IMEDI /  28 ივლისი 2020, 08:47 / სანდო წყარო

ვიეტნამში კორონავირუსის აფეთქების გამო შიდა ფრენები შეჩერდა

ვიეტნამი ქალაქ დანანგასთან შიდა ფრენებს აჩერებს. მიზეზი კორონავირუსის ახალი კერაა, რომელიც ამ ქალაქში გამოვლინდა. ინფორმაციას ვიეტნამის ხელისუფლება ავრცელებს.

შიდა ავიამიმოსვლა 28 ივლისიდან 15 დღით შეწყდება. ამის გარდა დანანგას მიმართულებით შეწყდება სახმელეთო მიმოსვლა და ქალაქში კარანტინი გამოცხადდება.

მანამდე ცნობილი გახდა,, რომ ვიეტნამში, საკურორტო ქალაქ დანანგადან, კორონავირუსის აფეთქების გამო 80 ათასი ტურისტის გამოყვანა მოხდება.

ვიეტნამში გამოვლენილი კორონავირუსის გენომის ანალიზმა აჩვენა, რომ ეს Covid-19-ის ახალი ტიპია, რომელიც უფრო გადამდებია. ინფორმაციას ამის შესახებ ვიეტნამის მთავბრობის ოფიციალური გაზეთი აქვეყნებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

09 აგვისტო 2020, 17:13

საზოგადოება

გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ნახშირღელეს კვანძამდე 10 აგვისტოს მოძრაობა შეიზღუდება

გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ნახშირღელეს კვანძამდე 10 აგვისტოს მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

09 აგვისტო 2020, 17:05

პოლიტიკა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

პრესისა და პოლიტიკის სამმართველოს მიერ გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად, მაიკ პომპეოს უწყება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას გმობს და მოსკოვს აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

საიმონ ქაუელი

09 აგვისტო 2020, 16:57

ტაბლოიდი

საიმონ ქაუელი ელექტრო ველოსიპედიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა

საიმონ ქაუელი ელექტრო ველოსიპედიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. საიმონის სპიკერის განმარტებით, 60 წლის მუსიკოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია უტარდება. სპიკერის თქმით, საიმონი თავს კარგად გრძნობს და საიმედო ხელში იმყოფება. საიმონი ფართო აუდიტორიისთვის The X Factor-იდან და Britain's Got Talent-იდანაა ცნობილი.

09 აგვისტო 2020, 16:51

მსოფლიო

ინდოეთში მეწყერს, სულ მცირე, 29 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ-დასავლეთ ინდოეთში, იდუკის დასახლებაში, მეწყერს, სულ მცირე, 29 ადამიანი ემსხვერპლა. გადაუღებელი წვიმების გამო, მიწის მასა 7 აგვისტოს ჩამოიშალა, თუმცა, სამძებრო და სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე შეფერხებულია.

09 აგვისტო 2020, 16:33

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსს 5 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 721 ათასს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 721 594 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ვირუსით კი 19 432 244 ადამიანი დაინფიცირდა.

09 აგვისტო 2020, 16:31

მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს ღამურამ უკბინა

„მას შემდეგ, რაც წინასაარჩევნო ტურის დასაწყისში ღამურამ მიკბინა, სიფრთხილე გამოვიჩინე და ცოფზე აცრას გავიკეთებ“, - დაწერა ჯორგენსონმა.

09 აგვისტო 2020, 16:19

მსოფლიო

მინსკში „დოჟდის“ ჟურნალისტები დააკავეს

ბელარუსის დედაქალაქში „დოჟდის“ 2 ჟურნალისტი, ვლადიმერ რომენსკი და ვასილი პოლონსკი, ასევე ოპერატორი ნიკოლაი ანტიპოვი დააკავეს. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის სბეტლანა ტიხანოვკაიას შტაბის წარმომადგენლის განცხადებით, ჟურნალისტები მას შემდეგ დააკავეს, რაც კანდიდატს ქუჩაში გამოელაპარაკნენ.

ნაგასაკი

09 აგვისტო 2020, 16:13

მსოფლიო

იაპონიაში 75 წლის წინ ატომური დაბომბვის შედეგად დაღუპულები გაიხსენეს

75 წლის წინ, 9 აგვისტოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბ-29 ტიპის ბომდამშენმა Bockscar-მა, ნაგასაკიში ატომური ბომბი „მსუქანა“ (Fat Man) ჩააგდო. დაიღუპა 74 000 ადამიანი.

09 აგვისტო 2020, 15:53

რეგიონი

2020 წლის ივლისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 213 ფაქტი გამოვლინდა

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი, 77 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 49 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში - 26, აჭარაში - 15, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 14, შიდა ქართლში -11.

09 აგვისტო 2020, 15:52

რეგიონი

ბიზნესომბუდსმენი ზუგდიდში კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ბიზნესომბუდსმენი ზუგდიდში კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა შეხვედრის მთავარი თემა კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ეკონომიკური საქმიანობის მდგრადი აღდგენა და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეგულაციებს შეეხებოდა.

09 აგვისტო 2020, 15:38

საზოგადოება

თბილისში, ალექსანდრეს ბაღსა და ორბელიანის მოედანზე ადგილობრივი ნაწარმისა და მეორეული ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

ალექსანდრეს ბაღსა და ორბელიანის მოედანზე ადგილობრივი ნაწარმისა და მეორეული ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ორდღიანი ღონისძიების მხარდამჭერი თბილისის მერია იყო. გამოფენა გაყიდვაში ხელოვანებთან ერთად მეწარმეებიც მონაწილეობდნენ.

09 აგვისტო 2020, 15:36

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ოცნების ქალაქის მოსახლეობისთვის ბინების გადასაცემად საჭირო კრიტერიუმების დოკუმენტზე კომისიამ მუშაობა დაიწყო. ამ ეტაპზე აჭარის სამთავრობო კომისიის მუშაობაში მონაწილეობს იუნისეფი, წითელი ჯვარი და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. სამუშაო პროცესში დაახლოებით 120 ადამიანია დასაქმებული.

09 აგვისტო 2020, 15:35

რეგიონი

დაცული ტერიტორიების თანამშრომლები პირველადი სამედიცინო დახმარების კურსს გადიან

დაცული ტერიტორიების თანამშრომლები გადაუდებელ სიტუაციაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის სასწავლო კურსს გადიან. ამჯერად ტრენინგი მარტვილისა და ოკაცეს კანიონების ადმინისტრაციის გიდების, რეინჯერებისა და ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტებისთვის ჩატარდა.

09 აგვისტო 2020, 15:21

მსოფლიო

ვაშინგტონში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ის დედაქალაქში სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 9 კი დაიჭრა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაშავებულები საავადამყოფოში გადაიყვანეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ჯასინდა არდერნი

09 აგვისტო 2020, 15:17

COVID19

ახალ ზელანდიაში მე-100 დღეა კორონავირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ახალ ზელანდიაში მე-100 დღეა კორონავირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ ინფორმაციას UniLad-ი ავრცელებს. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა მთელი მსოფლიოსგან ქება დაიმსახურა, რადგან მის მიერ მიღებულმა სწრაფმა და მკაცრმა ზომებმა კორონავირუსის პანდემიის შეჩერება გამოიწვია, ქვეყანაში კორონავირუსის ბოლო შემთხვევა 1-ელ მაისს დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ვირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დადასტურდ, ხოლო სულ რაღაც 63 დღის შემდეგ პრემიერის მიერ მიღებული სწრაფი ზომების ხარჯზე ქვეყანამ ეპიდემია დაამარცხა.

09 აგვისტო 2020, 15:12

მსოფლიო

ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთის შესწავლა დაიწყეს

ინდოეთში 4 დღის წინ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთის შესწავლა დაიწყეს. ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელი, არუნ კუმარი აცხადებს, რომ დაცულ ჩანაწერებს საერთაშორისო გამომძიებლებთან და ბოინგის მწარმოებლებთან ერთად შეისწავლიან.

09 აგვისტო 2020, 14:57

რეგიონი

პრემიერ-მინისტრი ახალციხეში ახლად აშენებული საკათედრო ტაძრის გახსნას დაესწრო

მეუფემ ახალი ტაძრის კურთხევასა და საზეიმო წირვაზე დასწრებისთვის საქართველოს მთავრობის წევრებს მადლობა გადაუხადა და დალოცა ყველა მოქალაქე, ვინც ტაძრის შეჩერებული მშენებლობის დასრულებაში წვლილი შეიტანა. გიორგი გახარიას განცხადებით, ახალციხეში შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძრის ამოქმედება არის დიდი ზეიმი არა მარტო ახალციხელებისთვის, არამედ დიდი ზეიმია მთლიანად საქართველოსთვის.

კიმ ჩენ ინი

09 აგვისტო 2020, 14:51

მსოფლიო

Reuters-ი: ფხენიანმა ჩაკეტილ სასაზღვრო ქალაქში დახმარება გაგზავნა

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ, სამხრეთ კორეასთან მოსაზღვრე ქალაქის, კესონის მოსახლეობას საკვები და სამედიცინო აღჭურვილობა გაუგზავნდა. ფხენიანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ოფიციალური ცნობით, ქვეყანაში ვირუსი შეიტანა 24 წლის კაცმა, რომელიც 2017 წელს ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთში გაიქცა.

09 აგვისტო 2020, 14:38

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამოს“ მეტოქე „ტირანა“ იქნება

თბილისის „დინამოს“ მეტოქე უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთის „ტირანა“იქნება. კენჭისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა. შეხვედრას „დინამო არენა“ 18 ან 19 აგვისტოს უმასპინძლებს და გამარჯვებული ერთი შეხვედრის ჯამში გაირკვევა.

09 აგვისტო 2020, 14:26

მსოფლიო

საბერძნეთის კუნძულ ევბეაზე შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

საბერძნეთში, კუნძულ ევბეაზე ძლიერ ქარიშხალსა და წყალდიდობას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ორი ზრდასრული და ერთი ბავშვი, უგონო მდგომარეობაში, დატბორილ საცხოვრებელ სახლებში იპოვეს.