imedi /  22 ივლისი 2020, 12:41 / სანდო წყარო

ლაშა ნაცვლიშვილი: კოვიდის მატება კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება, ამ ფონზე მავნებელი ოპოციზია მოგვიწოდებს, "უპრაგონოდ" გავხსნათ საზღვრები

ლაშა ნაცვლიშვილი

ლაშა ნაცვლიშვილი

სრულად გაკოტრებულმა "კოვიდის აგენტებმა" ფაქტობრივად ახალი "შულავერის კომიტეტი" შექმნეს, რათა სიკვდილის ცელით დააჩქარონ და დაიმორჩილონ ქვეყანა, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც კოვიდის მატება კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება, მავნებელი ოპოზიცია მოგვიწოდებს "უპრაგონოდ" გავხსნათ საზღვრები.

,,კოვიდის 24 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მატება - კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება და ამ ფონზე, მავნებელი ოპოციზია მოგვიწოდებს, "უპრაგონოდ" გავხსნათ საზღვრები. სერგო ორჯონიკიძის შთამომავლებს სურთ, ისევე შემოუძღვნენ პანდემიას, როგორც ღორეშელი შემოუძღვა თავის დროზე მეთერთმეტე არმიას. სერგო ხილული მტრის იმედად იყო, ესენი - უხილავის. სრულად გაკოტრებულმა "კოვიდის აგენტებმა", ფაქტობრივად, ახალი "შულავერის კომიტეტი" შექმნეს, რათა სიკვდილის ცელით დააჩოქონ და დაიმორჩილონ ქვეყანა”, - წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 073 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 907 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

05 აგვისტო 2021, 21:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე: გამომდინარე იქიდან, რომ წითელი ხაზები არსებობს, ვერ იქნება საუბარი ვერანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებზე

წითელი ხაზები არ გადაიკვეთება, დანარჩენზე ვნახოთ, რაზეა საუბარი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, არსებობს წითელი ხაზები, რაც არის დაკავშირებული დეოკუპაციასა და ჩვენს დასავლურ ინტეგრაციასთან.

ირაკლი კობახიძე

05 აგვისტო 2021, 21:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საერთო სასამართლოების შესახებ კანონი ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად შევცვალეთ, სამი საკვანძო რეკომენდაცია ასახულია

ჩვენ თავიდან ბოლომდე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად შევცვალეთ ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ სასამართლო რეფორმაზე ევროკომისიის ანგარიშში არსებული ჩანაწერის შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

არჩილ ყარაულაშვილი

05 აგვისტო 2021, 21:37

პოლიტიკა

არჩილ ყარაულაშვილი: ეს არის აბსოლუტური სპეკულაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთს პერსონა ნონ გრატად არ გამოუცხადებია

ეს არის აბსოლუტური სპეკულაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთს პერსონა ნონ გრატად არ გამოუცხადებია, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ესტონეთში, არჩილ ყარაულაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ესტონეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აუცილებლად შედგება.

თეა მაისურაძე

05 აგვისტო 2021, 21:30

პოლიტიკა

თეა მაისურაძე: ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, არის სრული აბსურდი

„რაც შეეხება ვიზიტის გაუქმებას, ამასაც ვერ დავადასტურებ. ვიზიტი არ გაუქმებულა და მისი ორგანიზება უმაღლეს დონეზე ორ ქვეყანას შორის ყოველთვის დღის წესრიგშია და ვადასტურებ, რომ მათ შორის პრემიერის ვიზიტი განიხილება და უკვე დიდი ხანია დღის წესრიგშია. ეს დარჩება დღის წესრიგში მანამ, სანამ არ მოხდება შეთანხმება ქართულ და ლატვიურ მხარეებს შორის ვიზიტის კონკრეტილ თარიღებზე“, - განაცხადა ელჩმა.

გიორგი ამილახვარი
კახა კალაძე

05 აგვისტო 2021, 20:43

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: საარჩევნო კამპანია დახუნძლული იქნება ინოვაციებით, რეალისტური იდეებით და სწორი პროგრამით

მინდა მადლობა გადავუხადო ნდობისთვის კახა კალაძეს და ჩვენს გუნდს. ეს ჩემისთვის დიდი პატივია და რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, რომ ვერთვები საარჩევნო კამპანიაში მერობის გამორჩეულ კანდიდატთან ერთად ვერთვები, - ამის შესახებ კახა კალაძის საარცევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ამილახვარმა, შტაბის გახსნაზე განაცხადა.

კახა კალაძე

05 აგვისტო 2021, 20:42

პოლიტიკა

კახა კალაძე: ერთიანი და სოლიდარული თბილისი არის ძალა, რომელსაც მე ვეყრდნობი

თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბი გაიხსნა. მერობის კანდიდატმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.მისი თქმით, დღეიდან, თბილისელებს აქვთ ადგილი, სადაც საკუთარი მოსაზრებების გაზიარება შეეძლებათ.

05 აგვისტო 2021, 20:38

COVID19

აშშ-ის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ უცხოელი ვიზიტორებისგან ვაქცინაციის მოთხოვნის საკითხს განიხილავს

აშშ-ის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ უცხოელი ვიზიტორებისგან ვაქცინაციის მოთხოვნის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ თეთრი სახლის კორონავირუსზე რეაგირების კოორდინატორმა, ჯეფ ზინტსმა განაცხადა.

კახა კალაძე

05 აგვისტო 2021, 20:30

პოლიტიკა

კახა კალაძე: მჯერა, კიდევ ბევრჯერ იტყვიან, მე ამ ქალაქში ვნახე ყველაფერი

მჯერა, კიდევ ბევრჯერ იტყვიან, მე ამ ქალაქში ვნახე ყველაფერი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო შტაბის წარმატებაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ მისი, როგორც კანდიდატის გამარჯვება, არამედ ამ ქალაქში მცხოვრები ძალიან ბევრი ადამიანის იმედები.

გიორგი ამილახვარი

05 აგვისტო 2021, 20:15

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბს გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბს გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს. შტაბის ხელმძღვანელი დღეს პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ წარადგინა. მისი თქმით, გიორგი ამილახვარი კარგი მენეჯერია, აქტიური პროგრესული და ენერგიული ადამიანია.

კახა კალაძე

05 აგვისტო 2021, 20:14

პოლიტიკა

კახა კალაძემ საარჩევნო შტაბი გახსნა

დღეს წინასაარჩევნო პროცესისთვის, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი და რიგითი ღონისძიებაა-იხსნება საარჩევნო შტაბი. თუმცა, მერწმუნეთ, პირადად ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის, ჩვენი მხარდამჭერებისთვის დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თავისი საარჩევნო შტაბის გახნის ღონისძიებაზე განაცხადა.

05 აგვისტო 2021, 20:11

მსოფლიო

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანთან საზღვარზე რუსი მესაზღვრეების განთავსების ფაქტს განმარტავს

რუსი მესაზღვრეები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე სოფელ ვოსკეპარში განთავსდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დავით ზალკალიანი

05 აგვისტო 2021, 19:53

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ჯო ბაიდენის განცხადება აღიარებაა იმ უაღრესად მნიშვნელოვანი საშუამავლო პროცესისა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით განხორციელდა

ეს გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მხრიდან საქართველოს მნიშვნელოვანი როლის და ფუნქციის აღიარება, ასევე იმ უაღრესად მნიშვნელოვანი საშუამავლო პროცესის აღიარება, რომელიც განხორციელდა უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩართულობით, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას, სადაც ის აზერბაიჯანში სომეხი სამხედროების გათავისუფლების ძალისხმევაში საქართველოს მხარდაჭერით მიღწეული პროგრესზე საუბრობს.

დავით ქართველიშვილი

05 აგვისტო 2021, 19:41

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სისხლის, გვამების და ადამიანთა წამების მოყვარულთა რეჟიმი დასრულდა საქართველოში და ეს პრინციპი, პირველ რიგში, ციხესთან მიმართებაში მოქმედებს

არანაირად არ ვიცავ ციხიდან პირობითად, ვადაზე ადრე განთავისუფლებულ მარიანა ჩოლოიანს, მაგრამ არსებული ინფორმაციით, რომელიც გასაჯაროებას არ ექვემდებარება - იგი უმძიმესი სენით არის დაავადებული და ელემენტარული ჰუმანიზმის პრინციპი გკარნახობს, თუნდაც დამნაშავე - მაგრამ, პირველ რიგში, ადამიანის წვალებას ციხეში, ბოლო მოეღოს“ - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი Facebook-ის გვერდზე.

ებრაჰიმ რაისი

05 აგვისტო 2021, 19:35

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა მოიხსნას

ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ის მხარს დაუჭერს ნებისმიერ დიპლომატიურ გეგმას, რომელიც აშშ-ის მიერ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს გააუქმებს.

გია აბაშიძე

05 აგვისტო 2021, 19:31

პოლიტიკა

გია აბაშიძე ჩოლოიანის გათავისუფლებაზე: ამ „ქეისშიც“ დაცული რომ იყო ყველა კანონიერი მოთხოვნა, არ გეტყვით „პოლიტიკური“ ძალა, რომლის დროსაც კანონის აღსრულება სააკაშვილისა და ერთი-ორი მაღალჩინოსნის ახირებებზე იყო დამოკიდებული

ის, რომ ამ „ქეისშიც“ დაცული იყო ყველა კანონიერი მოთხოვნა, არ გეტყვით ის დესტრუქციული, არაჰუმანური „პოლიტიკური“ ძალა, რომლის დროსაც კანონის აღსრულება მხოლოდ სააკაშვილისა და მისი ერთი-ორი მაღალჩინოსნის ახირებებზე იყო დამოკიდებული“ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე მარიანა ჩოლოიანია ვადამდე გათავისუფლებას. მისი თქმით, მარიანა ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

05 აგვისტო 2021, 19:23

საზოგადოება

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლემ, გიორგი თევდორაშვილმა ფიცი დადო

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლე გიორგი თევდორაშვილის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება იწყება მის მიერ ფიცის დადების დღიდან.

სანი შენერი
ირაკლი ღარიბაშვილი

05 აგვისტო 2021, 19:22

ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი TAV-ის პრეზიდენტს შეხვდა

პრემიერის განცხადებით, საქართველოში ოპერირება განაახლეს როგორც იმ ავიაკომპანიებმა, რომლებიც პანდემიამდეც ოპერირებდნენ, ასევე ქვეყანაში შემოვიდა არაერთი ახალი კომპანია, რომელიც რეგულარულ რეისებს, არა მხოლოდ თბილისის, არამედ ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდანაც ასრულებს.

05 აგვისტო 2021, 19:09

კულტურა

კულტურის სამინისტრომ სახელმწიფო კონსერვატორიასა და 12 სამუსიკო სასწავლებელს ინსტრუმენტების შეძენა დაუფინანსა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება” გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა სახელმწიფო კონსერვატორიასა და სხვადასხვა სამუსიკო სასწავლებელში ინსტრუმენტების განახლება, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც სასწავლებლების დიდ უმრავლესობაში ახალი ინსტრუმენტების შეძენა გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

კახა კუჭავა

05 აგვისტო 2021, 18:57

პოლიტიკა

კახა კუჭავა: არანაირი კონფლიქტი არ არსებობს, პრეზიდენტს უფლებაც არ აქვს დემარში განახორციელოს საკონსტიტუციო ორგანოს წინააღმდეგ

არანაირი კონფლიქტი არ არსებობს, პრეზიდენტს უფლებაც არ აქვს დემარში განახორციელოს საკონსტიტუციო ორგანოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტსა და მმართველ ძალას შორის შესაძლო კონფლიქტზე საუბარი აზრს მოკლებულია.

05 აგვისტო 2021, 18:44

COVID19

საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ სანიტარული საშვების კაფეებში, რესტორნებსა და ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში მოქმედება დაამტკიცა

საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ სანიტარული საშვების კაფეებში, რესტორნებსა და ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში მოქმედება დაამტკიცა. 26 ივლისს საფრანგეთის სენატმა კორონავირუსთან ბრძოლის ზომების გამკაცრებას მხარი დაუჭირა.