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის ძალიან კარგი შესაძლებლობებია

ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ეკონომიკის მინისტრთან, რომელზეც განვიხილეთ სხვადასხვა პრიორიტეტები საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის. განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ უცხოურ ინვესტიციებს და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა მრჩეველმა უცხოური ინვესტიციების მიმართულებით ვაზილ ჰუდაკმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრის შემდეგ.