imedi  /  20 ივლისი 2020, 18:03 / სანდო წყარო

ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინამ ადამიანებზე ტესტირებისას იმედის მომცემი შედეგები აჩვენა

კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინამ, რომელსაც ოქსფორდის უნივერსიტეტი ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-სთან ერთად ქმნის, იმედის მომცემი შედეგები აჩვენა ადამიანებზე ტესტირებისას.

ვაქცინამ როგორც დამცავი გამანეიტრალებელი ანტისხეულების, ასევე იმუნური T- უჯრედების დონე გაზარდა. კვლევის შედეგები დღეს სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა.

„ჩვენ ძალიან კარგ იმუნურ რეაქციებს ვხედავთ არა მხოლოდ გამანეიტრალებელ ანტისხეულებზე, არამედ T- უჯრედებზეც”, - განაცხადა ოქსფორდის ჯენერის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ადრიან ჰილმა.

მიუხედავად იმისა, რომ გამანეიტრალებელი ანტისხეულების წარმოება არ ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა ეფექტური იქნება, ის ტესტირების მნიშვნელოვან ადრეულ ნაბიჯად მიიჩნევა. ცხოველებზე ჩატარებული ტესტირების შედეგებმა უკვე აჩვენა, რომ ვაქცინამ იმუნური რეაქცია გამოიწვია.

ოქსფორდის უნივერსიტეტი AstraZeneca-სთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე ფაზის ტესტირებას ბრაზილიაში ჩაატარებს.

ყველა სიახლე

რომან გოცირიძე

16 ივნისი 2021, 17:26

საზოგადოება

რომან გოცირიძე: როგორ უნდა გააკონტროლოს კომიტეტმა ესა თუ ის დარგი, როდესაც მინისტრები არ ემორჩილებიან

ოპოზიციონერი დეპუტატი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო კონტროლი არაეფექტურია, ვინაიდან მინისტრები საკანონმდებლო ორგანოს საერთოდ არ ემორჩილებიან. ასე აფასებს ის საპარლამენტო კონტროლის განხორციელების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას.

16 ივნისი 2021, 17:15

COVID19

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების გათვალისწინებით, საფრანგეთში ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება და კომენდანტის საათი უქმდება

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების გათვალისწინებით, საფრანგეთში 21 ივნისიდან კომენდანტის საათი გაუქმდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.

გიორგი გაგნიძე

16 ივნისი 2021, 17:04

კულტურა

გრან კანარიის საოპერო თეატრი სეზონს ჯუზეპე ვერდის ოპერა „მაკბეტით“ ხურავს, რომელშიც ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე მონაწილოებს

Opera de Las Palmas - ში ვერდის „მაკბეტი“-ს სპექტაკლები ასევე 17 და 19 ივნისს გაიმართება. სპექტაკლი ცნობილმა ესპანელმა რეჟისორმა ალფონსო რომერომ დადგა. წარმოდგენებს იტალიელი მაესტრო ფრანჩესო ივან ჩამპა უდირიჟორებს.

16 ივნისი 2021, 17:00

ეკონომიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

„სახელმწიფო აუდიტი ცდილობს გააუმჯობესოს საქმიანობა. ჩვენი ამოცანა და ჩემი სურვილია, სამსახურის რეალური ეფექტურობა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. ერთადერთი რეალური ბერკეტი და ინსტრუმენტი, რომ პარლამენტმა გააკონტროლოს სამთავრობო ხარჯები და ფინანსური აქტივების მართვა, არის სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ჩვენც ვეცდებით ხელი შევუწყოთ მაქსიმალურად, ასევე დავეხმარებით, რომ გაუმჯობესდეს მისი დამოუკიდებლობის ხარისხი და რამდენადაც შესაძლებელია დავიცავთ მის დამოუკიდებლობას“, - ამის შესახებ საფინანსოს-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

16 ივნისი 2021, 16:51

რეგიონი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა რეგიონული შეხვედრები დაიწყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ადგილობრივი საჯარო უწყებების, სასამართლო კორპუსისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს. შეხვედრების ციკლი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან დაიწყო და ეტაპობრივად ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

16 ივნისი 2021, 16:51

საზოგადოება

გაეროს გლობალური შეთანხმების ლიდერთა სამიტზე საქართველოდან თიბისის რისკების მართვის დირექტორი, ნინო მასურაშვილი წარდგება

წელს ლიდერთა სამიტში საქართველოც მონაწილეობს. სამიტზე თიბისის რისკების მართვის დირექტორი, ნინო მასურაშვილი წარდგება და დამსწრე აუდიტორიას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით თიბისის მიერ გადადგმული ნაბიჯების, გამოცდილებისა და ხედვების შესახებ გაუზიარებს ინფორმაციას.

16 ივნისი 2021, 16:44

საზოგადოება

სემეკი: 1-ლი ივლისიდან თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა არ იგეგმება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმაურება ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ელექტროენერგიის ტარიფის მატებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ტარიფის მატება არ იგეგმება.

16 ივნისი 2021, 16:42

საზოგადოება

პარლამენტში, ჩეხეთის რესპუბლიკის მწვანე ქალაქების ურბანული დაგეგმარების გამოცდილებას გაეცნენ

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ჩეხეთის არქიტექტორთა პალატის თავმჯდომარის მოადგილე მილან სვობოდას მოუსმინეს, რომელმაც მწვანე ქალაქების ურბანული დაგეგმარების თვალსაზრისით ჩეხეთის გამოცდილების შესახებ პრეზენტაცია გამართა.

16 ივნისი 2021, 16:34

საზოგადოება

სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ შეუფერხებლად სრულდება საბაჟო ფორმალობები

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 ივნისიდან სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლა აღდგა. COVID-19 –ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, პირველმა მატარებელმა, ერევანი-თბილისი-ბათუმი საქართველოს ტერიტორიაზე 80 მგზავრი შემოიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მარკ კლეიტონი
კახა კუჭავა

16 ივნისი 2021, 16:32

პოლიტიკა

კახა კუჭავა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

შეხვედრაზე ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობასა და დღის წესრიგზე ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება კანონშემოქმედებით საქმიანობაში ფრაქციების და კომიტეტების კიდევ უფრო გააქტიურებაზე გაამახვილა. ხაზი გაესვა პარლამენტში პროცესის ინკლუზიურობის მნიშვნელობას.

16 ივნისი 2021, 16:17

რეგიონი

პროექტის „სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში“ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ შვიდ ახალგაზრდა სოციალურ საწარმოსთან, ხელშეკრულება გაფორმდა

ღონისძიებას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, ევროკავშირის დელეგაციის, სოციალურ მეწარმეობაში ჩართული სხვადასხვა ორგანიზაციისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

16 ივნისი 2021, 16:03

COVID19

ხვალ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსია გაიმართება

ღონისძიების მიზანი მოსახლეობისთვის ვაქცინებსა და ვაქცინაციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებაა. დისკუსიის მონაწილეები შემდეგ საკითხებზე ისაუბრებენ: ვაქცინაციის მნიშვნელობა, ვაქცინების ეფექტიანობა და მათი შესაძლო გვერდითი მოვლენები, საქართველოში ხელმისაწვდომი ვაქცინები და სხვა.

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინი

16 ივნისი 2021, 15:51

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ყოველთვის სჯობს პირისპირ შეხვედრის გამართვა

ყოველთვის სჯობს პირისპირი შეხვედრის გამართვა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუს კოლეგასთან შეხვედრის დროს.

ირაკლი კოვზანაძე

16 ივნისი 2021, 15:26

ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე გენერალურ აუდიტორს: რით აიხსნება, რომ გამოვლენილი დარღვევების ფინანსური მაჩვენებელი ორჯერაა შემცირებული

„რამ გამოიწვია, რომ გამოვლენილი დარღვევების ფინანსური მაჩვენებელი ორჯერ არის შემცირებული“, - მიმართა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ირაკლი მექვაბიშვილს კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2020 წლის აუდიტის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინი

16 ივნისი 2021, 15:23

მსოფლიო

ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო

ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მე-18 საუკუნის ვილაში იმართება.

16 ივნისი 2021, 15:06

ეკონომიკა

ირაკლი კოვზანაძე: პარლამენტისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თუ როგორი წარმატებით მუშაობს სახელმწიფო აუდიტი

„საქართველოს პარლამენტისთვის მთავარი ბერკეტი გახლავთ სახელმწიფო აუდიტი. ეს არის ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ ვაკონტროლებთ ფინანსების ხარჯვას მთავრობის მიერ, თუ როგორ ხდება საჯარო ფინანსების ხარჯვა და სახელმწიფო აქტივებზე კონტროლი. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი თუ როგორი წარმატებით მუშაობს სახელმწიფო აუდიტი. ჩვენ მის თითოეულ ანგარიშს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. თითოეული ანგარიში, რომელიც სახელმწიფო აუდიტის მიერ არის წარმოდგენილი სკურპულოზულად იხილება ჩვენს კომიტეტთან შექმნილი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფში და შესაბამისი რეკომენდაციებიც მოდის კომიტეტის სხდომაზე“, ამის შესახებ საფინანსოს-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.

16 ივნისი 2021, 15:05

საზოგადოება

ხვალიდან ავტობუსი N51 დადგენილი სქემით იმოძრავებს

ლესელიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მსვლელობის პერიოდში, ავტობუსი N51 გადაადგილდებოდა შეცვლილი მარშრუტით - მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“, თიანეთის გზატკეცილზე სვლას მარცხნივ მოხვევით განაგრძობდა.

ეკატერინე ტიკარაძე

16 ივნისი 2021, 15:02

რეგიონი

ეკატერინე ტიკარაძე ნინოწმინდის პანსიონზე: ყველა მხარე დაინტერესებულია, რომ დაცული იყოს ბავშვთა ინტერესები და უფლებები

ყველა მხარე დაინტერესებულია, რომ დაცული იყოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესები და უფლებები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საპატრიარქოსთან ერთად გაგრძელდება მუშაობა, რათა მოხდეს ბავშვების შესაბამის პირობებში გადაყვანა, რაც მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრისებს გულისხმობს.

ეკატერინე ტიკარაძე

16 ივნისი 2021, 14:51

რეგიონი

ეკატერინე ტიკარაძე ინდურ შტამზე: არ ვვარაუდობთ, რომ სიტუაცია გართულდება

„მნიშვნელოვან იარაღად კვლავ რჩება პირველ რიგში ვაქცინაცია, ნიღაბი და სოციალური დისტანცია. მნიშვნელოვანია დავიცვათ ყველა შემოღებული რეგულაცია. ჩვენ არ ვვარაუდობთ, რომ რამე გართულებას ადგილი ექნება, თუმცა მნიშვნელოვანია ნებისმიერი სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაში დროულად მივმართოთ ექიმს და დროულად გავიკეთოთ ტესტი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მეუფე იაკობი

16 ივნისი 2021, 14:43

რეგიონი

მეუფე იაკობის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონს აღმზრდელების ნაწილი დატოვებს

ნინოწმინდის პანსიონში ამდენი თანამშრომელი არაა საჭირო, ამ ეტაპზე 19 აღმზრდელი დარჩება, - ამის შესახებ მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ვისაც წასვლა უნდა, ჩვენ არავის ვაჩერებთ, ველოდებით იმას, როდის გადაიყვანენ ბავშვებს და ვინც დარჩება, მათ მომსახურება სრულად ჰქონდეთ. უნდა ვიზრუნოთ ბავშვებზე და მათი ინტერესები საუკეთესოდ დავიცვათ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა. მისივე განმარტებით, ბავშვები დაისტრესნენ, რადგან პანსიონიდან უცებ ბევრი ბავშვი წავიდა. „ეს უნდა გავითვალისწინოთ ყველამ, როცა ბავშვებთან მივდივართ და კითხვებს ვუსვამთ“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.