imedi /  22 ივლისი 2020, 18:01 / სანდო წყარო

თამარ გაბუნია: ფართო გავრცელებასთან საქმე ამ ეტაპზე არ გვაქვს, მაგრამ ეს არ არის დამშვიდების საფუძველი

თამარ გაბუნია

თამარ გაბუნია

ფართო გავრცელებასთან საქმე ამ ეტაპზე არ გვაქვს, მაგრამ ეს არ არის დამშვიდების საფუძველი, - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველო კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების აქტიურ ფაზაში იმყოფება, ამიტომ შედარებით დადებითი შედეგის მიუხედავად მოსახლეობამ წესები კვლავ უნდა დაიცვას.

„ეპიდემიას არ ჩაუვლია, ამდენად ყველა ის ღონისძიება, რომელიც პირველივე დღიდან ვიცით, რომ თავის დაცვის მიზნით უნდა განვახორციელოთ, კვლავაც ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია. რა თქმა უნდა, სიტუაცია არის კონტროლის ფარგლებში და ღონისძიებები, რომლებიც ჩვენთვის ცნობილია ეპიდემიოლოგიური კუთხით და რაც ნამდვილად ვიცით, რომ ეფექტიანია, ხორციელდება. ამას თავისი შედეგები აქვს. შემთხვევების გამოვლენა და ტესტირების მაღალი მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ერთეული გარკვეული მაღალი გავრცელების მიუხედავად, ზოგადად გამოვლენის მაჩვენებელი ჩვენს შემთხვევაში დაბალია პროპორციულად - ეს არის 1%-ზე ნაკლები. რაც ნიშნავს იმას, რომ ფართო გავრცელებასთან საქმე ამ ეტაპზე არ გვაქვს, მაგრამ ეს არ არის დამშვიდების საფუძველი“, - აღნიშნა გაბუნიამ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 073 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 907 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

მატეუშ მორავეცკი

14 აგვისტო 2020, 19:35

მსოფლიო

პოლონეთის პრემიერმა ბელარუსის ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებისკენ მოუწოდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ბელარუსის ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მატეუშ მორავეცკიმ პოლონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

14 აგვისტო 2020, 19:23

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან კობიაშვილის საარჩევნო შტაბი გაიხსნა

„ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან კობიაშვილის საარჩევნო შტაბი გაიხსნა და ხვალიდან აქტიურად მოქალაქეების მიღებას დაიწყებს. ლევან კობიაშვილის განცხადებით საარჩევნო კამპანია ხვალიდან აქტიურად დაიწყება, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები მოსახლეობასთან როგორც შტაბში, ასევე მათ უბნებში გაიმართება. შტაბის გახსნაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებიც იმყოფებოდნენ.

14 აგვისტო 2020, 19:23

COVID19

ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 987 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 987 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც აპრილიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

თეა ახვლედიანი

14 აგვისტო 2020, 19:23

საზოგადოება

თეა ახვლედიანი: წითელი ჯვრის დახმარებით სულ იდენტიფიცირებული და გადმოსვენებულია 191 პირი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში 1990-ანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა. კონფლიქტის დროს დაღუპულთა ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს და სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

14 აგვისტო 2020, 19:16

მსოფლიო

თურქეთი არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ გამორიცხავს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ გამორიცხავს. აღნიშნულის მიზეზი ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ მიღწეული შეთანხმებაა

ნინო ლომჯარია

14 აგვისტო 2020, 19:11

სამართალი

სახალხო დამცველი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში საწყის ეტაპზე გამოძიების ოპერატიულობის საკითხს სწავლობს

ჩვენ არაერთგზის გვქონდა კონტაქტი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატთან, განვუცხადეთ მათი სურვილის შემთხვევში დახმარების სრული მზაობა. ადვოკატმა და ოჯახმაც იცის, როდესაც ისინი მოგვამრთავენ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დახმარების თხოვნით, ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ტვ. „პირველის“ ეთერში განაცხადა.

14 აგვისტო 2020, 19:03

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში 6 ათასამდე კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 750 ათასს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 750 400 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 20 687 815 ადამიანი დაინფიცირდა. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 246 472 შემთხვევა გამოვლინდა, 5 982 ადამიანი კი COVID-19-ს ემსხვერპლა.

კანცელარია

14 აგვისტო 2020, 18:58

COVID19

კარანტინისა და იზოლაციის ვადა 14-ის ნაცვლად 12 დღით განისაზღვრა

კარანტინისა და იზოლაციის ვადა 14-ის ნაცვლად 12 დღით განისაზღვრა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 495-ე დადგენილებაშია ნათქვამი. დადგენილების თანახმად, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ან/და კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირები ექვემდებარებიან 12 დღის განმავლობაში კარანტინს.

ირაკლი ღარიბაშვილი

14 აგვისტო 2020, 18:52

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ხელისუფალი, რომელიც ქვეყანას ვერ ააცილებს ისეთ განსაცდელს, როგორიც ომია, არ იმსახურებს არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნებასა და ყოფნას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას

ყველა ის ხელისუფალი, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ხალხს თავიდან ვერ ააცილებს ისეთ დიდ განსაცდელს, როგორიც არის ომი, არ იმსახურებს არა თუ ხელისუფლებაში დაბრუნებასა და ყოფნას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას, - განაცხადა დედოფლისწყაროში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენისას პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

14 აგვისტო 2020, 18:50

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ერთადერთი ადამიანი და მისი გუნდი, რომელიც განაპირობებს მშვიდობასა და სტაბილურობას, არის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“

„ერთადერთი ადამიანი და მისი გუნდი, რომელიც განაპირობებს მშვიდობასა და სტაბილურობას, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება“ - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედოფლისწყაროში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე განაცხადა.

14 აგვისტო 2020, 18:36

სამართალი

ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

ქარელში, საცხოვრებელ სახლთან მდგომ ადამიანებს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგადაც, ერთი პირი ადგილზევე დაიღუპა, ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო

14 აგვისტო 2020, 18:22

რეგიონი

შიდა ქართლში, დევნილთა დასახლებაში საგზაო და წყლის ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

შიდა ქართლის რეგიონის დევნილთა დასახლებაში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტს, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, 7,2 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა. გზისა და წყალმომარაგების სამუშაოები 11 სხვადასხვა ადგილზე მიმდინარეობდა.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი

14 აგვისტო 2020, 18:18

რეგიონი

კარანტინში მყოფი პირი, რომელიც სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა, კომატოზურ მდგომარეობაშია

კარანტინში მყოფი პირი, რომელიც სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა, კომატოზურ მდგომარეობაშია. დაშავებული ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშია მოთავსებული და მისი თბილისში გადაყვანა იგეგმება. მედიკოსების თქმით, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში 14 აგვისტოს, გამთენიისას უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს. პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები აქვს.

ბელგია მთავრობა

14 აგვისტო 2020, 18:11

მსოფლიო

ბელგიაში მთავრობის ჩამოყალიბების მორიგი მცდელობა ჩავარდა

ბელგიაში მთავრობის ჩამოყალიბების მორიგი მცდელობა ჩავარდა. გამოცემა Le Soir-ის ცნობით, 20 ივლისს დაწყებული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ფლამანდიელი ნაციონალისტების ლიდერი ბარტ დე ვევერი და სოციალისტების ლიდერი პოლ მაგნეტი ბოლო დღეების განმავლობში მოლაპარაკებებს შედარებით სუსტ პარტიებთან მართავდნენ. სავარაუდოდ, დე ვევერი და მაგნეტი 17 აგვისტოს ბელგიის მეფეს შეხვდებიან და მომხდარის შესახებ შეატყობინებენ.

გიორგი ვოლსკი

14 აგვისტო 2020, 18:07

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციის დამახასიათებელი ნიშანია, მისწრაფება დესტრუქციული პროცესების განვითარებისკენ

„ოპონენტების წარმომადგენლები, როგორც მაჟორიტარები ასევე, პარტიულები, (მცირე გამონაკლისების გარდა) არის ერთგვაროვანი ჯგუფი. მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რაც ამ პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ არის ის, რომ ძალიან დიდია ამბიციები და ეს ამბიციები ერთმანეთში საკმაოდ სერიოზულ დაპირისპირებას განაპირობებს. ისეთსავე დაპირისპირებას, როგორიც აქამდე იყო. ისინი აგინებდნენ ერთმანეთს, შემდეგ აქებდნენ და შემდეგ იცვლიან პოზიციას. ეს არის მათი საერთო დამახასიათებელი ნიშანი. მეორე ნიშანი რაც მათ არ განარიდებს ერთმანეთს, ეს არის მისწრაფება დესტრუქციული პროცესების განვითარებისკენ, რაც უჩენს მათ პერსპექტივას, რომ იქნებ იმდენად აიმღვრეს წყალი, რომ ეს დესტრუქცია პოლიტიკური დივიდენდების მიღების წყაროდ იქცეს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ტვ „რუსთავი 2“ -ის ეთერში განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

14 აგვისტო 2020, 18:04

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: უნდა გაიმარჯვოს დათო სონღულაშვილმა და ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის შენება

მოგესალმებით ჩემო მაგარო კახელებო, მაგარო ქიზიყელებო, დედოფლისწყაროელებო! ჩემთვის ორმაგად ემოციურია დღეს აქ თქვენთან შეხვედრა, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დედოფლისწყაროში, „ქართული ოცნების“ გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე.

14 აგვისტო 2020, 17:52

მსოფლიო

ნეპალში მეწყერმა ათობით სახლი მოიყოლა, დაიღუპა 16 ადამიანი

ნეპალის მთიან სოფლებში მეწყრული პროცესები გრძელდება. ინტენსიურმა წვიმამ დღეს, რამდენიმე ადგილას, კვლავ გამოიწვია მეწყრული პროცესები, რის შედეგადაც, 16 ადამიანი დაიღუპა. ნეპალის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიწის მასაშია მოყოლილი ათობით სახლი, ადამიანთა ნაწილს კი, ამ დრომდე ეძებენ.

ირაკლი ღარიბაშვილი

14 აგვისტო 2020, 17:30

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: უგუნურმა ხელისუფლებამ ვერ აარიდა ჩვენს მოსახლეობას ის უბედურება, ნგრევა და დესტაბილიზაცია, რომელიც აგვისტოს ომმა გამოიწვია

ყოფილმა უგუნურმა ხელისუფლებამ ვერ აარიდა ჩვენს მოსახლეობას ის უბედურება, ნგრევა და დესტაბილიზაცია, რომელიც გამოიწვია აგვისტოს ომმა. შედეგად ჩვენ მივიღეთ ასზე მეტი დაკარგული სოფელი, დავკარგეთ კოდორი, დავკარგეთ ახალგორი და დამატებით მივიღეთ 10 ათასზე მეტი, დაახლოებით 25 ათასი დევნილი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

კახა კალაძე

14 აგვისტო 2020, 17:23

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ უარი ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ძალებს და სათანადო ადგილი მივუჩინოთ მათ

გამოწვევების დასაძლევად და განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად საჭიროა, რომ თქვენი მაჟორიტარობის კანდიდატი ღირსეული ადამიანი იყოს. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ჩავატარეთ გამოკითხვები, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი, - ასე წარუდგინა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“, დავით სონღულაშვილი დედოფლისწყაროს ამომრფჩეველს.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

14 აგვისტო 2020, 17:20

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხელისუფლების გადაბარების უზრუნველსაყოფად საკოორდინაციო საბჭოს შექმნა დააანონსა

ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ შექმნის საკოორდინაციო საბჭოს, რომელიც ხელისუფლების გადაბარებას უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციური კანდიდატების გაერთიანებული შტაბი ავრცელებს.