imedi /  24 ივლისი 2020, 12:00 / სანდო წყარო

გიორგი კვარაცხელია: ლილოს ბაზრობაზე ჯერჯერობით შეზღუდვები არ მოიაზრება, რადგან კონტროლი გამკაცრდა

გიორგი კვარაცხელია

გიორგი კვარაცხელია

პრევენციის მიზნით დღეიდან იწყება ფართომასშტაბიანი ტესტირება, რაც ეპიდემიოლოგიური სამსახურისა და ჩვენი ერთობლივი ღონისძიებაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ლილოს ბაზრობის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კვარაცხელიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ლილოს ბაზრობასთან დაკავშირებით შეზღუდვების დაწესება არ მოიაზრება.

„იცით, რომ ტერიტორიული სიახლოვე გვაქვს იმ რაიონთან, სადაც ახლა ინფიცირებულთა რაოდენობამ იმატა. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა, ყველა შესაძლო გეოგრაფიული კონტაქტის გამოკვლევა მოხდეს. შემდგომ გაგრძელდება იმის მიხედვით, რასაც ეპიდემიოლოგიური მუშაკები გადაწყვეტენ. ჯერჯერობით შეზღუდვები არ მოიაზრება, რადგან გამკაცრდა კონტროლი, როგოც ყველა მიმართულებით, მეწარმეების მიმართულებით. დღესაც ექვსი ჯგუფია შესული, ვინც შეამოწმებს მეწარმეებს და მერე თუ იქნა საჭირო, სანქციასაც გამოიყენებს. როგორც ვიცით, გუშინ 30 ტესტი აიღეს, ეს არის უშუალოდ აი იმ ერთ-ერთი ინფიცირებულის ირგვლივ და როგოც ვიცი, ოთხს დაუდასტურდა. აქედან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებთ, რაც იქნება საჭირო“, - განაცხადა ლილოს ბაზრობის დირექტორმა.

19 ახალი შემთხვევიდან 8 ლილოს ბაზრობაზეა გამოვლენილი, 5 - გაჩიანიდანაა, 2 შემთხვევა იმპორტირებულია და მათგან ერთი სატვირთოს მძღოლია, ასევე, ინფიცირებულთაგან ერთი სამედიცინო პერსონალია, სამის წყარო კი ჯერ დაუდგენელია.

ამჟამად კოვიდცნტრებში კი 214 პციენტი მკურნალობს. 1 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1104 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 912 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

06 აგვისტო 2020, 14:24

საზოგადოება

ნათია თურნავა: ბეირუთში მომხდარი ტრაგედიის და 7 წლის წინ საქართველოში დატვირთული გემის ერთმანეთთან დაკავშირება უსაფუძვლოა

„ეს იყო 7 წლის წინ და ამ პერიოდის განმავლობაში ვინ შეიძინა, რა ტექნიკური გაუმართაობა ჰქონდა გემს, რა პირობებში იყო ეს საქონელი შენახული და ასე შემდეგ, ამაზე ექსპორტიორი ქვეყანა ვერ აგებს პასუხს. მცდელობა, რომ ეს სავალალო ფაქტი, რის გამოც ჩვენ მწუხარებას გამოვთქვამთ და 7 წლის წინ ჩვენთან დატვირთული გემი დავაკავშიროთ ერთმანეთთან, არის უსაფუძვლო”,-განაცხადა თურნავამ.

ირაკლი ბერაია

06 აგვისტო 2020, 14:08

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: საქართველო აშშ-ის კონგრესში მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს და ამისი ნათელი დადასტურებაა ქვეყნის მიმართ მხარდამჭერი გზავნილები სხვადასხვა სამართლებრივ აქტში

საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს და ამისი ნათელი დადასტურებაა ქვეყნის მიმართ მხარდამჭერი გზავნილები სხვადასხვა სამართლებრივ აქტებში, მათ შორის, აპროპრიაციის აქტში და თავდაცვის ავტორიზაციის აქტში“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ. ირაკლი ბერაიამ.

ნათია თურნავა

06 აგვისტო 2020, 13:56

ეკონომიკა

„ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები ერთჯერად 1 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ფრონტერას“ ყოფილ თანამშრომლებზე ერთჯერადი, 1 200-ლარიანი დახმარება გასცეს. ნათია თურნავას განმარტებით, მთავრობა „ფრონტერასთან" პოზიტიურ კომუნიკაციაშია და „ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლების მიმართ სახელფასო დავალიანების დაფარვისკენ მოუწოდებს.

დავით ზალკალიანი

06 აგვისტო 2020, 13:49

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიუღებელია

საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიუღებელია და ეს დღევანდელი ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების დღის წესრიგს სერიოზულ საფრთხეს უქმნის, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებმაც გაეროს უშიშროების ფორმატში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმსჯელეს.

ნათია თურნავა

06 აგვისტო 2020, 13:47

საზოგადოება

ნათია თურნავა: აგვისტოს ბოლომდე ათენსა და თბილისს შორის ერთი ფრენა შესრულდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ეგეოსის ავიახაზებთან“ შეთანხმება მიღწეულია და აგვისტოს ბოლომდე ათენსა და თბილისს შორის ერთი ფრენა შესრულდება. როგორც თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა, ამ პერიოდში საქართველოსა და საბერძნეთს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ. მისი თქმით, ქვეყნებს შორის ურთიერთობები ძალიან მყარი და პოზიტიურია და მას არანაირი ჩრდილი არ მიადგება.

ნათია თურნავა

06 აგვისტო 2020, 13:43

პოლიტიკა

ნათია თურნავა: ჩვენ სრულ გარანტიას ვიძლევით, რომ არჩევნებს დემოკრატიულად ჩავატარებთ

ჩვენ სრულ გარანტიას ვიძლევით, რომ არჩევნებს დემოკრატიულად ჩავატარებთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. „ჩვენ სრულ გარანტიას ვიძლევით, რომ არჩევნებს დემოკრატიულად ჩავატარებთ. კორუფციის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ტრანსფარენტული ქვეყანა ვართ, რაც არაერთხელ ასახულა საერთაშორისო რეიტინგებში. რაც შეეხება ნებისმიერი მაღალი რანგის აქტს, რაც მიღებულია დღემდე ან მიიღება აშშ-ს სხვადასხვა სტრუქტურაში, იქ პირველ რიგში ასახულია ის პროგრესი, რაც გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

06 აგვისტო 2020, 13:43

საზოგადოება

UNDP-მ თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

„დღეს, გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონულ ხელმძღვანელთან ერთად, ვეწვიე მიუსაფართა თავშესაფარს, რომელსაც UNDP–მ საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა. შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე, კერძოდ კი, განათლების კომპონენტის დანერგვის მიმართულებით UNDP–ის მხრიდან დახმარებაზე“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

თეა ახვლედიანი

06 აგვისტო 2020, 13:38

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ჩვენ გვადარდებს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ბედი

ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ჩვენ გვადარდებს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ბედი, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თმით, მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო გუნდის მიერ გამოცხადებული ნდობა, რისთვისაც მან მადლიერება გამოხატა.

ირაკლი ბერაია

06 აგვისტო 2020, 13:34

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: ძალიან სასაცილოა, როდესაც ადამიანები, ვინც 2008 წელს ლამის რუკიდან გააქრეს ჩვენი ქვეყანა, საქართველოს რადარებიდან გაქრობაზე საუბრობენ

მისივე თქმით, ოკუპაცია, ერთი მხრივ, არის რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის და მეორე მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობის”, მაშინდელი ხელისუფლების - დანაშაულებრივი რეჟიმის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების პირდაპირი შედეგი.

 ირაკლი შოთაძე

06 აგვისტო 2020, 13:29

სამართალი

გენერალური პროკურორი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს შეხვდება

დღეს, 14:00 საათზე გენერალურ პროკურატურაში, ირაკლი შოთაძე გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს შეხვდება. როგორც გარდაცვლილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, გენერალურ პროკურორთან მისი ძირითადი მოთხოვნა გამოძიებაში ფედერალური ბიუროს ჩართვა და თვითმკვლელობის ვერსიის გამორიცხვა იქნება.

გიორგი გახარია

06 აგვისტო 2020, 13:21

ეკონომიკა

გიორგი გახარია: პარლამენტში ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მითხრა ეს ძალიან ცოტააო და უნდა გააგრძელოთო, ვუთხარი, ზუსტად თქვენს რჩევას გამოვიყენებ ამ დახმარებას რომ გამოვაცხადებ, გავიხსენებ-მეთქი

„ეს 80 000 ადამიანი, რომელმაც ნაწილობრივ დაასაბუთა, მაგრამ იდეალური არ იყო ეს დოკუმენტაცია, სწორედ ის ხალხია, რომელთაც ეს დასაბუთება უჭირდათ. დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ ვხურავთ ამ პროგრამას და იმის გამო, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი გრძელდება ამ 80 000 მოქალაქესაც ვუნაზღაურებთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ირაკლი ბერაია

06 აგვისტო 2020, 13:10

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: ჩვენი პარტნიორების განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციის საკითხი მაღალ დონეზე აქტიურად დგას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში

„რასაკვირველია ჩვენ გვაქვს გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა, ჩვენ მტკიცედ ვემხრობით სამშვიდობო ნაბიჯებს, ჩვენ სამშვიდობო ინიციატივას, რომელსაც მხარს უჭერს მთელი ცივილიზებული სამყარო და გამოსავალი ამ პრობლემის გადასაწყვეტად არის ერთადერთი - კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა“- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ეკატერინე ტიკარაძე

06 აგვისტო 2020, 12:59

COVID19

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდგადატანილი უსიმპტომო პაციენტების გამოსავლენად საქართველოში მასშტაბური კვლევა დაიწყება

სულ მალე დაიწყება მასშტაბური კვლევა საქართველოში, რათა გამოვლენილი იყოს ყველა ის შესაძლო პაციენტი, რომელსაც აქვს კოვიდი გადატანილი უსიმპტომო ფორმით, - ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებოა, თუმცა სტაბილური, რადგან მისი მართვა ხდება. მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას დამყოლობისკენ.

თეონა თამაზაშვილი

06 აგვისტო 2020, 12:53

სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა შიმშილობის დაწყებას გეგმავს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი გენერალურ პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებას გეგმავს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შიმშილობას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე მისი მოთხოვნა არ შესრულდება. თეონა თამაზაშვილის განმარტებით, იქამდე იშიმშილებს, სანამ FBI-ი არ ჩაერთვება მისი შვილის გამოძიების საქმეში და არ დაადასტურებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.

06 აგვისტო 2020, 12:52

რეგიონი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა ჩატარდა

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები - ნარაზენი, შამადელა, ურთა, აბასთუმანი, ერგეტა, დარჩელი, ცაიში, ცაცხვი, ცვანე, კიროვი და ჭითაწყარი, ცივი შესხურების მეთოდით დამუშავდა, ხოლო სოფელ ორულუში მდებარე საყანე ფართობები სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით თერმული ნისლის ტექნოლოგით შეიწამლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ივანე მაჭავარიანი

06 აგვისტო 2020, 12:52

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: ზამთარი არ იქნება იოლი, ეკონომიკის სრულ აღდგენას არ ველოდებით

ზამთარი, ჩვენი ხედვით და მოსაზრებით, არ იქნება იოლი. ეკონომიკური პროცესის აღდგენა წავა. წლის მეორე ნახევარი ბევრად უკეთესი იქნება, მაგრამ სრულ აღდგენას არ ველოდებით ტურიზმის გამო, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „იცით, რომ 1-ლი ივლისისთვის ქვეყანა სრულად შეიძლებოდა გახსნილიყო, თუმცა, ვირუსის პირველი ტალღის გაგრძელებამ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და ევროპის ქვეყნებში მეორე ტალღებმა ცხადყო, რომ წლის ბოლომდე სრული მასშტაბით კი არა, ნაწილობრივი მასშტაბითაც ვერ აღდგება ტურიზმი. ამან დაგვანახა ახალი გამოწვევები. შესაბამისად, მესამე ეტაპის ღონისძიებები შემუშავდა ამ კონტექსტის გათვალისწინებით. ამავე პაკეტში დევს ზამთრის მხარდამჭერი ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის ყველაზე შეჭირვებული ნაწილისთვის დენის და გაზის გადასახადის სუბსიდირებას“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

06 აგვისტო 2020, 12:47

ეკონომიკა

მთავრობის მიერ გამოცხადებული ახალი სოციალური დახმარების პროგრამების ბიუჯეტი 410 მილიონი ლარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებული ახალი სოციალური დახმარების პროგრამების ბიუჯეტი 410 მილიონი ლარია. მისი თქმით, ახალი სოციალური დახმარება ნაწილობრივ StopCov ფონდში მობილიზებული თანხიდან ფინანსდება.„მოგეხსენებათ, რომ სტოპკოვ ფონდში მობილიზებულია 130 მილიონი. ესეც უკვე ბიუჯეტის ფულია, ბიუჯეტის ნაწილია. ნაწილობრივ აქედან და დანარჩენი იქნება საბიუჯეტო სახსრები. ამ დახმარების მიზანია კონკრეტული სოციალური ფართო ჯგუფების და პირველ რიგში ბავშვების დახმარება“, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი ვოლსკი

06 აგვისტო 2020, 12:46

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ვერ წარმომიდგენია მსოფლიოში არსებობდეს ჟურნალისტი, რომელმაც მკვლელობის გარემოება იცის და არ ამბობს იმის გამო, რომ მას ამის უფლება აქვს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ POSTV-ის ეთერში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მედიის და ოპოზიციის ნაწილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა და აღნიშნული თემის პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენება, უზნეობად შეაფასა.

06 აგვისტო 2020, 12:46

რეგიონი

სოფელ მუშევანამდე მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარი დაიგო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად სოფელ მუშევანამდე მისასვლელი გზის მოწყობის პროექტის მეორე ეტაპის დასრულებული სამუშაოები მოინახულა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საკარანტინო მდგომარეობის მიუხედავად, ამ მონაკვეთზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ შეფერხებულა, შედეგად 1100 გრძივ მეტრ გზაზე ბეტონის საფარი დაიგო და სანიაღვრეები მოეწყო. პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 623 099 ლარი შეადგინა.

ეკატერინე ტიკარაძე

06 აგვისტო 2020, 12:40

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: თხოვნით მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, როგორც დღემდე მოთმინებითა და მაღალი დამყოლობით შეასრულეს ყველა რეკომენდაცია, დღესაც გაითვალისწინონ ეს

კიდევ ერთხელ თხოვნით მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, როგორც დღემდე მათ მოთმინებითა და მაღალი დამყოლობით შეასრულეს ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენ გავცემთ, დღესაც გაითვალისწინონ ეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომელსაც მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებმა ორკვირიანი სავალდებულო კარანტის გაუქმებასთან დაკავშირებით კითხვით მიმართეს.