imedi  /  29 ივლისი 2020, 16:47 / სანდო წყარო

ჯანმო: ევროპაში კორონავირუსის შემთხვევების მატება ახალგაზრდებს უკავშირდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ ევროპაში კორონავირუსის შემთხვევების მატება ახალგაზრდებს უკავშირდება.

მისი თქმით, ეროვნულმა მთავრობებმა ახალგაზრდებთან პანდემიასთან დაკავშირებით უფრო ეფექტური კომუნიკაცია უნდა განახორციელონ.

„კორონავირუსის მზარდი შემთხვევები უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში ფიქსირდება. ეს ადამიანთა ქცევაში ცვლილებების შედეგია. რამდენიმე ჯანდაცვის უწყებიდან მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახლად ინფიცირებულების დიდი ნაწილი ახალგაზრდები არიან. მათ საკუთარი თავის, თავიანთი მშობლების, ბებიებისა და ბაბუების, ასევე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა აკისრიათ“, - აღნიშნა ჰანს კლუგემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

23 ივნისი 2021, 09:35

COVID19

ჯანმო: მსოფლიოში, გასულ კვირას კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 6%-ით შემცირდა

მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, COVID19-ით ინფიცირების 2.5 მილიონამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გასულ კვირასთან შედარებით 6%-ით ნაკლებია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.

23 ივნისი 2021, 09:27

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

23 ივნისს ქუთაისში იწვიმებს, დღისით +31 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

23 ივნისი 2021, 09:19

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განახლებული იაპონური ცენტრი გახსნა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით აღჭურვილი და განახლებული იაპონური ცენტრის გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ მიიღეს მონაწილეობა.

23 ივნისი 2021, 09:10

პოლიტიკა

დღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართება

დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართება.

საქართველოს პარლამენტი

23 ივნისი 2021, 09:01

პოლიტიკა

„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე პარლამენტში შეხვედრა გაიმართება

„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში შეუთანხმებელ საკითხებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა, პარლამენტში დღეს გაიმართება.

სერგო ჩიხლაძე

23 ივნისი 2021, 08:55

პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის მისვლას ითხოვენ

ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში ელოდებიან. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მათმა ფრაქციამ ეკატერინე ტიკარაძე ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დაიბარა. მისი თქმით, მთავარი საკითხი, რაზეც მინისტრს საუბარი მოუწევს, ვაქცინაცია იქნება.

23 ივნისი 2021, 08:45

პოლიტიკა

პარლამენტი მეორე მოსმენით, სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით რეგლამენტში შესატან ცვლილებებს განიხილავს

პარლამენტი მეორე მოსმენით, დღეს რეგლამენტში შესატან ცვლილებებს განიხილავს, რომლითაც სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო ხმების რაოდენობა იზრდება.

23 ივნისი 2021, 08:39

რეგიონი

დღეს საოკუპაციო ხაზთან ზაზა გახელაძის მეგობრები და ოჯახის წევრები აქციას გამართავენ

საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრის, ზაზა გახელაძის მამა აცხადებს, რომ შვილის დაბადების დღეს ე.წ. საზღვარს გადაკვეთს. მიხეილ გახელაძე უკანონოდ გაბმულ მავთულხლართებს მიღმა დღეს უფროს შვილთან ერთად გადასვლას გეგმავს. წინასწარ იცის, რომ ოკუპანტები მათაც დააკავებენ და სჯერა, რომ ცხინვალის ციხეში ზაზა გახელაძესთან მიიყვანენ. უფროს გახელაძეს, გუშინ პირადად პრემიერ-მინისტრმა, გეგმის შეცვლა ურჩია.

23 ივნისი 2021, 08:29

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას ტყეში უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს

ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკურებით ხანძარსაშიში პერიოდია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისა და კოცონის დანთებისას ვრცელდება.

23 ივნისი 2021, 08:21

კულტურა

გელათში არსებულ მდგომარეობას, დღეიდან იუნესკოს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი ადგილზე შეისწავლის

გელათში არსებულ მდგომარეობას, დღეიდან იუნესკოს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი ადგილზე შეისწავლის. ისინი ერთი კვირის განმავლობაში გელათის ძირითად ტაძარზე, 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებული სამუშაოების ხარვეზებს შეისწავლიან და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ.

ნინო ლომჯარია

23 ივნისი 2021, 08:10

პოლიტიკა

სახალხო დამცველი პარლამენტს 2020 წლის ანგარიშს წარუდგენს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, დღეს პარლამენტს 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიურ ანგარიშს წარუდგენს.

დავით ზალკალიანი

23 ივნისი 2021, 08:01

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ასოცირებული ტრიოს საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელს ეწვევა.

23 ივნისი 2021, 00:50

მსოფლიო

კომპანია Bumble-ი თანამშრომლების სტრესის დონის შესამცირებლად მუშაობას ერთი კვირით წყვეტს

კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა Twitter-ზე დაწერა, რომ Bumble-ის დამფუძნებელმა, უიტნი ვულფ ჰერდმა სწორად შეაფასა თანამშრომლების ფსიქოლოგიური მდგომარეობა და „ჩვენი კოლექტიური გადაწვა“.

ლევან ნიკოლეიშვილი

23 ივნისი 2021, 00:45

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ისეთი დანაშაულია ჩადენილი, რომ მე აბსოლუტურად ტოლობას ვსვამ პუტინსა და სააკაშვილს შორის

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეზოლუციაში ასეთი რამ ჩაწერა, კი ჩვენ დავიწყეთ ომი, მაგრამ სამაგიეროდ ამის შედეგად მოხდა იმის აღიარება, რომ რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი ცუდია და ა.შ. ანუ რამხელა საქმე გაგვიკეთებია, ომი დაგვიწყია იმისთვის, რომ მსოფლიოსთვის გვეცნობებინა რუსეთის ცუდი სახე. ეს ხომ ყველაზე ცუდი ტუტუცობაა, რაც შეიძლება მოვისმინოთ, - ამის შესახებ „იმედის ფაქტორის“ ეთერში ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

ბექა დავითულიანი

23 ივნისი 2021, 00:39

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ჰქონდა შეცდომები, იმიტომ რომ ომის მოსურნე რუსეთს არაფრით გაუწიეს წინააღმდეგობა და შეჰყვა პროვოკაციაში

„მესამე ფაქტი ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ჰქონდა შეცდომები, იმიტომ რომ ომის მოსურნე რუსეთს არაფრით გაუწია წინააღმდეგობა და შეჰყვა ამ პროვოკაციაში იმ თვალსაზრისით, რომ ამ აგრესიულ რიტორიკას არ დაუპირისპირეს ეფექტიანი საერთაშორისო მექანიზმები და ა.შ. ზემო აფხაზეთი დაარქვეს კოდორის ხეობას, რომელსაც (რუსეთი) წლების განმავლობაში ვერ იღებდა, შექმნეს ახალგორის გაურკვეველი ადმინისტრაცია, რომლითაც ვითომ რაღაც ილუზიის შექმნა გვინდოდა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი ისევ ჩვენ გვექვემდებარებოდა. ამ ყველაფრით, მათ რუსეთს პროვოკაციული შესაძლებლობა მისცეს, რომ გადმოედგათ საომარი ნაბიჯები. მათ ეს ნაბიჯები გადმოდგეს სრულიად უკანონოდ და მიუღებლად და აქედან პასუხი არ იყო ისეთი, რომელიც ამ ქვეყანას ამ ტრაგედიას ააცილებდა “, - განაცხადა დავითულიანმა.

ლევან ნიკოლეიშვილი

23 ივნისი 2021, 00:28

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველთვის ეშინოდა რუსეთის და ყოველთვის რაღაც თამაშებში იყო გარეული მათთან ერთად

ორი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო იმის, თუ რატომ დაუჭირა მხარი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აგვისტოს ომის შემდეგ მიღებულ რეზოლუციას. ერთი - რუსული სცენარის ერთგულება, რაც ომის მიმდინარეობის დროსაც განახორციელეს და მეორე შიში რუსების მიმართ. ერთიც და მეორეც იყო მიზეზი, თუ რატომაც მოხდა 2008 წლის ომი, - ამის შესახებ „იმედის ფაქტორის“ ეთერში ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

გიგი წერეთელი

23 ივნისი 2021, 00:26

პოლიტიკა

გიგი წერეთელი: მეხუთე პუნქტში საუბარი იყო არა ომის დაწყებაზე, არამედ იმაზე, რომ ცხინვალის დაბომბვამ გამოიწვია ესკალაციის ახალი ეტაპი

რეზოლუციის მეხუთე პუნქტში საუბარი არ იყო ომის დაწყებაზე. იქ საუბარი იყო იმაზე, რომ ცხინვალის დაბომბვამ გამოიწვია ესკალაციის ახალი ეტაპი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა განაცხადა.

გიგი წერეთელი

23 ივნისი 2021, 00:20

პოლიტიკა

გიგი წერეთელი PACE-ს რეზოლუციაზე: მაშინ ქართულმა დელეგაციამ ამჯობინა ეს რეზოლუცია არ ჩავარდნილიყო

„იმასაც დავეთანხმები თუ ვინმე იტყვის, რომ უკეთესი იქნებოდა ეს მეხუთე პუნქტი სხვაგვარად ყოფილიყო და არ ყოფილიყო ის ჩანაწერი, რომელზეც ახლა არის საუბარი. მაგრამ როდესაც დავაყენებთ სასწორის ერთ მხარეს ამ ჩანაწერს და მეორე მხარეს(ტერმინებს) „ეთნიკური წმენდა“, „საზღვრების დარღვევა“ პირველად „ოკუპაციის“ ხსენება, რუსეთის ვალდებულება, რომ გავიდეს და გაიყვანოს ჯარი, იმდენად ბევრი იყო მეორე მხარეს, რომ მაშინ ქართულმა დელეგაციამ ამჯობინა ეს რეზოლუცია არ ჩავარდნილიყო, - განაცხადა წერეთელმა.

დავით ქართველიშვილი

23 ივნისი 2021, 00:15

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სამწუხაროდ, სააკაშვილისა და პუტინის ხელისუფლებების პირობებში 2008 წლის ომი გარდაუვალი იყო

არამარტო ამ რეზოლუციის შინაარსი, არამედ ეს საინტერესო გარემოებები, რომელიც თან ახლავს ამ რეზოლუციის მიღებას, კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ, სამწუხაროდ, სააკაშვილისა და პუტინის ხელისუფლებების პირობებში 2008 წლის ომი გარდაუვალი იყო, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, დავით ქართველიშვილმა განაცხადა.

23 ივნისი 2021, 00:11

COVID19

AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ინდოეთში გამოვლენილი შტამების წინააღმდეგ ეფექტურია

AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ინდოეთში გამოვლენილი შტამების წინააღმდეგ ეფექტურია. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.