IMEDI /  24 ივლისი 2020, 10:44 / სანდო წყარო

ფინეთი კორონავირუსის პრევენციისთვის სამ ქვეყანასთან სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს

ფინეთი 27 ივლისიდან სამ ქვეყანასთან სასაზღვრო კონტროლს გაამკაცრებს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Yle წერს.

გამოცემის ცნობით, სასაზღვრო კონტროლი მკაცრდება ავსტრიასთან, შვეიცარიასთან და სლოვენიასთან. ამ ქვეყნის მოქალაქეები მკაცრ სასაზღვრო კონტროლს გაივლიან და ფინეთში შესვლის შემთხვევაში 14 დღე კარანტინში ყოფნა მოუწევთ.

ფინეთის გადაწყვეტილების მიზეზი ავსტრიაში, შვეიცარიასა და სლოვენიაში ეპიდსიტუაციის გაუარესება გახდა.

ამ ქვეყნების გარდა სასაზღვრო კონტროლი შენარჩუნდება პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, საფრანგეთიდან, ლუქსემბურგიდან, ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან და პორტუგალიიდან ჩასულ მოგზაურებისთვის.

ამასთან ფინეთმა სასაზღვრო კონტროლი გააუქმა 9 ქვეყნისთვის, რომლებიც შენგენის ზონაში არ შედიან. მათ შორისაა, საქართველო, იაპონია, სამხრეთ კორეა, ჩინეთი, ტუნისი, ურუგვაი, რუანდა, ტაილანდი და ახალი ზელანდია.

ფინეთის კრიტერიუმით, „მწვანე ზონაში“ ექცევა ის ქვეყნები, სადაც ბოლო 14 დღეში COVID19-ის ინფიცირების 8 შემთხვევაზე მეტი არ ფიქსირდება.

ფინეთის ხელისუფლებამ 14 მაისისთვის საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

02 აგვისტო 2021, 17:19

საზოგადოება

ილია მეორე: შევთხოვ უფალს, რომ ჩვენში სიყვარულის ტაძარი არ დაცარიელდეს

ილია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, პატრიარქისთვის მისალოცად მისულ სინოდის მღვდელმთავრებს, სასულიერო პირებს, სამონაზვნო დასსა და საზოგადოების წარმომადგენლებს ილია მეორემ მიმართა. მან შეკრებილებს მადლობა გადაუხადა და დალოცა.

კრისტინა ტიმანოვსკაია

02 აგვისტო 2021, 17:14

მსოფლიო

ბელარუსის ოლიმპიური ნაკრების წევრმა კრისტინა ტიმანოვსკაიამ, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიადიდან ბელარუსში დაბრუნებაზე უარი თქვა, პოლონეთის ჰუმანიტარული ვიზა მიიღო

ბელარუსის ოლიმპიური ნაკრების წევრმა კრისტინა ტიმანოვსკაიამ, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიადიდან ბელარუსში დაბრუნებაზე უარი თქვა, პოლონეთის ჰუმანიტარული ვიზა მიიღო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

02 აგვისტო 2021, 17:12

საზოგადოება

უსაფრთხოების სამსახური: კონკრეტული მედიასაშუალება მიმართავს ყველა ხერხს, რათა ქვეყანაში არსებული ვითარება საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენოს

სამწუხაროდ, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ცალკეული წარმომადგენლები, ნებსით თუ უნებლიეთ, პროვოკაციული და სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი დეზინფორმაციული კამპანიის მონაწილეები ხდებიან, - ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. განცხადების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს, მედიასაშუალებით გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას უკანონო თვალთვალისა და მიყურადების შესახებ.

ილია მეორე და მეუფე შიო

02 აგვისტო 2021, 17:11

საზოგადოება

მეუფე შიო პატრიარქს: იმედი გვაქვს, რომ თქვენი ლოცვითა და ილია წინასწარმეტყველის შეწევნით, უღმერთო იდეოლოგიის დანერგვის მორიგი მცდელობა საქართველოში წარუმატებელი აღმოჩნდება

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ილია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ხსენებას დღესასწაულობს. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის მღვდელმთავრები, სასულიერო პირები, სამონაზვნო დასი და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მის უწმინდესობას ანგელოზის დღე მიულოცეს.

02 აგვისტო 2021, 16:58

პოლიტიკა

Twinning-ის პროექტის შედეგად, გეოგრაფიული აღნიშვნების ლოგოსა და ოთხ პროდუქტზე საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა

პროექტის მთავარი ბენეფიციარი „საქპატენტი“ იყო, რომელსაც საშუალება მიეცა, დარგში წამყვანი ქვეყნების გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით, შეექმნა ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციური მექანიზმები, რომლებიც გააძლიერებს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის სისტემას, ხელს შეუწყობს აღნიშნულ სფეროში კომპეტენციის გაზრდასა და ცოდნის გაღრმავებას.

02 აგვისტო 2021, 16:56

საზოგადოება

მუხიანის მესამე მიკრორაიონში სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

მუხიანის მესამე მიკრორაიონის N12 საცხოვრებელ კორპუსთან სკვერი მოეწყობა. აღნიშნულ მისამართზე, მოსახლეობის ინიციატივით, ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, გლდანის რაიონის გამგეობამ კი, სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

ემანუელ მაკრონი

02 აგვისტო 2021, 16:52

COVID19

ემანუელ მაკრონი ფრანგებს მოუწოდებს, ვაქცინაციის შესახებ მას კითხვები დაუსვან

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ფრანგებს მოუწოდებს, ვაქცინაციის შესახებ მას კითხვები დაუსვან.

02 აგვისტო 2021, 16:50

პოლიტიკა

ბრალდებულისა და მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად მოწესრიგდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დასაკავშირებლად ბრალდებულის და მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდება დაწესებულების ხარჯით.

ატამი

02 აგვისტო 2021, 16:35

ეკონომიკა

ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის ღირებულებამ 20.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან 1-ლი აგვისტოს პერიოდში, განხორციელდა 22.9 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 20.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. „გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 7.2 ათასი ტონით (46%), ხოლო ღირებულება - 7.2 მლნ აშშ დოლარით (53%) გაიზარდა.

არჩილ თალკვაძე

02 აგვისტო 2021, 16:32

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პრეზიდენტი პოზიტიურ როლს ასრულებს

მისივე თქმით, ზურაბიშვილი სახელმწიფოებრივად უყურებს ამ პროცესს და თავის მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც პრეზიდენტი მიმდინარე პოლიტიკური პროცესის სტაბილური, მშვიდობიანი განვითარების უზრუნველსაყოფად.

02 აგვისტო 2021, 16:28

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე „ოცნების“ მხრიდან მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე: ხელისუფლებამ, როგორც იქნა, ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო

შარლ მიშელის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლისა და უცხოელი დიპლომატების კომენტარების შესახებ, ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა.

დავით სერგეენკო

02 აგვისტო 2021, 16:26

COVID19

COVID-19-ის გამოწვევებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის კომიტეტმა თემატური მოკვლევა დაიწყო

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საკითხზე - „COVID-19 გამოწვევებზე საპასუხოდ, აღმასრულებელი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებების გავლენა ქვეყნის სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობაზე“, თემატურ მოკვლევა დაიწყო.

02 აგვისტო 2021, 16:17

საზოგადოება

საკვანძო კომპეტენციებში უფასო სასწავლო კურსების განხორციელება იწყება

სამუშაოს მაძიებლებისთვის საკვანძო კომპეტენციებში მოკლევადიანი ტრენინგ კურსები მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მოკლევადიანი კურსები წლის ბოლომდე სამ ეტაპად განხორციელდება. სასწავლო კურსი ხელმისაწვდომი საქართველოს 8 ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, ოზურგეთი, გორი, რუსთავი, თელავი) იქნება.

ლორელ ჰაბარდი

02 აგვისტო 2021, 16:14

სპორტი

ტრანსგენდერი ძალოსანი ლორელ ჰაბარდი ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა

სააგენტოს ცნობით, ჰაბარდი ქალთა შორის +87 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და მისი სამივე ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა.

დონალდ ტრამპი

02 აგვისტო 2021, 16:11

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში შემოწირულობის სახით 102 მილიონი დოლარი მიიღო

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში შემოწირულობის სახით 102 მილიონი დოლარი მიიღო, რაც ყოფილი პრეზიდენტებისთვის რეკორდული თანხაა.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

02 აგვისტო 2021, 16:03

საზოგადოება

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: სახდეპარტამენტმა თავის მოქალაქეებს რეკომენდაცია მისცა არ იმოგზაურონ საქართველოში კოვიდის გავრცელების თვალსაზრისით რთული სიტუაციის გამო, და არა იმის გამო, რომ საქართველოში მძიმე კრიმინოგენური სიტუაციაა

,,აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა თავის მოქალაქეებს რეკომენდაცია მისცა არ იმოგზაურონ საქართველოში კოვიდის გავრცელების თვალსაზრისით რთული სიტუაციის გამო, და არა იმის გამო, რომ საქართველოში არის მძიმე კრიმინოგენური სიტუაცია. კრიმინალი მოხსენიებულია აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიების კონტექსტში, რომელსაც საქართველოს ცენტრალური მთავრობა ვერ აკონტროლებს. თანაც, ეს გაფრთხილება გამოქვეყნებულია ივნისში, ანუ იმ ავსტრალიელი ქალი მკვლელობამდე. იმისათვის, რომ გაარკვიო ჭეშმარიტება, გარდა ელემენტარული ინგლისურის, კომპიუტერის და "დაგუგვლის" უნარებისა, საჭიროა საღი აზრი, პატიოსნება და შენი ხალხის სიყვარული! აი, ეს კომბინაცია, ვუყურებ, ბევრს არ აქვს ჩვენს გარშემო! შეგიძლიათ გააგრძელოთ გვამებზე ხტუნაობა!’’, - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი facebook - ზე.

02 აგვისტო 2021, 15:57

საზოგადოება

ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, აბიტურიენტებს შედეგების გაგება როგორც ვებგვერდის, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებითაც შეეძლებათ. ამისათვის აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333, რომლის საფასურიც 50 თეთრია.

ირაკლი ღარიბაშვილი

02 აგვისტო 2021, 15:55

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი იაკობ ქაჯაიას ოლიმპიური ვერცხლის მიღებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეს, იაკობ ქაჯაიას გამარჯვებას ულოცავს. „მეექვსე ოლიმპიური მედალი საქართველოსთვის! იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია! შემდგომი წარმატებები ჩვენს სპორტსმენებს!“, - წერს მთავრობის მეთაური.

02 აგვისტო 2021, 15:44

კულტურა

მწერალთა სახლი: არსებულ ვითარებაში „ლიტერას“ ჩატარება შეუძლებელი ხდება

„მწერალთა სახლის საქმიანობის უმთავრესი მიმართულება მწერლების, მთარგმნელების და გამომცემლების, ასევე საგანმანათლებლო და კულტურული სფეროს მხარდაჭერა, პოპულარიზაცია და განვითარებაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

იაკობ ქაჯაია

02 აგვისტო 2021, 15:41

სპორტი

იაკობ ქაჯაიამ ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე იაკობ ქაჯაია სამგზის ოლიმპიურ და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონთან, ლოპეს ნუნიესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.