imedi /  23 ივლისი 2020, 13:16 / სანდო წყარო

რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 795 ათასს გადააჭარბა

რუსეთი კორონავირუსი

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 5 848 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საერთო რაოდენობამ კი 795 038-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 147 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვი 12 892-მდე გაიზარდა. ვირუსის დამარცხება 580 330-მა ადამიანმა შეძლო.

რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2 მარტს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

07 აგვისტო 2020, 19:42

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: დაუღალავი სვლა მშვიდობის, კეთილდღეობის, დემოკრატიისა და ევროპული ოჯახისკენ საქართველოს გააზრებული არჩევანია

დღევანდელი კონფერენცია საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ 2008 წელს განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგებს ეხმიანება - აგრესიის, რომელიც მთელს ევრო-ატალნტიკურ სივრცეში არსებული მშვიდობისა და უსაფრთხოების გამოცდად იქცა - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა თავისი გამოსვლა ონლაინ კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აშშ-ს ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ფრონტის ინიციატივასთან ერთად უმასპინძლა.

ნინო ლომჯარია

07 აგვისტო 2020, 19:36

საზოგადოება

აგვისტოს ომის მე-12 წლისთავს ომბუდსმენი ეხმაურება

2008 წლის აგვისტოს ომის მე-12 წლისთავზე კონფლიქტის ზონაში მცხოვრები, როგორც ქართველი, ისე ოსი და აფხაზი მოსახლეობა დღემდე მწვავედ განიცდის ომის დამანგრეველ შედეგებს, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

07 აგვისტო 2020, 19:33

სპორტი

კლუბი „ბრივი“, სადაც შვიდი ქართველი მორაგბე თამაშობს, სეზონის განახლებისთვის საფრანგეთის ჯარში ემზადება

TOP 14-ის კლუბი „ბრივი“, სადაც შვიდი ქართველი მორაგბე თამაშობს, სეზონის განახლებისთვის საფრანგეთის ჯარში ემზადება. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, მთელი გუნდი უკვე რამდენიმე დღეა შეიარაღებულ ძალებთან ერთად ფიზიკური მომზადების კურსს გადის და მორაგბეები უდიდეს დატვირთვებს იღებენ, რაც მათ სეზონის მიმდინარეობისას აუცილებლად წაადგებათ. „ბრივში“ თედო აბჟანდაძე, ვასილ ლობჟანიძე, ვანო კარკაძე, სოსო ბეკოშვილი, ოთარ გიორგაძე, ლუკა ჯაფარიძე და ირაკლი ცხადაძე თამაშობენ. საფრანგეთის ჩემპიონატის ახალ გათამაშებას კი ეს გუნდი 5 სექტემბერს, „ბაიონთან“ საშინაო თამაშით დაიწყებს.

მაიკლ ოჯო

07 აგვისტო 2020, 19:18

სპორტი

სერბეთის „ცრვენა ზვეზდას“ 27 წლის კალათბურთელი მაიკლ ოჯო გულის შეტევით გარდაიცვალა

სერბეთის „ცრვენა ზვეზდას“ 27 წლის კალათბურთელი მაიკლ ოჯო გულის შეტევით გარდაიცვალა. ნიგერიელმა სპორტსმენმა თავი შეუძლოდ ვარჯიშის დროს იგრძნო, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ოჯოს მთელი თავისი კარიერა სერბეთის ჩემპიონატში აქვს გატარებული და „ცრვენა ზვეზდაში“ გადასვლამდე FMP-ს ღირსებას იცავდა. კლუბის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ კალათბურთელს გულთან დაკავშირებული პრობლემები არ აწუხებდა და მათთვისაც მისი სიკვდილი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

კრიშტიანუ რონალდო

07 აგვისტო 2020, 19:11

სპორტი

კრიშტიანუ რონალდო 2020 წლის ზამთარში „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას აპირებდა

კრიშტიანუ რონალდო 2020 წლის ზამთარში „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას აპირებდა. ცნობილი გამოცემა „ფრანს ფუტბოლის“ ინფორმაციით, პორტუგალიელი ფეხბურთელი თავის აგენტთან ჟორჟე მენდეშთან ერთად იანვარში „იუვენტუსის“ ხელმძღვანელებს შეხვდა და განუცხადა, რომ მისი ოცნება ნეიმართან და კილიან მბაპესთან ერთ გუნდში თამაში და პარიზში, ანუ იმ ქალაქში ცხოვრებაა, სადაც 2016 წელს პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა. ტურინული და პარიზული კლუბები მოლაპარაკებების დაწყებას აპირებდნენ, თუმცა კორონავირუსის პანდემიის შემდეგ პსჟ-მ რონალდუს სანაცვლოდ დიდი თანხის გადახდაზე უარი თქვა და თავად პორტუგალიელმაც საფრანგეთში ცხოვრება, სადაც მძიმე ეპიდვითარება იყო, გადაიფიქრა. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კრიშტიანუმ იტალიის სერია A-ში 31 გოლი გაიტანა და „იუვესთან“ ერთად სკუდეტო მოიგო.

07 აგვისტო 2020, 19:11

პოლიტიკა

ეუთოში აშშ-ის მისია: კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია

ეუთოში აშშ-ის მისია რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კიანუ რივზი

07 აგვისტო 2020, 19:02

კულტურა

კიანუ რივზს „ჯონ ვიკის“ მეოთხე და მეხუთე ნაწილებში გადაიღებენ

კიანუ რივზი ფილმ „ჯონ ვიკის“ მეხუთე ნაწილში გამოჩნდება. ახალ ფილმზე მუშაობის დაწყების შესახებ ინფორმაციას სტუდია Lionsgate-ზე დაყრდნობით, screenrant ავრცელებს. დაქირავებულ მკვლელზე გადაღებულ კინოსურათს, რამდენიმე ნაწილი დაემატება. ფილმის გადაღება 2022 წელს დასრულდება. სტუდია გეგმავს, რომ „ჯონ ვიკის“ მეოთხე და მეხუთე ნაწილები ერთად გადაიღოს.

ვიოლა ფონ კრამონი

07 აგვისტო 2020, 19:00

პოლიტიკა

ვიოლა ფონ კრამონი: რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჯერ კიდევ არ შეუსრულებია, რისთვისაც პასუხი უნდა აგოს

ევროპარლამენტის წევრი, ვიოლა ფონ კრამონი რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ადამ კიზინგერი

07 აგვისტო 2020, 18:53

პოლიტიკა

ადამ კინზინგერი: აშშ-ის კონგრესი, სენატი და პრეზიდენტი მხარს უჭერენ საქართველოს, საქართველოსთვის დადგა დრო, გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი

„საქართველოსთვის დადგა დრო, რომ ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი გახდეს. მინდა გითხრათ, რომ ათვლის წერტილი არის 12 წელი. საქართველოსთვის დადგა დრო, გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. ვფიქრობ, ჩემი მეგობრები დაეთანხმებიან, რომ ის ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, ვფიქრობ, არ უნდა გახდეს მიზეზი, რათა საქართველო არ გახდეს ნატო-ს წევრი“.

07 აგვისტო 2020, 18:52

პოლიტიკა

რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს

„რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. რუმინეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, - აღნიშნულია უწყების მიერ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

07 აგვისტო 2020, 18:39

პოლიტიკა

უკრაინის საგარეო უწყება: საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გააძლიეროს, რათა აიძულოს იგი, შეაჩეროს აგრესია საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

07 აგვისტო 2020, 18:28

პოლიტიკა

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, UNDP-ის ხელმძღვანელთან ერთად, კლიმატის ცვლილების შესახებ იმსჯელეს

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და UNDP-ის ხელმძღვანელი, ლუიზა ვინტონი ესწრებოდნენ.

07 აგვისტო 2020, 18:20

საზოგადოება

ვლადიმერ იმნაძე წეროვანში ვეტერანებს შეხვდა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე წეროვანში ჩავიდა და 9 აპრილის სახელობის სკვერში სამაჩაბლოდან და ახალგორიდან დევნილ ვეტერანებს შეხვდა.

07 აგვისტო 2020, 18:18

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 129 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 129 შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი კი ვირუსს ემსხვერპლა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის მინისტრრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

07 აგვისტო 2020, 18:16

მსოფლიო

ივლისში აშშ-ში 1.8 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა

ივლისში აშშ-ში 1.8 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის შრომის დეპარტამენტი ავრცელებს.

07 აგვისტო 2020, 18:10

მსოფლიო

ბეირუთში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 150-ს გადააჭარბა

ლიბანში 4 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 154-მდე გაიზარდა. უწყების პირველი პირის, ჰამად ჰასანის განცხადებით, დაშავებულია 5 000-მდე ადამიანი. მათ 20%-ს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.

ლევან იზორია

07 აგვისტო 2020, 17:59

პოლიტიკა

ლევან იზორია: რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით Bild-ის სტატია მნიშვნელოვანი და მისასალმებელია

დიპლომატის შეფასებით სტატია, სადაც რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ აგრესიულ პოლიტიკაზეა საუბარი და რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლის თავზე გამოქვეყნდა მისასალმებელია. საქართველოს ამოცანა კი ისაა, რომ ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქში, როგორიც ბერლინია, ყოველთვის პრინციპულად ხდებოდეს იმ უსამართლობის დაფიქსირება, რაც რუსეთის მხრიდან ხორციელდება და ასევე პრინციპულად უნდა დაფიქსირდეს ის სახელმწიფო პოლიტიკაც, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე აქვს არჩეული. ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩი „ქრონიკასთან“ საუბრობს.

07 აგვისტო 2020, 17:54

მსოფლიო

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დაპირისპირებას პალესტინელი ქალი ემსხვერპლა

მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირზე ერთმანეთს ებრაელი სამხედროები და ადგილობრივი პალესტინელები დაუპირისპირდნენ. შემთხვევისას, ებრაელმა ჯარისკაცებმა პალესტინელი ქალები დაჭრეს. მათ შორის იყო 23 წლის ქალიც, რომელიც შემთხვევას ემსხვერპლა.

07 აგვისტო 2020, 17:50

სპორტი

ინგლისის პრემიერლიგაში ხუთის ნაცვლად გუნდებს ისევ სამი შეცვლის უფლება ექნებათ

2020/2021 წლების სეზონიდან ინგლისის პრემიერლიგაში ხუთის ნაცვლად გუნდებს ისევ სამი შეცვლის უფლება ექნებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციამ კლუბებთან შეთანხმების შემდეგ მიიღო. ცვლილელების რაოდენობა კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეული პაუზის გამო, ფეხბურთელებისთვის დატვირთების შესამსუბუქებლად დააწესეს და განახლებულ ჩემპიონატებში ყველგან ეს წესი მოქმედებდა.

მიხეილ რამიშვილი

07 აგვისტო 2020, 17:36

სამართალი

ადვოკატი: თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა შსს-ს სთხოვა, არ გაასაჯაროოს იმგვარი ინფორმაცია, რომელიც თვითმკვლელობის ეჭვებს იწვევს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა, უწყების ვებგვერდზე არ განთავსდეს იმგვარი ინფორმაცია, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ეჭვებს იწვევს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შსს-ში შეხვედრის დასრულების შემდეგ ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.