imedi  /  27 ივლისი 2020, 18:28 / სანდო წყარო

ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდგინდა

ჟოაუ ოტავიუ დე ნორონია

ჟოაუ ოტავიუ დე ნორონია

ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ჟოაუ ოტავიუ დე ნორონიას კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სიმპტომები არ აქვს და მუშაობას სახლიდან განაგრძობს.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის უზენაესი სასამართლო კორონავირუსის გავრცელების გამო მაისიდან დისტანციურ რეჟიმში მუშაობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

03 აგვისტო 2020, 19:51

COVID19

პორტუგალიაში 16 მარტიდან პირველად კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

პორტუგალიის ჯანდაცვის გენერალური სამმართველოს ინფორმაციით, ქვეყანაში 16 მარტიდან პირველად კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მარია ვან კერხოვე

03 აგვისტო 2020, 19:42

COVID19

ჯანმო: ყველა დაიღალა ამ პანდემიით, მაგრამ დიდი გზა გვაქვს გასავლელი - ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ

კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ იმ გავლენის შესახებ ისაუბრა, რომელიც Covid-19-ს შეიძლება ჰქონდეს მომავალზე და იმაზე, თუ როგორ იძლევა ეს გაუმჯობესების შესაძლებლობას.

ლევან სამუშია

03 აგვისტო 2020, 19:36

პოლიტიკა

ლევან სამუშიამ პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა

ლევან სამუშიამ პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. მას პარტიის დოტოვების მიზეზთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია და აღნიშნა, რომ დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

03 აგვისტო 2020, 19:19

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსზე ახალი ტესტების გამოყენება დაიწყება, რომელიც შედეგს 90 წუთში იძლევა

მომდევნო კვირიდან დიდ ბრიტანეთში კორონავირუსზე ახალი ტესტების გამოყენება დაიწყება, რომელიც შედეგს 90 წუთში იძლევა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

03 აგვისტო 2020, 19:17

საზოგადოება

რა შემთხვევაში შეძლებენ სამუშაოს მსურველები თურქეთში გამგზავრებას

მთავრობის დადგენილებაზე განცხადება აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ გააკეთა. მისი თქმით, თურქეთიდან წარმოდგენილი მოწვევის საფუძველზე მსურველი ავსებს სააპლიკაციო ფორმას ელექტრონულად, რომელიც არის საკმაოდ მარტივი და მოითხოვს პირად ინფორმაციას, ასევე მოწვევის დოკუმენტის თარგმანს და ნოტარიულად დამოწმებულს.

ლევან ნიკოლეიშვილი

03 აგვისტო 2020, 19:16

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: „ქართული ოცნების“ ფონზე, მეეჭვება რომ მომავალ პარლამენტში პარტიებმა კოალიცია შექმნან

ჩვენ ახლა უნიკალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე პოლიტიკურ ცხოვრებაში. კერძოდ, ძალას რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, რეალურად აქვს დიდი შანსი, რომ ქვეყანა ისევ მართოს და გაიმარჯვოს არჩევნების გზით, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

03 აგვისტო 2020, 18:59

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით 500-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით კიდევ 506 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 210 402-მდე გაიზარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 9 148 პაციენტი გარდაიცვალა, 193 600 კი გამოჯანმრთელდა.

03 აგვისტო 2020, 18:56

საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ილია ჭავჭავაძის მედლით დაჯილდოვდა

ქართული იდენტობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ილია ჭავჭავაძის მედალი გადაეცა, - ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას, რომელიც ილიაობის დღესასწაულის ფარგლებში საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზუმში გაიმართა.

გიგა ბოკერია

03 აგვისტო 2020, 18:56

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვარდების რევოლუციის პრინციპებს გადაუხვია

„ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან განსხვავდება ჩვენგან, ლიდერებთან მიმართებით, წარსულის გააზრებაში, გულწრფელად და სიღრმისეულად იმის გაგებაში, რომ დიდი საქმე გაკეთდა ვარდების რევოლუციის შემდეგ, მაგრამ რა იყო დიდი ჩავარდნა. ეს სადღეგრძელოდ კი არ უნდა თქვა, უნდა გესმოდეს, რა იყო არასწორი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი

03 აგვისტო 2020, 18:53

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ივანიშვილის საქმიანობა საქართველოში აბსოლუტურად გამჭვირვალეა

ამომრჩეველი ძალიან გაიზარდა და კარგად იცის ვინ რას წარმოადგენს და რომელი პოლიტიკური პარტია რისთვის იბრძვის. ადამიანები ცდილობენ მოვიდნენ პოლიტიკაში და ეს ნიშა იმისთვის გამოიყენონ ან ფული იშოვონ, ან მოპარული აქვთ ფული და ეს ყველაფერი პოლიტიკური მანტიით შეინარჩუნონ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

03 აგვისტო 2020, 18:52

მსოფლიო

ვაშინგტონმა და ვარშავამ პოლონეთში დამატებით ათასი ამერიკელი სამხედროს გაგზავნის საკითხი შეათანხმეს

აშშ-მა და პოლონეთმა თავდაცვის სფეროში გაფართოებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე (Enhanced Defense Cooperation Agreement) მოლაპარაკებები დაასრულეს. როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა განაცხადა, აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში აშშ პოლონეთში დამატებით ათასს ჯარისკაცს გააგზავნის.

ნინო წილოსანი

03 აგვისტო 2020, 18:47

პოლიტიკა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საგაზაფხულო სესიის საქმიანობის ანგარიში წარადგინა და პარლამენტში „მწვანე სივრცე“ გახსნა

საქართველოს პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საგაზაფხულო სესიის საქმიანობის ანგარიშისა და „მწვანე სივრცის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას, რომელთა შორის იყვნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა მიმართა.

03 აგვისტო 2020, 18:40

რეგიონი

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში, ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში, ჟამიერეთუბანში, ხიდის რეაბილიტაცია დასრულებულია და საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია, - ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. გზის რეაბილიტაციის დასრულების პროცესს ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიორგი მაქარაშვილი ადგილზე გაეცნო. ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერაში, ჟამიერეთუბანში ხიდის რეაბილიტაცია დასრულებულია. საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია. გზის რეაბილიტაციის დასრულების პროცესს ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიორგი მაქარაშვილი ადგილზე გაეცნო.

თეონა თამაზაშვილი

03 აგვისტო 2020, 18:36

საზოგადოება

თეონა თამაზაშვილი: იკითხონ მკვლელებმა, თორემ ჩემი თამუნას სული, დარწმუნებული ვარ, მშვიდად იქნება

იკითხონ იმათ, მკვლელებმა, რომ რა ელით, თორემ ჩემი თამუნას სული, დარწმუნებული ვარ, მშვიდად იქნება, წესიც აეგება და რაც საჭიროა, ყველაფერი ისე გაკეთდება“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განუცხადა.

03 აგვისტო 2020, 18:33

COVID19

ჯანმო: პანდემია ნეგატიურ გავლენას ახდენს მსოფლიოში ჯანდაცვის სისტემების ფუნქციონირებაზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ რაიანის განცხადებით, Covid-19- ის პანდემიამ მსოფლიოში ჯანდაცვის სერვისები შეაფერხა.

გიგი წერეთელი

03 აგვისტო 2020, 18:29

პოლიტიკა

გიგი წერეთელი: „ევროპული საქართველო“ ეს არის დიდი იდეა უკეთესი ქვეყნისთვის

„ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ არჩევნების შემდეგ ეს იგრძნოს ყველამ საქართველოს ყველა ოჯახში, თბილისში და რეგიონებში. ხოლო ჩემთვის როცა წარდგენილი ვარ მაჟორიტარ დეპუტატად ჩემი მიზანია რომ ეს იგძნოს მოსახლეობამ ზესტაფონში, თერჯოლაში, ბაღდათსა და ტყბულში, მე მათი მხარდაჭერის იმედი მაქვს. არჩევნებში წარმატება საქართველოს წარმატება უნდა იყოს“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ლევან ნიკოლეიშვილი

03 აგვისტო 2020, 18:21

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ის, რაც დღეს ოპოზიციურ სპექტრში ხდება, ალბათ, პოლიტიკური მეცნიერების სახელმძღვანელოებშია შესატანი

„თავიდან ვნახეთ, რომ ოპოზიცია ჩამოყალიბდა განსაკუთრებულ ძალად, რომელიც იყოფოდა სხვადასხვა ნაწილად, შემდეგ შეძლეს შეკრება, თავი მოიყარეს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, ის გახდა მათი მამოძრავებელი, შემდეგ გადაინაცვლეს ფანჩატურში, თავიანთ თავს ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია უწოდეს და რაც ყველაზე მთავარი იყო, აქ თავი ადამიანების ისეთმა ჯგუფმა მოიყარა, რომლებიც თავის დროზე ერთმანეთს ლანძღავდნენ“.

ყვითელი ამკრძალავი ლენტი

03 აგვისტო 2020, 18:16

სამართალი

ჭიათურის მუნიციპალიტეტში 4 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთში 4 წლის ბიჭი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ დამხმარე სათავსოში მოხდა. ბავშვს დენმა სადენებთან შეხების შედეგად დაარტყა.

03 აგვისტო 2020, 18:05

მსოფლიო

კაცი, რომელიც კიევში ბანკის აფეთქებით იმუქრებოდა, უზბეკეთის მოქალაქეა

„სუხრაბ კამიროვი, რომელიც უზბეკეთის მოქალაქეა „ უნივერსალ ბანკში“ შევიდა და განაცხადა, რომ მას ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა და თანამშრომლებს პოლიციის გამოძახება მოსთხოვა. მას თან ჰქონდა ზურგჩანთა და ქეისი. ქეისიდან გამომავალი მავთული კი ფეხზე ჰქონდა მიმაგრებული. გავრცელებული ინფორმაციით, მან 40 ათასი გრივნა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბანკის აფეთქებით დაიმუქრა“- წერს გერაშენკო.

მიხეილ რამიშვილი

03 აგვისტო 2020, 18:01

სპორტი

რატომ არ ეცვა თამარ ბაჩალიაშვილს ფეხსაცმელი - ახალი გარემოება გარდაცვლილის საქმეში

ოჯახისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, როდესაც გარდაცვლილის ცხედარი აღმოაჩინეს, მას ფეხსაცმელი არ ეცვა და სამართალდამცავებმა ბაჩალიაშვილის ფეხსაცმელი, მოგვიანებით, ავტომანქანის სალონში იპოვეს.