imedi /  27 ივლისი 2020, 22:01 / სანდო წყარო

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთის კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. „ოპერატიულ შტაბის“ ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ოკუპირებულ ტერიტორიაზე კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ინფექციაზე ტესტი 70 ადამიანს ჩაუტარდა, დადებითი შედეგი კი ორ ადამიანს დაუდასტურდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე კოვიდინფიცირების 57 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 37 გამოჯანმრთელდა და 2 გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

06 აგვისტო 2020, 11:42

ეკონომიკა

ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი „ლიბერთის“ მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში

პანდემიის პერიოდში „ლიბერთიმ“ პარტნიორ კომპანიებში მომხმარებლისთვის ახალი პროდუქტი - ბარათით გადახდა|განაღდების სერვისი დანერგა, რომელიც სოციალური ბარათის მფლობელებს აძლევს საშუალებას, ბარათით გადახდისას, საკუთარი საბარათე ანგარიშიდან 50 ლარამდე ოდენობის ნაღდი ფულიც მიიღონ. „ლიბერთი ბანკის“ ინფორმაციით, დღეიდან, ეს სერვისი წამყვანი სააფთიაქო ქსელების გარდა, „ნიკორა სუპერმარკეტში“ გახდა ხელმისაწვდომი მთელი საქართველოს მასშტაბით.

გიორგი გახარია

06 აგვისტო 2020, 11:25

საზოგადოება

150 სარეიტინგო ქულამდე სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ერთი სემესტრის სწავლის საფასური დაუფინანსდებათ

ყველა სოციალურად დაუცველი, 150 ქულამდე სტუდენტი მიიღებს სახელმწიფოს მხრიდან ერთი სემესტრის, 2020-2021 წლის სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „ამასთან ერთად ყველა სტუდენტი 150 სოციალურ ქულამდე, რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი თანხის საფასურის გადაუხდელობის გამო, მათაც სახელმწიფო დაუკომპენსირებს 1 წლის, 2020-2021 წლის სასწავლო წლის საფასურს და ეს გახლავთ 1225 ლარი. საბოლოო ჯამში, ამ შეღავათებით ისარგებლებს 33 ათასზე მეტი სტუდენტი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ

06 აგვისტო 2020, 11:22

ეკონომიკა

კომუნალურ გადასახადებზე დახმარებას მოქალაქეები ზამთარშიც მიიღებენ

მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის კომუნალური მხარდაჭერის პროგრამა ზამთრის თვეებშიც გაგრძელდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „დახმარება იქნება იგივე პრინციპით, როგორც აქამდე იყო – 200 კილოვატსაათი და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული. ჩვენს შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ასეთ დახმარებაზე თქვან უარი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თეა ახვლედიანი

06 აგვისტო 2020, 11:17

პოლიტიკა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად თეა ახვლედიანი დაინიშნა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე თეა ახვლედიანი დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. თეა ახვლედიანი ესტონეთში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე 2014 წლიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით მუშაობდა. 2019 წლის 13 ივნისს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს მოადგილედ დაინიშნა. ახვლედიანმა ქეთევან ციხელაშვილი შეცვალა, რომელიც 22 მაისიდან არის საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთო-ს მისიაში და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში.

მარინა ეზუგბაია

06 აგვისტო 2020, 11:15

COVID19

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევიდან ორის წყარო უცნობია

კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევიდან ორის წყარო უცნობია, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. „9 ახალი შემთხვევიდან 7 იმპორტირებული შემთხვევაა. მათგან 3 სატვირთოს მძღოლია. ასევე, 2 ახალ შემთხვევაზე კი ინფიცირების წყაროს გამოსავლენად კვლევა მიმდინარეობს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

გიორგი გახარია

06 აგვისტო 2020, 11:15

COVID19

მოქალაქეები, რომლებმაც საჭირო დოკუმენტები სრულად ვერ შეაგროვეს, 300-ლარიან დახმარებას მაინც მიიღებენ

ჩვენმა ანტიკრიზისულმა გეგმამ ვირუსის მართვის თვალსაზრისით გაამართლა და დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველო აკონტროლებს ეპიდემიის გავრცელების რისკებს, თუმცა ასევე ნათელია, რომ ვირუსი არსად წასულა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მიღებულ ზომებზე ისაუბრა. მისი თქმით, 80 000 მოქალაქე, რომელმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტების შეგროვების მოთხოვნები, 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს.

გიორგი გახარია

06 აგვისტო 2020, 11:11

საზოგადოება

გიორგი გახარია: სასწავლო წლის დაწყებისას, 17 წლამდე ბავშვები 200 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ

სასწავლო წლის დაწყებამდე 17 წლამდე ბავშვები 200 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „რომ შევაჯამოთ ყველა საქართველოს მოქალაქე, ბავშვი 17 წლამდე მიიღებს 200 ლარის დახმარებას ერთჯერადად და ეს დახმარება განხორციელდება კრიზისში ჩვენი ბავშვების სოციალური მხარდაჭერის და რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყების პროცესში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ

მარინა ეზუგბაია

06 აგვისტო 2020, 11:11

COVID19

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი ახალი პაციენტი დაგვემატა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. მისივე თქმით, ცენტრში ამჟამად 38 პაციენტი მკურნალობს. ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სხვა პაციენტების მდგომარეობა კი საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.

06 აგვისტო 2020, 11:04

რეგიონი

თელავის აგრარული ბაზარი რეკომენდაციებისა და რეგულაციების დარღვევის გამო 2,000 ლარით დაჯარიმდა

თელავის აგრარული ბაზარი 2,000 ლარით დაჯარიმდა. მიზეზი მთელი რიგი რეკომენდაციებისა და რეგულაციების დარღვევაა, რომელიც პანდემიის პერიოდში პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში ამოქმედდა. დაჯარიმების შემდეგ ობიექტის დაკეტვის გადაწყვეტილება ბაზრის ადმინისტრაციამ თავად მიიღო, რასაც მოვაჭრეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ადგილზე ჩავიდა და ვითარებას გაეცნო გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი. შიოშვილსა და ბაზრის დირექტორთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ბაზარი ისევ გაიხსნება, მოვაჭრეებს პროდუქციის რეალიზაციის საშუალება მიეცემათ და გუბერნატორის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართება, სადაც არსებული წესების დაცვის შესახებ კონსულტაციებს გაივლიან.

06 აგვისტო 2020, 11:01

რეგიონი

შიდა ქართლის რეგიონში საცხოვრებელი ფართი 37 დევნილ ოჯახს გადაეცემა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 37 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დევნილთა სააგენტო ავრცელებს. საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადები აღმოსავლეთ საქართველოში რეგისტრირებულმა დევნილმა ოჯახებმა შეავსეს. დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები, ადგილზე შეისწავლიან ყველა იმ დევნილი ოჯახის საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მინიმუმ 2.5 ქულა.

06 აგვისტო 2020, 11:01

პოლიტიკა

სუს-ი: ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირის და ოკუპირებული ზნაურის რაიონის სოფელ გვირგვინას შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს

ქარელის რაიონ სოფელ ტახტისძირის და ოკუპირებულ ზნაურის რაიონის სოფელ გვირგვინას შორის არსებულ საოკუპაციო ხაზზე მიმდინარეობს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, - ამის შესახებ imedinews-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს. მათი განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „უკანონო ბორდერიზაციის პროცესი აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, - აცხადებენ სუს-ში.

06 აგვისტო 2020, 11:00

COVID19

პერუში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 734 ახალი შემთხვევა დადასტურდა

პერუს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 734 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

06 აგვისტო 2020, 10:55

საზოგადოება

გეოგრაფიაში, სამოქალაქო განათლებასა და ზოგად უნარებში აბიტურიენტთა პირველადი შედეგები გამოქვეყნდა

აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იმ საგანში, რომელშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის საკითხის გარკვევა ხდება სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).

06 აგვისტო 2020, 10:54

COVID19

მექსიკაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 139 ახალი შემთხვევა დადასტურდა

მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 139 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 829 ადამიანი გარდაიცვალა.

ნინო ცაციაშვილი

06 აგვისტო 2020, 10:52

სამართალი

ნინო ცაციაშვილი COVID-19-ის პანდემიის დროს გენდერისა და უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი მონაწილეობდა გენდერისა და უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ ონლაინ შეხვედრაში - „გენდერი და COVID -19 - უსაფრთხოების სექტორის მიერ მიღებულ გამოცდილება“. შეხვედრა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ერიკა კვაპილოვამ გახსნა.

06 აგვისტო 2020, 10:51

მსოფლიო

ინდოეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძარს კოვიდინფიცირებული პაციენტები ემსხვერპლნენ

ინდოეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძარს კოვიდინფიცირებული პაციენტები ემსხვერპლნენ. შემთხვევა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე აჰმედაბადში მოხდა. ადგილზე მისულ მეხანძრეებს ხანძრის ჩასაქრობად საათნახევარი დასჭირდათ. საავადმყოფოში მყოფი 35 პაციენტი სხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

ენტონი ფაუჩი

06 აგვისტო 2020, 10:49

COVID19

ენტონი ფაუჩი: კორონავირუსის აღმოფხვრას ვერ შევძლებთ, რადგან ძალზე გადამდები ვირუსია

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ მსოფლიო კორონავირუსს ვერ აღმოფხვრის, ხოლო ვაქცინა კი ვირუსის გაკონტროლებას შეუწყობს ხელს.

იან რიდმანი

06 აგვისტო 2020, 10:38

სპორტი

17 წლის გერმანელი ველომრბოლელი იან რიდმანი ავტოკატასტროფას ემსხვერპლა

17 წლის გერმანელი ველომრბოლელი იან რიდმანი ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. შემთხვევა დილით ქალაქ ნიურნბერგთან ახლოს მოხდა. ახალგაზრდა სპორტსმენი საკუთარი მანქანით ვარჯიშზე მიდიოდა და საპირისპირო მხრიდან მომავალ ავტომობილს შეეჯახა. საავადმყოფო შემთხვევის ადგილიდან საკმაოდ მოშორებით არის, ამიტომ გერმანელი მრბოლელი კლინიკაში ვერტმფრენით გადააფრინეს, თუმცა თავის ქალის მძიმე დაზიანების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. რიდმანი კარიერის საწყის ეტაპზე Auto Eder Bayern-ის ველოსპორტის 19-წლამდელთა გუნდში ვარჯიშობდა.

ავარიული სახლის გამაგრება

06 აგვისტო 2020, 10:38

საზოგადოება

წყნეთში და ბარნოვის ქუჩაზე სახლების გამაგრება მიმდინარეობს

ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა გრძელდება. წყნეთში, გაგრის N8ა-სა და ბარნოვის N83-ში მრავალბინიანი სახლების გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, გამაგრდება და განახლდება ავარიული სახლების საფუძველი და კედლები. პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით, 310 000 ლარს შეადგენს.

06 აგვისტო 2020, 10:32

COVID19

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 52 810 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 52 810 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 388 ადამიანი გარდაიცვალა.