imedi /  18 ივლისი 2020, 09:15 / სანდო წყარო

Google-ი კორონავირუსის შესახებ შეთქმულების თეორიების გამავრცელებელი გვერდების რეკლამას დაბლოკავს

Google

კომპანია Google-ი კორონავირუსის შესახებ შეთქმულების თეორიების გამავრცელებელი გვერდების რეკლამას დაბლოკავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC ავრცელებს.

კერძოდ, აიკრძალება ისეთი გვერდების რეკლამა, რომლებზეც საუბარია კორონავირუსის ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონვაზე, ვირუსის ბილ გეიტსის მიერ შექმნაზე ან საერთოდ კორონავირუსის არარსებობაზე. კომპანიაში აცხადებენ, რომ აკრძალვა შეეხება ყველა გვერდს, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ „ავტორიტეტულ მეცნიერულ კონსენსუსს“ ეწინააღმდეგება.

ახალი წესები 18 აგვისტოდან ამოქმედდება.

ყველა სიახლე

15 ივნისი 2021, 14:09

რეგიონი

სოფლის მეურნეობის სამინისტრო: „რთველი 2021“-ის დროს, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს

„რთველი 2021“-ის დროს, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვენახების კადასტრის პროგრამა 2014 წელს დაიწყო.

იოანეკე ბალფორტი

15 ივნისი 2021, 13:59

პოლიტიკა

იოანეკე ბალფორტი: ევროკავშირი, ისევე, როგორც ეუთო, ძალიან მონდომებულია, იმუშაოს უსაფრთხოებისა და მედიაციისთვის

„ევროკავშირი, ისევე, როგორც ეუთო, ძალიან მონდომებულია, იმუშაოს უსაფრთხოებისა და მედიაციისთვის, რათა მოიძებნოს კონკრეტული გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის დირექტორმა, იოანეკე ბალფორტმა, ერგნეთში, რომელიც საქართველოს ბრიუსელიდან ეწვია.

15 ივნისი 2021, 13:57

ეკონომიკა

იმამურა აკირა: ვცდილობთ იაპონელი ინვესტორები მოვიზიდოთ, რომლებსაც სურთ საქართველოში გარკვეული საქმიანობა განახორციელონ

ამგვარი ინვესტიციები მომავალშიც განხორციელდება. ჩვენ გვაქვს დადებული ხელშეკრულება საგანგებო საგადასახადო რეჟიმის შესახებ, რათა მაღალი ინვესტიციების განხორციელებისას თავიდან იქნას აცილებული ორმაგი დაბეგვრა“, - განაცხადა იაპონიის ელჩმა.

15 ივნისი 2021, 13:51

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „სამართლიან არჩევნებზე“: სამწუხაროა, რომ ამ ორგანიზაციამ საკუთარ სიტყვას ფასი დაუკარგა

„საარჩევნო რეფორმის“ წარმოდგენილი ცვლილებები არ არის საკმარისი საკანონმდებლო ჩარჩოსა და პოლიტიკური გარემოს რეალური გაუმჯობესებისათვის“ - ამბობს „სამართლიანი არჩევნები“. ორგანიზაცია, რომელიც ერთი თვე უმალავდა ამომრჩევლებს, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგები მცდარი იყო და რომლითაც ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად აცხადებდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე წერს.

სალომე ზურაბიშვილი

15 ივნისი 2021, 13:46

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მივესალმები ნატოს განახლებულ და მტკიცე ვალდებულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ

„მივესალმები ნატოს განახლებულ და მტკიცე ვალდებულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ასევე ღია კარის პოლიტიკის მიმართ. ინტეგრაციისკენ მიმავალი ჩვენი გზა ნათელია და ძლიერდება ჩვენი პარტნიორების სოლიდარობით“, - წერს პრეზიდენტი.

სოფიო გორგოძე

15 ივნისი 2021, 13:44

საზოგადოება

სოფიო გორგოძე: ცენტრი მოაწყობს საკარანტინო სივრცეებს იმ გამოსაცდელებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა 37°С და მეტი, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული COVID-19

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციებით.

ჰელგა მარია შმიდი

15 ივნისი 2021, 13:43

პოლიტიკა

ჰელგა მარია შმიდი: ეუთო მუშაობს ხალხის კეთილდღეობისთვის - იმ სირთულეების შესამსუბუქებლად, რომლებიც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას აქვს

ეუთოს გენერალურმა მდივანმა, ჰელგა მარია შმიდმა, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში რიგით მეასე შეხვედრის მიმდინარეობისას, შესვენების დროს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სრულად ფლობს ინფორმაციას ზაზა გახელაძის საკითხზე და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მთავარი მიზანი სწორედ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების შემსუბუქებაა.

ნუნუ მიცკევიჩი

15 ივნისი 2021, 13:39

საზოგადოება

ნუნუ მიცკევიჩმა განმარტა, რომელი რეგულაციებით ჩატარდება ეროვნული გამოცდები

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2021 წლის საგამოცდო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება.

15 ივნისი 2021, 13:37

საზოგადოება

გამოეთიშებიან თუ არა საგამოცდო პროცესს ის აბიტურიენტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას ვირუსი დაუდასტურდებათ

საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის აპლიკანტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას ვირუსი დაუდასტურდებათ, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა სამინისტროში ბრიფინგზე განაცხადა.

15 ივნისი 2021, 13:35

სამართალი

პოლიციამ წყალტუბოში სასტუმრო „არგოს“ ფასადის დაზიანების ფაქტზე 3 ადამიანი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 ივნისს, წყალტუბოში, სასტუმრო „არგოს“ ფასადი ქვებით დააზიანეს და ამავე სასტუმროს მფლობელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

გიორგი კაკაურიძე

15 ივნისი 2021, 13:34

ეკონომიკა

გიორგი კაკაურიძე: „ოქროს სიის“ გაუქმება სწორი გადაწყვეტილება იყო

„ოქროს სიის“ გაუქმება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ფრაქცია „ლელოს“ სხდომაზე საბაჟო კონტროლის ღონისძიებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს იმპორტზე ისეთი შეღავათები, როგორი შეღავათებიც საქართველოში იყო.

იმამურა აკირა

15 ივნისი 2021, 13:23

პოლიტიკა

იმამურა აკირა: იაპონია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იმამურა აკირამ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ირაკლი ღარიბაშვილი

15 ივნისი 2021, 13:23

COVID19

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების ოპერაციული გეგმა დაამტკიცა

ვაქცინაციის პროგრამის განხორციელების ოპერაციული გეგმა მოიცავს, როგორც ვაქცინაციის ბრიგადების რაოდენობის გაზრდის ნაწილს, ისე სხვა ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებისთვის, მათ შორის დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების ჩართვას ვაქცინაციის პროცესში, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად, საზოგადოებრივ სივრცეებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზებას.

დმიტრო კულება

15 ივნისი 2021, 13:20

მსოფლიო

დმიტრო კულება: უკრაინა იმედოვნებს, რომ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმას 2022 წელს მიიღებს

უკრაინა იმედოვნებს, რომ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმას (MAP) 2022 წელს მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

დავით ქართველიშვილი

15 ივნისი 2021, 13:20

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ირაკლი კობახიძემ 20 ივნისის თემაში ტაბუდადებულ ეპიზოდებს ოდნავ მაინც ახადა ფარდა

ექსპერტი დავით ქართველიშვილი ,,მთავარ არხზე’’ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინტერვიუს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ტაბუდადებული ეპიზოდების წარმოდგენით 20 ივნისის თემას ოდნავ ნათელი მოეფინა.

15 ივნისი 2021, 13:14

თავდაცვა

დეპუტატები კიბერუსაფრთხოების ბიუროს ესტუმრნენ

შეხვედრაზე საუბარი შეეხო პოტენციური კიბერშეტევების პრევენციასა და მათი განეიტრალების პროცესს, კიბერუსაფრთხოების ბიუროს სტრატეგიას და მიმდინარე პროცესებს, ასევე კიბერუსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის მშენებლობის საკითხებს. პარლამენტარებმა ასევე, მოისმინეს კიბერუსაფრთხოების ბიუროს სამომავლო გეგმები და გამოწვევები.

15 ივნისი 2021, 13:12

ეკონომიკა

ბილაინმა და ნოკიამ ძირითადი ქსელის მოდერნიზაციისთვის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

ბილაინმა, საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრმა, მსოფლიოში წამყვან ტექნოლოგიურ კორპორაცია ნოკიასთან, 10 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, ძირითადი ქსელის მოდერნიზაციისთვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდება.

ანდრია გვიდიანი

15 ივნისი 2021, 13:09

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი ირაკლი კობახიძის ინტერვიუზე: არგუმენტირებული და გაწონასწორებული მსჯელობა მოვისმინეთ, რაც ქართულ მედია რეალობაში ძალიან იშვიათია

ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიის ფაქტობრივ ფილიალში, პოლიტიკური დახვეწილობის მასტერკლასი ჩაატარა, - ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი „მთავარ არხზე“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინტერვიუს ეხმიანება.

15 ივნისი 2021, 12:55

რეგიონი

ღვინის სააგენტო: სიმართლეს არ შეესაბამება რამდენიმე მევენახის კომენტარი ვენახების საკადასტრო ამონაწერის მიღების პროცედურებთან დაკავშირებით

ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება რამდენიმე მევენახის საჯაროდ გაკეთებული კომენტარი ვენახების საკადასტრო ამონაწერის მიღების პროცედურებთან დაკავშირებით.

ვოლოდიმირ ზელენსკი

15 ივნისი 2021, 12:52

მსოფლიო

ზელენსკი: ნამდვილად ვიმსახურებთ ალიანსის წევრობას, თუ ალიანსი უკრაინას არა კულისებს მიღმა, არამედ ერთ მაგიდასთან ხედავს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს წევრობას იმსახურებს. „ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებთ ალიანსის წევრობას, თუ ალიანსი უკრაინას არა კულისებს მიღმა, არამედ ერთ მაგიდასთან ხედავს. პრეზიდენტი ბაიდენის მადლობელი ვარ. ჩვენ ამ თემაზე ღიად ვისაუბრეთ“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.