imedi /  29 ივლისი 2020, 02:37 / სანდო წყარო

აშშ-ში კორონავირუსს 148 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 148 ათასს გადააჭარბა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 40 178 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 806 ადამიანი კი გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 4 330 437 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 148 817 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ეკა ბესელია

07 აგვისტო 2020, 15:37

პოლიტიკა

ეკა ბესელია: ერთადერთი გზა, რითიც შეიძლება ქვეყანამ დეოკუპაციისკენ იაროს, არის საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება

ეკა ბესელიას განცხადებით რუსეთი უნდა ვაიძლოთ ისეთ მოლაპარაკებაზე წამოვიდეს, რომელიც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას მიგვაღწევინებს, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დავით დავარაშვილის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა

07 აგვისტო 2020, 15:34

საზოგადოება

აქ, ახლა თიბისის მხარდაჭერით, დავით დავარაშვილის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა ახალ მისამართზე გაიხსნა

დავით დავარაშვილის განახლებული სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკა, 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ახალ მისამართზე - ლუბლიანას N13-ში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ შენობაში გაიხსნა და მზად არის მომხმარებლებისათვის სრული სერვისის უზრუნველსაყოფად. დავით დავარაშვილის კლინიკის მთავარი მიზანი, ინოვაციური მიდგომებითა და უნიკალური სერვისებით, საქართველოში სამეანო-გიკენოლოგიის დარგის განვითარებაა. პროფესიონალ მედიკოსთა გუნდი და უმაღლესი ხარისხის მომსახურება მომავალი დედებისა და ბავშვების უსაფრთხო და ჯანმრთელ მომავალს უზრუნველყოფს.

ანდრიუს კუბილიუსი

07 აგვისტო 2020, 15:26

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: რუსეთისთვის ერთადერთი ევროპული გზა საქართველოსგან მაგალითის აღებაა, რომელიც წარმატებული ევროპული რეფორმების განხორციელებით მისაბაძია

„უკანონოდ განლაგებული საოკუპაციო ძალებისა და საქართველოს რეგიონების მცოცავი ანექსიის გზით რუსეთის მიერ წარმოებული უწყვეტი პროვოკაციები საერთაშორისო კანონმდებლობას და ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებულ 2008 წლის 12 აგვისტოს „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას“ უხეშად არღვევს“.

ფინანსთა სამინისტრო

07 აგვისტო 2020, 15:18

ეკონომიკა

ბაღდათში, ვანში, სამტრედიასა და ყაზბეგში ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 130 მლნ ევრო დაიხარჯება

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერით, საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში: ბაღდათში, ვანში, სამტრედიასა და ყაზბეგში ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 130 მლნ ევრო დაიხარჯება, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. შესაბამის ხელშეკრულებას დღეს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW ) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, კლაუს ვეიგელმა.

07 აგვისტო 2020, 15:18

საზოგადოება

ლევან თოფაძე საავადმყოფოდან გაწერეს

ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილი რამდენიმე დღის განმავლობაში ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობდა და მისი მდგომარეობა ფასდებოდა როგორც სტაბილურად მძიმე, თუმცა მისი მკურნალი ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტის კლინიკური მაჩვენებლები დასტაბილურდა და დღეს მან საავადმყოფო დატოვა.

07 აგვისტო 2020, 15:05

ეკონომიკა

საქართველომ COVID-19-ის პანდემიის მიმართ მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით კიდევ ერთი საერთაშორისო დახმარება მიიღო

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონული ოფისის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, კლაუს ვეიგელმა. ღონისძიებას დაესწრო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში.

ვახტანგ მახარობლიშვილი

07 აგვისტო 2020, 15:01

პოლიტიკა

ვახტანგ მახარობლიშვილი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში გაერთიანებული სამეფოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტის ონლაინკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი სიტყვით გამოვიდა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში გაერთიანებული სამეფოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტის (RUSI) ონლაინ კონფერენციაზე „2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისთვის“.

07 აგვისტო 2020, 14:56

რეგიონი

გიორგი გახარია: მაღალი გამავლობის მანქანისთვის რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ყველა სოფელი მისაწვდომია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. მთავრობის მეთაური ონში ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად იმყოფებოდა.

07 აგვისტო 2020, 14:48

საზოგადოება

ატენის ხეობაში მცხოვრებ მეღვინეებთან თემატური შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ღვინის მწარმოებელთა ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს. პროექტი მეღვინეებისთვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

გიორგი გახარია

07 აგვისტო 2020, 14:46

რეგიონი

გიორგი გახარია: გუნდური, ეფექტური მუშაობის შედეგად, მოწყვეტილ სოფლებში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს უფრო ადრე მივეცით ცხოვრების ნორმალურ წესზე გადასვლის შესაძლებლობა

ფაქტობრივად, მოწყვეტილი სოფლები ეტაპობრივად, ნელ-ნელა უკვე ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან. კიდევ ერთი კვირა და აქ ყველაფერი, სიწყნარე და სიმშვიდე იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რაჭაში განაცხადა, სადაც სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად გაეცნო. მთავრობის მეთაურის შეფასებით, შტაბის მუშაობა იყო საკმაოდ ეფექტური და სტიქიის შედეგად მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა დაგეგმილზე ადრე აღდგა.

07 აგვისტო 2020, 14:43

ეკონომიკა

LOT Polish Airlines-ი ვარშავა-თბილისი-ვარშავის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს

14 აგვისტო, ვარშავა - თბილისი (გამოფრენა პოლონეთის დროით 21:45, ჩამოფრენა 15 აგვისტოს, საქართველოს დროით 03:25); 15 აგვისტო, თბილისი - ვარშავა (გაფრენა საქართველოს დროით 04:25, ჩაფრენა პოლონეთის დროით 06:10);

საგარეო საქმეთა სამინისტრო

07 აგვისტო 2020, 14:35

პოლიტიკა

2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, 7-8 აგვისტოს მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება

7-8 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, მსოფლიოს მასშტაბით, 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრელებს.

გიორგი ვოლსკისა და კობა კობალაძის შეხვედრა ვეტერანებთან

07 აგვისტო 2020, 14:27

საზოგადოება

ვეტერანების ორკვირიანი საპროტესტო აქციები შეწყდა

ვეტერანების 2-კვირიანი საპროტესტო აქციები შეწყდა და ისინი ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან. აქციის მონაწილეებმა გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიროგი ვოლსკისთან და უმრავლესობის წევრთან, კობა კობბალაძესთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

07 აგვისტო 2020, 14:23

COVID19

ლევან სამუშია „ლელოს“ შეუერთდა

პოლიტიკურ გაერთიანება „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ლევან სამუშია „ლელოს“ შეუერთდა, რომელიც დღეს ბრიფინგზე „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ წარადგინა. მამუკა ხაზარაძის თქმით, „ლელო“ გაფართოებას ერთ-ერთი მთავარი მიზნისთვის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთვის აგრძელებს.

კობა კობალაძე

07 აგვისტო 2020, 14:20

პოლიტიკა

კობა კობალაძე: 8 აგვისტო ტკივილის, ცრემლის, განცდის და ერთობის ნაზავია

8 აგვისტო - ეს არის ნაზავი ტკივილის, ცრემლის, განცდის და ერთობის, - ამის შესახებ დეპუტატმა, კობა კობალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „8 აგვისტო - ეს არის ნაზავი ტკივილის, ცრემლის, განცდის და ერთობის. სანამ თითოეული ჩვენგანი ვერ იგრძნობს იმას, რომ ეს ქვეყანა არის ოკუპირებული და ტაშს არ დაუკრავს წარუმატებლობებს ამ ქვეყანაში, მანამ ერთიანობის შეგრძნება არ გვექნება არცერთს.

გიორგი ვოლსკი

07 აგვისტო 2020, 14:15

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: მნიშვნელოვანწილად რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო მსოფლიოში სიტუაცია ყოველდღე მძიმდება

ოკუპაცია არათუ გამოწვევად რჩება, არამედ ყოველდღე მძიმდება სიტუაცია მსოფლიოში მნიშვნელოვანწილად რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო და რასაკვირველია საქართველო არის ამ გლობალური დაპირისპირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტით, სამწუხარო შედეგებით, როგორც დამთავრდა საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

07 აგვისტო 2020, 14:12

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დროებითია

„დღეს 12 წელი სრულდება რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან, რომელსაც ჩვენი მშვიდობიანი თანამოქალაქეების, ჯარისკაცების და პოლიციელების სიცოცხლე შეეწირა. პატივს მივაგებ და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე“.

07 აგვისტო 2020, 14:06

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით 5241 ადამიანი დაინფიცირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 5 241 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 877 135-ს მიღწია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 119 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 14 725-ს აღწევს. ამასთან, 683 592 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

07 აგვისტო 2020, 14:04

საზოგადოება

10 აგვისტოდან დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი

7-8 აგვისტოს საქართველოში ნარჩუნდება ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +31, +36 გრადუსი იქნება. 10 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან გაწვიმდება და 15 აგვისტომდე დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

07 აგვისტო 2020, 13:55

რეგიონი

სამელიორაციო მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან 15 300-ზე მეტი აბონენტი გათავისუფლდა

ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში დაწესებული შეღავათით სარგებლობენ და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან თავისუფლდებიან.