imedi /  30 ივლისი 2020, 00:12 / სანდო წყარო

ჯანმო: უნდა გავიაზროთ, რომ კორონავირუსს ჩვენი მოკვლა შეუძლია - ამიტომაც, სერიოზულად უნდა მივუდგეთ მას

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ კოლექტიური იმუნიტეტი მალე არ გამომუშავდება.

მაიკ რაიანმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ჯანმომ არ იცის, მსოფლიო მოსახლეობის რა ნაწილმა უნდა გადაიტანოს დაავადება, რათა კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავების შესახებ საუბარი შესაძლებელი იყოს.

„ბევრი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ეს მაჩვენებელი 60%-დან 80%-მდე არის. სხვები მიიჩნევენ, რომ უფრო ნაკლებია. თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს ეს მაჩვენებელი, ჩვენ ახლოსაც კი არ ვართ. ეს კი ნიშნავს, რომ სანამ იმუნიტეტის დონეს მივაღწევთ, ვირუსი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება საფრთხე“, - აღნიშნა მან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე განმარტა, რომ ვირუსის გავრცელების დაშვება იმის მოლოდინში, რომ კოლექტიური იმუნიტეტი გამომუშავდება, სახიფათოა.

„უნდა გავიაზროთ, რომ კორონავირუსს ჩვენი მოკვლა შეუძლია. ამიტომაც, სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ საფრთხეს. სერიოზულად უნდა მივუდგეთ საკუთარი თავისა და სხვების დაცვას“, - დასძინა მან.

ყველა სიახლე

თურქეთი კორონავირუსი

05 აგვისტო 2020, 22:54

COVID19

თურქეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა ათასს გადააჭარბა

ქვეყანაში კოვიდინფიცირების 236 112 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 5 784 ადამიანი, 219 506-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

კინო სერიალები

05 აგვისტო 2020, 22:36

კულტურა

დასახელდა სერიალები, რომლებსაც არალეგალურად ყველაზე ხშირად უყურებენ

ერთადერთი პლატფორმა, რომლის შოუც სიაში ორჯერ აღმოჩნდა, ტელეკომპანია The CW გახდა. სპეციალისტები ამას ბოლო დროს სტრიმინგ-სერვისების ამუშავებას უკავშირებენ, რომელთა შორის საკმაოდ ძლიერი კონკურენციაა.

05 აგვისტო 2020, 22:28

მსოფლიო

ბეირუთში აფეთქების შედეგად დანგრეული საავადმყოფოდან ექთანმა სამი ახალშობილი გამოიყვანა

ლიბანელი ფოტოგრაფი, ბილალ ჯავიჩი ბეირუთში მომხდარი მძლავრი აფეთქების შემდეგ გადაღებულ ფოტოს ავრცელებს, რომელზეც ჩანს, თუ როგორ გამოჰყავს ექთანს სამი ახალშობილი აფეთქების შედეგად დაზიანებული ერთ-ერთი საავადმყოფოდან.

05 აგვისტო 2020, 22:23

სპორტი

19 წლის ფეხბურთელი გოგონა ნიდერლანდების სამოყვარულო ჩემპიონატში მამაკაცებთან ერთად ითამაშებს

19 წლის ფეხბურთელი გოგონა, ელენ ფოკემი მამაკაცთა შორის ნიდერლანდების სამოყვარულო ჩემპიონატში გამოვა. ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რითაც სურთ იმის გარკვევა, რამდენად შესაძლებელია ქალების მამაკაცთა ჩემპიონატში ინტეგრირება. ფოკემი უკვე ვარჯიშობს „ფოარუტის“ შემადგენლობაში და მომავალი მატჩებისთვის ემზადება. როგორც ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები აცხადებენ, თუ ექსპერიმენტმა გაამართლა, ისინი ქალ ფეხბურთელებს მამაკაცთა გუნდებში უახლოეს მომავალშიც მიიწვევენ.

05 აგვისტო 2020, 21:59

სამართალი

შსს: დგინდება, რომ კომპანია „ზეგ“ არ ოპერირებს საქართველოში და მისი საქმიანობის შესასწავლად საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

„ამ ეტაპზე დგინდება, რომ კომპანია „ზეგ“ არ ოპერირებს საქართველოში და მისი საქმიანობა დაკავშირებულია საერთაშორისო შეკვეთებთან. კომპანიის საქმიანობის შესწავლის მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს ექსპერტიზები. სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია ოჯახთან. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

05 აგვისტო 2020, 21:42

სამართალი

შსს: თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე Google-ში სუიციდის მეთოდებს ეძებდა, წინა დღეს კი არკვევდა რა მოუვა მის ფეისბუქ-ანგარიშს მისი გარდაცვალების შემთხვევაში

შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ შუალედური ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

05 აგვისტო 2020, 21:30

საზოგადოება

მაშველებმა ახალგაზრდა გოგო გადაარჩინეს

მაშველებმა ახალგაზრდა გოგო გადაარჩინეს. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების ოპერატიული მუშაობის შედეგად, გოგოს მდინარე მტკვრიდან უვნებლად ამოიყვანა მოხერხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

05 აგვისტო 2020, 21:28

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 157 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 157 ათასს გადააჭარბა.

კორონავირუსი ესპანეთი

05 აგვისტო 2020, 21:21

COVID19

ესპანეთში კარანტინის დასრულების შემდეგ კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ქვეყანაში კარანტინის დასრულების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ამასთან, გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი და ჯამში ქვეყანაში COVID-19-ს 28 499 ადმიანი ემსხვერპლა.

05 აგვისტო 2020, 21:18

COVID19

ჯანმო ახალგაზრდებს: დაუსვით საკუთარ თავს კითხვა - ნამდვილად მჭირდება წვეულებაზე წასვლა?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ ახალგაზრდებმა უნდა გადახედონ სოციალურ შეკრებებზე დასწრების ჩვევას.

05 აგვისტო 2020, 21:11

კულტურა

უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვების“ ჩვენება საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მერეთში გაიმართება

უტა ბერიას ფილმ „უარყოფით რიცხვებს“ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მერეთში 7 აგვისტოს ნახავენ. ჩვენება გაიმართება პროექტ „ზაფხულის კინოსკოლის“ ფარგლებში და მას რეჟისორი უტა ბერია დაესწრება, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კონოცენტი ავრცელებს.

რომან გოცირიძე

05 აგვისტო 2020, 20:51

პოლიტიკა

რომან გოცირიძე: სარკოზი დაამცირა პუტინმა, როდესაც მისი ხელმოწერა ფაქტობრივად, ფარატინა ქაღალდად ჩათვალა

რუს დათვს ყოველთვის ეღვიძა და განახორციელა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია ეს ძალიან კარგად იცის ნიკოლა სარკოზიმ, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „ქრონიკას“ განუცხადა. მისი თქმით, მედვედევ-სარკოზის შეთანხმება დღემდე არ არის შესრულებული და პირადად სარკოზი პუტინმა, როდესაც მისი ხელმოწერა მან ფაქტობრივად, ფარატინა ქაღალდად ჩათვალა.

კორონავირუსი აზერბაიჯანი

05 აგვისტო 2020, 20:50

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 33 103 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 476 ადამიანი, 28 840 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ექიმები სასამართლო

05 აგვისტო 2020, 20:33

სამართალი

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორს აღკვეთის ღონისძიებად გირაო, კლინიკის ექიმებს კი პატიმრობა შეეფარდათ

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის, უკანონო საექიმო საქმიანობისა და სამსახურებრივი გულგრილობისთვის დაკავებულ ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს, გიორგი ლობჟანიძეს 100 ათას-ლარიანი გირაო შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

05 აგვისტო 2020, 20:30

მსოფლიო

ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 135-მდე გაიზარდა, დაშავდა 5 000 ადამიანი

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 135-მდე გაიზარდა, დაშავებულია 5 000 ადამიანი. ინფორმაციას Al-Jazeera ლიბანის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლაშა დარსალია

05 აგვისტო 2020, 20:30

თავდაცვა

ლაშა დარსალია: საქართველო სამხედრო ტვირთებთან დაკავშირებულ ყველა საერთაშორისო სამართლის ნორმასა და პრინციპს იცავს

სატრანზიტო ტვირთებთან დაკავშირებით საქართველო ყველა საერთაშორისო რეგულაციას იცავს და საჰაერო გზით შეიარაღების გადაზიდვა ორმხრივი შეთანხმებით ხდება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ „ქრონიკას“ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის იარაღის საკითხზე აგორებულ სკანდალთან დაკავშირებით განუცხადა.

ირაკლი ბერაია

05 აგვისტო 2020, 20:28

პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: წინა ხელისუფლებამ თავისი ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული ქმედებებით, ფაქტობრივად, კომფორტი შეუქმნა ოკუპანტ სახელმწიფოს, მიეღწია მისი საგარეო პოლიტიკური მიზნებისთვის

მაშინ, როდესაც ფართომასშტაბიანი აგრესიის, შემოჭრის ყველა ინდიკატორი სახეზე იყო, წინა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს თავიდან აეცილებინა, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაია „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი

05 აგვისტო 2020, 20:21

თავდაცვა

ირაკლი სესიაშვილი: საუბარი იმაზე, რომ ჩვენ რომელიმე მხარეს სამხედრო ტვირთებით მომარაგებაში ხელს ვუწყობთ, ეს გამორიცხულია

„ამ შემთხვევაში ჩვენ ორივე ქვეყანასთან ამ შეთანხმების პირნათლად ერთგულნი ვართ, შესაბამისად, არც ერთ ქვეყანას რაიმე პრეტენზია არ ჰქონია და ვერც ექნება, იმიტომ რომ ჩვენი დაინტერესება არის მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს მეზობელ ქვეყნებში, იმიტომ რომ ჩვენ ორივე მეზობელთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ჩვენ რომელიმე მხარეს სამხედრო ტვირთებით მომარაგებაში ხელს ვუწყობთ, ეს გამორიცხულია. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესს. ამიტომ აქ არის მკაცრი დაცვა, ეს იცის ორივე სახელმწიფომ. ეს ორივე სახელმწიფო ამ მიდგომას მიესალმება“, - აღნიშნა სესიაშვილმა.

05 აგვისტო 2020, 20:15

მსოფლიო

ლიბანის ხელისუფლებამ ბეირუთი კატასტროფის ზონად გამოაცხადა

ლიბანის ხელისუფლებამ ქვეყნის დედაქალაქი ბეირუთი კატასტროფის ზონად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციის მინისტრმა, მანალ აბდელ სამად ნაჟდმა განაცხადა.

05 აგვისტო 2020, 20:03

საზოგადოება

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ბეირუთის პორტში აფეთქებასთან საქართველოს რაიმე ფორმით დაკავშირება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია

ბეირუთის პორტში აფეთქებასთან საქართველოს რაიმე ფორმით დაკავშირება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, – ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ. მათი ინფორმაციით, ამონიუმის ნიტრატი, წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი საექსპორტო პროდუქტია და ყოველწლიურად დიდი მოცულობებით გადის საერთაშორისო ბაზრებზე და ტვირთის გადაზიდვის, დამუშავების და დასაწყობების ტექნოლოგიები მიმღები სახელმწიფოს კომპეტენციაა და არა ექსპორტიორი სახელმწიფოსი.