imedi /  28 ივლისი 2020, 16:35 / სანდო წყარო

ბორის ჯონსონის თქმით, ევროპაში კორონავირუსის მეორე ტალღის ნიშნები შეინიშნება

ბორის ჯონსონი

ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება ესპანეთში მოგზაურობაზე შეზღუდვის დაწესების შესახებ ევროპის ნაწილებში „მეორე ტალღის ნიშნების“ დაფიქსირებით ახსნა. ამის შესახებ BBC წერს.

„გადამწყვეტად და მტკიცედ უნდა ვიმოქმედოთ იმ რეგიონებთან მიმართ, სადაც ჩვენი აზრით რისკი ზრდას იწყებს“, - განაცხადა ჯონსონმა და დასძინა, რომ მოცემულ ვითარებაში საზღვარგარეთ მოგზაურობის შესახებ გადაწყვეტილება მოქალაქეებმა თვითონ უნდა მიიღონ.

ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბრიტანეთში ესპანეთიდან დაბრუნებული მოქალაქეებისთვის 14-დღიანი კარანტინის გავლა სავალდებულო გახდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

10 აგვისტო 2020, 14:38

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ კახელებისთვის შევარჩიეთ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, წესიერი, კახელებზე უზომოდ შეყვარებული და საქმიანი კაცი მაჟორიტარობის კანდიდატად

2012 წელს, საქართველოს უსამართლობისა და ჩაგვრისგან გათავისუფლების შემდეგ, ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ, ჩვენს თანამოქალაქეებს შევუმსუბუქოთ ყოფა, მივაწოდოთ გაუმჯობესებული ჯანდაცვის, სოციალური დახმარების პაკეტები, მოვაწესრიგოთ ინფრასტრუქტურა ყველა მხარესა და მუნიციპალიტეტში, შევქმნათ განვითარებისა და შემოსავლების მიღების მეტი შესაძლებლობა, სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის ხელშეწყობის თუ სხვა სახელმწიფო პროგრამების საშუალებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ახმეტაში ამომრჩევლებისთვის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

10 აგვისტო 2020, 14:32

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: მოვუწოდებ ბელარუსის ხელისუფლებას, ამომრჩეველთა ხმები ზუსტად დათვალონ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

10 აგვისტო 2020, 14:21

მსოფლიო

გერმანიის მთავრობა: ბელარუსში დემოკრატიული არჩევნების მინიმალური სტანდარტებიც კი არ იყო დაცული - ეს მიუღებელია

გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობისას დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მინიმალური სტანდარტები დაცული არ იყო. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა.

10 აგვისტო 2020, 14:16

პოლიტიკა

კახა კალაძე: ირაკლი ქადაგიშვილს აქვს კახეთის რეგიონის განვითარების ხედვა და არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის თქვენ გვერდში იდგა, დგას და მომავალშიც ასე იქნება

„მას თქვენ ყველა ძალიან კარგად იცნობთ. ესაა ადამიანი, რომელსაც აქვს კახეთის რეგიონის განვითარების ხედვა, ადამიანი, რომელიც ყოველთვის თქვენ გვერდში იდგა, დგას და მომავალშიც ასე იქნება. კახეთის მხარის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი. ირაკლი გახლავთ წესიერი, უნარიანი ადამიანი, რომელსაც არ ეშლება ადამიანებთან კომუნიკაცია“.

ალექსანდრე ლუკაშენკო

10 აგვისტო 2020, 13:57

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო: ვიღაცას დღესასწაულის გაფუჭება მოუნდა - პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩეხეთიდან დავაფიქსირეთ ზარები, საიდანაც ჩვენს ცხვრებს მართავდნენ

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა დღესასწაულივით ჩაიარა და ვიღაცას ამ დღესასწაულის გაფუჭება მოუნდა. ალექსანდრე ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ისტორიული აქტივობა დაფიქსირდა.

10 აგვისტო 2020, 13:57

მსოფლიო

ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 200-მდე გაიზარდა

ლიბანის დედაქალაქში, ბეირუთში მომხდარი მძლავრი აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა. მარვან აბოუდის აღნიშნავს, რომ ათობით ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. მათი დიდი ნაწილი უცხოელი მუშაა.

10 აგვისტო 2020, 13:47

COVID19

გორის მუნიციპალიტეტში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება. გუშინ გაგზავნილი 27 ნიმუშიდან COVID-19 ერთ პირს დაუდასტურდა, რომელიც სამხედრო ჰოსპიტალში მედდად მუშაობს. მას სიმპტომები ზღვიდან დაბრუნების შემდეგ გამოუვლინდა და ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია. ამ ეტაპზე გორის მუნიციპალიტეტში 78 პირს აქვს თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვის რეკომენდაცია, აქედან 19 პირი მედდას კონტაქტია.

10 აგვისტო 2020, 13:27

მსოფლიო

ბელარუსში გამართული საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 3 ათასი ადამიანი დააკავეს

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, ოლგა ჩემოდანოვა აცხადებს, რომ ქვეყანაში გამართული საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 3 ათასი ადამიანი დააკავეს.

10 აგვისტო 2020, 13:19

საზოგადოება

თბილისში, რობაქიძის გამზირზე თანამედროვე ტიპის მოსასვენებელი სივრცე მოეწყო

ტერიტორია 1 900 კვ.მ ფართობს მოიცავს, რომელშიც სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდა. მათ შორის, სივრცეში განთავსდა თანამედროვე ტიპის საპარკე ფურნიტურა, მოეწყო განათების სისტემა, გაკეთდა ფერადი ბილიკები, პატარებისთვის მოეწყო სათამაშო ზონა.

შავლეგ მიშველაძე

10 აგვისტო 2020, 13:14

საზოგადოება

შავლეგ მიშველაძე: ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად აუცილებელია გასამართი სადგურებისა და ნავთობბაზების საქმიანობის პერმანენტული მონიტორინგი

„ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად აუცილებელია გასამართი სადგურებისა და ნავთობბაზების საქმიანობის ყოველდღიური ციკლის პერმანენტული მონიტორინგი“ - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი, შავლეგ მიშველაძე.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

10 აგვისტო 2020, 13:13

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ ბელარუსის ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებს

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 აგვისტო 2020, 13:12

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ამ რეგიონიდან აგვისტოს ომში დავკარგეთ ჩვენი გმირი ბიჭები, ჩვენი ეროვნული გმირი და სიამაყე გიორგი ანწუხელიძე

ამ რეგიონიდან აგვისტოს ომში დავკარგეთ ჩვენი გმირი ბიჭები, პოლკოვნიკი ელიზბარაშვილი, კაპიტანი კირაკოზაშვილი, უმცროსი ლეიტენანტი ნატროშვილი, სერჟანტი ტურაშვილი, უმცროსი სერჟანტი მებაღიშვილი, კაპრალები ნოზაძე, ბალაშვილი, ღვინიაშვილი, სამხედრო ექიმი აბრამიშვილი და ჩვენი ეროვნული გმირი და სიამაყე გიორგი ანწუხელიძე,- ზმის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

10 აგვისტო 2020, 12:56

საზოგადოება

დღეიდან 7 იუსტიციის სახლში, 61 საზოგადოებრივ ცენტრსა და იმ ტერიტორიულ სამსახურებში, სადაც მოქალაქეთა დიდი ნაკადი არ არის, წინასწარი დაჯავშნის სისტემა უქმდება

დღეიდან 7იუსტიციის სახლში, 61 საზოგადოებრივ ცენტრსა და იმ ტერიტორიულ სამსახურებში, სადაც მოქალაქეთა დიდი ნაკადი არ არის, წინასწარი დაჯავშნის სისტემა უქმდება, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მოქალაქეებს დღეიდან დაჯავშნის გარეშე მოემსახურებიან იუსტიციის სახლის ყაზბეგის, ყვარლის, ბორჯომის, ხონის, თიანეთის, მარტვილის, ონის ფილიალები.

კორონავირუსი

10 აგვისტო 2020, 12:56

COVID19

სვანეთში კორონავირუსიის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

სვანეთში კორონავირუსიის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა. მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულია ერთი ოჯახი, რიომელსაც ყავდა სტუმარი და სავარაუდოდ, ვირუსით ინფიცირება მისგან მოხდა. ვირუსი გადაედოთ ამ ოჯახის კონტაქტებსაც. საუბარია სულ 17 დადატურებულ შემთხვევაზე, აქედან 7 მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. პაციენტები მოთავსებულები არიან თბილისის და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში ნაწილის, გადმოყვანა ხდება და მათ მოათავსებენ როგორც ზუგდიდის ასევე, სხვა კლინიკებში.

ეკატერინე ტიკარაძე

10 აგვისტო 2020, 12:55

სამართალი

ეკატერინე ტიკარაძე: უნდა დასრულდეს საუბარი, რომ სამინისტრო და ექიმები წარმოადგენენ ორ სხვადასხვა მხარეს, სამინისტრო და ექიმები ერთი განუყოფელი ნაწილია

უნდა დასრულდეს საუბარი, რომ სამინისტრო და ექიმები წარმოადგენენ ორ სხვადასხვა მხარეს. სამინისტრო და ექიმები არის ერთი განუყოფელი ნაწილი, რომელიც ახორციელებს ნებისმიერ ჩარევას და ქმედებას, რომ ჩვენის საზოგადოების, პაციენტების მდგომარეობა იყოს უსაფრთხო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ ექიმების დაკავების შესახებ განაცხადა.

10 აგვისტო 2020, 12:53

საზოგადოება

თბილისის სხვადასხვა კლინიკის ექიმებმა კოლეგის, ვახტანგ ყიფიანის გათავისუფლება მოითხოვეს

მხარდამჭერ აქციაზე კოლეგები განმარტავენ, რომ ყიფიანი გამოძიებასთან თანამშრომლობდა და არ ჰქონდა მიმალვის მცდელობა ან სურვილი, მეტიც, მედიკოსების თქმით ვახტანგ ყიფიანი გამოძიებასთან თანამშრომლობდა.

კახაბერ ოქრიაშვილი

10 აგვისტო 2020, 12:45

პოლიტიკა

კახა ოქრიაშვილმა ცეზარ და იაგო ჩოჩელებთან ერთად პარტია შექმნა

მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენებმა ცეზარ და იაგო ჩოჩელებმა პარტია შექმნეს. ამის შესახებ განცხადებას კახა ოქრიაშვილის პრესსამსახური ავრცელებს. „პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია - „პროგრესი და თავისუფლება“ შეიქმნა. პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე დარეგისტრირდა საარჩევნო სუბიექტად. ახალი პარტიის სახელი მოქმედი მაჟორიტარის, კახა ოქრიაშვილისა და ძმების, ცეზარ და იაგო ჩოჩელების სახელს უკავშირდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შარლ მიშელი

10 აგვისტო 2020, 12:44

მსოფლიო

შარლ მიშელი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებზე: დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა პასუხი არ არის

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

10 აგვისტო 2020, 12:42

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, სვანეთში გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება

„ამ მომენტისთვის, რეგულაციები ამოქმედდება სვანეთში, დანარჩენი რიცხვები არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ქვეყნის მასშტაბით გარკვეული გამკაცრებები გვქონდეს. კვლავ გვექნება მიზნობრივი ტესტირება, ბევრად უფრო გაფართოებული და მივყვებით იმ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც დღემდე გვქონდა დასახული“,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

10 აგვისტო 2020, 12:33

COVID19

სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა, - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.