imedi /  22 ივლისი 2020, 12:45 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: გაჩიანში მოსახლეობის მხრიდან კვლევებზე ცუდი დამყოლობაა, გუშინ 6-მა ბრიგადამ მხოლოდ 350 ნიმუში აიღო

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

განსაკუთრებით ცხელი წერტილი ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ე.წ. გაჩიანის დასახლებაში გვაქვს, სადაც შედის 3 სოფელი - ყარაჯალარი, აღთაკლია და ყარათაკლია. სამწუხაროდ, მოსახლეობაში არის ცუდი დამყოლობა კვლევებზე. გუშინ ადგილზე 6 ბრიგადა მუშაობდა და მხოლოდ 350 ნიმუში ავიღეთ, როცა 6 ბრიგადის საშუალო სიმძლავრე 700-1000 ნიმუშია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„დღეს ქვეყანაში 24 ახალი შემთხვევა გვაქვს. ბოლო დღეების განმავლობაში დაახლოებით 10-10 შემთხვევა გვქონდა, პირდაპირ გეტყვით, რომ პანიკის საფუძველი არაა, მაგრამ ფრიად საყურადღებოა. გარკვეულწილად ეს პროგნოზირებადი იყო, ვინაიდან ნებისმიერ შემსუბუქებას შეიძლება მოჰყვეს შემთხვევათა რაოდენობის ზრდა. მთავარია, რომ ეს მატება იყოს კონტროლირებად და მართვადი. დღეს ქვეყანაში ეს პროცესი სრულად მართვადია, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ მოსახლეობას ყურადღება მოადუნა. შეიქმნა ილუზია, თითქოს ჩვენ დავამარცხეთ კორონავირუსი - არა, პანდემიის დამარცხება მხოლოდ გლობალურადაა შესაძლებელი. განსაკუთრებით ცხელი წერტილი ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ე.წ. გაჩიანის დასახლებაში გვაქვს, სადაც 3 სოფელი - ყარაჯალარი, აღთაკლია და ყარათაკლია. ამ 3 სოფლიდან ორში გვაქვს სულ 34 შემთხვევა, დღევანდელი 24-იდან კი 10 სწორედ ამ კლასტერიდანაა. ადგილზე ტარდება სერიოზული ღონისძიებები, ყველა შესასვლელში არის თერმოსკრინინგი, მაგრამ, სამწუხაროდ, მოსახლეობაში არის ცუდი დამყოლობა კვლევებზე. გუშინ დავიწყეთ გაფართოებული კვლევები და გვინდოდა, ამ კვირაში 7 000 მოსახლე გამოგვეკვლია. ჩვენი გათვლებით, ინფიცირებული შეიძლება იყოს მოსახლეობის 5-10% და მათი დროული იზოლაციაა საჭირო. ამ სოფლების მოსახლეობის უმრავლესობა სხვადასხვა ბაზარზე - რუსთავის, ლილოს, თბილისის ბაზრობებზე მუშაობს, ამიტომ ინფექციის გატანის რისკი დიდია. სამწუხაროდ, მოსახლეობა შემხვედრ ნაბიჯებს არ დგამს. გუშინ ადგილზე 6 ბრიგადა მუშაობდა და მხოლოდ 350 ნიმუში ავიღეთ, როცა 6 ბრიგადის საშუალო სიმძლავრე 700-1000 ნიმუშია. ამ 350 ნიმუშიდან 10 არის დადებითი ანუ იქ ინფექცია ტრიალებს და მოვუწოდებ მოსახლეობას სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობისკენ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 073 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 907 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

26 ივლისი 2021, 09:03

კულტურა

ფესტივალი Art-გენი-2021 დასრულდა

ფესტივალი Art-გენი 2021-ის თბილისის ტური ნიაზ დიასამიძის კონცერტით დაიხურა. ფესტივალი კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, 16 ივლისს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნა.

26 ივლისი 2021, 08:51

პოლიტიკა

დღეს პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის მიხედვითაც, კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებულ ადამიანებს ამნისტია შეეხებათ

საკითხის კომიტეტებში განხილვის შემდეგ კანონპროექტი პლენარულ სესიაზე გავა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ამნისტია შეეხება და როგორც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან, ასევე ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება 245 ათასზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი.

26 ივლისი 2021, 08:32

COVID19

აშშ-ის ნაჩუქარი Pfizer-ით ვაქცინაცია დღეიდან იწყება

ვაქცინის დოზები უკვე გადანაწილდა რეგიონებშიც. აჭარის, იმერეთის, სამეგრელოს, შიდა და ქვემო ქართლის და კახეთის მუნიციპალიტეტებში ვაქცინაცია დილის 10 საათიდან დაიწყება. მათთვის, ვინც „ფაიზერის“ ვაქცინაზე დარეგისტრირება ვერ მოახერხა, სარეგისტრაციო პორტალზე ადგილები ორი დღის განმავლობაშიც დაემატება.

26 ივლისი 2021, 08:19

პოლიტიკა

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 2020 წლის არჩევნების შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას განიხილავენ

„ქართული ოცნების“ მოწოდების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი სხდომაზე დასწრებას მაინც არ აპირებს. საგამოძიებო კომისიის დასკვნა 100-გვერდიანია და როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, გამოკვეთილი ხარვეზები ძირითადად ტექნიკური ხასიათის ცდომილებებს უკავშირდება.

26 ივლისი 2021, 08:03

პოლიტიკა

დღეს პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს კენჭს ხელახლა უყრიან

ამჯერად მათ დეპუტატთა 90 ხმა დასჭირდებათ თანამდებობებზე დასამტკიცებლად. იმ შემთხვევაში, თუ ისინი კვლავ ვერ მოახერხებენ საჭირო ხმების მიღებას, მომდევნო სესიაზ,ე ხმათა უმრავლესობით, 5 წლის ნაცვლად, 6 თვის ვადით იქნებიან არჩეულები.

მოსიარულე მკვდრები

26 ივლისი 2021, 00:51

კულტურა

„მოსიარულე მკვდრების“ ბოლო სეზონის პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა

ამასთან, ცნობილი შოუს ორი სპინ-ოფის „გეშინოდეთ მოსიარულე მკვდრებისა“ და „სამყარო საზღვრებს მიღმა“ ახალი სეზონების გამოსვლის თარიღები. „სამყარო საზღვრებს მიღმა“ ეკრანებზე 3, „გეშინოდეთ მოსიარულე მკვდრების“ კი 17 ოქტომბერს დაბრუნდება.

იუპიტერი და ევროპა

26 ივლისი 2021, 00:44

ტექნოლოგიები

NASA და SpaceX-ი სიცოცხლის ნიშნების პოვნას იუპიტერის თანამგზავრზე შეეცდებიან🪐

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ევროპა ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია მზის სისტემაში, რომელზეც შესაძლოა სიცოცხლე არსებობს. მთვარის ყინულოვანი გარსის სავარაუდო სისქე 100 კილომეტრია, მის ქვეშ კი თხევადი წყლის ოკეანეა, რომელშიც შესაძლოა პრიმიტიული მიკროორგანიზმები ბინადრობენ.

ირაკლი კობახიძე

26 ივლისი 2021, 00:21

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გახარიაზე: ასეთი მიუღებელი ქმედება ადამიანურად გულდასაწყვეტი და დასანანი ნამდვილად იყო

გულდასაწყვეტი და დასანანი ეს ნამდვილად იყო, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ნოესთან“ გიორგი გახარიას ქმედებაზე საუბრისას განაცხადა. კითხვაზე, გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენას ნანობენ თუ არა გუნდში, კობახიძემ განაცხადა, რომ რაც ბოლო პერიოდში გახარიამ გააკეთა, ადამიანურად ეს ყველაფერი საწყენი იყო.

ირაკლი კობახიძე

26 ივლისი 2021, 00:20

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების არა თუ პრივილეგიაა, ვალდებულებაცაა, ჰქონდეს მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა საპატრიარქოსთან

ხელისუფლებასა და საპატრიარქოს უნდა ჰქონდეთ მჭიდრო თანამშრომლობა, რადგან ეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. მისი თქმით, მისი ეს განცხადება ინტერპრეტაციის საშუალებას არ უნდა ტოვებდეს.

ირაკლი კობახიძე

26 ივლისი 2021, 00:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დავასრულე სახელმძღვანელო კონსტიტუციურ სამართალში და უფასოდ ვურიგებ სტუდენტებს

„ვცდილობ მაქსიმალურად დავიხარჯო და მაქსიმალურად გავუზიარო ცოდნა სტუდენტებს და ამისთვის არ დავიზარე და სახელმძღვანელოც მოვამზადე. 2019 წელს მქონდა რაღაც თავისუფალი პერიოდი ზაფხულში, მას შემდეგ რაც გადავდექი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან. 2 თვე მქონდა და მოვახერხე და დავასრულე სახელმძღვანელო კონსტიტუციურ სამართალში. რეალურად დღეს ეს არის ერთადერთი სახელმძღვანელო, რომელიც თანამედროვე კონსტიტუციას ზედმიწევნით განმარტავს. ვცდილობ ეს სახელმძღვანელოებიც მივაწოდო სტუდენტებს, უფასოდ ვარიგებ სტუდენტებისთვის ამ სახელმძღვანელოს. ვცდილობ, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო ყველა თვალსაზრისით უნივერსიტეტში“, - განმარტავს კობახიძე.

ირაკლი კობახიძე

25 ივლისი 2021, 23:59

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე 20 ივნისის მოვლენებზე: რაღაცები ხელოვნურად იყო პროვოცირებული, თუმცა მეორე მხარეს იყო პოლიტიკური შეცდომა, რომელიც არ უნდა ყოფილიყო დაშვებული

ყველაფერი აჩვენებს, რომ რაღაცები ხელოვნურად იყო პროვოცირებული, თუმცა მეორე მხარეს იყო შეცდომა. ეს ცალსახად პოლიტიკური შეცდომაა, რომელიც არ უნდა ყოფილიყო დაშვებული, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. მან 20 ივნისის წინმსწრები მოვლენები გაიხსენა. კერძოდ, კობახიძე ასამბლეის ღონისძიების წინა საორგანიზაციო დეტალებს შეეხო. აღნიშნა, რომ ასამბლეაზე გამოსვლის ტექსტი თავად დაწერა და იგი რუსეთთან მიმართებაში ძალიან ხისტი იყო.

ირაკლი კობახიძე

25 ივლისი 2021, 23:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მინდა ისეთი საქართველო მივიღოთ, სადაც ცხოვრება არის სრულიად უსაფრთხო, სადაც არის კეთილდღეობის მაღალი სტანდარტი, სადაც არის ჯანსაღი ურთიერთობები ადამიანებს შორის

„მინდა საბოლოო ჯამში ისეთი საქართველო მივიღოთ, სადაც ცხოვრება არის სრულიად უსაფრთხო, მათ შორის გარე საფრთხეები იგულისხმება, სადაც არის კეთილდღეობის მაღალი სტანდარტი, სადაც არის ცივილიზებული გარემო, სადაც არის ჯანსაღი ურთიერთობები ადამიანებს შორის. ეს არის ის, რაც ალბათ ყველას გვსურს და ასეთი წარმომიდგენია საქართველო განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გავხდებით ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

25 ივლისი 2021, 23:46

ტაბლოიდი

ირაკლი კობახიძემ განმარტა რატომ არ იჭრის თმას

„ასე ვგრძნობ უფრო კომფორტულად თავს. მოკლე თმა არ მიყვარს. ჩემზე არ მიყვარს, თორემ ბევრს უხდება. ძალიან მარტივი საკითხია, თუმცა ხშირად საუბრობენ ხოლმე ამაზე“, - განმარტა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

25 ივლისი 2021, 23:39

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილზე: როდესაც ასეთი ადამიანი ტოვებს პარტიას, ეს სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს გუნდს და ჩვენ მოვახერხეთ მაშინ ერთად დადგომა

„ამას დაემატა ის, რომ ყრილობიდან დაახლოებით ერთი თვე იყო გასული, როდესაც ჩვენ მოგვიწია ისეთ რთულ პროცესებთან შეჭიდება, რაც დაკავშირებული იყო მელიას დაკავებასთან. ეს იყო ძალიან რთული მომენტები, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ ამ სირთულეების დაძლევა, რაც ისევ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, იმიტომ რომ მან სწორად დალაგებული გუნდი დატოვა. ისეთი გუნდი, სადაც უზრუნველყოფილია ინტერესების სწორი გატარება. და ჩვენ მოვახერხეთ მაშინ ერთად დადგომა, იმის მიუხედავად, რომ იყო სერიოზული სირთულეები“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

25 ივლისი 2021, 23:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იყო არაერთი კრიტიკული მომენტი, თუმცა ერთიანობითა და გუნდში მეგობრული ურთიერთდამოკიდებულებით ყოველთვის ვახერხებდით სირთულეების დაძლევას

„ეს არის ძალიან მეგობრული და შეკრული გუნდი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გამოიარა ამ წლების განმავლობაში, უამრავი სირთულე გამოიარა. იყო არაერთი კრიტიკული, ძალიან მძიმე მომენტი, თუმცა ზუსტად ამ ერთიანობითა და მეგობრული ურთიერთდამოკიდებულებით ყოველთვის ვახერხებდით საბოლოო ჯამში წინ წასვლასა და სირთულეების დაძლევას“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

25 ივლისი 2021, 23:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რაღაც მომენტში ინგლისურის სწავლა არ მინდოდა და დედამ დამაძალა

ყოველთვის ვუსმენ და ეს რჩევები ყოველთვის ფასეულია, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინო, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ნოესთან“ დედაზე საუბრისას განაცხადა. მან ისაუბრა, თუ რა როლი უწირავს დედას მის ცხოვრებაში. „აკადემიურ ოჯახში გავიზარდე. ბაბუა პროფესორი, ბებია თსუ-ში დეკანი იყო. დედაც აკადემიურ საქმიანობაში იყო ჩართული. ძალიან მშრომელი ადამიანია და ძალიან მიზანდასახული“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

25 ივლისი 2021, 23:05

ტაბლოიდი

ირაკლი კობახიძემ საყვარელი ჯგუფები დაასახელა და თავისი ანსამბლის შესახებ ისაუბრა

„სახელამდეც კი არ მივიდა საქმე, უბრალოდ ვუკრავდით. სარდაფი მოვაწყვეთ ნუცუბიძეზე, სადაც ვცხოვრობდით, ბავშვობის მეგობრებთან ერთად, ჩემი მეზობლები იყვნენ და ერთად მოვაწყვეთ სარდაფი და იქ სხვადასხვა კომპოზიციას ვასრულებდით ხოლმე. ეს დაახლოებით წელი-წელიწადნახევარი გაგრძელდა. საინტერესო და ძალიან სასიამოვნო იყო, გვართობდა ეს ყველაფერი. სიამოვნებას ვიღებდით ამ ყველაფრისგან“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

25 ივლისი 2021, 22:56

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მაქსიმალურად ვცდილობ, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ბავშვებს რაც შეიძლება მეტი დრო დავუთმო

„პრინციპში, ვახერხებ, რომ ბავშვებთან მქონდეს საკმარისი ურთიერთობა, ეს არის პრიორიტეტი. რაღაც წლებს ვერ დააბრუნებ. ბავშვი როცა არის 6 წლის არის განსხვავებული, განსხვავებულია 7 წლის. იმ წლებს ვერ დააბრუნებ და ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოუფრთხილდე ემოციას, რომელიც ამ ყველაფერთან არის დაკავშირებული. მაქსიმალურად ვცდილობ, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ბავშვებს რაც შეიძლება მეტი დრო დავუთმო“, - განაცხადა კობახიძემ.

კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე

25 ივლისი 2021, 22:42

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კახა კალაძესთან ტანდემში ვუძღვებოდით პარტიის განვითარების პროცესს. მასთან მუშაობა არის ძალიან კომფორტული და საინტერესო

„მე ვიყავი ჩართული 2012 წელს პროცესებში, ოღონდ მაშინ ვიყავი ერთ-ერთი კონსულტანტივით, როდესაც საარჩევნო პროგრამა იწერებოდა. მახსოვს, მაშინ პრეზენტაცია გავაკეთე და ბატონი ბიძინაც ესწრებოდა იმ ღონისძიებას და მაშინ მახსოვს, რომ ჩემი CV მოითხოვა, დაიტოვა. იმის მერე დიდი დრო გავიდა. 2014 წლის ბოლომდე არანაირი შეხება აღარ მქონია და ამის შემდეგ მივიღე წინადადება აღმასრულებელი მდივნის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით“, - იხსენებს კობახიძე.

ირაკლი კობახიძე

25 ივლისი 2021, 22:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბევრად გახსნილი ვარ პირად ურთიერთობებში, საჯარო სივრცეში გახსნა არ მიყვარს

„სიცილი არ მიყვარს საჯაროდ, მაგრამ პირად ურთიერთობებში პირიქით. ერთ-ერთი, რაც სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს, არის იუმორი, სიცილი და ასეთ გარემოში მეგობრებთან და ახლობლებთან ყოფნა“, - განაცხადა კობახიძემ.